პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალომე ზურაბიშვილის პირველი კომენტარი არჩევნების შემდეგ - " ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა? არა... მზად ვარ მეორე ტურისთვის"
სალომე ზურაბიშვილის პირველი კომენტარი არჩევნების შემდეგ - " ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა? არა... მზად ვარ მეორე ტურისთვის"

მზად ვარ მე­ო­რე ტუ­რის­თვის, მზად ვარ ბრძო­ლის­თვის,- ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ მხარ­და­ჭე­რილ­მა და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­მა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა დღეს სა­ღა­მოს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"პირ­ველ რიგ­ში მინ­და უღ­რმე­სი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლას, ვინც მო­ვი­და არ­ჩევ­ნებ­ზე, ვინც მხა­რი და­მი­ჭი­რა, ხმა მომ­ცა, ყვე­ლას, ვინც ორ­თვე­ნა­ხე­ვა­რი, სამი თვე ასე აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და კამ­პა­ნი­ა­ში. "ოც­ნე­ბას", "ოც­ნე­ბის" აქ­ტი­ვის­ტებს, უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნებს. ის, რაც მოხ­და 28 ოქ­ტომ­ბერს, გა­მარ­ჯვე­ბაა. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცამ იფიქ­როს, რომ ეს არ არის ის გა­მარ­ჯვე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ვე­ლო­დით მეტს, მაგ­რამ პირ­ველ ტურ­ში პირ­ვე­ლი ად­გი­ლი ეს არის გა­მარ­ჯვე­ბა. ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად იმ ბინ­ძუ­რი კამ­პა­ნი­ის, ცი­ლის­წა­მე­ბის, იმ ბინ­ძუ­რი ხერ­ხე­ბის, რო­მე­ლიც ეკუთ­ვნის რუ­სულ ტექ­ნო­ლო­გი­ას. ამ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად პირ­ვე­ლი ად­გი­ლი პირ­ველ ტურ­ში არის გა­მარ­ჯვე­ბა. "რუს­თა­ვი 2" ფიქ­რობს და აჯე­რებს ხალ­ხს, რომ შე­იძ­ლე­ბა მოვხსნა კან­დი­და­ტუ­რა. და რა?! ვა­შა­ძეს და რუ­სეთს და­ვუთ­მო ქვე­ყა­ნა? - არა­აა. და რა, მხარ­დამ­ჭე­რე­ბი და თა­ნამ­დებ­რძო­ლე­ბი მი­ვა­ტო­ვო შუა ბრძო­ლა­ში? მე მგო­ნი, არ მიც­ნო­ბენ, კა­ხე­ლიც ვარ და მეგ­რე­ლიც. ჯი­უ­ტი, ბო­ლომ­დე წამ­სვლე­ლი, ჩემი ხალ­ხი­სა და ქვეყ­ნის ერ­თგუ­ლი. ამი­ტომ მზად ვარ მე­ო­რე ტუ­რის­თვის. მზად ვარ ბრძო­ლის­თვის",- გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ ამომ­რჩე­ველ­თა ხმე­ბის დათ­ვლა და­ას­რუ­ლა. ცეს­კოს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი, 3705 უბ­ნის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ მხარ­და­ჭე­რილ­მა პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ­მა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ამომ­რჩე­ველ­თა ხმე­ბის 38,64 %, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­დატ­მა გრი­გოლ ვა­შა­ძემ კი - 37,74 % მი­ი­ღო. აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის შე­დე­გად, მე­ო­რე ტუ­რის გა­მარ­თვა გახ­და სა­ჭი­რო.

VIDEO: სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი დუ­მილს არ­ღვევს - საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის პირ­ვე­ლი სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

სალომე ზურაბიშვილის პირველი კომენტარი არჩევნების შემდეგ - " ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა? არა... მზად ვარ მეორე ტურისთვის"

სალომე ზურაბიშვილის პირველი კომენტარი არჩევნების შემდეგ - " ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა? არა... მზად ვარ მეორე ტურისთვის"

მზად ვარ მეორე ტურისთვის, მზად ვარ ბრძოლისთვის,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"პირველ რიგში მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მოვიდა არჩევნებზე, ვინც მხარი დამიჭირა, ხმა მომცა, ყველას, ვინც ორთვენახევარი, სამი თვე ასე აქტიურად მონაწილეობდა კამპანიაში. "ოცნებას", "ოცნების" აქტივისტებს, უბრალო ადამიანებს. ის, რაც მოხდა 28 ოქტომბერს, გამარჯვებაა. შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რომ ეს არ არის ის გამარჯვება, შეიძლება ველოდით მეტს, მაგრამ პირველ ტურში პირველი ადგილი ეს არის გამარჯვება. ყველაფრის მიუხედავად იმ ბინძური კამპანიის, ცილისწამების, იმ ბინძური ხერხების, რომელიც ეკუთვნის რუსულ ტექნოლოგიას. ამ ყველაფრის მიუხედავად პირველი ადგილი პირველ ტურში არის გამარჯვება. "რუსთავი 2" ფიქრობს და აჯერებს ხალხს, რომ შეიძლება მოვხსნა კანდიდატურა. და რა?! ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა? - არააა. და რა, მხარდამჭერები და თანამდებრძოლები მივატოვო შუა ბრძოლაში? მე მგონი, არ მიცნობენ, კახელიც ვარ და მეგრელიც. ჯიუტი, ბოლომდე წამსვლელი, ჩემი ხალხისა და ქვეყნის ერთგული. ამიტომ მზად ვარ მეორე ტურისთვის. მზად ვარ ბრძოლისთვის",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა ხმების დათვლა დაასრულა. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული, 3705 უბნის შედეგების მიხედვით, "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,64 %, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი - 37,74 % მიიღო. აღნიშნული მონაცემების შედეგად, მეორე ტურის გამართვა გახდა საჭირო.

VIDEO: სალომე ზურაბიშვილი დუმილს არღვევს - საპრეზიდენტო კანდიდატის პირველი საგანგებო განცხადება არჩევნების შემდეგ

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები