მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოზარ სუბარი ახალ უწყებას უხელმძღვანელებს
სოზარ სუბარი ახალ უწყებას უხელმძღვანელებს

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ, რე­გი­ო­ნუ­ლი მარ­თვის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლად დევ­ნილ­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი სო­ზარ სუ­ბა­რი და­ნიშ­ნა.

პრე­მი­ერ­მა ახა­ლი სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლად სო­ზარ სუ­ბა­რი მთავ­რო­ბის სხდო­მის და­წყე­ბამ­დე გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე წა­რად­გი­ნა. რო­გორც ბახ­ტა­ძემ გან­მარ­ტა, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს, რე­გი­ო­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კის კომ­პო­ნენ­ტი გა­მო­ე­ყო­ფა და ის მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში გად­მო­ვა.

„მინ­და გაც­ნო­ბოთ, რომ ბა­ტო­ნი სო­ზარ სუ­ბა­რი, რო­მელ­საც ნამ­დვი­ლად არ სჭირ­დე­ბა წარ­დგე­ნა, უხელ­მძღვა­ნე­ლებს რე­გი­ო­ნუ­ლი მარ­თვის მი­მარ­თუ­ლე­ბას. ეს გახ­ლავთ სი­ახ­ლე. ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს გა­მო­ე­ყო­ფა რე­გი­ო­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კის კომ­პო­ნენ­ტი და გად­მო­ვა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში. ამ ცვლი­ლე­ბე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა დაგ­ვა­ნა­ხა გან­ვლილ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ. მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ამ სტრუქ­ტუ­რის გად­მო­ტა­ნა უზ­რუნ­ველ­ყოფს მთავ­რო­ბის მაქ­სი­მა­ლურ ჩარ­თუ­ლო­ბას და კო­ორ­დი­ნა­ცი­ას რე­გი­ო­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კის წარ­მარ­თვის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

მე არა­ერ­თხელ გან­ვა­ცხა­დე, რომ სამ­წუ­ხა­როდ, დღემ­დე არ­სე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნუ­ლი მარ­თვის სის­ტე­მა ვერ პა­სუ­ხობ­და იმ გა­მოწ­ვე­ვებს, რო­მე­ლიც ჩვენ გვაქვს რე­გი­ო­ნებ­ში და ზო­გა­დად რე­გი­ო­ნურ მმარ­თვე­ლო­ბა­ში. ჩვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი მი­მარ­თუ­ლია სწო­რედ რე­გი­ო­ნებ­ში ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­კენ, იმის­კენ, რომ ჩვენ რე­გი­ო­ნებ­ში შევ­ძლოთ ხა­რის­ხობ­რი­ვად ცხოვ­რე­ბის დო­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რი იყოს უშუ­ა­ლოდ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში, რომ ჩვენ გვქონ­დეს უკუ­კავ­ში­რი და პირ­და­პი­რი კავ­ში­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან უფრო ეფექ­ტუ­რად და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სო­ზა­რი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ.

სოზარ სუბარი ახალ უწყებას უხელმძღვანელებს

სოზარ სუბარი ახალ უწყებას უხელმძღვანელებს

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელად დევნილთა ყოფილი მინისტრი სოზარ სუბარი დანიშნა.

პრემიერმა ახალი სამსახურის ხელმძღვანელად სოზარ სუბარი მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. როგორც ბახტაძემ განმარტა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რეგიონული პოლიტიკის კომპონენტი გამოეყოფა და ის მთავრობის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში გადმოვა.

„მინდა გაცნობოთ, რომ ბატონი სოზარ სუბარი, რომელსაც ნამდვილად არ სჭირდება წარდგენა, უხელმძღვანელებს რეგიონული მართვის მიმართულებას. ეს გახლავთ სიახლე. ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოეყოფა რეგიონული პოლიტიკის კომპონენტი და გადმოვა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში. ამ ცვლილებების აუცილებლობა დაგვანახა განვლილმა გამოცდილებამ. მთავრობის ადმინისტრაციაში ამ სტრუქტურის გადმოტანა უზრუნველყოფს მთავრობის მაქსიმალურ ჩართულობას და კოორდინაციას რეგიონული პოლიტიკის წარმართვის მიმართულებით.

მე არაერთხელ განვაცხადე, რომ სამწუხაროდ, დღემდე არსებული რეგიონული მართვის სისტემა ვერ პასუხობდა იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენ გვაქვს რეგიონებში და ზოგადად რეგიონურ მმართველობაში. ჩვენი ინიციატივების უდიდესი ნაწილი მიმართულია სწორედ რეგიონებში ახალი პროექტების განხორციელებისკენ, იმისკენ, რომ ჩვენ რეგიონებში შევძლოთ ხარისხობრივად ცხოვრების დონის გაუმჯობესება.

აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული სამსახური იყოს უშუალოდ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში, რომ ჩვენ გვქონდეს უკუკავშირი და პირდაპირი კავშირი საზოგადოებასთან უფრო ეფექტურად და დარწმუნებული ვარ, სოზარი ამ მიმართულებაში ძალიან დამეხმარება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

"საარჩევნო კანონმდებლობაში მაინც არსებობს ხარვეზები და ორაზროვნება" - ცნობილია ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში, არჩევნებთან დაკავშირებით

"მაშინვე გვქონდა ინფორმაცია, რომ ჩანაწერებს სააკაშვილის დავალებით ამონტაჟებდნენ და ესეც ერთ-ერთი მათგანია" - სუბარი მედიაში დაანონსებულ ფარულ ჩანაწერზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"