პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამარშრუტო ტაქსების მძღოლების ნაწილის მიერ დაგეგმილი აქცია გაუქმდა
სამარშრუტო ტაქსების მძღოლების ნაწილის მიერ დაგეგმილი აქცია გაუქმდა

სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბის მძღო­ლე­ბის მიერ ხვალ და­გეგ­მი­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­უქ­მდა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სის მძღოლ­მა ვა­სილ ლო­რი­ამ გა­ნუ­ცხა­და, მათ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შეხ­ვდნენ და სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბას და­პირ­დნენ.

"ჩვენ დღეს დაგ­ვე­კონ­ტაქტნენ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. მათ გვი­თხრეს, რომ უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და, თუ პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად ერ­თობ­ლივ ნა­ბი­ჯებს გა­დავ­დგამ­დით, ნაც­ვლად პრო­ტეს­ტი­სა. მათ ასე­ვე გვი­თხრეს, რომ ხვალ ჩვენ შეგ­ვხვდე­ბა კომ­პა­ნი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხვალ და­გეგ­მი­ლი პრო­ტეს­ტი ამ ეტაპ­ზე გა­უქ­მე­ბუ­ლია", - გა­ნა­ცხა­და ვა­სილ ლო­რი­ამ.

მა­ნამ­დე ვა­სილ ლო­რი­ამ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ იმ მი­ზე­ზებ­ზე ისა­უბ­რა, რომ­ლის გა­მოც ხვალ, მძღო­ლე­ბის ნა­წი­ლი გა­ფიც­ვას გეგ­მავ­და. მისი თქმით, მძღო­ლე­ბი ითხო­ვენ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბის გა­და­ხედ­ვას, ასე­ვე შრო­მი­თი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. კერ­ძოდ, ლო­რი­ას თქმით, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, 7 წლის მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი მძღო­ლის სა­კუთ­რე­ბა­ში უნდა გა­და­სუ­ლი­ყო, თუმ­ცა ად­მი­ნის­ტრა­ცია და­მა­ტე­ბით წე­ლი­წა­დი და 4 თვით მუ­შა­ო­ბას ითხოვს.

„სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბი 7 წლის შემ­დეგ მძღო­ლე­ბის სა­კუთ­რე­ბა­ში უნდა გად­მო­სუ­ლი­ყო. თუმ­ცა, ამ პი­რო­ბას არ ას­რუ­ლე­ბენ. ად­მი­ნის­ტრა­ცია გვე­უბ­ნე­ბა, რომ წე­ლი­წა­დი და 4 თვე კვლავ გა­ვაგ­რძე­ლოთ მუ­შა­ო­ბა იმა­ვე გეგ­მით, რო­გორც ვმუ­შა­ობ­დით და და­მა­ტე­ბით 18 ათა­სი ლარი სურთ მივ­ცეთ. რა­ღაც პრო­ცენ­ტებს გვი­მა­ტე­ბენ და სხვა­დას­ხვა რა­მეს გვე­უბ­ნე­ბი­ან. მოკ­ლედ, ამ სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბის გად­მო­ცე­მა არ სურთ. ასე­თი ტი­პის პრობ­ლე­მა გვაქვს და­ახ­ლო­ე­ბით სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სებ­ზე მო­მუ­შა­ვე 80 პრო­ცენტს“, - აცხა­დებ­და ვა­სილ ლო­რია. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხვალ თბი­ლის­ში მოქ­მე­დი სამი ავ­ტო­ფა­რე­ხი­დან ერთი, დიღ­მის ავ­ტო­ფა­რე­ხი გეგ­მავ­და გა­ფიც­ვას. მძღო­ლე­ბის მო­სა­ლოდ­ნე­ლი გა­ფიც­ვის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას „თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი“ მა­ლე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის მო­სა­ლოდ­ნე­ლი გა­ფიც­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ყო­ველ­გვარ სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლია და არც კონ­კრე­ტუ­ლი რეს­პო­დენ­ტის მიერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ციფ­რე­ბია რე­ა­ლუ­რი. „თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი“ ნე­ბის­მი­ე­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ აცხა­დებს, რომ კომ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯმენ­ტი მუდ­მი­ვად მსჯე­ლობს სა­კუ­თარ თა­ნამ­შრომ­ლებ­თან პრობ­ლე­მურ სა­კი­თხებ­ზე და მზად­ყოფ­ნას გა­მოთ­ქვამს კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი დი­ა­ლო­გის­თვის“, – აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

სამარშრუტო ტაქსების მძღოლების ნაწილის მიერ დაგეგმილი აქცია გაუქმდა

სამარშრუტო ტაქსების მძღოლების ნაწილის მიერ დაგეგმილი აქცია გაუქმდა

სამარშრუტო ტაქსების მძღოლების მიერ ხვალ დაგეგმილი საპროტესტო აქცია გაუქმდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა ვასილ ლორიამ განუცხადა, მათ ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდნენ და საკითხების მოგვარებას დაპირდნენ.

"ჩვენ დღეს დაგვეკონტაქტნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები. მათ გვითხრეს, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ პრობლემის მოსაგვარებლად ერთობლივ ნაბიჯებს გადავდგამდით, ნაცვლად პროტესტისა. მათ ასევე გვითხრეს, რომ ხვალ ჩვენ შეგვხვდება კომპანიის ადმინისტრაცია. აქედან გამომდინარე, ხვალ დაგეგმილი პროტესტი ამ ეტაპზე გაუქმებულია", - განაცხადა ვასილ ლორიამ.

მანამდე ვასილ ლორიამ „ინტერპრესნიუსთან“ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომლის გამოც ხვალ, მძღოლების ნაწილი გაფიცვას გეგმავდა. მისი თქმით, მძღოლები ითხოვენ ხელშეკრულების პირობების გადახედვას, ასევე შრომითი მდგომარეობის გაუმჯობესებას. კერძოდ, ლორიას თქმით, ხელშეკრულების მიხედვით, 7 წლის მუშაობის შემდეგ სამარშრუტო ტაქსი მძღოლის საკუთრებაში უნდა გადასულიყო, თუმცა ადმინისტრაცია დამატებით წელიწადი და 4 თვით მუშაობას ითხოვს.

„სამარშრუტო ტაქსები 7 წლის შემდეგ მძღოლების საკუთრებაში უნდა გადმოსულიყო. თუმცა, ამ პირობას არ ასრულებენ. ადმინისტრაცია გვეუბნება, რომ წელიწადი და 4 თვე კვლავ გავაგრძელოთ მუშაობა იმავე გეგმით, როგორც ვმუშაობდით და დამატებით 18 ათასი ლარი სურთ მივცეთ. რაღაც პროცენტებს გვიმატებენ და სხვადასხვა რამეს გვეუბნებიან. მოკლედ, ამ სამარშრუტო ტაქსების გადმოცემა არ სურთ. ასეთი ტიპის პრობლემა გვაქვს დაახლოებით სამარშრუტო ტაქსებზე მომუშავე 80 პროცენტს“, - აცხადებდა ვასილ ლორია. მისივე ინფორმაციით, ხვალ თბილისში მოქმედი სამი ავტოფარეხიდან ერთი, დიღმის ავტოფარეხი გეგმავდა გაფიცვას. მძღოლების მოსალოდნელი გაფიცვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას „თბილისის მიკროავტობუსი“ მალევე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიკროავტობუსების მოსალოდნელი გაფიცვის შესახებ ინფორმაცია ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და არც კონკრეტული რესპოდენტის მიერ დასახელებული ციფრებია რეალური. „თბილისის მიკროავტობუსი“ ნებისმიერი დაინტერესებული პირის საყურადღებოდ აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად მსჯელობს საკუთარ თანამშრომლებთან პრობლემურ საკითხებზე და მზადყოფნას გამოთქვამს კონსტრუქციული დიალოგისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ