პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავიდან დიდი აგრესია წამოვიდა, ძალიან გაუჭირდათ ხუმრობის მიღება" - როგორ შეიცვალა გოგონას ცხოვრება, რომელიც ვიდეოთი "როგორ ხაართ?" მთელმა საქართველომ გაიცნო
"თავიდან დიდი აგრესია წამოვიდა, ძალიან გაუჭირდათ ხუმრობის მიღება" - როგორ შეიცვალა გოგონას ცხოვრება, რომელიც ვიდეოთი "როგორ ხაართ?" მთელმა საქართველომ გაიცნო

სულ რა­ღაც ერთი კვი­რის წინ მარი არ­ღუ­თაშ­ვილს ასე მა­სობ­რი­ვად, რო­გორც დღეს, არა­ვინ იც­ნობ­და, თუმ­ცა გვარ-სა­ხე­ლით არც ახ­ლაა დი­დად ცნო­ბი­ლი, სა­მა­გი­ე­როდ, მისი ზე­პო­პუ­ლა­რუ­ლი ვი­დეო - "რო­გორ ხა­ართ?" - ყვე­ლამ იცის. მარი ვი­დე­ო­ში ყვე­ლას გვე­კი­თხე­ბა, - რო­გორ ვართ, რაც მა­ყუ­რე­ბელ­ში სი­ცილს და კარგ გან­წყო­ბას იწ­ვევს.

ამ­ჟა­მად სწო­რედ მი­სით და­ვინ­ტე­რეს­დით, გვინ­დო­და გაგ­ვე­გო, ვინ არის, რა­ტომ გა­უჩ­ნდა სურ­ვი­ლი, ასე­თი ვი­დეო გა­და­ე­ღო და ბო­ლოს და ბო­ლოს, გა­პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მის­თვის გვე­კი­თხა - რო­გორ ხაარ?

მარი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია, ეკ­რან­ზე ნაკ­ლე­ბად გა­მო­ჩე­ნი­ლა, მხო­ლოდ ჩცდ-ში სხვა­დას­ხვა სე­ზონ­ში ექთ­ნის როლი აქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. თა­მა­შობს გო­რის ერის­თა­ვის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რში, ასე­ვე თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლურ თე­ატ­რში - "რუს­თა­ვე­ლის 19". არის რე­ჟი­სორ სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლის ნა­მო­წა­ფა­რი.

- ერთი, თით­ქოს უწყი­ნა­რი ვი­დე­ო­თი ელ­ვი­სე­ბუ­რად ინ­ტერ­ნეტ­ვარ­სკვლა­ვი გახ­დი. რო­გორ ხაარ? და რო­გორ მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი?

- ის, რაც მოხ­და, მას სრუ­ლი გა­უ­გებ­რო­ბა და­ვარ­ქვი. ბოლო დროს ბა­ტო­ნი შო­თას ვი­დეო მქონ­და აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, სარფში ვის­ვე­ნებ­დი და იქ ყო­ვე­ლი დილა ასე - რო­გორ ხა­ართ? - იწყე­ბო­და.

- ბა­ტონ შო­თას იც­ნობ?

- არა, მხო­ლოდ მისი ვი­დე­ო­ე­ბი ვიცი, მაგ­რამ მათ­გან ეს მქონ­და ამო­ჩე­მე­ბუ­ლი. ვა­შარ­ჟებ­დი და პა­რო­დი­ას ვა­კე­თებ­დი, მაგ­რამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, სა­ჯა­როდ არა­ფე­რი ამიტ­ვირ­თავს. მხო­ლოდ მე­გობ­რე­ბის წრე­ში წარ­მო­ვად­გენ­დი პა­რო­დი­ებს, არა­მარ­ტო ბა­ტო­ნი შო­თა­სი, მყავს გა­მო­გო­ნი­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბიც. რა თქმა უნდა, ამა­ზე ვხა­ლი­სობ­დით. თუმ­ცა ისე მოხ­და, რომ ვი­დე­ოც ჩავ­წე­რე და მე­გობ­რებს მე­სენ­ჯერ­ში გა­ვუგ­ზავ­ნე, ძი­რი­თა­დად მათ, ვინც შო­თას ვი­დეო იცოდ­ნენ. ყვე­ლამ ერ­თად ვი­ხა­ლი­სეთ, მაგ­რამ ერთ-ერ­თმა თა­ვის "ფე­ის­ბუქ-გვერ­დზე" ატ­ვირ­თა და ძა­ლი­ან მალე, წუ­თებ­ში, ის ბევ­რმა ადა­მი­ან­მა გა­ა­ზი­ა­რა. ჩემი მე­გო­ბა­რი ამას არ ელო­და, იმი­ტომ, რომ თვი­თონ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს დებს თა­ვის გვერ­დზე - სა­ხუ­მა­რო პოს­ტებს, შარ­ჟებს და ასე­თი რამ სხვა დროს არ მომ­ხდა­რა. მოკ­ლედ, ამ შე­დეგს არ ელო­და და მა­ლე­ვე აიღო, მაგ­რამ უკვე უამ­რავ ადა­მი­ანს ჰქონ­და გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი, ატ­ვირ­თუ­ლი იყო რა­ღაც გვერ­დებ­ზეც - კა­ტას­ტრო­ფუ­ლი სის­წრა­ფით გავ­რცელ­და. თა­ვი­დან ჩემი მი­სა­მარ­თით დიდი აგ­რე­სია წა­მო­ვი­და, ცუდი კო­მენ­ტა­რე­ბი და­ი­წე­რა, ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დათ იმის მი­ღე­ბა, რომ ხუმ­რო­ბა იყო, ცოტა მიხ­ვდა ამას. ჩემი მე­გო­ბა­რი ძა­ლი­ან უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­და...

- ეს ალ­ბათ იმის ბრა­ლია, რომ და­მა­ჯე­რე­ბე­ლი იყა­ვი?..

- ... როცა უკვე გა­ი­გეს, რომ ხუმ­რო­ბა იყო, ძა­ლი­ან ბევ­რი გა­მარ­თლე­ბა მოჰ­ყვა, წერ­დნენ, რომ მსა­ხი­ო­ბი ვარ და ამი­ტომ ვა­კე­თებ... ყველ­გან ვი­ტყვი, ეს მსა­ხი­ო­ბო­ბის გამო არ გა­მი­კე­თე­ბია, ასე ბევ­რი ერ­თო­ბა, მსგავს ვი­დე­ო­ებს ყვე­ლა იღებს და დებს, გა­ნურ­ჩევ­ლად სქე­სი­სა და ასა­კი­სა. მსა­ხი­ო­ბო­ბა კი ცოტა სხვა რამ არის. ეს ვინც იცის, მიხ­ვდე­ბა, რა­საც ვამ­ბობ... მოკ­ლედ, არ ვე­ლო­დით ამ შე­დეგს, პირ­ვე­ლი ორი დღე ძა­ლი­ან მძი­მე იყო. ჩემი რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბა­რი აქ­ტი­უ­რობ­და, ხალ­ხს პა­სუ­ხობ­დნენ, რომ ხუმ­რო­ბაა, რად­გა­ნაც ხომ გე­უბ­ნე­ბით, სა­ში­ნე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი მო­დი­ო­და - რომ და­ბო­ლი­ლია, მთვრა­ლია, ავად­მყო­ფია, მა­ხინ­ჯია, რას ჰგავს? ასე გინ­დათ, პო­პუ­ლა­რო­ბის მო­პო­ვე­ბა?! ვი­მე­ო­რებ, არა­ვის არა­ფე­რი სდო­მე­ბია, მათ შო­რის არც პო­პუ­ლა­რო­ბა და მით უფრო, ასე მო­პო­ვე­ბუ­ლი. ასე გი­ჟუ­რად თა­ვის გაც­ნო­ბა, რა­ტომ უნდა მინ­დო­დეს?! მაგ­რამ მერე და მერე უკვე სხვა რა­ღაც ხდე­ბა ჩემს თავს, მომ­დის კო­მენ­ტა­რე­ბი, მე­სი­ჯე­ბი, უამ­რავ ადა­მი­ანს უნდა ჩემ­თან და­მე­გობ­რე­ბა. და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უკვე რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვლი­ლია. თა­ვი­დან თუ აგ­რე­სია იყო, ახლა პი­რი­ქით, დიდ სიყ­ვა­რულს ვგრძნობ. სამ­წუ­ხა­როდ, ახლა მთა­ში ვარ და ყვე­ლას ვერ ვპა­სუ­ხობ, აქ ყველ­გან ინ­ტერ­ნე­ტი არ იჭერს...

თუმ­ცა არ მინ­და, იფიქ­რონ, რომ არ ვპა­სუ­ხობ...

- მოკ­ლედ, 5-6 დღე­ში მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი - გა­გიც­ნეს, გაგ­ლან­ძღეს და შე­გიყ­ვა­რეს. არა­და, ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა უწყი­ნარ­მა ვი­დე­ომ გა­მო­იწ­ვია.

- იბეჭ­დე­ბა მა­ი­სუ­რებ­ზე, "ქო­უ­ბე­ბი" გაჩ­ნდა, სა­ოც­რე­ბა ხდე­ბა. ზოგ­ჯერ მინ­და, რომ ამ ყვე­ლა­ფერს სხვა თვა­ლით შევ­ხე­დო, რომ ჩემს თავს არ ხდე­ბა...

- მო­რიგ ვი­დე­ოს ხომ არ გეგ­მავ?

- სა­ერ­თოდ, გეგ­მებს არ ვცნობ, რად­გა­ნაც არა­ფე­რი გა­მო­დის, რო­დე­საც რა­ი­მეს დავ­გეგ­მავ, ამი­ტომ ბევ­რი რამ სპონ­ტა­ნუ­რად გა­და­მი­წყვე­ტია, ყო­ველ­თვის ასე ამარ­თლებს, ელე­მენ­ტა­რუ­ლად დას­ვე­ნე­ბა­საც ვერ ვგეგ­მავ წი­ნას­წარ იმი­ტომ, რომ ყო­ველ­თვის არის ხე­ლის­შემ­შლე­ლი ფაქ­ტო­რე­ბი. საკ­მა­ოდ და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ თე­ატ­რში, მაქვს რო­ლე­ბი, რე­პე­ტი­ცი­ე­ბი, სპექ­ტაკ­ლე­ბი. მეტი ამის გარ­და ჩემს თავს რე­ა­ლუ­რად არა­ფე­რი ხდე­ბა. მო­რიგ ვი­დე­ოს რო­დის იღებ? - ეს ბევ­რმა მკი­თხა. ხალ­ხი ითხოვს შემ­დეგს, მაგ­რამ აღარ ვა­პი­რებ. ამა­საც არ ვა­პი­რებ­დი, ასე­თი "გას­რო­ლა", თუ რა და­ვარ­ქვა, არც ვიცი, შემ­თხვე­ვით მოხ­და. ვი­მე­ო­რებ, ეს უბ­რა­ლოდ, ჩემი გარ­თო­ბაა, რისი მა­სობ­რი­ვად ტი­რა­ჟი­რე­ბის სურ­ვი­ლიც არ მაქვს. არ ვარ ამით და­კა­ვე­ბუ­ლი და მგო­ნი, არც გა­ვაგ­რძე­ლებ. ამ სა­ხით პო­პუ­ლა­რო­ბა, პირ­და­პირ რომ ვთქვათ, ცუ­დია. მო­მა­ვალ­ში არ ვიცი, რა იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ახლა ასე ვფიქ­რობ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"თავიდან დიდი აგრესია წამოვიდა, ძალიან გაუჭირდათ ხუმრობის მიღება" - როგორ შეიცვალა გოგონას ცხოვრება, რომელიც ვიდეოთი "როგორ ხაართ?" მთელმა საქართველომ გაიცნო

"თავიდან დიდი აგრესია წამოვიდა, ძალიან გაუჭირდათ ხუმრობის მიღება" - როგორ შეიცვალა გოგონას ცხოვრება, რომელიც ვიდეოთი "როგორ ხაართ?" მთელმა საქართველომ გაიცნო

სულ რაღაც ერთი კვირის წინ მარი არღუთაშვილს ასე მასობრივად, როგორც დღეს, არავინ იცნობდა, თუმცა გვარ-სახელით არც ახლაა დიდად ცნობილი, სამაგიეროდ, მისი ზეპოპულარული ვიდეო - "როგორ ხაართ?" - ყველამ იცის. მარი ვიდეოში ყველას გვეკითხება, - როგორ ვართ, რაც მაყურებელში სიცილს და კარგ განწყობას იწვევს.

ამჟამად სწორედ მისით დავინტერესდით, გვინდოდა გაგვეგო, ვინ არის, რატომ გაუჩნდა სურვილი, ასეთი ვიდეო გადაეღო და ბოლოს და ბოლოს, გაპოპულარულების შემდეგ, მისთვის გვეკითხა - როგორ ხაარ?

მარი თეატრის მსახიობია, ეკრანზე ნაკლებად გამოჩენილა, მხოლოდ ჩცდ-ში სხვადასხვა სეზონში ექთნის როლი აქვს შესრულებული. თამაშობს გორის ერისთავის სახელობის თეატრში, ასევე თბილისის მუნიციპალურ თეატრში - "რუსთაველის 19". არის რეჟისორ სანდრო მრევლიშვილის ნამოწაფარი.

- ერთი, თითქოს უწყინარი ვიდეოთი ელვისებურად ინტერნეტვარსკვლავი გახდი. როგორ ხაარ? და როგორ მოხდა ეს ყველაფერი?

- ის, რაც მოხდა, მას სრული გაუგებრობა დავარქვი. ბოლო დროს ბატონი შოთას ვიდეო მქონდა აკვიატებული, მეგობრებთან ერთად, სარფში ვისვენებდი და იქ ყოველი დილა ასე - როგორ ხაართ? - იწყებოდა.

- ბატონ შოთას იცნობ?

- არა, მხოლოდ მისი ვიდეოები ვიცი, მაგრამ მათგან ეს მქონდა ამოჩემებული. ვაშარჟებდი და პაროდიას ვაკეთებდი, მაგრამ სოციალურ ქსელში, საჯაროდ არაფერი ამიტვირთავს. მხოლოდ მეგობრების წრეში წარმოვადგენდი პაროდიებს, არამარტო ბატონი შოთასი, მყავს გამოგონილი პერსონაჟებიც. რა თქმა უნდა, ამაზე ვხალისობდით. თუმცა ისე მოხდა, რომ ვიდეოც ჩავწერე და მეგობრებს მესენჯერში გავუგზავნე, ძირითადად მათ, ვინც შოთას ვიდეო იცოდნენ. ყველამ ერთად ვიხალისეთ, მაგრამ ერთ-ერთმა თავის "ფეისბუქ-გვერდზე" ატვირთა და ძალიან მალე, წუთებში, ის ბევრმა ადამიანმა გააზიარა. ჩემი მეგობარი ამას არ ელოდა, იმიტომ, რომ თვითონ დღის განმავლობაში ძალიან ბევრ რამეს დებს თავის გვერდზე - სახუმარო პოსტებს, შარჟებს და ასეთი რამ სხვა დროს არ მომხდარა. მოკლედ, ამ შედეგს არ ელოდა და მალევე აიღო, მაგრამ უკვე უამრავ ადამიანს ჰქონდა გაზიარებული, ატვირთული იყო რაღაც გვერდებზეც - კატასტროფული სისწრაფით გავრცელდა. თავიდან ჩემი მისამართით დიდი აგრესია წამოვიდა, ცუდი კომენტარები დაიწერა, ძალიან გაუჭირდათ იმის მიღება, რომ ხუმრობა იყო, ცოტა მიხვდა ამას. ჩემი მეგობარი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა...

- ეს ალბათ იმის ბრალია, რომ დამაჯერებელი იყავი?..

- ... როცა უკვე გაიგეს, რომ ხუმრობა იყო, ძალიან ბევრი გამართლება მოჰყვა, წერდნენ, რომ მსახიობი ვარ და ამიტომ ვაკეთებ... ყველგან ვიტყვი, ეს მსახიობობის გამო არ გამიკეთებია, ასე ბევრი ერთობა, მსგავს ვიდეოებს ყველა იღებს და დებს, განურჩევლად სქესისა და ასაკისა. მსახიობობა კი ცოტა სხვა რამ არის. ეს ვინც იცის, მიხვდება, რასაც ვამბობ... მოკლედ, არ ველოდით ამ შედეგს, პირველი ორი დღე ძალიან მძიმე იყო. ჩემი რამდენიმე მეგობარი აქტიურობდა, ხალხს პასუხობდნენ, რომ ხუმრობაა, რადგანაც ხომ გეუბნებით, საშინელი კომენტარები მოდიოდა - რომ დაბოლილია, მთვრალია, ავადმყოფია, მახინჯია, რას ჰგავს? ასე გინდათ, პოპულარობის მოპოვება?! ვიმეორებ, არავის არაფერი სდომებია, მათ შორის არც პოპულარობა და მით უფრო, ასე მოპოვებული. ასე გიჟურად თავის გაცნობა, რატომ უნდა მინდოდეს?! მაგრამ მერე და მერე უკვე სხვა რაღაც ხდება ჩემს თავს, მომდის კომენტარები, მესიჯები, უამრავ ადამიანს უნდა ჩემთან დამეგობრება. დამოკიდებულება უკვე რადიკალურად შეცვლილია. თავიდან თუ აგრესია იყო, ახლა პირიქით, დიდ სიყვარულს ვგრძნობ. სამწუხაროდ, ახლა მთაში ვარ და ყველას ვერ ვპასუხობ, აქ ყველგან ინტერნეტი არ იჭერს...

თუმცა არ მინდა, იფიქრონ, რომ არ ვპასუხობ...

- მოკლედ, 5-6 დღეში მოხდა ეს ყველაფერი - გაგიცნეს, გაგლანძღეს და შეგიყვარეს. არადა, ყველაფერი ერთმა უწყინარმა ვიდეომ გამოიწვია.

- იბეჭდება მაისურებზე, "ქოუბები" გაჩნდა, საოცრება ხდება. ზოგჯერ მინდა, რომ ამ ყველაფერს სხვა თვალით შევხედო, რომ ჩემს თავს არ ხდება...

- მორიგ ვიდეოს ხომ არ გეგმავ?

- საერთოდ, გეგმებს არ ვცნობ, რადგანაც არაფერი გამოდის, როდესაც რაიმეს დავგეგმავ, ამიტომ ბევრი რამ სპონტანურად გადამიწყვეტია, ყოველთვის ასე ამართლებს, ელემენტარულად დასვენებასაც ვერ ვგეგმავ წინასწარ იმიტომ, რომ ყოველთვის არის ხელისშემშლელი ფაქტორები. საკმაოდ დაკავებული ვარ თეატრში, მაქვს როლები, რეპეტიციები, სპექტაკლები. მეტი ამის გარდა ჩემს თავს რეალურად არაფერი ხდება. მორიგ ვიდეოს როდის იღებ? - ეს ბევრმა მკითხა. ხალხი ითხოვს შემდეგს, მაგრამ აღარ ვაპირებ. ამასაც არ ვაპირებდი, ასეთი "გასროლა", თუ რა დავარქვა, არც ვიცი, შემთხვევით მოხდა. ვიმეორებ, ეს უბრალოდ, ჩემი გართობაა, რისი მასობრივად ტირაჟირების სურვილიც არ მაქვს. არ ვარ ამით დაკავებული და მგონი, არც გავაგრძელებ. ამ სახით პოპულარობა, პირდაპირ რომ ვთქვათ, ცუდია. მომავალში არ ვიცი, რა იქნება, მაგრამ ახლა ასე ვფიქრობ.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს