ავტორი:

GLOVO! მსოფლიოში ერთ- ერთი ყველაზე წარმატებული ტექნოლოგიური კომპანია, საქართველოს ბაზარზე შემოდის

GLOVO! მსოფლიოში ერთ- ერთი ყველაზე წარმატებული ტექნოლოგიური კომპანია, საქართველოს ბაზარზე შემოდის

Glovo, მიტანის სერვისის აპლიკაცია, რომელიც ნებისმიერი პროდუქტის ყიდვის, მიღებისა და გაგზავნის საშუალებას საათზე ნაკლებ დროში იძლევა, თბილისში შემოდის.

Glovo ბარსელონაში წამოწყებული სტარტაპია, რომელმაც ფუნქციონირება 2015 წელს დაიწყო და მას შემდეგ საზღვრები 67 ქალაქითა (მათ შორის, მადრიდი, კაირო, სტამბოლი, საუ-პაულუ) და 20 ქვეყნით გააფართოვა და 3 კონტინენტი (ევროპა, აფრიკა და ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა) მოიცვა.

Glovo-ს გამოყენებით მსოფლიოში 70 მილიონზე მეტი შეკვეთაა მიტანილი, მომსახურების საშუალო დრო კი 35 წუთზე ნაკლებია.

ეს აპლიკაცია ტექნოლოგიური მარკეტია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ქალაქის მასშტაბით შეუკვეთონ, მიიღონ და გაგზავნონ ნებისმიერი პროდუქტი. პროდუქციის სხვადასხვა კატეგორიიდან, აპლიკაციაში ცალკეა გამოყოფილი საკვები, საყოფაცხოვრებო და ფარმაცევტული პროდუქტები, თუმცა შესაძლებელია ნებისმიერი სხვა კატეოგორიის ნივთის შეძენაც. გარდა ამისა, კურიერის მომსახურება საშუალებას იძლევა, ადრესატს ყველაფერი ერთ საათზე ნაკლებ დროში გადაეცეს.

ამიერიდან უკვე თბილისის მოქალაქეებიც შეძლებენ, ქალაქში სახლიდან გაუსვლელად, ვირტუალურად იმოგზაურონ და შეიძინონ ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც მოუნდებათ. შეკვეთას დაუყოვნებლივ მიიღებენ. Glovo-მ უკვე დაიწყო თანამშრომლობა რესტორნებთან, ყვავილების მაღაზიებთან, საცხობებსა თუ საკონდიტროებთან. ამასთანავე, აპლიკაციას უკვე ჰყავს პარტნიორ კურიერთა ქსელი, რომლებიც პროდუქციას რამდენიმე წუთში არიგებენ.

გარდა მანქანებისა, Glovo-ს აპლიკაციის პარტნიორი კურიერები პროდუქციის მისატანად სკუტერებსა და ველოსიპედებსაც იყენებენ, რაც ხელს უწყობს ქალაქში საცობების განტვირთვას და მომხმარებლებს მიტანის სერვისის ეკომეგობრულ გზას სთავაზობს.

გიგა ქერქაძე, Glovo-ს გენერალური მენეჯერი საქართველოში: „ძალიან გვიხარია Glovo-ს თბილისში შემოსვლა. ეს პირველი შემთხვევაა კავკასიის რეგიონში და ეს ხელს უწყობს იმ ტრანსფორმაციას, რომელსაც საქართველოს ეკონომიკური სექტორი გადის. ჩვენი მთავარი მიზანია, ყველას შევუქმნათ ის ტექნოლოგიური კომფორტი, რომელიც თითოეულ ადამიანს ქალაქზე დისტანციურად წვდომის საშუალებას მისცემს და უამრავ პარტნიორ კურიერს შემოსავლის წყაროსა და ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს.“

GLOVO-ს შესახებ

Glovo არის აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ქალაქის მასშტაბით რამდენიმე წუთში შეიძინონ, მიიღონ ან გაგზავნონ ნებისმიერი პროდუქტი. მას მსოფლიოში მილიონზე მეტი მომხმარებელი და 6000-ზე მეტი პარტნიორი მაღაზია ჰყავს. აპლიკაცია 2015 წელს ბარსელონაში შეიქმნა და ამჟამად წარმოდგენილია 67-ზე მეტ ქალაქსა და 20 ქვეყანაში, რომელთა შორისაა: ესპანეთი, პორტუგალია, საფრანგეთი, იტალია, რუმინეთი, თურქეთი, მაროკო, ეგვიპტე, პანამა, კოსტა-რიკა, არგენტინა, პერუ, ბრაზილია... Glovo-ს ქსელში 12 000-ზე მეტი პარტნიორი კურიერია გაწევრიანებული, სხვადასხვა რეგიონალურ ოფისში კი კომპანიას 800-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი