საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წყალში გამორიყული ყოველი ცხედარი ტრაგედიაა ჩემთვის" - გაიცანით მაშველი, რომელმაც 700 ადამიანი დახრჩობას გადაარჩინა
"წყალში გამორიყული ყოველი ცხედარი ტრაგედიაა ჩემთვის" - გაიცანით მაშველი, რომელმაც 700 ადამიანი დახრჩობას გადაარჩინა

დღე არ გავა, სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში, მთა­სა თუ ზღვა­ზე ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნის შე­სა­ხებ არ გავ­რცელ­დეს ინ­ფორ­მა­ცია... აქ­ტი­უ­რი კამ­პა­ნი­ის მი­უ­ხე­და­ვად, ადა­მი­ა­ნე­ბი არ უფრთხილ­დე­ბი­ან სა­კუ­თარ და სხვის სი­ცო­ცხლეს და რის­კა­ვენ... ექ­სტრი­მის­თვის ზღვა­ში შტორ­მის დრო­საც კი შე­დი­ან; მი­დი­ან მო­უმ­ზა­დებ­ლე­ბი მთა­ში სა­ლაშ­ქროდ და არ ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ მაშ­ვე­ლე­ბის ან გა­მოც­დი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რჩე­ვებს. უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის და­უც­ვე­ლო­ბა ხან­და­ხან ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბით სრულ­დე­ბა, თუმ­ცა, ზოგ­ჯერ უმარ­თლებთ და მათ­თან დრო­უ­ლად ჩნდე­ბი­ან სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

ისი­ნი იმ გან­სა­კუთ­რე­ბულ ფაქ­ტებ­ზე გვი­ამ­ბო­ბენ, რო­დე­საც სხვი­სი სი­ცო­ცხლე, სა­კუ­თა­რის ფა­სად გა­და­ურ­ჩე­ნი­ათ...

გოჩა ბილ­ვა­ნი­ძე, სა­ზღვაო-სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის ცვლის უფ­რო­სი:

- მერ­ვე წე­ლია რაც მაშ­ვე­ლად ვმუ­შა­ობ და ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, 700-მდე ადა­მი­ა­ნი მყავს გა­დარ­ჩე­ნი­ლი. რამ­დე­ნია და­ღუ­პუ­ლი არ ვიცი, რად­გან უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში იმ ად­გი­ლას "პოს­ტფაქ­ტუმ" მივ­დი­ვარ. ზღვის სა­ნა­პი­რო­ებ­ზე უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა გა­უფრ­თხი­ლო­ბე­ლო­ბით ხდე­ბა, რო­დე­საც მშო­ბე­ლი ვერ აქ­ცევს შვილს ყუ­რა­დღე­ბას და ბავ­შვს ტალ­ღა იტა­ცებს; ასე­ვე, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ნას­ვა­მი შე­დის ზღვა­ში სა­ბა­ნა­ოდ, ან ღამე შე­დის, ნა­ბა­ხუ­სე­ვი... ან ექ­სტრი­მის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი შტორმ­ში შე­დი­ან...

ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, 5-ბა­ლი­ან შტორმ­ში შევ­სულ­ვარ ზღვა­ში, ნა­ვე­ბიც ვერ შე­დი­ო­და ისე­თი უა­მინ­დო­ბა იყო... ამას წი­ნათ, ირა­ნის ორი მო­ქა­ლა­ქე გა­და­ვარ­ჩი­ნე. შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ და ცო­ტა­თი რცხვე­ნო­დათ კი­დეც, უამ­რა­ვი მად­ლო­ბე­ბი იხა­დეს... ექ­სტრი­მის გამო შე­ვე­დით, მაგ­რამ გა­მოს­ვლა გაგ­ვი­ჭირ­დაო... ყვი­რი­ლი და­ი­წყეს, გა­დარ­ჩე­ნას ითხოვ­ნდნენ. ნა­პი­რი­დან შე­ვამ­ჩნი­ეთ და სამ­მა მაშ­ველ­მა შევ­ცუ­რეთ. ეს იყო ზღვას­თან, სტი­ქი­ას­თან ბრძო­ლა.

შტორ­მის დროს რის­კი იზ­რდე­ბა, თან ტალ­ღებ­თან ბრძო­ლა გი­წევს, თან ადა­მი­ა­ნი არ უნდა და­კარ­გო. ამას­თან, ასეთ დროს, ყვე­ლა­ფერს წუ­თე­ბი კი არა, წა­მე­ბი წყვეტს. ერთი სი­ტყვით, გაგ­ვი­მარ­თლა ჩვენც და მა­თაც და გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, მაგ­რამ ყო­ველ­თვის არ გვი­მარ­თლებს... ყო­ვე­ლი გა­დარ­ჩე­ნი­ლი სი­ცო­ცხლის შემ­დეგ, ღმერ­თს მად­ლო­ბას ვწი­რავ დახ­მა­რე­ბის­თვის... ამ­დე­ნი წე­ლია ვმუ­შა­ობ და ზღვა­ში, მდი­ნა­რე­სა და ტბა­ში ნა­პოვ­ნი ან გა­მო­რი­ყუ­ლი ყო­ვე­ლი ცხე­და­რი, დღემ­დე ტრა­გე­დი­აა ჩემ­თვის, რად­გან ყო­ველ­დღე ვებ­რძვი სიკ­ვდილს და სი­ცო­ცხლის ფა­სიც ვიცი...

მუდ­მი­ვი სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ის შემ­თხვე­ვა­შიც კი არ ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ გაფრ­თხი­ლე­ბას. არა­და, ყო­ველ­წუ­თი­ე­რად ვი­ღებთ ინ­ფორ­მა­ცი­ას ამინ­დის შე­სა­ხებ და ვავ­რცე­ლებთ მას, ვწევთ ალ­მებს, თეთ­რი ალ­მის შემ­თხვე­ვა­ში ბა­ნა­ო­ბა დაშ­ვე­ბუ­ლია, წი­თე­ლის შემ­თხვე­ვა­ში - აკ­რძა­ლუ­ლი, მაგ­რამ არ ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ. მა­ინც ხდე­ბა უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი.

მიშა ხუ­ციშ­ვი­ლი, 34 წლის, უფ­რო­სი ლე­ი­ტე­ნან­ტი:

- მე­ხუ­თე წე­ლია ამ სამ­სა­ხურ­ში ვმუ­შა­ობ... მთამ­სვლე­ლი ვარ, ყაზ­ბეგ­ში მყინ­ვარწვე­რი და­მი­ლაშ­ქრავს, რო­მე­ლიც 4250 მეტრზეა ზღვის დო­ნი­დან და მი­მაჩ­ნია, რომ საკ­მა­ოდ კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს... თუმ­ცა ბუ­ნე­ბა ისე­თი უც­ნა­უ­რია, რომ არა­ვინ არ უნდა თქვას, მორ­ჩა, მე ყვე­ლა­ფე­რი ვი­ციო... მთა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რის­კე­ბი კარ­გად უნდა იცო­დე. რე­ლი­ე­ფი იც­ვლე­ბა, რო­გორც გა­ზა­ფხულ­ზე, ასე­ვე, ზა­ფხულ­ზე, შე­მოდ­გო­მა­სა და ზამ­თარ­ში. თოვ­ლის დონე და ნაპ­რა­ლე­ბი მა­ტუ­ლობს, ყვე­ლა სე­ზონ­ზე სხვა­დას­ხვა გზაა და შე­სა­ბა­მი­სად ხი­ფა­თიც ხდე­ბა.

ზოგს ჰგო­ნია, რომ ეს მხო­ლოდ რო­მან­ტი­კაა, სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მარ­ჯვე­ბა და სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ღე­ბა. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ეს ძა­ლი­ან დიდი რის­კია და რამ­დე­ნა­დაც ლა­მა­ზია და სა­ინ­ტე­რე­სო, იმ­დე­ნად სა­ხი­ფა­თოა, თუ მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი და გა­მო­უც­დე­ლი ხარ, შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი ცუ­დად დას­რულ­დეს... გა­მოც­დი­ლე­ბა კი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გროვ­დე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს მთებს მარ­თლაც უამ­რა­ვი სტუ­მა­რი ჰყავს, მათ შო­რის ბევ­რია პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და შე­სა­ბა­მი­სად მომ­ზა­დე­ბუ­ლი. ბოლო წლებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით, პო­ლო­ნე­თის, რუ­სე­თის და უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ჩა­მო­დი­ან... მათ გარ­კვე­ულ ნა­წილს რა­ღაც დო­ნე­ზე აქვს ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს მთის რე­ლი­ეფ­ზე, თუმ­ცა ბევ­რმა არ იცის, რომ მო­უმ­ზა­დებ­ლად არ შე­იძ­ლე­ბა წას­ვლა და ეს გა­სე­ირ­ნე­ბა ძა­ლი­ან ცუ­დად შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­დეს...

ჩვენ ვაკ­ვა­ლი­ა­ნებთ, თუმ­ცა ბევ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლად ცდი­ლობს მთე­ბის და­ლაშ­ქვრას და იწყე­ბა პრობ­ლე­მე­ბიც. არ იცი­ან სად, რო­მე­ლი გზე­ბით ია­რონ, სად არის ნაპ­რა­ლე­ბი, კლდის ჩა­მოშ­ლის საფრ­თხე, ასე­ვე, არ აქვთ აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა - სამ­თო "ბა­თინ­კი", წრი­ა­პი, თოკი, "ლენ­ტა­რუ­ბი" ანუ ყი­ნულ­ზე ჩა­სარ­ჭო­ბი, რი­თაც შემ­დეგ გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან, ზურგჩან­თა, ჯო­ხე­ბი, "შლე­მი"... ასე­ვე არ აქვთ თბი­ლი ტან­საც­მე­ლი, არ მიჰ­ყავთ გამ­ყო­ლი, ან მიჰ­ყავთ არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, ეს კი უფრო დიდი შეც­დო­მაა..

რო­დე­საც ვე­უბ­ნე­ბით, თქვე­ნი გამ­ყო­ლი თა­ვა­დაც არ არის შე­სა­ბა­მი­სად აღ­ჭურ­ვი­ლი-მეთ­ქი, ზოგი ით­ვა­ლის­წი­ნებს, ზოგი გზას გა­ნაგ­რძობს... ამ გა­ზა­ფხულ­ზე შეგ­ვა­ტყო­ბი­ნეს, პო­ლო­ნე­თის სამი მო­ქა­ლა­ქე მყინ­ვარწვე­რი­დან ბრუნ­დე­ბო­და თხი­ლა­მუ­რე­ბით და არ იცოდ­ნენ რა მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა წა­სუ­ლიყ­ვნენ, არც "ჯი­პი­ე­სი" ჰქონ­დათ. ერთ-ერთი მათ­გა­ნი ნაპ­რალ­ში ჩა­ვარ­და და ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო. და­ნარ­ჩენ ორ­საც თოკი არ ჰქონ­და, რომ მას დახ­მა­რე­ბოდ­ნენ... ერთი სი­ტყვით, მათ და­სახ­მა­რებ­ლად ვერ­ტმფრე­ნით წა­ვე­დით და ის ორი პო­ლო­ნე­ლი იმ ად­გი­ლას ავიყ­ვა­ნეთ, სა­დაც მათი თა­ნამ­გზავ­რი ჩა­ვარ­და. და­ახ­ლო­ე­ბით 20-25 მეტ­რი ნაპ­რა­ლი იყო... მხა­რი ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და თით­ქმის გა­ყი­ნუ­ლი იყო... იქი­დან ყაზ­ბეგ­ში, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­ვიყ­ვა­ნეთ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, გა­დარ­ჩა.

არის ზო­ნე­ბი, სა­დაც კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი და წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი მარ­შრუ­ტით უნდა ახ­ვი­დე. მა­გა­ლი­თად, გერ­გე­ტის სა­მე­ბის ასას­ვლელ­თან, სამ ენა­ზე წე­რია, რომ აღ­ჭურ­ვი­ლო­ბი­სა და გამ­ყო­ლის გა­რე­შე არ შე­იძ­ლე­ბა ას­ვლა, შე­სა­ბა­მი­სი ბა­ნე­რე­ბიც არის, თუმ­ცა, მა­ინც მი­დი­ან. კა­ნო­ნი არ ზღუ­დავს.. არა­და, ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნი­სას, შენც რის­კავ სი­ცო­ცხლე­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას. ამას შეჩ­ვე­უ­ლი ვართ, მაგ­რამ ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია, რო­დე­საც ჩვე­ნი ჩა­რე­ვა უკვე დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"წყალში გამორიყული ყოველი ცხედარი ტრაგედიაა ჩემთვის" - გაიცანით მაშველი, რომელმაც 700 ადამიანი დახრჩობას გადაარჩინა

"წყალში გამორიყული ყოველი ცხედარი ტრაგედიაა ჩემთვის" - გაიცანით მაშველი, რომელმაც 700 ადამიანი დახრჩობას გადაარჩინა

დღე არ გავა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მთასა თუ ზღვაზე ადამიანის გადარჩენის შესახებ არ გავრცელდეს ინფორმაცია... აქტიური კამპანიის მიუხედავად, ადამიანები არ უფრთხილდებიან საკუთარ და სხვის სიცოცხლეს და რისკავენ... ექსტრიმისთვის ზღვაში შტორმის დროსაც კი შედიან; მიდიან მოუმზადებლები მთაში სალაშქროდ და არ ითვალისწინებენ მაშველების ან გამოცდილი ადამიანების რჩევებს. უსაფრთხოების ზომების დაუცველობა ხანდახან ტრაგიკული შემთხვევებით სრულდება, თუმცა, ზოგჯერ უმართლებთ და მათთან დროულად ჩნდებიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

ისინი იმ განსაკუთრებულ ფაქტებზე გვიამბობენ, როდესაც სხვისი სიცოცხლე, საკუთარის ფასად გადაურჩენიათ...

გოჩა ბილვანიძე, საზღვაო-სამაშველო სამსახურის ცვლის უფროსი:

- მერვე წელია რაც მაშველად ვმუშაობ და ამ დროის განმავლობაში, 700-მდე ადამიანი მყავს გადარჩენილი. რამდენია დაღუპული არ ვიცი, რადგან უმეტეს შემთხვევაში იმ ადგილას "პოსტფაქტუმ" მივდივარ. ზღვის სანაპიროებზე უბედური შემთხვევა გაუფრთხილობელობით ხდება, როდესაც მშობელი ვერ აქცევს შვილს ყურადღებას და ბავშვს ტალღა იტაცებს; ასევე, როდესაც ადამიანი ნასვამი შედის ზღვაში საბანაოდ, ან ღამე შედის, ნაბახუსევი... ან ექსტრიმის მოყვარულები შტორმში შედიან...

ყოფილა შემთხვევა, 5-ბალიან შტორმში შევსულვარ ზღვაში, ნავებიც ვერ შედიოდა ისეთი უამინდობა იყო... ამას წინათ, ირანის ორი მოქალაქე გადავარჩინე. შეშინებულები იყვნენ და ცოტათი რცხვენოდათ კიდეც, უამრავი მადლობები იხადეს... ექსტრიმის გამო შევედით, მაგრამ გამოსვლა გაგვიჭირდაო... ყვირილი დაიწყეს, გადარჩენას ითხოვნდნენ. ნაპირიდან შევამჩნიეთ და სამმა მაშველმა შევცურეთ. ეს იყო ზღვასთან, სტიქიასთან ბრძოლა.

შტორმის დროს რისკი იზრდება, თან ტალღებთან ბრძოლა გიწევს, თან ადამიანი არ უნდა დაკარგო. ამასთან, ასეთ დროს, ყველაფერს წუთები კი არა, წამები წყვეტს. ერთი სიტყვით, გაგვიმართლა ჩვენც და მათაც და გამოვიყვანეთ, მაგრამ ყოველთვის არ გვიმართლებს... ყოველი გადარჩენილი სიცოცხლის შემდეგ, ღმერთს მადლობას ვწირავ დახმარებისთვის... ამდენი წელია ვმუშაობ და ზღვაში, მდინარესა და ტბაში ნაპოვნი ან გამორიყული ყოველი ცხედარი, დღემდე ტრაგედიაა ჩემთვის, რადგან ყოველდღე ვებრძვი სიკვდილს და სიცოცხლის ფასიც ვიცი...

მუდმივი საინფორმაციო კამპანიის შემთხვევაშიც კი არ ითვალისწინებენ გაფრთხილებას. არადა, ყოველწუთიერად ვიღებთ ინფორმაციას ამინდის შესახებ და ვავრცელებთ მას, ვწევთ ალმებს, თეთრი ალმის შემთხვევაში ბანაობა დაშვებულია, წითელის შემთხვევაში - აკრძალული, მაგრამ არ ითვალისწინებენ. მაინც ხდება უბედური შემთხვევები.

მიშა ხუციშვილი, 34 წლის, უფროსი ლეიტენანტი:

- მეხუთე წელია ამ სამსახურში ვმუშაობ... მთამსვლელი ვარ, ყაზბეგში მყინვარწვერი დამილაშქრავს, რომელიც 4250 მეტრზეა ზღვის დონიდან და მიმაჩნია, რომ საკმაოდ კარგი გამოცდილება მაქვს... თუმცა ბუნება ისეთი უცნაურია, რომ არავინ არ უნდა თქვას, მორჩა, მე ყველაფერი ვიციო... მთა და მასთან დაკავშირებული რისკები კარგად უნდა იცოდე. რელიეფი იცვლება, როგორც გაზაფხულზე, ასევე, ზაფხულზე, შემოდგომასა და ზამთარში. თოვლის დონე და ნაპრალები მატულობს, ყველა სეზონზე სხვადასხვა გზაა და შესაბამისად ხიფათიც ხდება.

ზოგს ჰგონია, რომ ეს მხოლოდ რომანტიკაა, საკუთარ თავზე გამარჯვება და სიამოვნების მიღება. სინამდვილეში, ეს ძალიან დიდი რისკია და რამდენადაც ლამაზია და საინტერესო, იმდენად სახიფათოა, თუ მოუმზადებელი და გამოუცდელი ხარ, შეიძლება ყველაფერი ცუდად დასრულდეს... გამოცდილება კი წლების განმავლობაში გროვდება.

საქართველოს მთებს მართლაც უამრავი სტუმარი ჰყავს, მათ შორის ბევრია პროფესიონალი და შესაბამისად მომზადებული. ბოლო წლებში განსაკუთრებით, პოლონეთის, რუსეთის და უკრაინის მოქალაქეები ჩამოდიან... მათ გარკვეულ ნაწილს რაღაც დონეზე აქვს ინფორმაცია საქართველოს მთის რელიეფზე, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ მოუმზადებლად არ შეიძლება წასვლა და ეს გასეირნება ძალიან ცუდად შეიძლება დასრულდეს...

ჩვენ ვაკვალიანებთ, თუმცა ბევრი დამოუკიდებლად ცდილობს მთების დალაშქვრას და იწყება პრობლემებიც. არ იციან სად, რომელი გზებით იარონ, სად არის ნაპრალები, კლდის ჩამოშლის საფრთხე, ასევე, არ აქვთ აღჭურვილობა - სამთო "ბათინკი", წრიაპი, თოკი, "ლენტარუბი" ანუ ყინულზე ჩასარჭობი, რითაც შემდეგ გადაადგილდებიან, ზურგჩანთა, ჯოხები, "შლემი"... ასევე არ აქვთ თბილი ტანსაცმელი, არ მიჰყავთ გამყოლი, ან მიჰყავთ არაპროფესიონალი, ეს კი უფრო დიდი შეცდომაა..

როდესაც ვეუბნებით, თქვენი გამყოლი თავადაც არ არის შესაბამისად აღჭურვილი-მეთქი, ზოგი ითვალისწინებს, ზოგი გზას განაგრძობს... ამ გაზაფხულზე შეგვატყობინეს, პოლონეთის სამი მოქალაქე მყინვარწვერიდან ბრუნდებოდა თხილამურებით და არ იცოდნენ რა მიმართულებით უნდა წასულიყვნენ, არც "ჯიპიესი" ჰქონდათ. ერთ-ერთი მათგანი ნაპრალში ჩავარდა და ფიზიკური დაზიანებები მიიღო. დანარჩენ ორსაც თოკი არ ჰქონდა, რომ მას დახმარებოდნენ... ერთი სიტყვით, მათ დასახმარებლად ვერტმფრენით წავედით და ის ორი პოლონელი იმ ადგილას ავიყვანეთ, სადაც მათი თანამგზავრი ჩავარდა. დაახლოებით 20-25 მეტრი ნაპრალი იყო... მხარი ჰქონდა დაზიანებული და თითქმის გაყინული იყო... იქიდან ყაზბეგში, საავადმყოფოში გადავიყვანეთ, საბედნიეროდ, გადარჩა.

არის ზონები, სადაც კარგად მომზადებული და წინასწარ დაგეგმილი მარშრუტით უნდა ახვიდე. მაგალითად, გერგეტის სამების ასასვლელთან, სამ ენაზე წერია, რომ აღჭურვილობისა და გამყოლის გარეშე არ შეიძლება ასვლა, შესაბამისი ბანერებიც არის, თუმცა, მაინც მიდიან. კანონი არ ზღუდავს.. არადა, ადამიანის გადარჩენისას, შენც რისკავ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამას შეჩვეული ვართ, მაგრამ ძალიან მტკივნეულია, როდესაც ჩვენი ჩარევა უკვე დაგვიანებულია.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ