საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ელიტ ელექტრონიქსი" ბაზარზე ახალი სტილით წარდგა
"ელიტ ელექტრონიქსი" ბაზარზე ახალი სტილით წარდგა

"ელიტ ელექტრო­ნიქ­სი" ბა­ზარ­ზე ახა­ლი სტი­ლით წარ­დგა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას თა­ვად კომ­პა­ნია ავ­რცე­ლებს. მა­თი­ვე თქმით, რებ­რენ­დინ­გი კომ­პა­ნი­ის მიღ­წე­ვე­ბის და უფრო დიდი მო­მა­ვა­ლი გეგ­მე­ბის ასახ­ვაა.

"ელიტ ელექტრო­ნიქ­სი" უკვე 23 წე­ლია, რაც მოღ­ვა­წე­ობს სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბა­ზარ­ზე. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ბრენდმა და თა­ვად კომ­პა­ნი­ამ დიდი ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ნი­ცა­და, გა­ფარ­თოვ­და მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი, შე­იქ­მნა და და­ი­ნერ­გა ახა­ლი კონ­ცეფ­ცი­ის მა­ღა­ზი­ე­ბი, გა­ფორმ­და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი არა­ერთ წამ­ყვან ბრენდთან, რო­მელ­თა ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში გახ­და "ელიტ ელექტრო­ნიქ­სი". ამას­თა­ნა­ვე მა­ღა­ზი­ებ­ში გა­ი­ზარ­და ტექ­ნი­კის კა­ტე­გო­რი­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნულ­მა ცვლი­ლე­ბებ­მა გა­ნა­პი­რო­ბა ბრენ­დის და სტრა­ტე­გი­უ­ლი პლატ­ფორ­მის რე­პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა და სა­ხეც­ვლი­ლე­ბა.

გა­ი­წე­რა სტრა­ტე­გი­უ­ლი პლატ­ფორ­მა, რო­მელ­ზეც "ელიტ ელექტრო­ნიქ­სის" მარ­კე­ტინ­გის გუნ­დმა და სა­რეკ­ლა­მო სა­ა­გენ­ტო Holmes&Watson-მა იმუ­შა­ვა, რის მი­ხედ­ვი­თაც მოხ­და ლო­გოს ვი­ზუ­ა­ლის ცვლი­ლე­ბა. ლო­გოს ცვლი­ლე­ბა არა­ფე­რია, თუ მას არ აქვს სწო­რი ბექგ­რა­უნ­დი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სტრა­ტე­გია იხ­ვე­წე­ბო­და, ცვლი­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ბრენ­დი უფრო გა­ა­ხალ­გაზ­რდავ­და, მიზ­ნობ­რი­ვი სეგ­მენ­ტის ასა­კობ­რივ­მა ჯგუფ­მაც და­ი­წია. ბოლო დროს გან­თავ­სე­ბულ სა­რეკ­ლა­მო რგო­ლებ­ში თუ სხვა სა­რეკ­ლა­მო მა­სა­ლა­ში უკვე შე­სამ­ჩნე­ვი გახ­და, რომ ბრენ­დი უფრო მე­ტად ახალ­გაზ­რდავ­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, „ელიტ ელექტრო­ნიქ­სის“ ლო­გო­ში შე­ვი­და გრა­ფი­კუ­ლი ფორ­მე­ბი, რო­მე­ლიც დი­ზა­ი­ნის თა­ნა­მედ­რო­ვე ტრენ­დებს ეხ­მი­ა­ნე­ბა. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ტი­პოგ­რა­ფი­ის ერთი ნა­წი­ლი "ELIT" მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­თან "ELECTRONICS"-თან შე­და­რე­ბით მო­ნუ­მენ­ტუ­რი გახ­და, რად­გან ბრენ­დი მთა­ვარ აქ­ცენტს სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ცი­ი­სა და სერ­ვი­სის ექ­სკლუ­ზი­უ­რო­ბა­ზე აკე­თებს.

"ელიტ ელექტრო­ნიქ­სი" ტექ­ნი­კის ბა­ზარ­ზე ყვე­ლა­ზე დიდი სა­ვაჭ­რო ქსე­ლით და პრო­დუქ­ცი­ის ყვე­ლა­ზე ფარ­თო ასორ­ტი­მენ­ტით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ბევ­რი ახა­ლი პრო­ექ­ტია და­გეგ­მი­ლი, რომ­ლე­ბიც მომ­ხმა­რებ­ლის­თვის კი­დევ მეტი კომ­ფორ­ტის შექ­მნა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ მო­თხოვ­ნებს სრუ­ლად პა­სუ­ხობს. "ელიტ ელექტრო­ნიქ­სი" ყვე­ლა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მია მომ­ხმა­რებ­ლის­თვის რო­გორც გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად, ასე­ვე სა­ფა­სო მი­მარ­თუ­ლე­ბით.

"ელიტ ელექტრო­ნიქ­სი" არის ად­გი­ლი ყვე­ლა თა­ო­ბის­თვის, შე­სა­ბა­მი­სად გა­სულ წლებ­ში კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სტრა­ტე­გი­ა­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ტრენ­დებ­მა გა­ნა­პი­რო­ბა ის, რომ „ელიტ ელექტრო­ნიქ­სის“ ძი­რი­თა­დი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო არხი დღეს არა­მარ­ტო ტე­ლე­ვი­ზია, არა­მედ დი­ჯი­თალ მე­დი­ა­ცაა, შე­სა­ბა­მი­სად ახა­ლი ლო­გოს სტი­ლის­ტი­კაც ამ მე­დი­ა­ზეა მორ­გე­ბუ­ლი.

ბრენ­დის მი­ზა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო დო­ნის ამაღ­ლე­ბა. კომ­პა­ნი­ის მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა არის წინსვლა პროგ­რე­სის­კენ და გან­ვი­თა­რე­ბის­კენ", - ნათ­ქვა­მია „ელიტ ელექტრო­ნიქ­სის" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

"ჩვენ გვჯე­რა, რომ გან­ვი­თა­რე­ბას და წინსვლას ქმნი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი და ინ­დი­ვი­დე­ბი, რომ­ლებ­მაც დღეს ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბა მო­ი­ტა­ნეს. "ელიტ ელექტრო­ნიქ­სი" კი ტექ­ნო­ლო­გი­ურ გან­ვი­თა­რე­ბას და პროგ­რესს ხელ­მი­საწ­ვდომს ხდის სა­ქარ­თვე­ლო­ში. სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ბრენ­დის მთა­ვა­რი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო მე­სი­ჯია "იყუ­რე წინ", - გა­ნა­ცხა­და "ელიტ ელექტრო­ნიქ­სის" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა.

კომ­პა­ნი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ "ელიტ ელექტრო­ნიქ­სის" რებ­რენ­დინ­გი ფაქ­ტი­უ­რად იმ მიღ­წე­ვე­ბის ასახ­ვაა, რა­საც ამ პე­რი­ოდ­ში "ელიტ ელექტრო­ნიქსმა" უკვე მი­აღ­წია. გა­სულ ორ ათწლე­ულ­ში კომ­პა­ნი­ის მოქ­მე­დე­ბის არე­ა­ლი შთამ­ბეჭ­და­ვად გა­ფარ­თოვ­და და დღეს ბაზ­რის უპი­რო­ბო ლი­დე­რია. რებ­რენ­დინ­გი კომ­პა­ნი­ის მიღ­წე­ვე­ბის და უფრო დიდი მო­მა­ვა­ლი გეგ­მე­ბის ასახ­ვაა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ელიტ ელექტრონიქსი" ბაზარზე ახალი სტილით წარდგა

"ელიტ ელექტრონიქსი" ბაზარზე ახალი სტილით წარდგა

"ელიტ ელექტრონიქსი" ბაზარზე ახალი სტილით წარდგა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს. მათივე თქმით, რებრენდინგი კომპანიის მიღწევების და უფრო დიდი მომავალი გეგმების ასახვაა.

"ელიტ ელექტრონიქსი" უკვე 23 წელია, რაც მოღვაწეობს სამომხმარებლო ბაზარზე. ამ დროის განმავლობაში ბრენდმა და თავად კომპანიამ დიდი ცვლილებები განიცადა, გაფართოვდა მაღაზიათა ქსელი, შეიქმნა და დაინერგა ახალი კონცეფციის მაღაზიები, გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი არაერთ წამყვან ბრენდთან, რომელთა ოფიციალური წარმომადგენელიც საქართველოში გახდა "ელიტ ელექტრონიქსი". ამასთანავე მაღაზიებში გაიზარდა ტექნიკის კატეგორიების ჩამონათვალი. შესაბამისად, აღნიშნულმა ცვლილებებმა განაპირობა ბრენდის და სტრატეგიული პლატფორმის რეპოზიციონირება და სახეცვლილება.

გაიწერა სტრატეგიული პლატფორმა, რომელზეც "ელიტ ელექტრონიქსის" მარკეტინგის გუნდმა და სარეკლამო სააგენტო Holmes&Watson-მა იმუშავა, რის მიხედვითაც მოხდა ლოგოს ვიზუალის ცვლილება. ლოგოს ცვლილება არაფერია, თუ მას არ აქვს სწორი ბექგრაუნდი, წლების განმავლობაში საკომუნიკაციო სტრატეგია იხვეწებოდა, ცვლილებებიდან გამომდინარე ბრენდი უფრო გაახალგაზრდავდა, მიზნობრივი სეგმენტის ასაკობრივმა ჯგუფმაც დაიწია. ბოლო დროს განთავსებულ სარეკლამო რგოლებში თუ სხვა სარეკლამო მასალაში უკვე შესამჩნევი გახდა, რომ ბრენდი უფრო მეტად ახალგაზრდავდება, შესაბამისად, „ელიტ ელექტრონიქსის“ ლოგოში შევიდა გრაფიკული ფორმები, რომელიც დიზაინის თანამედროვე ტრენდებს ეხმიანება. რაც ყველაზე მთავარია, ტიპოგრაფიის ერთი ნაწილი "ELIT" მეორე ნახევართან "ELECTRONICS"-თან შედარებით მონუმენტური გახდა, რადგან ბრენდი მთავარ აქცენტს საკუთარი პროდუქციისა და სერვისის ექსკლუზიურობაზე აკეთებს.

"ელიტ ელექტრონიქსი" ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დიდი სავაჭრო ქსელით და პროდუქციის ყველაზე ფართო ასორტიმენტით არის წარმოდგენილი. ბევრი ახალი პროექტია დაგეგმილი, რომლებიც მომხმარებლისთვის კიდევ მეტი კომფორტის შექმნაზეა ორიენტირებული და ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს სრულად პასუხობს. "ელიტ ელექტრონიქსი" ყველაზე ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის როგორც გეოგრაფიულად, ასევე საფასო მიმართულებით.

"ელიტ ელექტრონიქსი" არის ადგილი ყველა თაობისთვის, შესაბამისად გასულ წლებში კომუნიკაციის სტრატეგიაში თანამედროვე ტრენდებმა განაპირობა ის, რომ „ელიტ ელექტრონიქსის“ ძირითადი საკომუნიკაციო არხი დღეს არამარტო ტელევიზია, არამედ დიჯითალ მედიაცაა, შესაბამისად ახალი ლოგოს სტილისტიკაც ამ მედიაზეა მორგებული.

ბრენდის მიზანია საქართველოს ბაზარზე საყოფაცხოვრებო დონის ამაღლება. კომპანიის მთავარი ღირებულება არის წინსვლა პროგრესისკენ და განვითარებისკენ", - ნათქვამია „ელიტ ელექტრონიქსის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ჩვენ გვჯერა, რომ განვითარებას და წინსვლას ქმნიან ადამიანები და ინდივიდები, რომლებმაც დღეს ტექნოლოგიური განვითარება მოიტანეს. "ელიტ ელექტრონიქსი" კი ტექნოლოგიურ განვითარებას და პროგრესს ხელმისაწვდომს ხდის საქართველოში. სწორედ აქედან გამომდინარე ბრენდის მთავარი საკომუნიკაციო მესიჯია "იყურე წინ", - განაცხადა "ელიტ ელექტრონიქსის" გენერალურმა დირექტორმა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ "ელიტ ელექტრონიქსის" რებრენდინგი ფაქტიურად იმ მიღწევების ასახვაა, რასაც ამ პერიოდში "ელიტ ელექტრონიქსმა" უკვე მიაღწია. გასულ ორ ათწლეულში კომპანიის მოქმედების არეალი შთამბეჭდავად გაფართოვდა და დღეს ბაზრის უპირობო ლიდერია. რებრენდინგი კომპანიის მიღწევების და უფრო დიდი მომავალი გეგმების ასახვაა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"