საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა თანამდებობაზე დაინიშნა მომღერალი რიანა - "ის პატრიოტია, საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ მუშაობს"
რა თანამდებობაზე დაინიშნა მომღერალი რიანა - "ის პატრიოტია, საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ მუშაობს"

მომ­ღე­რა­ლი რი­ა­ნა ბარ­ბა­დო­სის სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი გახ­და. მისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სფე­რო­ში გა­ნათ­ლე­ბის, ტუ­რიზ­მი­სა და ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის სა­კი­თხე­ბი შევა. ამის შე­სა­ხებ ბარ­ბა­დო­სის მთავ­რო­ბის პრეს­სამ­სა­ხუ­რი იუ­წყე­ბა.

„რი­ა­ნას ძა­ლი­ან უყ­ვარს თა­ვი­სი ქვე­ყა­ნა და ეს მისი ფი­ლანტრო­პი­ი­და­ნაც ჩანს, გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ნათ­ლე­ბი­სა და ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში. ის პატ­რი­ო­ტია, სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის სა­კე­თილ­დღე­ოდ მუ­შა­ობს და უყ­ვარს ბარ­ბა­დო­სი რო­გორც სა­კუ­თა­რი სახ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მია ამორ მოტ­ლიმ.

მი­სი­ვე თქმით, მომ­ღე­რალ­მა სა­ზღვარ­გა­რეთ ქვეყ­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა.

თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნას მომ­ღე­რა­ლიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ მოტ­ლის­თან და მის გუნდთან მუ­შა­ო­ბას მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბა და ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნით ამა­ყობს.

ქენერი
0

სოფო ხალვაშთან გაიაროს პრაქტიკა 

ავტორი:

რა თანამდებობაზე დაინიშნა მომღერალი რიანა - "ის პატრიოტია, საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ მუშაობს"

რა თანამდებობაზე დაინიშნა მომღერალი რიანა - "ის პატრიოტია, საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ მუშაობს"

მომღერალი რიანა ბარბადოსის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გახდა. მისი პასუხისმგებლობის სფეროში განათლების, ტურიზმისა და ინვესტიციების საკითხები შევა. ამის შესახებ ბარბადოსის მთავრობის პრესსამსახური იუწყება.

„რიანას ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა და ეს მისი ფილანტროპიიდანაც ჩანს, განსაკუთრებით განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში. ის პატრიოტია, საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ მუშაობს და უყვარს ბარბადოსი როგორც საკუთარი სახლი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მია ამორ მოტლიმ.

მისივე თქმით, მომღერალმა საზღვარგარეთ ქვეყნის პოპულარიზაციაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

თანამდებობაზე დანიშვნას მომღერალიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ მოტლისთან და მის გუნდთან მუშაობას მოუთმენლად ელოდება და ამ თანამდებობაზე დანიშვნით ამაყობს.