სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალომე ზურაბიშვილი - საქართველო-რუსეთის ომი ვინ დაიწყო? - ცხადია, რუსეთმა
სალომე ზურაბიშვილი - საქართველო-რუსეთის ომი ვინ დაიწყო? - ცხადია, რუსეთმა

სა­ქარ­თვე­ლოს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა იყო, არის და იქ­ნე­ბა ჩემი და ჩემი ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი მრწამ­სი, მი­ზა­ნი და ოც­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტო­ბის და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა კან­დი­დატ­მა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა მისი სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის თქმით, მის მხარ­დამ­ჭე­რებ­ზე ზე­წო­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

„მე მინ­დო­და ევ­რო­პუ­ლი კამ­პა­ნია, ზრდი­ლო­ბა და მო­მა­ვალ­ზე მსჯე­ლო­ბა და ამას ვი­ზამ. მაგ­რამ თურ­მე ჯერ ყვე­ლა­ფე­რი უნდა აი­რი­ოს და ამი­სი უფ­ლე­ბა არ უნდა მოგ­ვცენ იმათ­მა, ვი­საც წარ­სულ­ში დაბ­რუ­ნე­ბა უნ­დათ იმ იმე­დით, რომ თვი­თო­ნაც დაბ­რუნ­დე­ბი­ან. მაგ­რამ იმათ­მა იცი­ან მხო­ლოდ ერთი რამ, რაც არის საბ­ჭო­თა კავ­ში­რის და­ნა­ტო­ვა­რი - დას­მე­ნა, ტყუ­ი­ლი, შავი პი­ა­რი, მოს­მე­ნე­ბი, მუ­ქა­რა. არ ვა­პი­რებ­დი ამ ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუხს. ახლა და­ი­წყო თავ­დას­ხმა მხარ­დამ­ჭე­რებ­ზე, ცი­ლის­წა­მე­ბა, მუ­ქა­რა, რომ აღარ გა­მო­გიყ­ვან­თო ტე­ლე­ვი­ზი­ით. გა­დავ­წყვი­ტე, რომ დრო იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი ერთხელ და სა­მუ­და­მოდ დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. ეს სპე­კუ­ლა­ცია ერ­თად უნდა და­ვას­რუ­ლოთ. რუ­სე­თის მი­მართ ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უც­ვლე­ლია 60 წელ­ზე მე­ტია უკვე. სა­ქარ­თვე­ლოს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა იყო, არის და იქ­ნე­ბა ჩემი და ჩემი ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი მრწამ­სი, მი­ზა­ნი და ოც­ნე­ბა, მისი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის დაც­ვა. ვის­გან დაც­ვა ხომ არ მე­ტყვით? - რუ­სე­თის­გან.

რუ­სე­თი აგ­რე­სო­რი და ოკუ­პან­ტი იყო 1801 წელს, როცა და­არ­ღვია მეფე ერეკ­ლეს მიერ და­დე­ბუ­ლი ტრაქ­ტა­ტი; 1921 წელს, როცა და­არ­ღვია 1920 წელს აღი­ა­რე­ბუ­ლი სუ­ვე­რე­ნო­ბა და რის გა­მოც ჩე­მე­ბი წა­მო­ვიდ­ნენ და და­ვი­ბა­დე საფ­რან­გეთ­ში. აგ­რე­სო­რი და ოკუ­პან­ტია 2008 წლი­დან, როცა კი­დევ ერთხელ და­არ­ღვია ის, რაც მე ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი, ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­კუ­მენ­ტი და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, სა­დაც რუ­სე­თი აღი­ა­რებ­და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ სუ­ვე­რე­ნო­ბას და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას.

მე­ო­რე თემა - სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის ომი ვინ და­ი­წყო - ცხა­დია, რუ­სეთ­მა და რა­ტომ?- რუ­სე­თი შე­მო­იჭ­რა მის მიერ აღი­ა­რე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ტან­კე­ბით და სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვე­ბით. სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არა­სო­დეს არ შეჭ­რი­ლა, არა­სო­დეს არ მო­უხ­დე­ნია აგ­რე­სია. ეს არის ისე­თი ელე­მენ­ტა­რუ­ლი, რო­გორც 1+1 არის 2. ამა­ზე ვინ შე­იძ­ლე­ბა და­ვობ­დეს? ამა­ზე მე არას­დროს მით­ქვამს, ამა­ზე არ ვმსჯე­ლობ­დი. არც მე და არ­ცერ­თი ქარ­თვე­ლი არ და­უშ­ვებს თქვას, რომ რუ­სე­თის და სა­ქარ­თვე­ლოს ომი სა­ქარ­თვე­ლომ და­ი­წყო",- გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

სალომე ზურაბიშვილი - საქართველო-რუსეთის ომი ვინ დაიწყო? - ცხადია, რუსეთმა

სალომე ზურაბიშვილი - საქართველო-რუსეთის ომი ვინ დაიწყო? - ცხადია, რუსეთმა

საქართველოს გათავისუფლება იყო, არის და იქნება ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრების მთავარი მრწამსი, მიზანი და ოცნება, - ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მისი საარჩევნო შტაბის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, მის მხარდამჭერებზე ზეწოლა მიმდინარეობს.

„მე მინდოდა ევროპული კამპანია, ზრდილობა და მომავალზე მსჯელობა და ამას ვიზამ. მაგრამ თურმე ჯერ ყველაფერი უნდა აირიოს და ამისი უფლება არ უნდა მოგვცენ იმათმა, ვისაც წარსულში დაბრუნება უნდათ იმ იმედით, რომ თვითონაც დაბრუნდებიან. მაგრამ იმათმა იციან მხოლოდ ერთი რამ, რაც არის საბჭოთა კავშირის დანატოვარი - დასმენა, ტყუილი, შავი პიარი, მოსმენები, მუქარა. არ ვაპირებდი ამ ყველაფერზე პასუხს. ახლა დაიწყო თავდასხმა მხარდამჭერებზე, ცილისწამება, მუქარა, რომ აღარ გამოგიყვანთო ტელევიზიით. გადავწყვიტე, რომ დრო იყო ეს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ დასრულებულიყო. ეს სპეკულაცია ერთად უნდა დავასრულოთ. რუსეთის მიმართ ჩემი დამოკიდებულება უცვლელია 60 წელზე მეტია უკვე. საქართველოს გათავისუფლება იყო, არის და იქნება ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრების მთავარი მრწამსი, მიზანი და ოცნება, მისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვა. ვისგან დაცვა ხომ არ მეტყვით? - რუსეთისგან.

რუსეთი აგრესორი და ოკუპანტი იყო 1801 წელს, როცა დაარღვია მეფე ერეკლეს მიერ დადებული ტრაქტატი; 1921 წელს, როცა დაარღვია 1920 წელს აღიარებული სუვერენობა და რის გამოც ჩემები წამოვიდნენ და დავიბადე საფრანგეთში. აგრესორი და ოკუპანტია 2008 წლიდან, როცა კიდევ ერთხელ დაარღვია ის, რაც მე ძალიან კარგად ვიცი, ყველა საერთაშორისო დოკუმენტი და ხელშეკრულება, სადაც რუსეთი აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ სუვერენობას და დამოუკიდებლობას.

მეორე თემა - საქართველო-რუსეთის ომი ვინ დაიწყო - ცხადია, რუსეთმა და რატომ?- რუსეთი შემოიჭრა მის მიერ აღიარებულ საქართველოს ტერიტორიაზე ტანკებით და სამხედრო თვითმფრინავებით. საქართველო რუსეთის ტერიტორიაზე არასოდეს არ შეჭრილა, არასოდეს არ მოუხდენია აგრესია. ეს არის ისეთი ელემენტარული, როგორც 1+1 არის 2. ამაზე ვინ შეიძლება დავობდეს? ამაზე მე არასდროს მითქვამს, ამაზე არ ვმსჯელობდი. არც მე და არცერთი ქართველი არ დაუშვებს თქვას, რომ რუსეთის და საქართველოს ომი საქართველომ დაიწყო",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები