პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით 4 წლის ქართველი პოლიგლოტი, რომელიც 5 ენას ფლობს - "ლაპარაკი გვიან დაიწყო... ნელ-ნელა გადავიდა წიგნის კითხვაზე"
გაიცანით 4 წლის ქართველი პოლიგლოტი, რომელიც 5 ენას ფლობს - "ლაპარაკი გვიან დაიწყო... ნელ-ნელა გადავიდა წიგნის კითხვაზე"

სტუმ­რად მი­სუ­ლებს ალექ­სან­დრე ჯაჭ­ვა­ძე მა­გი­დას­თან დაგ­ვხვდა, სამი ან­ბა­ნი ჰქონ­და გაშ­ლი­ლი: ქარ­თუ­ლი, ინ­გლი­სუ­რი და რუ­სუ­ლი. სი­ტყვებს აწყობ­და. ეს მისი ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბაა. ფო­ტო­ე­ბის გა­და­სა­ღე­ბად სა­თა­მა­შო­ე­ბის ყუ­თი­დან საყ­ვა­რე­ლი მან­ქა­ნა ამო­ი­ღო და ისე პო­ზი­რებ­და, შემ­დეგ ისევ მა­გი­დას­თან დაჯ­და. სა­ხა­ტავ პა­ლიტ­რა­ზე ფე­რე­ბის ჩა­მოთ­ვლა ვთხო­ვე, რაც ალ­ბათ არც კი უნდა "მე­კად­რე­ბი­ნა", რად­გან ეს მის­თვის ყვე­ლა­ზე ად­ვი­ლი და­ვა­ლე­ბაა, "ის ხომ 7 ენა­ზე კი­თხუ­ლობს და სა­უბ­რობს! არ ვიცი, რა შე­იძ­ლე­ბა ვუ­წო­დო იმ ფაქტს, როცა 4 წლის ბავ­შვი 7 ენას ფლობს. ალ­ბათ ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რი ნიჭი, ეს მარ­თლაც სა­ოც­რე­ბაა.

ეკო სა­ნებ­ლი­ძე (ალექ­სან­დრეს დედა):

- ალექ­სან­დრე 29 ივ­ლისს 4 წლის გახ­და. რო­გორც ყვე­ლა დღე­ვან­დე­ლი ბავ­შვი, თავ­და­პირ­ვე­ლად ისიც ტე­ლე­ფონ­ში "იუ­თუბ­ზე" ვი­დე­ო­ე­ბის ყუ­რე­ბით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი. ლა­პა­რა­კი გვი­ან და­ი­წყო და პირ­ვე­ლი რაც თქვა, ინ­გლი­სუ­რი ან­ბა­ნი იყო. ამის შემ­დეგ "და­ვი­წყეთ" რუ­სუ­ლად ლა­პა­რა­კი და ამას მოჰ­ყვა ქარ­თუ­ლი. ჯერ ან­ბანს ამ­ბობ­და, მერე სი­ტყვე­ბის აწყო­ბა და­ი­წყო კლა­ვი­ა­ტუ­რა­ზე, მერე ერთი სი­ტყვა მე­ო­რეს მი­ა­ბა, მე­სა­მე, მე­ო­თხე და წი­ნა­და­დე­ბა და­ა­ლა­გა. ნელ-ნელა გა­და­ვი­და წიგ­ნის კი­თხვა­ზე.ამ სამ ენას მოჰ­ყვა სხვე­ბიც და ნელ-ნელა აღ­მო­ვა­ჩენთ ხოლ­მე, რომ უკვე კი­დევ ერთი ენა იცის. ახლა მეშ­ვი­დეს სწავ­ლობს. ყვე­ლა­ფერს თა­ვად ეძებს ინ­ტერ­ნე­ტის მეშ­ვე­ო­ბით.

- დღეს უკვე რამ­დე­ნი ენა იცის?

- ქარ­თუ­ლი, ინ­გლი­სუ­რი, რუ­სუ­ლი, ეს­პა­ნუ­რი, უკ­რა­ი­ნუ­ლი, ხოლო ბერ­ძნულ­სა და არა­ბულს ახლა სწავ­ლობს სა­ფუძ­ვლი­ა­ნად.

- ალ­ბათ ყვე­ლა და­ინ­ტე­რეს­დე­ბა, სი­ტყვე­ბი იცის, თუ უცხო ენებ­ზე წი­ნა­და­დე­ბე­ბის "და­ლა­გე­ბა" შე­უძ­ლია?

- ქარ­თუ­ლად, რუ­სუ­ლად, უკ­რა­ი­ნუ­ლად და ეს­პა­ნუ­რად ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, გა­მარ­თუ­ლად სა­უბ­რობს. ჩემი მე­გობ­რის მე­უღ­ლემ კარ­გად იცის ეს­პა­ნუ­რი, ზა­ფხულ­ში ოჯა­ხე­ბი ერ­თად ვის­ვე­ნებ­დით და ალექ­სან­დრე მას­თან ეს­პა­ნუ­რად გა­მარ­თუ­ლად სა­უბ­რობ­და. ვერ ვი­ტყვი, რამ­დე­ნად კარ­გად ფლობს ბერ­ძნულს, რად­გან ირ­გვლივ არა­ვინ გვყავს, ვინც ეს ენა იცის. თუმ­ცა, გარ­კვე­ულ დო­ნე­ზე ბერ­ძნუ­ლი მა­მა­ჩემს ეს­მის და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვი­ცით, რომ ის ფრა­ზე­ბი, რა­საც ალექ­სან­დრე ბერ­ძნუ­ლად ამ­ბობს, სწო­რია. რაც შე­ე­ხე­ბა არა­ბულს, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დღეს თბი­ლის­ში ბევ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, რომ გა­ვი­გოთ, რამ­დე­ნად კარ­გად ფლობს ალექ­სან­დრე ამ ენას. არა­ბი მე­ზობ­ლე­ბიც გვყავს, მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს ცხოვ­რო­ბენ და კო­მუ­ნი­კა­ცია სულ გვი­წევს. მათ გა­და­სა­რე­ვად ეკონ­ტაქ­ტე­ბა და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მისი სა­ხით ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თარ­ჯი­მა­ნი მყავს (იღი­მის).

- რო­გორც წესი, ამ­ბო­ბენ, რომ ბავ­შვი პირ­ველ რიგ­ში მშობ­ლი­ურ ენას უნდა და­ე­უფ­ლოს და არ არის სა­სურ­ვე­ლი სკო­ლამ­დე­ლი ასა­კის ბავ­შვს სხვა ენე­ბიც ვას­წავ­ლოთ...

- დიახ, მეც ასე ვფიქ­რობ. ამას წი­ნათ თა­ნამ­შრო­მელ­მა მკი­თხა, ბავ­შვს ამ­დენ ენას რა­ტომ ას­წავ­ლიო? კომ­პლი­მენ­ტად მი­ვი­ღე, რად­გან რო­გორც ჩანს "მე­ტყო­ბა" რომ ამ­დე­ნი ენა ვიცი. სი­ნამ­დვი­ლე­ში ფი­ზი­კუ­რად ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან ეს ენე­ბი მეც არ ვიცი, არც ვინ­მემ ჩემ გარ­შე­მო და თან იმ დო­ნე­ზე, რომ ბავ­შვს ვას­წავ­ლოთ.

- თუ გყო­ლი­ათ ფსი­ქო­ლოგ­თან, რო­მე­ლიც შე­ა­ფა­სებ­და, რა ჰქვია ამ მდგო­მა­რე­ო­ბას და მიდ­რე­კი­ლე­ბას ენე­ბი­სად­მი?

- დიახ. 2 წლის ასაკ­ში ექიმ­მა გვი­თხრა, რომ შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო ფა­რუ­ლი აუ­ტიზ­მი.

- ამ დროს ალექ­სან­დრე უკვე სა­უბ­რობ­და?

- დიახ. აუ­ტიზ­მის ბევ­რი ნი­შა­ნი ჰქონ­და, მაგ­რამ დად­გე­ნა ჭირ­და, რად­გან პა­ტა­რა იყო. ბავ­შვთა ნევ­რო­პა­თო­ლოგ­მა გვი­თხრა, რომ უმ­ჯო­ბე­სი იყო, გა­მოკ­ვლე­ვე­ბი გა­დაგ­ვე­დო. 3 წლის რომ გახ­და, ექიმ­თან კი­დევ მი­ვე­დით, ყვე­ლა­ნა­ი­რი ტეს­ტი ჩა­ვი­ტა­რეთ, რომ­ლის შე­დე­გა­დაც აღ­მოჩ­ნდა, რომ აუ­ტიზ­მის ნი­შა­ნი არ გვაქვს. რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტმა გვი­თხრა, უბ­რა­ლოდ ნი­ჭი­ე­რი ბავ­შვია და აქვს ასე­თი ინ­ტე­რე­სი...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

VIDEO: ოთხი წლის ქარ­თვე­ლი პო­ლიგ­ლო­ტი, რო­მე­ლიც ხუთ ენა­ზე სა­უბ­რობს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

გაიცანით 4 წლის ქართველი პოლიგლოტი, რომელიც 5 ენას ფლობს - "ლაპარაკი გვიან დაიწყო... ნელ-ნელა გადავიდა წიგნის კითხვაზე"

გაიცანით 4 წლის ქართველი პოლიგლოტი, რომელიც 5 ენას ფლობს - "ლაპარაკი გვიან დაიწყო... ნელ-ნელა გადავიდა წიგნის კითხვაზე"

სტუმრად მისულებს ალექსანდრე ჯაჭვაძე მაგიდასთან დაგვხვდა, სამი ანბანი ჰქონდა გაშლილი: ქართული, ინგლისური და რუსული. სიტყვებს აწყობდა. ეს მისი ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობაა. ფოტოების გადასაღებად სათამაშოების ყუთიდან საყვარელი მანქანა ამოიღო და ისე პოზირებდა, შემდეგ ისევ მაგიდასთან დაჯდა. სახატავ პალიტრაზე ფერების ჩამოთვლა ვთხოვე, რაც ალბათ არც კი უნდა "მეკადრებინა", რადგან ეს მისთვის ყველაზე ადვილი დავალებაა, "ის ხომ 7 ენაზე კითხულობს და საუბრობს! არ ვიცი, რა შეიძლება ვუწოდო იმ ფაქტს, როცა 4 წლის ბავშვი 7 ენას ფლობს. ალბათ ფენომენალური ნიჭი, ეს მართლაც საოცრებაა.

ეკო სანებლიძე (ალექსანდრეს დედა):

- ალექსანდრე 29 ივლისს 4 წლის გახდა. როგორც ყველა დღევანდელი ბავშვი, თავდაპირველად ისიც ტელეფონში "იუთუბზე" ვიდეოების ყურებით იყო გატაცებული. ლაპარაკი გვიან დაიწყო და პირველი რაც თქვა, ინგლისური ანბანი იყო. ამის შემდეგ "დავიწყეთ" რუსულად ლაპარაკი და ამას მოჰყვა ქართული. ჯერ ანბანს ამბობდა, მერე სიტყვების აწყობა დაიწყო კლავიატურაზე, მერე ერთი სიტყვა მეორეს მიაბა, მესამე, მეოთხე და წინადადება დაალაგა. ნელ-ნელა გადავიდა წიგნის კითხვაზე.ამ სამ ენას მოჰყვა სხვებიც და ნელ-ნელა აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ უკვე კიდევ ერთი ენა იცის. ახლა მეშვიდეს სწავლობს. ყველაფერს თავად ეძებს ინტერნეტის მეშვეობით.

- დღეს უკვე რამდენი ენა იცის?

- ქართული, ინგლისური, რუსული, ესპანური, უკრაინული, ხოლო ბერძნულსა და არაბულს ახლა სწავლობს საფუძვლიანად.

- ალბათ ყველა დაინტერესდება, სიტყვები იცის, თუ უცხო ენებზე წინადადებების "დალაგება" შეუძლია?

- ქართულად, რუსულად, უკრაინულად და ესპანურად ჩვეულებრივად, გამართულად საუბრობს. ჩემი მეგობრის მეუღლემ კარგად იცის ესპანური, ზაფხულში ოჯახები ერთად ვისვენებდით და ალექსანდრე მასთან ესპანურად გამართულად საუბრობდა. ვერ ვიტყვი, რამდენად კარგად ფლობს ბერძნულს, რადგან ირგვლივ არავინ გვყავს, ვინც ეს ენა იცის. თუმცა, გარკვეულ დონეზე ბერძნული მამაჩემს ესმის და აქედან გამომდინარე, ვიცით, რომ ის ფრაზები, რასაც ალექსანდრე ბერძნულად ამბობს, სწორია. რაც შეეხება არაბულს, მოგეხსენებათ, დღეს თბილისში ბევრი შესაძლებლობაა, რომ გავიგოთ, რამდენად კარგად ფლობს ალექსანდრე ამ ენას. არაბი მეზობლებიც გვყავს, მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობენ და კომუნიკაცია სულ გვიწევს. მათ გადასარევად ეკონტაქტება და შეიძლება ითქვას, მისი სახით ჩვეულებრივი თარჯიმანი მყავს (იღიმის).

- როგორც წესი, ამბობენ, რომ ბავშვი პირველ რიგში მშობლიურ ენას უნდა დაეუფლოს და არ არის სასურველი სკოლამდელი ასაკის ბავშვს სხვა ენებიც ვასწავლოთ...

- დიახ, მეც ასე ვფიქრობ. ამას წინათ თანამშრომელმა მკითხა, ბავშვს ამდენ ენას რატომ ასწავლიო? კომპლიმენტად მივიღე, რადგან როგორც ჩანს "მეტყობა" რომ ამდენი ენა ვიცი. სინამდვილეში ფიზიკურად ეს შეუძლებელია, რადგან ეს ენები მეც არ ვიცი, არც ვინმემ ჩემ გარშემო და თან იმ დონეზე, რომ ბავშვს ვასწავლოთ.

- თუ გყოლიათ ფსიქოლოგთან, რომელიც შეაფასებდა, რა ჰქვია ამ მდგომარეობას და მიდრეკილებას ენებისადმი?

- დიახ. 2 წლის ასაკში ექიმმა გვითხრა, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო ფარული აუტიზმი.

- ამ დროს ალექსანდრე უკვე საუბრობდა?

- დიახ. აუტიზმის ბევრი ნიშანი ჰქონდა, მაგრამ დადგენა ჭირდა, რადგან პატარა იყო. ბავშვთა ნევროპათოლოგმა გვითხრა, რომ უმჯობესი იყო, გამოკვლევები გადაგვედო. 3 წლის რომ გახდა, ექიმთან კიდევ მივედით, ყველანაირი ტესტი ჩავიტარეთ, რომლის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ აუტიზმის ნიშანი არ გვაქვს. როგორც სპეციალისტმა გვითხრა, უბრალოდ ნიჭიერი ბავშვია და აქვს ასეთი ინტერესი...განაგრძეთ კითხვა

VIDEO: ოთხი წლის ქართველი პოლიგლოტი, რომელიც ხუთ ენაზე საუბრობს

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"