პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საფონდო ბირჟაზე თაღლითობის და კიბერდანაშაულის ბრალდებით "ეფიქს ბიზნეს გრუპის" დამფუძნებლები დააკავეს
საფონდო ბირჟაზე თაღლითობის და კიბერდანაშაულის ბრალდებით "ეფიქს ბიზნეს გრუპის" დამფუძნებლები დააკავეს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე თაღ­ლი­თო­ბის და კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით „ეფიქს ბიზ­ნეს გრუ­პის“ დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი და­ა­კა­ვა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ცოტა ხნის წინ უწყე­ბა­ში ბრი­ფინ­გი გა­ი­მარ­თა.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ერ­თად, ხუთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ინ­ტენ­სი­უ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ ჩა­დე­ნი­ლი თაღ­ლი­თუ­რი სქე­მა გა­მო­ავ­ლი­ნეს.

დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბი­სა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, საბ­რო­კე­რო კომ­პა­ნია „ეფიქს ბიზ­ნეს გრუ­პის“ სამი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია და­კა­ვე­ბუ­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა 2016 წლის აგ­ვის­ტო­ში და­ა­რე­გის­ტრი­რეს შპს „ეფიქს ბიზ­ნეს გრუ­პი“, რომ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის ძი­რი­თად სა­განს, თით­ქოს­და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე ვაჭ­რო­ბა წარ­მო­ად­გენ­და.

და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რებ­მა, და­ახ­ლო­ე­ბით, 50 მო­ქა­ლა­ქე მო­ა­ტყუ­ეს, რომ სა­ვაჭ­რო ბირ­ჟა­ზე წარ­მო­ად­გენ­დნენ სა­შუ­ა­მავ­ლო საბ­რო­კე­რო კომ­პა­ნი­ას და იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ისი­ნი გან­სა­ზღვრულ ან­გა­რიშ­ზე თან­ხას შე­ი­ტან­დნენ, კომ­პა­ნია მათ სა­ვაჭ­რო ბირ­ჟა­ზე გარ­კვე­უ­ლი თან­ხე­ბის მო­გე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბო­და.

და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მის მი­ხედ­ვით, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა მათ მიერ წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრულ ან­გა­რიშ­ზე მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­ა­ტა­ნი­ნეს სხვა­დას­ხვა ოდე­ნო­ბის თან­ხე­ბი, რის შემ­დე­გაც, ხე­ლოვ­ნუ­რი მა­ნი­პუ­ლი­რე­ბი­სა და კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში უკა­ნო­ნოდ შეღ­წე­ვის გზით, შეც­ვა­ლეს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი, რათა მათ ეფიქ­რათ, რომ თან­ხა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ვაჭ­რო­ბის შე­დე­გად წა­ა­გეს და კომ­პა­ნი­ის მი­მართ პრე­ტენ­ზი­ე­ბი არ ჰქო­ნო­დათ. ამ გზით, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი უკა­ნო­ნოდ და­ე­უფლნენ, და­ახ­ლო­ე­ბით, 500 000 ლარს.

და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრა­ლი ედე­ბათ კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში უნე­ბარ­თვო შეღ­წე­ვა­ში, მო­ნა­ცე­მე­ბის უკა­ნო­ნო შეც­ვლა­სა და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბა­ში.

გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში შე­საძ­ლოა, და­ზა­რა­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­დოს.

გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 180-ე, 284-ე და 286-ე მუხ­ლე­ბით, რაც 7-დან 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს“, - აცხა­დე­ბენ შსს-ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

საფონდო ბირჟაზე თაღლითობის და კიბერდანაშაულის ბრალდებით "ეფიქს ბიზნეს გრუპის" დამფუძნებლები დააკავეს

საფონდო ბირჟაზე თაღლითობის და კიბერდანაშაულის ბრალდებით "ეფიქს ბიზნეს გრუპის" დამფუძნებლები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საფონდო ბირჟაზე თაღლითობის და კიბერდანაშაულის ბრალდებით „ეფიქს ბიზნეს გრუპის“ დამფუძნებლები დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ უწყებაში ბრიფინგი გაიმართა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მთავარ პროკურატურასთან ერთად, ხუთი თვის განმავლობაში ჩატარებული ინტენსიური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითური სქემა გამოავლინეს.

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და კომპიუტერული დანაშაულის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საბროკერო კომპანია „ეფიქს ბიზნეს გრუპის“ სამი დამფუძნებელია დაკავებული.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა 2016 წლის აგვისტოში დაარეგისტრირეს შპს „ეფიქს ბიზნეს გრუპი“, რომლის საქმიანობის ძირითად საგანს, თითქოსდა საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა წარმოადგენდა.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, დაახლოებით, 50 მოქალაქე მოატყუეს, რომ სავაჭრო ბირჟაზე წარმოადგენდნენ საშუამავლო საბროკერო კომპანიას და იმ შემთხვევაში, თუ ისინი განსაზღვრულ ანგარიშზე თანხას შეიტანდნენ, კომპანია მათ სავაჭრო ბირჟაზე გარკვეული თანხების მოგებაში დაეხმარებოდა.

დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, ბრალდებულებმა მათ მიერ წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე მოქალაქეებს შეატანინეს სხვადასხვა ოდენობის თანხები, რის შემდეგაც, ხელოვნური მანიპულირებისა და კომპიუტერულ სისტემაში უკანონოდ შეღწევის გზით, შეცვალეს დაზარალებულების კომპიუტერული მონაცემები, რათა მათ ეფიქრათ, რომ თანხა წარუმატებელი ვაჭრობის შედეგად წააგეს და კომპანიის მიმართ პრეტენზიები არ ჰქონოდათ. ამ გზით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები უკანონოდ დაეუფლნენ, დაახლოებით, 500 000 ლარს.

დაკავებულებს ბრალი ედებათ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევაში, მონაცემების უკანონო შეცვლასა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებაში.

გამოძიების პროცესში შესაძლოა, დაზარალებულთა რაოდენობა გაიზარდოს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 180-ე, 284-ე და 286-ე მუხლებით, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ შსს-ში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს