საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყურსასმენები ჰქონია ყურებში და ვერ გაუგია ხმა" - რას ჰყვებიან მატარებლის მგზავრები ფეიქრებზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ
"ყურსასმენები ჰქონია ყურებში და ვერ გაუგია ხმა" - რას ჰყვებიან მატარებლის მგზავრები ფეიქრებზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ

ფე­იქ­რე­ბის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, თბი­ლი­სი-შინ­დი­სის სამ­გზავ­რო მა­ტა­რებ­ლის და­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად 20 წლის გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით მგზავ­რე­ბი გარ­კვე­ულ დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რო­ბენ.

რო­გორც ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, გო­გო­ნას სა­ვა­რა­უ­დოდ, ყურ­სას­მე­ნე­ბი ეკე­თა და მა­ტა­რებ­ლის საყ­ვი­რის ხმა ვერ გა­ი­გო­ნა.

„მა­ტა­რე­ბე­ლი და­ე­ჯა­ხა გო­გო­ნას. ყურ­სას­მე­ნე­ბი ჰქო­ნია ყუ­რებ­ში და ვერ გა­უ­გია ხმა. „სიგ­ნა­ლი“ მის­ცა მე­მან­ქა­ნემ, მაგ­რამ ხმა მა­ინც ვერ გა­ი­გო­ნა. 9 სა­ა­თის მერე ვდგა­ვართ და ვე­ლო­დე­ბით, მა­ტა­რე­ბე­ლი რო­დის წავა“, - გა­ნა­ცხა­და ერთ-ერ­თმა მგზავ­რმა.

ცნო­ბის­თვის, ფე­იქ­რე­ბის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 20 წლის გო­გო­ნას მა­ტა­რე­ბე­ლი და­ე­ჯა­ხა, გარ­დაც­ვლი­ლი 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი პი­რია.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბით, მე­მან­ქა­ნე­ებ­მა ხმო­ვა­ნი სიგ­ნა­ლიც ჩარ­თეს და მუხ­რუ­ჭიც გა­მო­ი­ყე­ნეს, თუმ­ცა შე­ჯა­ხე­ბა მა­ინც მოხ­და.

„გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს მი­ზე­ზი სუ­ი­ცი­დი იყო თუ უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და. ჯერ­ჯე­რო­ბით მე­მან­ქა­ნე­ე­ბის პირ­ვე­ლა­დი გა­მო­კი­თხვა ჩა­ტარ­და. ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ გო­გო­ნას და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე ხმო­ვა­ნი სიგ­ნა­ლიც მის­ცეს და მუხ­რუ­ჭიც გა­მო­ი­ყე­ნეს, მაგ­რამ დის­ტან­ცია არ ეყოთ. შე­სა­ბა­მი­სად, შე­ჯა­ხე­ბა მოხ­და“, - გა­ნუ­ცხა­დეს „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში.

მომ­ხდარ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­ი­წყო. სა­ა­გენ­ტოს უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­მარ­ტეს, რომ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე 275-ე მუხ­ლით აღიძ­რა, რაც რკი­ნიგ­ზის, წყლის, სა­ჰა­ე­რო ან სა­ბა­გი­რო ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

ავტორი:

"ყურსასმენები ჰქონია ყურებში და ვერ გაუგია ხმა" - რას ჰყვებიან მატარებლის მგზავრები ფეიქრებზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ

"ყურსასმენები ჰქონია ყურებში და ვერ გაუგია ხმა" - რას ჰყვებიან მატარებლის მგზავრები ფეიქრებზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ

ფეიქრების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-შინდისის სამგზავრო მატარებლის დაჯახების შედეგად 20 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მგზავრები გარკვეულ დეტალებზე საუბრობენ.

როგორც ერთ-ერთმა მათგანმა ჟურნალისტებს განუცხადა, გოგონას სავარაუდოდ, ყურსასმენები ეკეთა და მატარებლის საყვირის ხმა ვერ გაიგონა.

„მატარებელი დაეჯახა გოგონას. ყურსასმენები ჰქონია ყურებში და ვერ გაუგია ხმა. „სიგნალი“ მისცა მემანქანემ, მაგრამ ხმა მაინც ვერ გაიგონა. 9 საათის მერე ვდგავართ და ველოდებით, მატარებელი როდის წავა“, - განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა.

ცნობისთვის, ფეიქრების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 წლის გოგონას მატარებელი დაეჯახა, გარდაცვლილი 1997 წელს დაბადებული პირია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პირველადი მონაცემებით, მემანქანეებმა ხმოვანი სიგნალიც ჩართეს და მუხრუჭიც გამოიყენეს, თუმცა შეჯახება მაინც მოხდა.

„გამოძიება დაადგენს მიზეზი სუიციდი იყო თუ უბედური შემთხვევა მოხდა. ჯერჯერობით მემანქანეების პირველადი გამოკითხვა ჩატარდა. ისინი ამბობენ, რომ გოგონას დანახვისთანავე ხმოვანი სიგნალიც მისცეს და მუხრუჭიც გამოიყენეს, მაგრამ დისტანცია არ ეყოთ. შესაბამისად, შეჯახება მოხდა“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. სააგენტოს უწყების პრესსამსახურში განუმარტეს, რომ სისხლის სამართლის საქმე 275-ე მუხლით აღიძრა, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია