პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნასვამმა მძღოლმა თბილისში ორი ქვეითი მოკლა, მათ შორის ერთი - 3 წლის ბავშვია
ნასვამმა მძღოლმა თბილისში ორი ქვეითი მოკლა, მათ შორის ერთი - 3 წლის ბავშვია

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა­ში დამ­ნა­შა­ვე ლ. ა. და­ა­კა­ვეს, რო­მე­ლიც 1992 წელს არის და­ბა­დე­ბუ­ლი.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბულს ბრა­ლი ედე­ბა სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­შიშ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფის გან­საც­დელ­ში მი­ტო­ვე­ბის და ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ორი ან მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა. ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 8-დან 13 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა გლ­დან­ში, წუ­ხელ მოხ­და. გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ლ.ა. მიმ­დი­ნა­რე წლის 11 სექ­ტემ­ბერს ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მყო­ფი მარ­თავ­და სა­კუ­თარ ავ­ტო­მან­ქა­ნას, რა დრო­საც ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე­ებს - 1991 წელს და­ბა­დე­ბულ ნ. მ.-ს და 2015 წელს და­ბა­დე­ბულ ნ. ჯ.-ს შე­ე­ჯა­ხა. 27 წლის გო­გო­ნა და 3 წლის ბავ­შვი მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად, ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვალ­ნენ.

მომ­ხდარ ფაქ­ტზე და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 128-ე მუხ­ლით და 276-ე მუხ­ლის მე-8 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­შიშ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფის გან­საც­დელ­ში მი­ტო­ვე­ბას და მთვრალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ორი ან მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

იხი­ლეთ ვი­დეო: ნას­ვა­მი მძღო­ლი, რო­მელ­მაც გლ­დან­ში 27 წლის ქალი და 3 წლის ბავ­შვი იმ­სხვერ­პლა, ავა­რი­ის შემ­დეგ მი­ი­მა­ლა - შსს-ს ინ­ფორ­მა­ცია

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

ნასვამმა მძღოლმა თბილისში ორი ქვეითი მოკლა, მათ შორის ერთი - 3 წლის ბავშვია

ნასვამმა მძღოლმა თბილისში ორი ქვეითი მოკლა, მათ შორის ერთი - 3 წლის ბავშვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე ლ. ა. დააკავეს, რომელიც 1992 წელს არის დაბადებული.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულს ბრალი ედება სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფის განსაცდელში მიტოვების და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ჩადენილი დანაშაული 8-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტოსაგზაო შემთხვევა გლდანში, წუხელ მოხდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ.ა. მიმდინარე წლის 11 სექტემბერს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მართავდა საკუთარ ავტომანქანას, რა დროსაც ქვეითად მოსიარულეებს - 1991 წელს დაბადებულ ნ. მ.-ს და 2015 წელს დაბადებულ ნ. ჯ.-ს შეეჯახა. 27 წლის გოგონა და 3 წლის ბავშვი მიღებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ.

მომხდარ ფაქტზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით და 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფის განსაცდელში მიტოვებას და მთვრალ მდგომარეობაში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იხილეთ ვიდეო: ნასვამი მძღოლი, რომელმაც გლდანში 27 წლის ქალი და 3 წლის ბავშვი იმსხვერპლა, ავარიის შემდეგ მიიმალა - შსს-ს ინფორმაცია

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო