პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა "ომეგა ჯგუფის" საქმეზე - ექსპერტიზის დასკვნით, გავრცელებული ჩანაწერები არაავთენტურია და დამზადებულია მონტაჟის გზით
პროკურატურა "ომეგა ჯგუფის" საქმეზე - ექსპერტიზის დასკვნით, გავრცელებული ჩანაწერები არაავთენტურია და დამზადებულია მონტაჟის გზით

მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის შე­დე­გად, „ომე­გა ჯგუფ­თან“ და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი ავ­თენ­ტუ­რი არ არის და დამ­ზა­დე­ბუ­ლია მონ­ტა­ჟის გზით. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

„მე­დი­ა­ში გა­სულ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, კი­დევ ერთხელ გან­ვმარ­ტავთ, რომ ქ.თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წილ­ში სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით სა­ვა­რა­უ­დოდ ლე­ვან ყი­ფი­ან­სა და ზაზა ოქუ­აშ­ვილს შო­რის სა­უბ­რის აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რის გავ­რცე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, 2018 წლის 12 სექ­ტემ­ბერს გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო 180-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით, რაც სხვი­სი კუთ­ვნი­ლი დიდი ოდე­ნო­ბით ფუ­ლა­დი თან­ხის მო­ტყუ­ე­ბით და­უფ­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს.

გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გავ­რცელ­და არა­ერ­თი ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც სა­უბ­რის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ იყ­ვნენ ასე­ვე ლე­ვან ყი­ფი­ა­ნი და ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლი. სა­უ­ბა­რი ეხე­ბო­და „ომე­გა ჯგუფ­ში“ შე­მა­ვა­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის სა­გა­და­სა­ხა­დო შე­ღა­ვა­თე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­სა და ზო­გა­დად კომ­პა­ნი­ის შემ­დგომ საქ­მი­ა­ნო­ბას, რის გა­მოც ეს ჩა­ნა­წე­რე­ბიც და­ერ­თო სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს და მას­ში და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის შეს­წავ­ლაც მიმ­დი­ნა­რე­ობს საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში.

გა­მო­ძი­ე­ბამ სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­დან გა­მო­ი­თხო­ვა აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი და მათი ავ­თენ­ტი­კუ­რო­ბის და მო­ნა­წი­ლე პირ­თა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის მიზ­ნით, და­ი­ნიშ­ნა შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზა.

2018 წლის 04 ოქ­ტომ­ბერს ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ­მა ბი­უ­რომ 2018 წლის 9; 11; 14 და 21 სექ­ტემ­ბერს მე­დი­ა­ში გა­სულ ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გას­ცა ვი­დეო და ფო­ნოს­კო­პი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ისი­ნი არ არის ავ­თენ­ტი­კუ­რი, დამ­ზა­დე­ბუ­ლია მონ­ტა­ჟის გზით, ამავდრო­უ­ლად, ყვე­ლა ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი დამ­ზა­დე­ბუ­ლია წყვე­ტე­ბით და მათ­ზე მრავ­ლო­ბით აღი­ნიშ­ნე­ბა ციფ­რუ­ლი და მე­ქა­ნი­კუ­რი მონ­ტა­ჟის კვა­ლი.

დას­კვნის თა­ნახ­მად, ყვე­ლა სა­და­ვო ფო­ნოგ­რა­მებ­ზე აღი­ნიშ­ნე­ბა ფო­ნუ­რი ხმა­უ­რის სი­ტუ­ა­ცი­უ­რად შე­უ­სა­ბა­მო ცვლი­ლე­ბე­ბი. ლინგვის­ტუ­რი კვლე­ვი­სას კო­მუ­ნი­კატ­თა მე­ტყვე­ლე­ბა­ში მრავ­ლო­ბით აღი­ნიშ­ნე­ბა კი­თხვა-პა­სუ­ხის ში­ნა­არ­სობ­რი­ვი შე­უ­სი­ტყვა­ო­ბა, არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბა, არა­ბუ­ნებ­რი­ვი, შე­უ­სა­ბა­მო ინ­ტო­ნა­ცი­უ­რი სუ­რა­თი, მრავ­ლად ფიქ­სირ­დე­ბა სი­ტყვე­ბის და ფრა­ზე­ბის წყვე­ტა. ყვე­ლა სა­და­ვო ფო­ნოგ­რა­მა იწყე­ბა და მთავ­რდე­ბა წყვე­ტე­ბით, ასე­ვე თი­თო­ე­უ­ლი ფო­ნოგ­რა­მის შიგ­ნით და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია დიდი რა­ო­დე­ნო­ბით წყვე­ტე­ბი.

საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

პროკურატურა "ომეგა ჯგუფის" საქმეზე - ექსპერტიზის დასკვნით, გავრცელებული ჩანაწერები არაავთენტურია და დამზადებულია მონტაჟის გზით

პროკურატურა "ომეგა ჯგუფის" საქმეზე - ექსპერტიზის დასკვნით, გავრცელებული ჩანაწერები არაავთენტურია და დამზადებულია მონტაჟის გზით

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნის შედეგად, „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ საკითხზე გავრცელებული ჩანაწერები ავთენტური არ არის და დამზადებულია მონტაჟის გზით. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„მედიაში გასულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სხვადასხვა მედიასაშუალებებით სავარაუდოდ ლევან ყიფიანსა და ზაზა ოქუაშვილს შორის საუბრის აუდიოჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით, 2018 წლის 12 სექტემბერს გამოძიება დაიწყო 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.

გამოძიების მიმდინარეობისას სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელდა არაერთი ჩანაწერი, სადაც საუბრის მონაწილეები, სავარაუდოდ იყვნენ ასევე ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი. საუბარი ეხებოდა „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების გავრცელების შესაძლებლობებსა და ზოგადად კომპანიის შემდგომ საქმიანობას, რის გამოც ეს ჩანაწერებიც დაერთო სისხლის სამართლის საქმეს და მასში დასახელებული გარემოებების შესწავლაც მიმდინარეობს საქმის გამოძიების ფარგლებში.

გამოძიებამ სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან გამოითხოვა აუდიოჩანაწერები და მათი ავთენტიკურობის და მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა.

2018 წლის 04 ოქტომბერს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2018 წლის 9; 11; 14 და 21 სექტემბერს მედიაში გასულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გასცა ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ისინი არ არის ავთენტიკური, დამზადებულია მონტაჟის გზით, ამავდროულად, ყველა ვიდეოჩანაწერი დამზადებულია წყვეტებით და მათზე მრავლობით აღინიშნება ციფრული და მექანიკური მონტაჟის კვალი.

დასკვნის თანახმად, ყველა სადავო ფონოგრამებზე აღინიშნება ფონური ხმაურის სიტუაციურად შეუსაბამო ცვლილებები. ლინგვისტური კვლევისას კომუნიკატთა მეტყველებაში მრავლობით აღინიშნება კითხვა-პასუხის შინაარსობრივი შეუსიტყვაობა, არათანმიმდევრულობა, არაბუნებრივი, შეუსაბამო ინტონაციური სურათი, მრავლად ფიქსირდება სიტყვების და ფრაზების წყვეტა. ყველა სადავო ფონოგრამა იწყება და მთავრდება წყვეტებით, ასევე თითოეული ფონოგრამის შიგნით დაფიქსირებულია დიდი რაოდენობით წყვეტები.

საქმეზე გრძელდება გამოძიება“, - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს