საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„სურნელი, რომელიც გვაბედნიერებს“- რა გავლენას ახდენს ვანილის სურნელი ორგანიზმზე
„სურნელი, რომელიც გვაბედნიერებს“- რა გავლენას ახდენს ვანილის სურნელი ორგანიზმზე

სტრე­სე­ბით სავ­სე სამ­ყა­რო­ში ადა­მი­ა­ნებს ბედ­ნი­ე­რე­ბის ჰორ­მო­ნე­ბი სა­ნატ­რე­ლი გაგ­ვიხ­და. ამი­ტომ უნდა და­ვა­ფა­სოთ თი­თო­ე­უ­ლი წვრილ­მა­ნი, რო­მე­ლიც ჩვენ­ში ენ­დორ­ფი­ნებს გა­მო­ყოფს და ცხოვ­რე­ბას გვი­ხა­ლი­სებს. ასე ვარ მეც, ვცდი­ლობ ყვე­ლა­ფერ­ში პო­ზი­ტი­ვი და­ვი­ნა­ხო და ცუდ ამ­ბებ­საც კი კარ­გი კუ­თხით შევ­ხე­დო. თუმ­ცა ეს მარ­ტი­ვი ნამ­დვი­ლად არაა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯან­სა­ღად კვე­ბის მომ­ხრე ვარ, ხში­რად არც შო­კო­ლად­ზე ვამ­ბობ უარს, რად­გან ის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ენ­დორ­ფი­ნე­ბის გა­მო­ყო­ფას უწყობს ხელს.

აი, ცოტა ხნის წინ კი, სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად, „ნი­კო­რას“ სუ­პერ­მარ­კე­ტის დახლზე ერ­თმა წარ­წე­რამ მი­იქ­ცია ჩემი ყუ­რა­დღე­ბა - „სურ­ნე­ლი, რო­მე­ლიც გვა­ბედ­ნი­ე­რებს“.

წარ­წე­რას ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო ტექ­სტი მოჰ­ყვე­ბო­და - „ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის­ტი მა­და­გას­კარ­ში მოგ­ზუ­რო­ბი­სას ვა­ნი­ლის პლა­ტა­ცი­ებს ეს­ტუმ­რა და ად­გი­ლობ­რივ­თა ცხოვ­რე­ბას და­აკ­ვირ­და. პლან­ტა­ცი­ა­ში მუ­შა­ო­ბა რთუ­ლი და შრო­მა­ტე­ვა­დი საქ­მეა, თუმ­ცა მუ­შე­ბი სირ­თუ­ლე­ებს გა­საკ­ვი­რი შე­მარ­თე­ბით უმკლავ­დე­ბი­ან. არც მძი­ნე რუ­ტი­ნა აში­ნებთ და არც ცხოვ­რე­ბის გა­უ­საძ­ლი­სი პი­რო­ბე­ბი. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, „ბედ­ნი­ე­რე­ბის სა­ი­დუმ­ლო“ ვა­ნი­ლის სურ­ნე­ლია. სწო­რედ ის უწყობს ხელს ორ­გა­ნიზ­მში ენ­დორ­ფი­ნე­ბის - ბედ­ნი­ე­რე­ბის ჰორ­მო­ნე­ბის გა­მო­ყო­ფას.“

ცოტა ხანს დავ­ფიქ­რდი, ნუთუ ასე მარ­ტი­ვია ენ­დორ­ფი­ნე­ბის დაგ­რო­ვე­ბა? თურ­მე ასეა. თუმ­ცა ავ­ტო­მა­ტუ­რად ვი­ფიქ­რე, რომ პრო­დუქ­ტი, რო­მელ­ზეც ეს წარ­წე­რა ამო­ვი­კი­თხე, მა­ღალ­კა­ლო­რი­უ­ლი იქ­ნე­ბო­და და მისი მი­ღე­ბით ჩემი ჯან­სა­ღი კვე­ბის რა­ჟი­მის დარ­ღვე­ვა მო­მი­წევ­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, შევ­ცდი. ეს იყო ხა­ჭოს დე­სერ­ტი ვა­ნი­ლის არო­მა­ტით - სრუ­ლი­ად ჯან­სა­ღი და სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც მე­ტად სა­სარ­გებ­ლოა ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის­თვის და ამავდრო­უ­ლად, თურ­მე გა­ბედ­ნი­ე­რე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბა.

ხაჭო „ნი­კო­რას“ შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ის „დღის პრო­დუქ­ტის“ მიერ იყო წარ­მო­ე­ბუ­ლი. ამ ის­ტო­რი­ამ ისე და­მა­ინ­ტე­რე­სა და გა­მა­ხა­ლი­სა, რომ დახ­ლის გუ­ლი­ა­ნად დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა და­ვი­წყე და მსგავ­სი შე­ფუთ­ვით სხვა პრო­დუქ­ტე­ბიც, მათ შო­რის, ყვე­ლი, რძე, მა­წო­ნი და არა­ჟა­ნიც აღ­მო­ვა­ჩი­ნე. მრა­ვალ­ფე­რო­ვან შე­ფუთ­ვებ­ზე და­ბეჭ­დი­ლი სხვა­დას­ხვა სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებს თვა­ლი გა­და­ვავ­ლე და რამ­დე­ნი­მე პრო­დუქ­ტი შე­ვი­ძი­ნე.

ვი­ფიქ­რე, რომ სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბი ბავ­შვებ­საც მო­ე­წო­ნებ­დათ და იქ­ნებ ამის გამო მა­ინც სი­ა­მოვ­ნე­ბით ეჭა­მათ რძის პრო­დუქ­ტე­ბი, რო­მე­ლიც ასე არ უყ­ვართ და მე კი ასე მინ­და, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად იღებ­დნენ. ჩემი მო­ლო­დი­ნი გა­მარ­თლდა. ხა­ჭოს მირ­თმე­ვის შემ­დეგ, კომ­პი­უ­ტერს მი­ვუს­ხე­დით ვა­ნი­ლის პლან­ტა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა და­ვი­წყეთ.

რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, ვა­ნი­ლის პლან­ტა­ცი­ე­ბი მა­და­გას­კარ­ზე, დე­და­ქა­ლა­ქი­დან 600 კმ-ის მო­შო­რე­ბით მდე­ბა­რე­ობს. პლან­ტა­ცი­ე­ბის მიმ­დე­ბა­რედ ჯუნ­გლე­ბია, მი­სას­ვლელ გზა­ზე კი წყლით დატ­ბო­რი­ლი ბრინ­ჯის ყა­ნე­ბია.

ვა­ნი­ლი ორ­ქი­დე­ე­ბის კლასს მი­ე­კუთ­ვნე­ბა და მო­საყ­ვა­ნად აუ­ცი­ლე­ბე­ლია სამი პი­რო­ბა: სით­ბო, მა­ღა­ლი ტე­ნი­ა­ნო­ბა და სწო­რი მოვ­ლა. ვა­ნი­ლის პარ­კებს კრე­ფენ მწვა­ნე, ნა­ხევ­რადმწი­ფე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და იწყე­ბენ მის ხან­გრძლივ გა­და­მუ­შა­ვე­ბას. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, პარ­კე­ბი უნდა და­მუ­შავ­დეს ცხე­ლი წყლით. წყლი­დან ამო­ღე­ბის­თა­ნა­ვე პარ­კებს ყრი­ან ზე­წარ­ზე და კარ­გად ფუ­თა­ვენ. ასე აჩე­რე­ბენ ერთი დღე-ღამე. შე­დე­გად პარ­კე­ბი მომ­წი­ფე­ბას წყვეტს და ფერ­მენ­ტა­ცი­ის პრო­ცესს იწყებს. შემ­დე­გი ეტა­პი მზე­ზე გაშ­რო­ბაა, რა­საც ჩრდილ­ში ერთი თვის მან­ძილ­ზე შე­ნახ­ვა მოჰ­ყვე­ბა. გა­მოშ­რო­ბის დროს ვა­ნი­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 7-ჯერ იკ­ლებს წო­ნა­ში. სა­ბო­ლო­ოდ ვა­ნილს ახა­რის­ხე­ბენ სიგ­რძის მი­ხედ­ვით და რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის ამ­ზა­დე­ბენ.

ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის იმ­დე­ნად შთამ­ბეჭ­და­ვი აღ­მოჩ­ნდა, რომ ახა­ლი მი­ზა­ნიც და­ვი­სა­ხე. გა­დავ­წყვი­ტე, რა­დაც უნდა და­მიჯ­დეს, ერთ დღეს ჩემ­მა კომ­პა­ნი­ა­მაც და­წე­როს ასე­თი ტექ­სტი - “ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის­ტი მა­და­გას­კარ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას ვა­ნი­ლის პლან­ტა­ცი­ებს ეს­ტუმ­რა...” მიხ­ვდე­ბო­დით, რომ ეს ჟურ­ნა­ლის­ტი მე ვიქ­ნე­ბი. მა­ნამ­დე კი ვიდ­რე მა­და­გას­კარ­ში ვი­მოგ­ზა­უ­რებ და ბედ­ნი­ე­რე­ბის ჰორ­მო­ნე­ბის სურ­ნელს ღრმად ჩა­ვი­სუნ­თქავ, ამ სი­ა­მოვ­ნე­ბას „დღის პრო­დუქ­ტის“ ვა­ნი­ლი­ა­ნი ხა­ჭოს დე­სერ­ტის სა­ხით მი­ვი­ღებ.

ავტორი:

„სურნელი, რომელიც გვაბედნიერებს“- რა გავლენას ახდენს ვანილის სურნელი ორგანიზმზე

„სურნელი, რომელიც გვაბედნიერებს“- რა გავლენას ახდენს ვანილის სურნელი ორგანიზმზე

სტრესებით სავსე სამყაროში ადამიანებს ბედნიერების ჰორმონები სანატრელი გაგვიხდა. ამიტომ უნდა დავაფასოთ თითოეული წვრილმანი, რომელიც ჩვენში ენდორფინებს გამოყოფს და ცხოვრებას გვიხალისებს. ასე ვარ მეც, ვცდილობ ყველაფერში პოზიტივი დავინახო და ცუდ ამბებსაც კი კარგი კუთხით შევხედო. თუმცა ეს მარტივი ნამდვილად არაა. მიუხედავად იმისა, რომ ჯანსაღად კვების მომხრე ვარ, ხშირად არც შოკოლადზე ვამბობ უარს, რადგან ის დიდი რაოდენობით ენდორფინების გამოყოფას უწყობს ხელს.

აი, ცოტა ხნის წინ კი, სრულიად მოულოდნელად, „ნიკორას“ სუპერმარკეტის დახლზე ერთმა წარწერამ მიიქცია ჩემი ყურადღება - „სურნელი, რომელიც გვაბედნიერებს“.

წარწერას ასევე საინტერესო ტექსტი მოჰყვებოდა - „ჩვენი ჟურნალისტი მადაგასკარში მოგზურობისას ვანილის პლატაციებს ესტუმრა და ადგილობრივთა ცხოვრებას დააკვირდა. პლანტაციაში მუშაობა რთული და შრომატევადი საქმეა, თუმცა მუშები სირთულეებს გასაკვირი შემართებით უმკლავდებიან. არც მძინე რუტინა აშინებთ და არც ცხოვრების გაუსაძლისი პირობები. როგორც აღმოჩნდა, „ბედნიერების საიდუმლო“ ვანილის სურნელია. სწორედ ის უწყობს ხელს ორგანიზმში ენდორფინების - ბედნიერების ჰორმონების გამოყოფას.“

ცოტა ხანს დავფიქრდი, ნუთუ ასე მარტივია ენდორფინების დაგროვება? თურმე ასეა. თუმცა ავტომატურად ვიფიქრე, რომ პროდუქტი, რომელზეც ეს წარწერა ამოვიკითხე, მაღალკალორიული იქნებოდა და მისი მიღებით ჩემი ჯანსაღი კვების რაჟიმის დარღვევა მომიწევდა. საბედნიეროდ, შევცდი. ეს იყო ხაჭოს დესერტი ვანილის არომატით - სრულიად ჯანსაღი და სასარგებლო პროდუქტი, რომელიც მეტად სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის და ამავდროულად, თურმე გაბედნიერებაში გვეხმარება.

ხაჭო „ნიკორას“ შვილობილი კომპანიის „დღის პროდუქტის“ მიერ იყო წარმოებული. ამ ისტორიამ ისე დამაინტერესა და გამახალისა, რომ დახლის გულიანად დათვალიერება დავიწყე და მსგავსი შეფუთვით სხვა პროდუქტებიც, მათ შორის, ყველი, რძე, მაწონი და არაჟანიც აღმოვაჩინე. მრავალფეროვან შეფუთვებზე დაბეჭდილი სხვადასხვა საინტერესო ამბებს თვალი გადავავლე და რამდენიმე პროდუქტი შევიძინე.

ვიფიქრე, რომ საინტერესო ამბები ბავშვებსაც მოეწონებდათ და იქნებ ამის გამო მაინც სიამოვნებით ეჭამათ რძის პროდუქტები, რომელიც ასე არ უყვართ და მე კი ასე მინდა, რომ ყოველდღიურად იღებდნენ. ჩემი მოლოდინი გამართლდა. ხაჭოს მირთმევის შემდეგ, კომპიუტერს მივუსხედით ვანილის პლანტაციების შესახებ ინფორმაციის მოძიება დავიწყეთ.

როგორც გავარკვიეთ, ვანილის პლანტაციები მადაგასკარზე, დედაქალაქიდან 600 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. პლანტაციების მიმდებარედ ჯუნგლებია, მისასვლელ გზაზე კი წყლით დატბორილი ბრინჯის ყანებია.

ვანილი ორქიდეების კლასს მიეკუთვნება და მოსაყვანად აუცილებელია სამი პირობა: სითბო, მაღალი ტენიანობა და სწორი მოვლა. ვანილის პარკებს კრეფენ მწვანე, ნახევრადმწიფე მდგომარეობაში და იწყებენ მის ხანგრძლივ გადამუშავებას. უპირველეს ყოვლისა, პარკები უნდა დამუშავდეს ცხელი წყლით. წყლიდან ამოღებისთანავე პარკებს ყრიან ზეწარზე და კარგად ფუთავენ. ასე აჩერებენ ერთი დღე-ღამე. შედეგად პარკები მომწიფებას წყვეტს და ფერმენტაციის პროცესს იწყებს. შემდეგი ეტაპი მზეზე გაშრობაა, რასაც ჩრდილში ერთი თვის მანძილზე შენახვა მოჰყვება. გამოშრობის დროს ვანილი დაახლოებით 7-ჯერ იკლებს წონაში. საბოლოოდ ვანილს ახარისხებენ სიგრძის მიხედვით და რეალიზაციისთვის ამზადებენ.

ეს ყველაფერი ჩემთვის იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ ახალი მიზანიც დავისახე. გადავწყვიტე, რადაც უნდა დამიჯდეს, ერთ დღეს ჩემმა კომპანიამაც დაწეროს ასეთი ტექსტი - “ჩვენი ჟურნალისტი მადაგასკარში მოგზაურობისას ვანილის პლანტაციებს ესტუმრა...” მიხვდებოდით, რომ ეს ჟურნალისტი მე ვიქნები. მანამდე კი ვიდრე მადაგასკარში ვიმოგზაურებ და ბედნიერების ჰორმონების სურნელს ღრმად ჩავისუნთქავ, ამ სიამოვნებას „დღის პროდუქტის“ ვანილიანი ხაჭოს დესერტის სახით მივიღებ.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის