საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იტალიაში დააკავეს ორი ქართველი, რომლებსაც არალეგალი მიგრანტები უკანონოდ გადაჰყავდათ
იტალიაში დააკავეს ორი ქართველი, რომლებსაც არალეგალი მიგრანტები უკანონოდ გადაჰყავდათ

იტა­ლი­ა­ში და­ა­კა­ვეს ორი ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი, რომ­ლებ­საც არა­ლე­გა­ლი მიგ­რან­ტე­ბის უკა­ნო­ნო გა­დაყ­ვა­ნა­ში ედე­ბათ ბრა­ლი.

იტა­ლი­ელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ტრე­ფი­კი­ო­რე­ბი 18 ოქ­ტომ­ბერს, გამ­თე­ნი­ი­სას და­ა­კა­ვეს, მა­შინ როცა 14-მეტ­რი­ა­ნი ნა­ვით, იტა­ლი­ის სა­ზღვაო სა­ზღვა­რი გა­დაკ­ვე­თეს, ლე­ჩეს პრო­ვინ­ცი­ა­ში ქა­ლაქ გა­ლა­პოლ­ში შე­ვიდ­ნენ და სა­ნა­პი­რო­დან უახ­ლო­ე­სი და­სახ­ლე­ბი­სა­კენ აი­ღეს გეზი. ნავ­ში 71 არა­ლე­გა­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და, რომ­ლე­ბიც და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით პა­კის­ტა­ნე­ლე­ბი არი­ან. შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ იტა­ლი­უ­რი მე­დია წერს.

კა­რა­ბი­ნე­რე­ბი­სა და ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ის ერ­თობ­ლი­ვი ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად, მოხ­და ნა­ვის კონ­ფის­კა­ცია და მიგ­რან­ტე­ბის დრო­ე­ბი­თი გან­თავ­სე­ბის ცენ­ტრში გა­დაყ­ვა­ნა, სა­დაც ამ­ჟა­მად მათი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ჯერ­ჯე­რო­ბით და­უდ­გე­ნე­ლია, ჰყავ­დათ თუ არა ქარ­თველ ტრე­ფი­კი­ო­რებს თა­ნა­მო­ნა­წი­ლე ნავ­ზე, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა თავს მიგ­რან­ტად ასა­ღებ­დეს.

თა­ვად და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი, თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ მი­იჩ­ნე­ვენ. მათი გან­ცხა­დე­ბით, იმ კონ­კრე­ტულ მო­მენ­ტში, სა­ნა­პი­რო­ზე შემ­თხვე­ვით აღ­მოჩ­ნდნენ. გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა და ამ ეტაპ­ზე ეჭ­ვმი­ტა­ნილ­თა და­კი­თხვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ბოლო რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ეს, ამა­ვე ბრალ­დე­ბით ქარ­თვე­ლე­ბის და­კა­ვე­ბის, მე­სა­მე შემ­თხვე­ვაა.

სექ­ტემ­ბერ­ში სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ამ, ფაქ­ტზე აიყ­ვა­ნა ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ რე­გი­ონ­ში, ირა­ნე­ლი და ერა­ყე­ლი ცხრა მიგ­რან­ტი გა­დაჰ­ყავ­და არა­ლე­გა­ლუ­რად. მათ შო­რის, ორი ქალი და ერთი - არას­რულ­წლო­ვა­ნი. ასე­ვე, ივ­ლი­სის თვე­ში არა­ლე­გა­ლუ­რი მიგ­რა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბის ბრალ­დე­ბით, უკ­რა­ი­ნე­ლებ­თან ერ­თად და­ა­კა­ვეს ქარ­თვე­ლი ტრე­ფი­კი­ო­რე­ბი. იტა­ლი­უ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი 5 000 ევ­როს სა­ნაც­ვლოდ, 69 არა­ლე­გა­ლი პა­კის­ტა­ნე­ლის თურ­ქე­თი­დან იტა­ლი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დაყ­ვა­ნას ცდი­ლობ­დნენ.

სა­გუ­ლის­ხმოა ის ფაქ­ტი, რომ იტა­ლი­ა­ში, წლე­ბის მან­ძილ­ზე, ქარ­თვე­ლებს ძი­რი­თა­დად ბი­ნე­ბი­სა და წვრილ­მა­ნი ქურ­დო­ბის ბრალ­დე­ბით აკა­ვებ­დნენ, ტრე­ფი­კინ­გში ქარ­თვე­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კი აქამ­დე არას­დროს აღ­ნიშ­ნუ­ლა.

იმ პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე, რაც უკა­ნას­კნე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ იტა­ლი­ა­ში გან­ვი­თარ­და, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მე­მარ­ჯვე­ნე ოპო­ზი­ცია მო­ვი­და და რო­მე­ლიც უცხო­ე­ლე­ბის და გან­სა­კუთ­რე­ბით კრი­მი­ნა­ლი უცხო­ე­ლე­ბის მი­მართ, ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლა­დაა გან­წყო­ბი­ლი, და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, არ­ცთუ სა­ხარ­ბი­ე­ლო უნდა იყოს.

2018 წლის 28 თე­ბერ­ვლის მო­ნა­ცე­მე­ბით, იტა­ლი­ის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის 190 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, 58 163 პირი იხ­დის სას­ჯელს, აქე­დან 19 765 უცხო­ე­ლია, მათ შო­რის, 175 ქარ­თვე­ლი. ქარ­თველ პა­ტიმ­რებს შო­რის, 4 ქა­ლია.

ნინო მა­მუ­კა­ძე, AMBEBI.GE-სთვის სპე­ცი­ა­ლუ­რად იტა­ლი­ი­დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

იტალიაში დააკავეს ორი ქართველი, რომლებსაც არალეგალი მიგრანტები უკანონოდ გადაჰყავდათ

იტალიაში დააკავეს ორი ქართველი, რომლებსაც არალეგალი მიგრანტები უკანონოდ გადაჰყავდათ

იტალიაში დააკავეს ორი ქართველი მამაკაცი, რომლებსაც არალეგალი მიგრანტების უკანონო გადაყვანაში ედებათ ბრალი.

იტალიელმა სამართალდამცველებმა ტრეფიკიორები 18 ოქტომბერს, გამთენიისას დააკავეს, მაშინ როცა 14-მეტრიანი ნავით, იტალიის საზღვაო საზღვარი გადაკვეთეს, ლეჩეს პროვინციაში ქალაქ გალაპოლში შევიდნენ და სანაპიროდან უახლოესი დასახლებისაკენ აიღეს გეზი. ნავში 71 არალეგალი იმყოფებოდა, რომლებიც დაუდასტურებელი ინფორმაციით პაკისტანელები არიან. შემთხვევის შესახებ იტალიური მედია წერს.

კარაბინერებისა და ფინანსური პოლიციის ერთობლივი ოპერაციის შედეგად, მოხდა ნავის კონფისკაცია და მიგრანტების დროებითი განთავსების ცენტრში გადაყვანა, სადაც ამჟამად მათი იდენტიფიცირება მიმდინარეობს. ჯერჯერობით დაუდგენელია, ჰყავდათ თუ არა ქართველ ტრეფიკიორებს თანამონაწილე ნავზე, რომელიც შესაძლოა თავს მიგრანტად ასაღებდეს.

თავად დაკავებულები, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. მათი განცხადებით, იმ კონკრეტულ მომენტში, სანაპიროზე შემთხვევით აღმოჩნდნენ. გამოძიება გრძელდება და ამ ეტაპზე ეჭვმიტანილთა დაკითხვა მიმდინარეობს.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ეს, ამავე ბრალდებით ქართველების დაკავების, მესამე შემთხვევაა.

სექტემბერში სასაზღვრო პოლიციამ, ფაქტზე აიყვანა ქართველი მამაკაცი, რომელსაც ზემოთ აღნიშნულ რეგიონში, ირანელი და ერაყელი ცხრა მიგრანტი გადაჰყავდა არალეგალურად. მათ შორის, ორი ქალი და ერთი - არასრულწლოვანი. ასევე, ივლისის თვეში არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინელებთან ერთად დააკავეს ქართველი ტრეფიკიორები. იტალიური მედიის ინფორმაციით, ისინი 5 000 ევროს სანაცვლოდ, 69 არალეგალი პაკისტანელის თურქეთიდან იტალიის ტერიტორიაზე გადაყვანას ცდილობდნენ.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ იტალიაში, წლების მანძილზე, ქართველებს ძირითადად ბინებისა და წვრილმანი ქურდობის ბრალდებით აკავებდნენ, ტრეფიკინგში ქართველების მონაწილეობა კი აქამდე არასდროს აღნიშნულა.

იმ პოლიტიკური მოვლენების ფონზე, რაც უკანასკნელი არჩევნების შემდეგ იტალიაში განვითარდა, როდესაც ხელისუფლებაში მემარჯვენე ოპოზიცია მოვიდა და რომელიც უცხოელების და განსაკუთრებით კრიმინალი უცხოელების მიმართ, ძალიან აგრესიულადაა განწყობილი, დაკავებული პირების მდგომარეობა, არცთუ სახარბიელო უნდა იყოს.

2018 წლის 28 თებერვლის მონაცემებით, იტალიის სასჯელაღსრულების 190 დაწესებულებაში, 58 163 პირი იხდის სასჯელს, აქედან 19 765 უცხოელია, მათ შორის, 175 ქართველი. ქართველ პატიმრებს შორის, 4 ქალია.

ნინო მამუკაძე, AMBEBI.GE-სთვის სპეციალურად იტალიიდან

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე