პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი ჯონ მაკკეინის გარდაცვალებას ეხმაურება
მიხეილ სააკაშვილი ჯონ მაკკეინის გარდაცვალებას ეხმაურება

ჯონ მა­კ­კე­ი­ნი იყო სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ამე­რი­კე­ლი სე­ნა­ტო­რის, ჯონ მა­კ­კე­ი­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, ჯონ მა­კ­კე­ი­ნი იყო ყვე­ლა­ზე დიდი მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც ოდეს­მე ჰყო­ლია სა­ქარ­თვე­ლოს და­სავ­ლეთ­ში.

"ჯონ მა­კ­კე­ი­ნი იყო ყვე­ლა­ზე დიდი მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც ოდეს­მე ჰყო­ლია სა­ქარ­თვე­ლოს და­სავ­ლეთ­ში და სა­ერ­თოდ, მსოფ­ლი­ო­ში. მა­კ­კე­ი­ნი იყო ყვე­ლა­ზე დიდი მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც ოდეს­მე მყო­ლია მე ცხოვ­რე­ბა­ში. ეს არის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი და­ნა­კარ­გი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და ძლი­ან მძი­მე და­ნა­კარ­გი მსოფ­ლი­ოს­თვის.

მე ვფიქ­რობ, ჩვენ ყვე­ლამ უნდა მი­ვა­გოთ პა­ტი­ვი მის ხსოვ­ნას და გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ ის იყო სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რი, არა მხო­ლოდ ამე­რი­კის ეროვ­ნუ­ლი გმი­რი. რა­ტომ იყო სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რი? იმი­ტომ, რომ ყვე­ლა გა­დამ­წყვეტ მო­მენ­ტში, ყვე­ლა­ზე ისეთ დროს, რო­დე­საც გვჭირ­დე­ბო­და, ყო­ველ­თვის იდგა ჩვე­ნი ერის გვერ­დზე, ყო­ველ­თვის გა­დაგ­ვე­ფა­რა, გაგ­ვი­მარ­თა ხელი და ყო­ველ­თვის ბო­ლომ­დე დაგ­ვი­ჭი­რა მხა­რი.

ჩვენს მრა­ვა­ლ­ა­თას­წლო­ვან ის­ტო­რი­ა­ში, ძა­ლი­ან ცოტა არის ასე­თი ფაქ­ტე­ბი. ეს იყო მარ­თლაც ძა­ლი­ან დიდი მოღ­ვა­წე. ჩვენ­თვის, ყვე­ლას­თვის არის დიდი პა­ტი­ვი, რომ მის ეპო­ქა­ში ვცხოვ­რობ­დით. ჩვენ ბო­ლომ­დე უნდა მი­ვიყ­ვა­ნოთ მისი საქ­მე და მისი საქ­მის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნა ასე­ვე იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბა, გამ­თლი­ა­ნე­ბა სა­ბო­ლოო გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ქარ­თვე­ლი ერის სა­ბო­ლო­ოდ ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მა, სა­ქარ­თვე­ლოს ბევ­რად უკე­თე­სი, ბევ­რად უფრო უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­მა­ვა­ლი. ამის სჯე­რო­და ჯონ მა­კ­კე­ინს და ჩვენ ამას აუ­ცი­ლებ­ლად ერ­თად შე­ვას­რუ­ლებთ" - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ამე­რი­კე­ლი სე­ნა­ტო­რი, ვი­ეტ­ნა­მის ომის გმი­რი ჯონ მა­კ­კე­ი­ნი 81 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც მისი ოჯა­ხის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ მოკ­ლე გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ჯონ მა­კ­კე­ი­ნი შა­ბათს და­ი­ღუ­პა.

სე­ნა­ტო­რი 2017 წლის ივ­ლი­სი­დან უმ­ძი­მეს და­ა­ვა­დე­ბას - ტვი­ნის სიმ­სივ­ნეს ებ­რძო­და და იმ პე­რი­ო­დი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის კურსს გა­დი­ო­და.

ოჯა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სე­ნა­ტორ­მა მი­სი­ვე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, პა­რას­კე­ვი­დან მკურ­ნა­ლო­ბა შე­წყვი­ტა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან
ავტორი:

მიხეილ სააკაშვილი ჯონ მაკკეინის გარდაცვალებას ეხმაურება

მიხეილ სააკაშვილი ჯონ მაკკეინის გარდაცვალებას ეხმაურება

ჯონ მაკკეინი იყო საქართველოს ეროვნული გმირი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ჯონ მაკკეინი იყო ყველაზე დიდი მეგობარი, რომელიც ოდესმე ჰყოლია საქართველოს დასავლეთში.

"ჯონ მაკკეინი იყო ყველაზე დიდი მეგობარი, რომელიც ოდესმე ჰყოლია საქართველოს დასავლეთში და საერთოდ, მსოფლიოში. მაკკეინი იყო ყველაზე დიდი მეგობარი, რომელიც ოდესმე მყოლია მე ცხოვრებაში. ეს არის წარმოუდგენელი დანაკარგი საქართველოსთვის და ძლიან მძიმე დანაკარგი მსოფლიოსთვის.

მე ვფიქრობ, ჩვენ ყველამ უნდა მივაგოთ პატივი მის ხსოვნას და გავიხსენოთ, რომ ის იყო საქართველოს ეროვნული გმირი, არა მხოლოდ ამერიკის ეროვნული გმირი. რატომ იყო საქართველოს ეროვნული გმირი? იმიტომ, რომ ყველა გადამწყვეტ მომენტში, ყველაზე ისეთ დროს, როდესაც გვჭირდებოდა, ყოველთვის იდგა ჩვენი ერის გვერდზე, ყოველთვის გადაგვეფარა, გაგვიმართა ხელი და ყოველთვის ბოლომდე დაგვიჭირა მხარი.

ჩვენს მრავალათასწლოვან ისტორიაში, ძალიან ცოტა არის ასეთი ფაქტები. ეს იყო მართლაც ძალიან დიდი მოღვაწე. ჩვენთვის, ყველასთვის არის დიდი პატივი, რომ მის ეპოქაში ვცხოვრობდით. ჩვენ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ მისი საქმე და მისი საქმის ბოლომდე მიყვანა ასევე იქნება საქართველოს გამარჯვება, გამთლიანება საბოლოო გათავისუფლება, ქართველი ერის საბოლოოდ ფეხზე წამოდგომა, საქართველოს ბევრად უკეთესი, ბევრად უფრო უზრუნველყოფილი მშვიდობიანი მომავალი. ამის სჯეროდა ჯონ მაკკეინს და ჩვენ ამას აუცილებლად ერთად შევასრულებთ" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამერიკელი სენატორი, ვიეტნამის ომის გმირი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც მისი ოჯახის მიერ გავრცელებულ მოკლე განცხადებაშია აღნიშნული, ჯონ მაკკეინი შაბათს დაიღუპა.

სენატორი 2017 წლის ივლისიდან უმძიმეს დაავადებას - ტვინის სიმსივნეს ებრძოდა და იმ პერიოდიდან მოყოლებული მკურნალობის კურსს გადიოდა.

ოჯახის ინფორმაციით, სენატორმა მისივე გადაწყვეტილებით, პარასკევიდან მკურნალობა შეწყვიტა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"