პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე მომკლავთ და თავს მოიკლავთ" - 30 წლის წინ რუსი ოჯახის მიერ გატაცებული თვითმფრინავი და ოვეჩკინების ტრაგიკული ისტორია
"მე მომკლავთ და თავს მოიკლავთ" - 30 წლის წინ რუსი ოჯახის მიერ გატაცებული თვითმფრინავი და ოვეჩკინების ტრაგიკული ისტორია

30 წლის წინ რუ­სეთ­ში, ქა­ლაქ ირ­კუტსკში ჯაზ-ბენდმა Семь Симеонов საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან გა­საქ­ცე­ვად თვითმფრი­ნა­ვი გა­ი­ტა­ცა, თუმ­ცა მცდე­ლო­ბა ტრა­გე­დი­ით დას­რულ­და. ერთ-ერ­თმა შვილ­მა ძმე­ბი და დედა მოკ­ლა, შემ­დეგ კი თავი მო­იკ­ლა.

ნი­ნე­ლი ოვე­ჩკი­ნა 1937 წელს და­ი­ბა­და. მისი მამა ომში გარ­და­იც­ვა­ლა, დედა კი და­რაჯ­მა მოკ­ლა, რო­დე­საც ქალი ბავ­შვე­ბის გა­მო­საკ­ვე­ბად სხვის ბაღ­ში კარ­ტო­ფი­ლის მო­პარ­ვას ცდი­ლობ­და.

გო­გო­ნა ბავ­შვთა სახ­ლში აღ­მოჩ­ნდა. ქმა­რი, დი­მიტ­რი ოვე­ჩკი­ნი ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში გა­იც­ნო. პირ­ვე­ლი შვი­ლი, იუ­ლია 19 წლი­სამ გა­ა­ჩი­ნა. მე­ო­რე გო­გო­ნა ვერ გა­დარ­ჩა და ნი­ნე­ლიმ პი­რო­ბა დადო, რომ გა­ა­ჩენ­და იმ­დენ ბავ­შვს, რამ­დენ­საც ღმერ­თი მის­ცემ­და.

1980-იანი წლე­ბის და­სა­წყი­სის­თვის წყვილს უკვე 11 შვი­ლი ჰყავ­და, ოთხი გო­გო­ნა და შვი­დი ბიჭი. ოვე­ჩკი­ნე­ბი ხის სახ­ლში ცხოვ­რობ­დნენ, ჰქონ­დათ დიდი ბოს­ტა­ნი, ჰყავ­დათ ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი...

რო­დე­საც ბი­ჭებ­მა - ვა­სი­ლიმ, დმიტ­რიმ და ოლეგ­მა მუ­სი­კის მი­მართ ინ­ტე­რე­სი გა­მო­ამ­ჟღავ­ნეს, დე­დამ ისი­ნი ირ­კუტსკის (ქა­ლა­ქი რუ­სეთ­ში, აღ­მო­სავ­ლეთ ციმ­ბირ­ში) სა­მუ­სი­კო სას­წავ­ლე­ბელ­ში შე­იყ­ვა­ნა, სა­სუ­ლე ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის გან­ხრით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მათ ალექ­სან­დრე, იგო­რი, მი­ხა­ი­ლი და სერ­გე­იც შე­უ­ერ­თდნენ.

ნი­ნე­ლი მა­ღა­ზი­ა­ში გამ­ყიდ­ვე­ლად მუ­შა­ობ­და. ქმა­რი ხში­რად თვრე­ბო­და, იღებ­და ხელ­ში თოფს და ცოლ-შვილს აში­ნებ­და. დმიტ­რი 1984 წლის 3 მა­ისს გარ­და­იც­ვა­ლა, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი კი შვი­ლე­ბის მიერ მი­ყე­ნე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი გახ­და. სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ ბი­ჭებ­მა ფი­ზი­კუ­რი ძალა თავ­დაც­ვის მიზ­ნით გა­მო­ი­ყე­ნეს.

ოჯა­ხუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ნი­ნე­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობ­და, შვი­ლებ­ზე ეზ­რუ­ნა. "კარ­გი ბავ­შვე­ბი ვი­ყა­ვით, არ ვსვამ­დით, არ ვე­წე­ო­დით, არ დავ­დი­ო­დით დის­კო­ტე­კებ­ზე" - გა­ნა­ცხა­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით მის­მა შვილ­მა, ტა­ტი­ა­ნამ.

1983 წელს სა­მუ­სი­კო სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და ან­სამ­ბლი Семь Симеонов - შვი­დი­ვე ოვე­ჩკი­ნი ან­სამ­ბლის წევ­რი იყო. 1984 წელს ან­სამ­ბლი პირ­ვე­ლად წარ­სდგა მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე (იხი­ლეთ ოვე­ჩკი­ნე­ბის გა­მოს­ვლის ვი­დეო სტა­ტი­ის ბო­ლოს)

ახალ­გაზ­რდა მუ­სი­კო­სებ­მა სწრა­ფად მო­ი­პო­ვეს პო­პუ­ლა­რო­ბა საბ­ჭო­თა მსმე­ნე­ლებ­ში - ოვე­ჩკი­ნე­ბი ტურ­ნეს ტურ­ნე­ზე მარ­თავ­დნენ, მათ­ზე წერ­და პრე­სა, ბი­ჭებ­ზე გა­და­ი­ღეს ფილ­მი...

1985 წელს „სი­მე­ო­ნებ­მა“ გა­მარ­თეს კონ­ცერ­ტე­ბი ჯაზ-ფეს­ტი­ვა­ლე­ბის ფარ­გლებ­ში მოს­კოვ­ში, თბი­ლის­ში, კე­მე­რო­ვო­ში, რი­გა­ში... ძმე­ბის პო­პუ­ლა­რო­ბამ ოვე­ჩკი­ნე­ბის ოჯა­ხის ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­და­რე­ბით გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა. 1986 წელს მათ ორი სა­მო­თა­ხი­ა­ნი ბინა მი­ი­ღეს.

1987 წელს „სი­მე­ო­ნე­ბი“ ია­პო­ნი­ა­ში გა­ემ­გზავრნენ, სა­დაც კონ­ტრაქ­ტი შეს­თა­ვა­ზეს. ბი­ჭებ­მა ვერ გა­რის­კეს და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ე­ღოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, დე­დის გა­რე­შე. მათ­თან ერ­თად უფ­რო­სი და, ოლგა იმ­ყო­ფე­ბო­და. ამას­თან, ია­პო­ნი­ა­ში გა­დას­ვლა დე­დას­თან და დებ­თან გან­შო­რე­ბას გუ­ლის­ხმობ­და.

თუმ­ცა, ანა­ზღა­უ­რე­ბამ და ცხოვ­რე­ბის დო­ნემ, რო­მე­ლიც მათ ია­პო­ნი­ა­ში ელო­დათ, ბი­ჭე­ბი და­ა­ფიქ­რა. სა­ცხოვ­რებ­ლად ქა­ლაქ­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ ოვე­ჩკი­ნებს ფი­ნან­სუ­რად კვლავ გა­უ­ჭირ­დათ, ბოს­ტა­ნი და სა­ქო­ნე­ლი აღარ ჰყავ­დათ. იდეა, გა­ე­ტა­ცათ თვითმფრი­ნა­ვი და გაქ­ცე­უ­ლიყ­ვნენ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან, პირ­ვე­ლად ოლეგ ოვე­ჩკინს გა­უჩ­ნდა. დე­დამ მის იდე­ას მხა­რი და­უ­ჭი­რა.

იმ შემ­თხვე­ვა­ში კი, თუ მცდე­ლო­ბა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბო­და, ნი­ნე­ლიმ შვი­ლებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­აც­ნო:

მე მომ­კლავთ და შემ­დეგ თავს მო­იკ­ლავთ

1988 წლის 8 მარტს ოვე­ჩკი­ნე­ბი თვითმფრი­ნა­ვის Ту-154 ბორტზე ავიდ­ნენ. თვითმფრი­ნა­ვი ას­რუ­ლებ­და რე­ისს ირ­კუტსკი - კურ­გა­ნი - ლე­ნინ­გრა­დი. ოვე­ჩკი­ნებს თან ჰქონ­დათ ორი თოფი, ტყვი­ის მას­რე­ბი და სამი თვით­ნა­კე­თი ბომ­ბი, ეს ყვე­ლა­ფე­რი კი კონ­ტრა­ბა­სის ფუტ­ლარ­ში შე­ი­ნა­ხეს. მუ­სი­კო­სე­ბი აე­რო­პორ­ტში იც­ნეს და არც გა­ჩხრი­კეს. კონ­ტრა­ბა­სის ფუტ­ლა­რი რენტგე­ნის და­ნად­გარ­ში ვერ მო­თავ­სდა, აე­რო­პორ­ტის თა­ნამ­შრო­მელ­მა კი ის არ გახ­სნა...

რო­დე­საც თვითმფრი­ნა­ვი ლე­ნინ­გრადს მი­უ­ახ­ლოვ­და, ოვე­ჩკი­ნებ­მა მფრი­ნავს ბორტგამ­ცი­ლებ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით წე­რი­ლი გა­დას­ცეს:

გაფ­რინ­დით ინ­გლი­სის­კენ (ლონ­დო­ნი). არ და­ეშ­ვათ, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში თვითმფრი­ნა­ვი აფეთ­ქდე­ბა. ჩვე­ნი კონ­ტრო­ლის ქვეშ ხართ

ბორტგამ­ცი­ლე­ბელ­მა წე­რი­ლი, თავ­და­პირ­ვე­ლად, ხუმ­რო­ბად აღიქ­ვა. კა­პი­ტან­მა კი ეკი­პაჟს სას­წრა­ფოდ მის­ცა ბრძა­ნე­ბა - მფრი­ნა­ვის კა­ბი­ნა­ში არ შე­სუ­ლი­ყო არა­ვინ, კავ­ში­რი ჰქო­ნო­დათ მხო­ლოდ ტე­ლე­ფო­ნით, გა­ერ­კვი­ათ, იყო თუ არა რე­ა­ლუ­რი მუ­ქა­რა, კონ­კრე­ტუ­ლად რა სურ­დათ ტე­რო­რის­ტებს.

რო­დე­საც ბორტგამ­ცი­ლებ­ლებ­მა ოვე­ჩკი­ნებ­თან მის­ვლა სცა­დეს, მათ ია­რა­ღი ამო­ი­ღეს და ეკი­პა­ჟის წევ­რებს და­უ­მიზ­ნეს. ბორტგამ­ცი­ლებ­ლებს შო­რის ერთ-ერთი ქარ­თუ­ლი გვა­რის იყო - 28 წლის თა­მა­რა ჟარ­კა­ია.

თვითმფრი­ნავს ლონ­დო­ნამ­დე ჩა­საფ­რე­ნად საკ­მა­რი­სი საწ­ვა­ვი არ ჰქონ­და. ყვე­ლა­ზე გრძე­ლი მან­ძი­ლი, რისი და­ფარ­ვაც შე­ეძ­ლოთ, ტა­ლი­ნი იყო. ოვე­ჩკი­ნებ­მა უბ­რძა­ნეს მფრი­ნავს, თვითმფრი­ნა­ვი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­ზღვრის მიღ­მა და­ეს­ვა.

ეკი­პაჟს ხმე­ლე­თი­დან ოპე­რა­ტი­ულ­მა შტაბ­მა მო­უ­წო­და, თვითმფრი­ნა­ვი ვი­ბორ­გის აე­რო­პორ­ტში და­ეს­ვათ, სა­დაც შტურმს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებ­დნენ. ოვე­ჩკი­ნებს ბორტგამ­ცი­ლებ­ლებ­მა უთხრეს, რომ თვითმფრი­ნა­ვი ფი­ნეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ძმებ­მა მათ და­უ­ჯე­რეს, თუმ­ცა მალე აე­რო­პორ­ტის ასაფ­რენ ბი­ლიკ­ზე ჯა­რის­კა­ცე­ბის ალყა შე­ნიშ­ნეს.

რო­დე­საც მიხ­ვდნენ, რომ ეკი­პაჟ­მა მო­ა­ტყუა, დი­მიტ­რი ოვე­ჩკინ­მა თა­მა­რა ჟარ­კა­ი­ას ეს­რო­ლა. ის ოვე­ჩკი­ნე­ბის ერ­თა­დერ­თი მსხვერ­პლი აღ­მოჩ­ნდა, და­ნარ­ჩე­ნე­ბი სპეც­რაზ­მის ცუ­დად კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის გამო და­შავ­დნენ - სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ტე­რო­რის­ტებ­თან შე­ხე­ბა მა­ნამ­დე არ ჰქო­ნი­ათ და სრუ­ლი­ად მო­უმ­ზა­დებ­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ.

სპეც­რაზ­მის წევ­რე­ბი თვითმფრი­ნავ­ში მფრი­ნა­ვის კა­ბი­ნი­დან შე­ვიდ­ნენ და სრო­ლა და­ი­წყეს, მათ რამ­დე­ნი­მე მგზავ­რი დაჭ­რეს.

ოვე­ჩკი­ნებს ტყვი­ე­ბი გა­უ­თავ­დათ და გა­და­წყვი­ტეს, ბომ­ბი აე­ფეთ­ქე­ბი­ნათ და თავი მო­ეკ­ლათ. თუმ­ცა, ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა სუს­ტი აღ­მოჩ­ნდა და მხო­ლოდ ხან­ძა­რი გაჩ­ნდა. ერთ-ერ­თმა მგზავ­რმა მო­ა­ხერ­ხა, გა­ეხ­სნა სა­ა­ვა­რიო გა­სას­ვლე­ლი და თვითმფრი­ნავ­ში მყოფ­მა მძევ­ლებ­მა გაქ­ცე­ვა შეძ­ლეს, თუმ­ცა მათ ასაფ­რენ ბი­ლიკ­ზე მი­ლი­ცი­ას­თან მო­უხ­დათ შე­ჯა­ხე­ბა - სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა იფიქ­რეს, რომ მგზავ­რებს შო­რის ტე­რო­რის­ტე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

ვა­სი­ლი ოვე­ჩკინ­მა მო­უ­წო­და ოლ­გას თვითმფრი­ნა­ვი­დან გა­ეყ­ვა­ნა ტა­ტი­ა­ნა, მი­ხა­ი­ლი, ული­ა­ნი და სერ­გეი. ვა­სი­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ მათ არა­ფე­რი ემუქ­რე­ბო­დათ, რად­გან ტე­რაქ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღი­ათ.

ამის შემ­დეგ, ნი­ნე­ლიმ უბ­რძა­ნა ვა­სი­ლის, მის­თვის და უფ­რო­სი ძმე­ბის­თვის ეს­რო­ლა, შემ­დეგ კი თავი მო­ეკ­ლა. პირ­ვე­ლად დი­მიტ­რი გარ­და­იც­ვა­ლა, შემ­დეგ ალექ­სან­დრე, შემ­დეგ ოლე­გი, ვა­სი­ლიმ ეს­რო­ლა დე­და­საც, ბო­ლოს კი თავი მო­იკ­ლა. იგორ ოვე­ჩკი­ნი თვითმფრი­ნა­ვის სა­პირ­ფა­რე­შო­ში იმა­ლე­ბო­და.

ოვე­ჩკი­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მემ 18 ტომი შე­ად­გი­ნა. სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე იგო­რი და ოლგა წარ­დგნენ, რად­გან მხო­ლოდ ისი­ნი იყ­ვნენ ტე­რაქ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­ში სრულ­წლო­ვა­ნე­ბი. უმ­ცრო­სი და-ძმე­ბი მხო­ლოდ ჩვე­ნე­ბებს აძ­ლევ­დნენ. სა­სა­მარ­თლო სხდო­მას უფ­რო­სი და, ლუდ­მი­ლაც ეს­წრე­ბო­და, რო­მე­ლიც ცალ­კე ცხოვ­რობ­და და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მიერ და­გეგ­მი­ლი ტე­რაქ­ტის შე­სა­ხებ ეჭ­ვიც არ ჰქო­ნია.

ოლგა ოვე­ჩკი­ნა სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე

იგორ ოვე­ჩკი­ნი სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე

ოლ­გას ექ­ვსწლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა, იგორს - რვა წელი. ორი­ვე მათ­გან­მა ცი­ხე­ში 4.5 წელი გა­ა­ტა­რა და ვა­და­ზე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

პა­ტიმ­რო­ბი­სას იგორ­მა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა სა­სუ­ლე ორ­კესტრი და ვო­კა­ლურ-ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი ან­სამ­ბლი. ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ უკ­რავ­და რეს­ტორ­ნებ­ში.

1999 წელს ის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის გამო და­ი­ჭი­რეს და იზო­ლა­ტორ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. სა­ვა­რა­უ­დოდ, მას­თან ერ­თად მყოფ­მა პა­ტი­მარ­მა მოკ­ლა.

ოლ­გამ ცი­ხე­ში ქა­ლიშ­ვი­ლი გა­ა­ჩი­ნა, მას­ზე მე­ურ­ვე­ო­ბა ლუდ­მი­ლამ აიღო, თუმ­ცა ბავ­შვი მალე ბავ­შვთა სახ­ლში აღ­მოჩ­ნდა. იმ დრო­ის­თვის თა­ვად ლუდ­მი­ლას სამი შვი­ლი ჰყავ­და, თუმ­ცა ოლ­გას შვი­ლი სახ­ლში მა­ინც წა­იყ­ვა­ნა.

ოლგა ახალ­შო­ბილ­თან ერ­თად ცი­ხე­ში

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ ოლ­გამ შვი­ლი და­იბ­რუ­ნა, თუმ­ცა მას­ზე ზრუნ­ვა ვერ შეძ­ლო და ბავ­შვი კვლავ დე­ი­დას­თან აღ­მოჩ­ნდა. ოლგა ბა­ზარ­ში მუ­შა­ობ­და, ის ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში 2004 წელს შე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას მოკ­ლეს.

მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბა მხო­ლოდ მი­ხა­ილ ოვე­ჩკინ­მა შეძ­ლო. ის სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, მი­ი­ღო მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა და არა­ერთ ჯა­ზ­ფეს­ტი­ვალ­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. 2002 წელს გა­ემ­გზავ­რა ეს­პა­ნეთ­ში, სა­დაც გახ­და ჯაზ­ბენ­დის წევ­რი.

2012 წელს მი­ხა­ილს ინ­სულ­ტი და­ე­მარ­თა, რის შე­დე­გა­დაც სხე­უ­ლი პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი აქვს.

00:00 / 00:00
mm
0

შეეძლოთ გასტროლების შემდეგ დარჩენილიყვნენ უცხოეთში,მაგრამ თვითმფრინავის გატაცებით ყურადღების მიქცევა უნდოდათ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

"მე მომკლავთ და თავს მოიკლავთ" - 30 წლის წინ რუსი ოჯახის მიერ გატაცებული თვითმფრინავი და ოვეჩკინების ტრაგიკული ისტორია

"მე მომკლავთ და თავს მოიკლავთ" - 30 წლის წინ რუსი ოჯახის მიერ გატაცებული თვითმფრინავი და ოვეჩკინების ტრაგიკული ისტორია

30 წლის წინ რუსეთში, ქალაქ ირკუტსკში ჯაზ-ბენდმა Семь Симеонов საბჭოთა კავშირიდან გასაქცევად თვითმფრინავი გაიტაცა, თუმცა მცდელობა ტრაგედიით დასრულდა. ერთ-ერთმა შვილმა ძმები და დედა მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

ნინელი ოვეჩკინა 1937 წელს დაიბადა. მისი მამა ომში გარდაიცვალა, დედა კი დარაჯმა მოკლა, როდესაც ქალი ბავშვების გამოსაკვებად სხვის ბაღში კარტოფილის მოპარვას ცდილობდა.

გოგონა ბავშვთა სახლში აღმოჩნდა. ქმარი, დიმიტრი ოვეჩკინი ახალგაზრდა ასაკში გაიცნო. პირველი შვილი, იულია 19 წლისამ გააჩინა. მეორე გოგონა ვერ გადარჩა და ნინელიმ პირობა დადო, რომ გააჩენდა იმდენ ბავშვს, რამდენსაც ღმერთი მისცემდა.

1980-იანი წლების დასაწყისისთვის წყვილს უკვე 11 შვილი ჰყავდა, ოთხი გოგონა და შვიდი ბიჭი. ოვეჩკინები ხის სახლში ცხოვრობდნენ, ჰქონდათ დიდი ბოსტანი, ჰყავდათ შინაური ცხოველები...

როდესაც ბიჭებმა - ვასილიმ, დმიტრიმ და ოლეგმა მუსიკის მიმართ ინტერესი გამოამჟღავნეს, დედამ ისინი ირკუტსკის (ქალაქი რუსეთში, აღმოსავლეთ ციმბირში) სამუსიკო სასწავლებელში შეიყვანა, სასულე ინსტრუმენტების განხრით. მოგვიანებით მათ ალექსანდრე, იგორი, მიხაილი და სერგეიც შეუერთდნენ.

ნინელი მაღაზიაში გამყიდველად მუშაობდა. ქმარი ხშირად თვრებოდა, იღებდა ხელში თოფს და ცოლ-შვილს აშინებდა. დმიტრი 1984 წლის 3 მაისს გარდაიცვალა, გარდაცვალების მიზეზი კი შვილების მიერ მიყენებული ფიზიკური დაზიანებები გახდა. სასამართლომ დაადგინა, რომ ბიჭებმა ფიზიკური ძალა თავდაცვის მიზნით გამოიყენეს.

ოჯახური პრობლემების მიუხედავად, ნინელი მაქსიმალურად ცდილობდა, შვილებზე ეზრუნა. "კარგი ბავშვები ვიყავით, არ ვსვამდით, არ ვეწეოდით, არ დავდიოდით დისკოტეკებზე" - განაცხადა მოგვიანებით მისმა შვილმა, ტატიანამ.

1983 წელს სამუსიკო სასწავლებელში ჩამოყალიბდა ანსამბლი Семь Симеонов - შვიდივე ოვეჩკინი ანსამბლის წევრი იყო. 1984 წელს ანსამბლი პირველად წარსდგა მსმენელის წინაშე (იხილეთ ოვეჩკინების გამოსვლის ვიდეო სტატიის ბოლოს)

ახალგაზრდა მუსიკოსებმა სწრაფად მოიპოვეს პოპულარობა საბჭოთა მსმენელებში - ოვეჩკინები ტურნეს ტურნეზე მართავდნენ, მათზე წერდა პრესა, ბიჭებზე გადაიღეს ფილმი...

1985 წელს „სიმეონებმა“ გამართეს კონცერტები ჯაზ-ფესტივალების ფარგლებში მოსკოვში, თბილისში, კემეროვოში, რიგაში... ძმების პოპულარობამ ოვეჩკინების ოჯახის ფინანსური მდგომარეობა შედარებით გააუმჯობესა. 1986 წელს მათ ორი სამოთახიანი ბინა მიიღეს.

1987 წელს „სიმეონები“ იაპონიაში გაემგზავრნენ, სადაც კონტრაქტი შესთავაზეს. ბიჭებმა ვერ გარისკეს დამოუკიდებლად მიეღოთ გადაწყვეტილება, დედის გარეშე. მათთან ერთად უფროსი და, ოლგა იმყოფებოდა. ამასთან, იაპონიაში გადასვლა დედასთან და დებთან განშორებას გულისხმობდა.

თუმცა, ანაზღაურებამ და ცხოვრების დონემ, რომელიც მათ იაპონიაში ელოდათ, ბიჭები დააფიქრა. საცხოვრებლად ქალაქში გადასვლის შემდეგ ოვეჩკინებს ფინანსურად კვლავ გაუჭირდათ, ბოსტანი და საქონელი აღარ ჰყავდათ. იდეა, გაეტაცათ თვითმფრინავი და გაქცეულიყვნენ საბჭოთა კავშირიდან, პირველად ოლეგ ოვეჩკინს გაუჩნდა. დედამ მის იდეას მხარი დაუჭირა.

იმ შემთხვევაში კი, თუ მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდებოდა, ნინელიმ შვილებს გადაწყვეტილება გააცნო:

მე მომკლავთ და შემდეგ თავს მოიკლავთ

1988 წლის 8 მარტს ოვეჩკინები თვითმფრინავის Ту-154 ბორტზე ავიდნენ. თვითმფრინავი ასრულებდა რეისს ირკუტსკი - კურგანი - ლენინგრადი. ოვეჩკინებს თან ჰქონდათ ორი თოფი, ტყვიის მასრები და სამი თვითნაკეთი ბომბი, ეს ყველაფერი კი კონტრაბასის ფუტლარში შეინახეს. მუსიკოსები აეროპორტში იცნეს და არც გაჩხრიკეს. კონტრაბასის ფუტლარი რენტგენის დანადგარში ვერ მოთავსდა, აეროპორტის თანამშრომელმა კი ის არ გახსნა...

როდესაც თვითმფრინავი ლენინგრადს მიუახლოვდა, ოვეჩკინებმა მფრინავს ბორტგამცილებლის საშუალებით წერილი გადასცეს:

გაფრინდით ინგლისისკენ (ლონდონი). არ დაეშვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმფრინავი აფეთქდება. ჩვენი კონტროლის ქვეშ ხართ

ბორტგამცილებელმა წერილი, თავდაპირველად, ხუმრობად აღიქვა. კაპიტანმა კი ეკიპაჟს სასწრაფოდ მისცა ბრძანება - მფრინავის კაბინაში არ შესულიყო არავინ, კავშირი ჰქონოდათ მხოლოდ ტელეფონით, გაერკვიათ, იყო თუ არა რეალური მუქარა, კონკრეტულად რა სურდათ ტერორისტებს.

როდესაც ბორტგამცილებლებმა ოვეჩკინებთან მისვლა სცადეს, მათ იარაღი ამოიღეს და ეკიპაჟის წევრებს დაუმიზნეს. ბორტგამცილებლებს შორის ერთ-ერთი ქართული გვარის იყო - 28 წლის თამარა ჟარკაია.

თვითმფრინავს ლონდონამდე ჩასაფრენად საკმარისი საწვავი არ ჰქონდა. ყველაზე გრძელი მანძილი, რისი დაფარვაც შეეძლოთ, ტალინი იყო. ოვეჩკინებმა უბრძანეს მფრინავს, თვითმფრინავი საბჭოთა კავშირის საზღვრის მიღმა დაესვა.

ეკიპაჟს ხმელეთიდან ოპერატიულმა შტაბმა მოუწოდა, თვითმფრინავი ვიბორგის აეროპორტში დაესვათ, სადაც შტურმს განახორციელებდნენ. ოვეჩკინებს ბორტგამცილებლებმა უთხრეს, რომ თვითმფრინავი ფინეთში იმყოფებოდა. ძმებმა მათ დაუჯერეს, თუმცა მალე აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე ჯარისკაცების ალყა შენიშნეს.

როდესაც მიხვდნენ, რომ ეკიპაჟმა მოატყუა, დიმიტრი ოვეჩკინმა თამარა ჟარკაიას ესროლა. ის ოვეჩკინების ერთადერთი მსხვერპლი აღმოჩნდა, დანარჩენები სპეცრაზმის ცუდად კოორდინირებული მოქმედებების გამო დაშავდნენ - სამართალდამცველებს ტერორისტებთან შეხება მანამდე არ ჰქონიათ და სრულიად მოუმზადებლები აღმოჩნდნენ.

სპეცრაზმის წევრები თვითმფრინავში მფრინავის კაბინიდან შევიდნენ და სროლა დაიწყეს, მათ რამდენიმე მგზავრი დაჭრეს.

ოვეჩკინებს ტყვიები გაუთავდათ და გადაწყვიტეს, ბომბი აეფეთქებინათ და თავი მოეკლათ. თუმცა, ასაფეთქებელი მოწყობილობა სუსტი აღმოჩნდა და მხოლოდ ხანძარი გაჩნდა. ერთ-ერთმა მგზავრმა მოახერხა, გაეხსნა საავარიო გასასვლელი და თვითმფრინავში მყოფმა მძევლებმა გაქცევა შეძლეს, თუმცა მათ ასაფრენ ბილიკზე მილიციასთან მოუხდათ შეჯახება - სამართალდამცველებმა იფიქრეს, რომ მგზავრებს შორის ტერორისტებიც იმყოფებოდნენ.

ვასილი ოვეჩკინმა მოუწოდა ოლგას თვითმფრინავიდან გაეყვანა ტატიანა, მიხაილი, ულიანი და სერგეი. ვასილი დარწმუნებული იყო, რომ მათ არაფერი ემუქრებოდათ, რადგან ტერაქტის ორგანიზებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ამის შემდეგ, ნინელიმ უბრძანა ვასილის, მისთვის და უფროსი ძმებისთვის ესროლა, შემდეგ კი თავი მოეკლა. პირველად დიმიტრი გარდაიცვალა, შემდეგ ალექსანდრე, შემდეგ ოლეგი, ვასილიმ ესროლა დედასაც, ბოლოს კი თავი მოიკლა. იგორ ოვეჩკინი თვითმფრინავის საპირფარეშოში იმალებოდა.

ოვეჩკინების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმემ 18 ტომი შეადგინა. სასამართლოს წინაშე იგორი და ოლგა წარდგნენ, რადგან მხოლოდ ისინი იყვნენ ტერაქტის ორგანიზატორებში სრულწლოვანები. უმცროსი და-ძმები მხოლოდ ჩვენებებს აძლევდნენ. სასამართლო სხდომას უფროსი და, ლუდმილაც ესწრებოდა, რომელიც ცალკე ცხოვრობდა და მისი ოჯახის წევრების მიერ დაგეგმილი ტერაქტის შესახებ ეჭვიც არ ჰქონია.

ოლგა ოვეჩკინა სასამართლო სხდომაზე

იგორ ოვეჩკინი სასამართლო სხდომაზე

ოლგას ექვსწლიანი პატიმრობა მიესაჯა, იგორს - რვა წელი. ორივე მათგანმა ციხეში 4.5 წელი გაატარა და ვადაზე ადრე გათავისუფლდა.

პატიმრობისას იგორმა ჩამოაყალიბა სასულე ორკესტრი და ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი. ციხიდან გამოსვლის შემდეგ უკრავდა რესტორნებში.

1999 წელს ის ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის გამო დაიჭირეს და იზოლატორში გარდაიცვალა. სავარაუდოდ, მასთან ერთად მყოფმა პატიმარმა მოკლა.

ოლგამ ციხეში ქალიშვილი გააჩინა, მასზე მეურვეობა ლუდმილამ აიღო, თუმცა ბავშვი მალე ბავშვთა სახლში აღმოჩნდა. იმ დროისთვის თავად ლუდმილას სამი შვილი ჰყავდა, თუმცა ოლგას შვილი სახლში მაინც წაიყვანა.

ოლგა ახალშობილთან ერთად ციხეში

გათავისუფლების შემდეგ ოლგამ შვილი დაიბრუნა, თუმცა მასზე ზრუნვა ვერ შეძლო და ბავშვი კვლავ დეიდასთან აღმოჩნდა. ოლგა ბაზარში მუშაობდა, ის ნასვამ მდგომარეობაში 2004 წელს შელაპარაკებისას მოკლეს.

მუსიკალური კარიერის გაგრძელება მხოლოდ მიხაილ ოვეჩკინმა შეძლო. ის სანკტ-პეტერბურგში გადავიდა საცხოვრებლად, მიიღო მუსიკალური განათლება და არაერთ ჯაზფესტივალში მიიღო მონაწილეობა. 2002 წელს გაემგზავრა ესპანეთში, სადაც გახდა ჯაზბენდის წევრი.

2012 წელს მიხაილს ინსულტი დაემართა, რის შედეგადაც სხეული პარალიზებული აქვს.

მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ადამიანი, რომლის შესახებაც არავინ არაფერი იცის - სიღარიბესა და მარტოობაში მცხოვრები გენიოსის სევდიანი ამბავი

შემოქმედის ეპარქიის მონაზვნები ქართული ნაგაზის ლეკვებით - ფოტოები მონასტრული ცხოვრებიდან

"ლეგენდარული, მარადიული ქალბატონები" - როგორ გამოიყურებიან 92 წლის ლანა ღოღობერიძე და 84 წლის ნანი ბრეგვაძე