მტკვარში, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალის ცხედარი იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევა დილით მოხდა.
„ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს, რომ მტკვარში მოქალაქის ცხედარი იყო. მაშველებმა 60-65 წლის ქალის ცხედარი წყლიდან უკვე ამოიყვანეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ქალი დაახლოებით 08:00 საათისთვის გადახტა მტკვარში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისგან სწრაფი რეაგირება მოხდა, მაგრამ მაშველების მისვლისას უკვე გარდაცვლილი იყო,“ - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ამ დროისთვის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.