პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ძროხებისა და “მერსედების” ქვეყანა” - აფხაზეთის კიდევ ერთი ჩავარდნილი ტურისტული სეზონი
“ძროხებისა და “მერსედების” ქვეყანა” - აფხაზეთის კიდევ ერთი ჩავარდნილი ტურისტული სეზონი

აფხა­ზე­თის ზღვის­პი­რა კუ­რორ­ტებ­ზე ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნი ყო­ველ წე­ლი­წადს ვარ­დე­ბა. მი­ზე­ზე­ბი ისევ ძვე­ლია - კრი­მი­ნა­ლი, მა­ღა­ლი ფა­სე­ბი, მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა...

წელს დამ­სვე­ნებ­ლე­ბი სა­ნა­პი­რო­ზე მა­წან­წა­ლა ცხო­ვე­ლე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბულ სიმ­რავ­ლე­ზე სა­უბ­რო­ბენ, არა­და, ზამ­თარ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა წუხ­და, რომ ქა­ლა­ქე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ “გა­მო­სა­ვა­ლი” მათ და­ხოც­ვა­ში იპოვ­ნა...

აფხა­ზეთ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად ჩა­სუ­ლი რუსი ტუ­რის­ტი გა­ზეთ "ЭХО АБХАЗИИ"-სთან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ მან სო­ხუ­მის სა­ნე­პიდ­სად­გუ­რის მი­სა­მარ­თი ვერ იპოვ­ნა, რათა არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­წო­დე­ბი­ნა...

“ჩემი ოჯა­ხი სო­ფელ ბა­ბუ­შე­რა­ში ის­ვე­ნებს, უკვე მე­რამ­დე­ნე დღეა, მის სა­ნა­პი­რო­ზე მკვდა­რი ძრო­ხა გდია... არა­ერ­თი მო­თხოვ­ნი­სა და მისი გა­ტა­ნის მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ის მა­ინც იქ არის...” - წერს პეტ­რო ლა­კტი­ო­ნო­ვი, რომ­ლის თქმი­თაც, მკვდა­რი ცხო­ვე­ლი ეპი­დე­მი­ის კერა იყო, თუმ­ცა, მისი მო­შო­რე­ბა, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი ბრძო­ლი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ძა­ლის­ხმე­ვით მო­ხერ­ხდა...

“უწყი­ნა­რი” მკვდა­რი ცხო­ვე­ლე­ბის გარ­და, სა­ნა­პი­რო­ზე გას­ვლას სხვა შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი მი­ზე­ზე­ბიც აქვს, - ცო­ცხა­ლი და აგ­რე­სი­უ­ლი ძაღ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც დამ­სვე­ნებ­ლებს ხში­რად თავს ეს­ხმი­ან.

ის, რომ სა­ნი­ტა­რუ­ლი, უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი კუ­თხით რე­გი­ონ­ში არა­ფე­რი იც­ვლე­ბა, ამას ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი წლე­ბია აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, ისე­ვე რო­გორც აზი­ურ ფა­რო­სა­ნას­თან უშე­დე­გო ბრძო­ლას. მა­თი­ვე თქმით, ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი წელ­საც მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობს.

“ძრო­ხე­ბი­სა და “მერ­სე­დე­სე­ბის” ქვე­ყა­ნა” - წერს კი­დევ ერთი, ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა URA.RU-ს რუსი ჟურ­ნა­ლის­ტი და­ნილ ბარ­დი­ნი აფხა­ზეთ­ზე, რომ­ლის თქმი­თაც, თურ­ქეთ­თან შე­და­რე­ბით სას­ტუმ­როს ორ­მა­გი ფა­სე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი თან­ხე­ბით, აფხა­ზე­ბი “ჰა­მე­რებ­სა” და “ლექ­სუ­სებს” ყი­დუ­ლო­ბენ. მისი თქმით, ის გუ­და­თა­უ­ში, სამ­ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­ში დარ­ჩა, სა­დაც სამ­ჯე­რა­დი კვე­ბა იყო, თუმ­ცა, მთე­ლი მე­ნიუ ორი-სამი და­სა­ხე­ლე­ბის კერ­ძის­გან შედ­გე­ბო­და:

“დი­ლით, ფაფა და კვერ­ცხი. სა­დი­ლად წვნი­ა­ნი და ე.წ. მე­ო­რე, რო­მე­ლი­მე კერ­ძი და სა­ღა­მო­საც - იგი­ვე... ხილი და ტკბი­ლე­უ­ლი არ იყო... თუმ­ცა, ყვე­ლა­ფე­რი გემ­რი­ე­ლი იყო. ნომ­რებ­ში ახა­ლი ევ­რო­რე­მონ­ტი იყო, ცხე­ლი წყა­ლი, კონ­დინ­ცი­ო­ნე­რი, ხან­და­ხან WiFi. პლა­ჟი აქ უფრო ვე­ლუ­რია, უმე­ტე­სად, ქოლ­გე­ბი­სა და შეზ­ლონ­გე­ბის გა­რე­შე. მზის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად, რამ­დე­ნი­მე ბრე­ზენ­ტის ან ტენ­ტის ქოლ­გა დგას, რაც ტუ­რის­ტე­ბის­თვის საკ­მა­რი­სი არ არის... ადა­მი­ა­ნე­ბის გვერ­დით წვა­ნან ძრო­ხე­ბიც. ეს ეხე­ბა არა მარ­ტო სა­ნა­პი­რო­ებს, ასე­ვე ტრა­სებს, ქუ­ჩებს, სკვე­რებ­საც...

გზე­ბის გას­წვრივ, სის­წრა­ფის მოყ­ვა­რუ­ლი მძღო­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით, შე­ამ­ჩნევთ მკვდარ და ძაღ­ლებ­და­სე­ულ ძრო­ხებ­საც, რაც სრუ­ლე­ბით არა­ეს­თე­ტი­უ­რია აფხა­ზე­თის ულა­მა­ზე­სი ბუ­ნე­ბის ფონ­ზე..." - წერს და­ნილ ბარ­დი­ნი.

მი­სი­ვე თქმით, აფხა­ზეთ­ში გემ­რი­ე­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო აქვთ, რო­მე­ლიც “სი­ტყვა-სი­ტყვით” იმე­ო­რებს ქარ­თულს: "მწვა­დი, ხა­ჭა­პუ­რი და ხინ­კა­ლი არის ის, რის­თვი­საც იქ შე­იძ­ლე­ბა ჩას­ვლა ღირ­დეს, თუმ­ცა, სა­ნა­პი­რო­ზე გახ­სნილ კა­ფე­ებ­ში სა­შუ­ა­ლო დო­ნის სა­დი­ლი 1500 მა­ნე­თი (და­ახ­ლო­ე­ბით, 60 ლა­რამ­დე) ჯდე­ბა, რა­საც ემა­ტე­ბა ღვი­ნო, რომ­ლის სა­შუ­ა­ლო ფა­სიც საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია".

რუსი ჟურ­ნა­ლის­ტის თქმით, - რე­გი­ონ­ში, ახალ­გაზ­რდებ­ში გა­ნათ­ლე­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა მი­ნი­მუ­მამ­დეა და­სუ­ლი, რა­საც უამ­რა­ვი სუ­ბი­ექ­ტუ­რი და ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზი აქვს. ერ­თა­დერ­თი, რა­შიც აფხა­ზე­ბი ფულს არ იშუ­რე­ბენ, არის ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი.

“უმე­ტე­სო­ბას “მერ­სე­დე­სი” და “აუდი” ჰყავს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის მენ­ტა­ლო­ბით, ადა­მი­ანს თუ მან­ქა­ნა ჰყავს, ის სრულ­ფა­სო­ვა­ნია. ისი­ნი, ვინც ”ლექ­სუ­სი­სა” და “ჰა­მე­რის” შე­ძე­ნა შეძ­ლო, ძა­ლი­ან და­ფა­სე­ბუ­ლია... აფხა­ზი “გა­იშ­ნი­კე­ბი” გიჟ­დე­ბი­ან რუ­სულ­ნომ­რე­ბი­ა­ნი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის და­ჯა­რი­მე­ბა­ზე... რუს ტუ­რის­ტებს არც სხვა მხრივ წყა­ლო­ბენ - თუ რამ­დე­ნი­მე წლის წინ მათ მი­მართ თა­ვა­ზი­ა­ნი, მო­ზო­მი­ლე­ბი იყ­ვნენ და ფა­სებს არ ბე­რავ­დნენ, ახლა რუ­სე­ბი მათ თვალ­ში უბ­რა­ლოდ შე­მო­სავ­ლის წყა­როა.

ჩვენ ჯგუ­ფი შე­ვიკ­რი­ბეთ, რი­წის ტბა­ზე ას­ვლა გა­დავ­წყვი­ტეთ, გიდ­მა ორი ჩანჩქე­რის მო­ნა­ხუ­ლე­ბა­ში, ერთ ადა­მი­ან­ზე 300 რუბ­ლი (და­ახ­ლო­ე­ბით, 12 ლა­რამ­დე) მოგვ­თხო­ვა... ჩვენ­მა ჯგუფ­მა ასე­თი მა­ღა­ლი ფასი გა­აპ­რო­ტეს­ტა, პა­სუ­ხად, აფხაზ­მა გიდ­მა მძღოლს ანიშ­ნა მოტ­რი­ა­ლე­ბუ­ლი­ყო... სა­ბო­ლო­ოდ, მან გა­ი­მარ­ჯვა," - იხ­სე­ნებს ჟურ­ნა­ლის­ტი და­ნილ ბარ­დი­ნი.

მი­სი­ვე თქმით, ასე­ვე მწვა­ვედ დგას უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხი - ქურ­დო­ბა, ყა­ჩა­ღო­ბა და კი­დევ ერთი - აფხა­ზეთ­ში მა­მა­კა­ცის გა­რე­შე ჩას­ვლა არ ღირს: "კავ­კა­სი­ე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის ძნე­ლია, გულ­გრი­ლად აუ­ა­რონ გვერ­დი ჩა­სულ ტუ­რისტ ქალ­ბა­ტო­ნებს... რამ­დენ­ჯერ­მე თა­ვად მო­მი­წია ჩემი ნაც­ნო­ბი ქა­ლე­ბი უსი­ა­მოვ­ნო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის­გან და­მეხ­სნა," - წერს და­ნილ ბარ­დი­ნი, რომ­ლის თქმი­თაც, რე­გი­ონ­ში წლი­დან წლამ­დე რა­ღა­ცე­ბი შენ­დე­ბა, თუმ­ცა, მთლი­ა­ნო­ბა­ში ვი­თა­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ არ იც­ვლე­ბა.

ფოტო: REUTERS; RFE/RL

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

“ძროხებისა და “მერსედების” ქვეყანა” - აფხაზეთის კიდევ ერთი ჩავარდნილი ტურისტული სეზონი

“ძროხებისა და “მერსედების” ქვეყანა” - აფხაზეთის კიდევ ერთი ჩავარდნილი ტურისტული სეზონი

აფხაზეთის ზღვისპირა კურორტებზე ზაფხულის სეზონი ყოველ წელიწადს ვარდება. მიზეზები ისევ ძველია - კრიმინალი, მაღალი ფასები, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა...

წელს დამსვენებლები სანაპიროზე მაწანწალა ცხოველების განსაკუთრებულ სიმრავლეზე საუბრობენ, არადა, ზამთარში ადგილობრივი მოსახლეობა წუხდა, რომ ქალაქების ხელმძღვანელობამ “გამოსავალი” მათ დახოცვაში იპოვნა...

აფხაზეთში დასასვენებლად ჩასული რუსი ტურისტი გაზეთ "ЭХО АБХАЗИИ"-სთან საუბარში აცხადებს, რომ მან სოხუმის სანეპიდსადგურის მისამართი ვერ იპოვნა, რათა არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა...

“ჩემი ოჯახი სოფელ ბაბუშერაში ისვენებს, უკვე მერამდენე დღეა, მის სანაპიროზე მკვდარი ძროხა გდია... არაერთი მოთხოვნისა და მისი გატანის მცდელობის მიუხედავად, ის მაინც იქ არის...” - წერს პეტრო ლაკტიონოვი, რომლის თქმითაც, მკვდარი ცხოველი ეპიდემიის კერა იყო, თუმცა, მისი მოშორება, მხოლოდ რამდენიმედღიანი ბრძოლისა და ადგილობრივი ჟურნალისტების ძალისხმევით მოხერხდა...

“უწყინარი” მკვდარი ცხოველების გარდა, სანაპიროზე გასვლას სხვა შემაფერხებელი მიზეზებიც აქვს, - ცოცხალი და აგრესიული ძაღლები, რომლებიც დამსვენებლებს ხშირად თავს ესხმიან.

ის, რომ სანიტარული, უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურული კუთხით რეგიონში არაფერი იცვლება, ამას ადგილობრივები წლებია აპროტესტებენ, ისევე როგორც აზიურ ფაროსანასთან უშედეგო ბრძოლას. მათივე თქმით, ტურისტული სეზონი წელსაც მძიმედ მიმდინარეობს.

“ძროხებისა და “მერსედესების” ქვეყანა” - წერს კიდევ ერთი, ინტერნეტგამოცემა URA.RU-ს რუსი ჟურნალისტი დანილ ბარდინი აფხაზეთზე, რომლის თქმითაც, თურქეთთან შედარებით სასტუმროს ორმაგი ფასებისგან მიღებული თანხებით, აფხაზები “ჰამერებსა” და “ლექსუსებს” ყიდულობენ. მისი თქმით, ის გუდათაუში, სამვარსკვლავიან სასტუმროში დარჩა, სადაც სამჯერადი კვება იყო, თუმცა, მთელი მენიუ ორი-სამი დასახელების კერძისგან შედგებოდა:

“დილით, ფაფა და კვერცხი. სადილად წვნიანი და ე.წ. მეორე, რომელიმე კერძი და საღამოსაც - იგივე... ხილი და ტკბილეული არ იყო... თუმცა, ყველაფერი გემრიელი იყო. ნომრებში ახალი ევრორემონტი იყო, ცხელი წყალი, კონდინციონერი, ხანდახან WiFi. პლაჟი აქ უფრო ველურია, უმეტესად, ქოლგებისა და შეზლონგების გარეშე. მზისგან თავის დასაცავად, რამდენიმე ბრეზენტის ან ტენტის ქოლგა დგას, რაც ტურისტებისთვის საკმარისი არ არის... ადამიანების გვერდით წვანან ძროხებიც. ეს ეხება არა მარტო სანაპიროებს, ასევე ტრასებს, ქუჩებს, სკვერებსაც...

გზების გასწვრივ, სისწრაფის მოყვარული მძღოლების დამსახურებით, შეამჩნევთ მკვდარ და ძაღლებდასეულ ძროხებსაც, რაც სრულებით არაესთეტიურია აფხაზეთის ულამაზესი ბუნების ფონზე..." - წერს დანილ ბარდინი.

მისივე თქმით, აფხაზეთში გემრიელი სამზარეულო აქვთ, რომელიც “სიტყვა-სიტყვით” იმეორებს ქართულს: "მწვადი, ხაჭაპური და ხინკალი არის ის, რისთვისაც იქ შეიძლება ჩასვლა ღირდეს, თუმცა, სანაპიროზე გახსნილ კაფეებში საშუალო დონის სადილი 1500 მანეთი (დაახლოებით, 60 ლარამდე) ჯდება, რასაც ემატება ღვინო, რომლის საშუალო ფასიც საკმაოდ მაღალია".

რუსი ჟურნალისტის თქმით, - რეგიონში, ახალგაზრდებში განათლების მოთხოვნილება მინიმუმამდეა დასული, რასაც უამრავი სუბიექტური და ობიექტური მიზეზი აქვს. ერთადერთი, რაშიც აფხაზები ფულს არ იშურებენ, არის ავტომანქანები.

“უმეტესობას “მერსედესი” და “აუდი” ჰყავს. ადგილობრივების მენტალობით, ადამიანს თუ მანქანა ჰყავს, ის სრულფასოვანია. ისინი, ვინც ”ლექსუსისა” და “ჰამერის” შეძენა შეძლო, ძალიან დაფასებულია... აფხაზი “გაიშნიკები” გიჟდებიან რუსულნომრებიანი ავტომანქანების დაჯარიმებაზე... რუს ტურისტებს არც სხვა მხრივ წყალობენ - თუ რამდენიმე წლის წინ მათ მიმართ თავაზიანი, მოზომილები იყვნენ და ფასებს არ ბერავდნენ, ახლა რუსები მათ თვალში უბრალოდ შემოსავლის წყაროა.

ჩვენ ჯგუფი შევიკრიბეთ, რიწის ტბაზე ასვლა გადავწყვიტეთ, გიდმა ორი ჩანჩქერის მონახულებაში, ერთ ადამიანზე 300 რუბლი (დაახლოებით, 12 ლარამდე) მოგვთხოვა... ჩვენმა ჯგუფმა ასეთი მაღალი ფასი გააპროტესტა, პასუხად, აფხაზმა გიდმა მძღოლს ანიშნა მოტრიალებულიყო... საბოლოოდ, მან გაიმარჯვა," - იხსენებს ჟურნალისტი დანილ ბარდინი.

მისივე თქმით, ასევე მწვავედ დგას უსაფრთხოების საკითხი - ქურდობა, ყაჩაღობა და კიდევ ერთი - აფხაზეთში მამაკაცის გარეშე ჩასვლა არ ღირს: "კავკასიელი ახალგაზრდებისთვის ძნელია, გულგრილად აუარონ გვერდი ჩასულ ტურისტ ქალბატონებს... რამდენჯერმე თავად მომიწია ჩემი ნაცნობი ქალები უსიამოვნო სიტუაციებისგან დამეხსნა," - წერს დანილ ბარდინი, რომლის თქმითაც, რეგიონში წლიდან წლამდე რაღაცები შენდება, თუმცა, მთლიანობაში ვითარება უკეთესობისკენ არ იცვლება.

ფოტო: REUTERS; RFE/RL

"ქართველები ჩვენი მეზობლები არიან - ორმხრივი დიალოგის ფორმატი უნდა შეიცვალოს" - ასლან ბჟანია

"ორ კვირაში აფხაზეთში კორონავირუსი იფეთქებს..." - აფხაზები შიშობენ, რომ ადგილობრივების დიდი ნაწილი საშიშ ვირუსს ვერ გადაიტანს

პუტინი ასლან ბჟანიას ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს - რა განცხადებას ავრცელებს საქართველოში აშშ-ის საელჩო