მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სახის პასუხისმგებლობა ეკისრება თავდებს?
რა სახის პასუხისმგებლობა ეკისრება თავდებს?

თავ­დე­ბო­ბა ეს არის სა­კი­თხი, რო­მე­ლიც ბევ­რი მო­ქა­ლა­ქის­თვის საკ­მა­ოდ აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა და რო­მელ­საც ხში­რად ძა­ლი­ან გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლა­დაც ვა­წყდე­ბით. საქ­მე ის არის, რომ რო­დე­საც მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ვინ­მეს თავ­დე­ბო­ბას აპი­რე­ბენ, ისე იღე­ბენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ისე აწე­რენ ხელს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, რომ არ ეც­ნო­ბი­ან მის პი­რო­ბებს, შე­სა­ბა­მი­სად, არ აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ მათ­ზე და­კის­რე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას. არა­და, პრობ­ლე­მუ­რი სეს­ხის შემ­თხვე­ვა­ში, ის ისე­თი­ვე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია თა­ვი­სი უძ­რა­ვი და მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბით, რო­გორც ძი­რი­თა­დი მსეს­ხე­ბე­ლი.

სა­ად­ვო­კა­ტო ბი­უ­რო OK&CG-ის იუ­რის­ტე­ბი გან­გვი­მარ­ტა­ვენ, რა არის თავ­დე­ბო­ბა, რა ვალ­დე­ბუ­ლე­ბას აკის­რებს თავ­დე­ბო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა თავ­მდებ პირს და რა ძი­რი­თად პრობ­ლე­მებს აწყდე­ბი­ან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

რა არის თავ­დე­ბო­ბა?

თავ­დე­ბო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, კრე­დი­ტო­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია მო­თხოვ­ნა და­იკ­მა­ყო­ფი­ლოს არა მხო­ლოდ ძი­რი­თა­დი მო­ვა­ლის­გან, არა­მედ მე­სა­მე პი­რის თავ­დე­ბის­გა­ნაც. თავ­დე­ბო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ნამ­დვი­ლო­ბის­თვის სა­ჭი­როა კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი ფორ­მის დაც­ვა, კერ­ძოდ თავ­დე­ბო­ბა უნდა და­ი­დოს წე­რი­ლო­ბი­თი სა­ხით და მას­ში უნდა იყოს გან­სა­ზღვრუ­ლი იმ ზღვრუ­ლი თან­ხის ოდე­ნო­ბა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც თავ­დე­ბი ძი­რი­თა­დი მო­ვა­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის პა­სუხს აგებს.

რა სა­ხის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას კის­რუ­ლობს თავ­დე­ბი?

სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა იც­ნობს სო­ლი­და­რუ­ლი თავ­დე­ბო­ბის და თავ­დე­ბო­ბის ისეთ სა­ხეს, რომ­ლის დრო­საც ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა სუბ­სი­დი­უ­რი ხა­სი­ა­თი­საა. ზო­გა­დი წე­სის მი­ხედ­ვით სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა იც­ნობს თავ­დე­ბო­ბის ისეთ სა­ხეს, რო­დე­საც კრე­დი­ტორს, მხო­ლოდ მას შემ­დგომ შე­უძ­ლია მოს­თხო­ვოს თავ­დებს ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, რო­დე­საც სრუ­ლად ამო­წუ­რავს შე­საძ­ლებ­ლო­ბას ძი­რი­თა­დი მო­ვა­ლი­სა­გან იძუ­ლე­ბის წე­სით და­იკ­მა­ყო­ფი­ლოს მო­თხოვ­ნა.

ასეთ შემ­თხვე­ვა­ში თავ­დე­ბი კრე­დი­ტო­რის წი­ნა­შე ძი­რი­თა­დი მო­ვა­ლის მიერ ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე კის­რუ­ლობს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც სუბ­სი­დი­უ­რი ხა­სი­ა­თი­საა, რაც იმა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, რომ კრე­დი­ტორს არ აქვს უფ­ლე­ბა თავ­დე­ბის­გან მო­ი­თხო­ვოს ძი­რი­თა­დი მო­ვა­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, ვიდ­რე კრე­დი­ტო­რი არ შე­ეც­დე­ბა ძი­რი­თა­დი მო­ვა­ლის მი­მართ იძუ­ლე­ბით აღ­სრუ­ლე­ბას. თა­ვის მხრივ, თავ­დებს შე­უძ­ლია უარი თქვას კრე­დი­ტო­რის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ზე, ვიდ­რე კრე­დი­ტო­რი არ შე­ეც­დე­ბა ძი­რი­თა­დი მო­ვა­ლის მი­მართ იძუ­ლე­ბით აღ­სრუ­ლე­ბას გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ავტორი:

რა სახის პასუხისმგებლობა ეკისრება თავდებს?

რა სახის პასუხისმგებლობა ეკისრება თავდებს?

თავდებობა ეს არის საკითხი, რომელიც ბევრი მოქალაქისთვის საკმაოდ აქტუალური პრობლემაა და რომელსაც ხშირად ძალიან გაუცნობიერებლადაც ვაწყდებით. საქმე ის არის, რომ როდესაც მომხმარებლები ვინმეს თავდებობას აპირებენ, ისე იღებენ გადაწყვეტილებას, ისე აწერენ ხელს ხელშეკრულებას, რომ არ ეცნობიან მის პირობებს, შესაბამისად, არ აცნობიერებენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებას. არადა, პრობლემური სესხის შემთხვევაში, ის ისეთივე პასუხისმგებელია თავისი უძრავი და მოძრავი ქონებით, როგორც ძირითადი მსესხებელი.

საადვოკატო ბიურო OK&CG-ის იურისტები განგვიმარტავენ, რა არის თავდებობა, რა ვალდებულებას აკისრებს თავდებობის ხელშეკრულება თავმდებ პირს და რა ძირითად პრობლემებს აწყდებიან მოქალაქეები.

რა არის თავდებობა?

თავდებობის საფუძველზე, კრედიტორი უფლებამოსილია მოთხოვნა დაიკმაყოფილოს არა მხოლოდ ძირითადი მოვალისგან, არამედ მესამე პირის თავდებისგანაც. თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისთვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა, კერძოდ თავდებობა უნდა დაიდოს წერილობითი სახით და მასში უნდა იყოს განსაზღვრული იმ ზღვრული თანხის ოდენობა, რომლის ფარგლებშიც თავდები ძირითადი მოვალის ვალდებულებისთვის პასუხს აგებს.

რა სახის პასუხისმგებლობას კისრულობს თავდები?

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა იცნობს სოლიდარული თავდებობის და თავდებობის ისეთ სახეს, რომლის დროსაც ნაკისრი ვალდებულება სუბსიდიური ხასიათისაა. ზოგადი წესის მიხედვით საქართველოს კანონმდებლობა იცნობს თავდებობის ისეთ სახეს, როდესაც კრედიტორს, მხოლოდ მას შემდგომ შეუძლია მოსთხოვოს თავდებს ნაკისრი ვალდებულების შესრულება, როდესაც სრულად ამოწურავს შესაძლებლობას ძირითადი მოვალისაგან იძულების წესით დაიკმაყოფილოს მოთხოვნა.

ასეთ შემთხვევაში თავდები კრედიტორის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე კისრულობს ვალდებულებას, რომელიც სუბსიდიური ხასიათისაა, რაც იმაში გამოიხატება, რომ კრედიტორს არ აქვს უფლება თავდებისგან მოითხოვოს ძირითადი მოვალის ვალდებულების შესრულება, ვიდრე კრედიტორი არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას. თავის მხრივ, თავდებს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე, ვიდრე კრედიტორი არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას განაგრძეთ კითხვა

პროდუქტები, რომლებიც ბოლო 1 წლის განმავლობაში 34% და 14%-ით გაძვირდა - სტატისტიკური მონაცემები

"უკვე დატანილი ვართ მსოფლიოს ზამთრის სპორტის რუკაზე - ბაკურიანში მსოფლიო თასის გამართვა წინგადადგმული ნაბიჯია ტურისტული პოტენციალის კვლავ ამოქმედებისთვის" - ნათია თურნავა

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაძვირდა - რა ღირს რეგიონებში მგზავრობა