პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩამოდიან ბიზნესმენები... მათ წინასწარ აქვთ შეკვეთილი ნარკოტიკი" - საქართველოში ნარკოტურიზმი იკიდებს ფეხს?
"ჩამოდიან ბიზნესმენები... მათ წინასწარ აქვთ შეკვეთილი ნარკოტიკი" - საქართველოში ნარკოტურიზმი იკიდებს ფეხს?

"ცოტა ხნის წინ ძველ­მა ნაც­ნობ­მა მი­ამ­ბო, რომ თბი­ლის­ში ერთი რუსი გო­გო­ნა გა­იც­ნო და ძა­ლი­ან და­მე­გობ­რდნენ. მი­თხრა, თან­და­თან ნდო­ბა­ში შე­მო­ვი­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი გა­მო­მი­ცხა­და, რომ "პრა­ვად­ნი­ცა­აო". როცა ჩემი ნაც­ნო­ბი მისი საქ­მი­ა­ნო­ბით და­ინ­ტე­რეს­და, უთ­ქვამს, რომ ნარ­კო­ტუ­რიზ­მში იყო ჩარ­თუ­ლი და თბი­ლი­სის ელი­ტა­ში გა­რე­ვა უნ­დო­და", - გა­ნა­ცხა­და გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ბლო­გერ­მა მან­ჩო გი­ორ­გო­ბი­ან­მა. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს სტა­ტი­ი­დან:


ვინ არი­ან "პრა­ვად­ნი­ცე­ბი" და რო­გორ იკი­დებს ფეხს ნარ­კო­ტუ­რიზ­მი სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- ნარ­კო­ტუ­რის მეს­ვე­უ­რე­ბი წი­ნას­წარ სწავ­ლო­ბენ სტუმ­რის ფსი­ქო­ლო­გი­ას (ინ­ტერ­ნე­ტით ეკონ­ტაქ­ტე­ბი­ან). ნარ­კო­ტუ­რის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სულ სტუმ­რებს გიდს ახ­ვედ­რე­ბენ. ჩა­მო­სუ­ლე­ბი წი­ნას­წარ უკ­ვე­თენ ნარ­კო­ტიკს და გიდ­მა იცის, რი­თაც უნდა "გა­უ­მას­პინ­ძლდეს". ხვდე­ბა აე­რო­პორ­ტში, მიჰ­ყავს, აბი­ნა­ვებს. გიდს წი­ნას­წარ აქვს და­გეგ­მი­ლი სად წავ­ლენ, კლუ­ბურ მუ­სი­კას მო­უს­მე­ნენ თუ ოპე­რას...


"პრა­ვად­ნი­ცამ" დამ­კვე­თის ფსი­ქო­ლო­გია იმი­ტომ უნდა იცო­დეს, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ა­ღე­ბი­ნოს და ბევ­რიც და­ა­ხარ­ჯვი­ნოს. მა­საც სტუ­მა­რი იმ კლუბ­ში მიჰ­ყავს, სა­დაც კლუ­ბუ­რი ნარ­კო­ტი­კია. თუ ვი­ნი­ცო­ბაა ცუ­დად გახ­და, გიდ­მა იცის, რო­გორ გა­მო­იყ­ვა­ნოს მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ერთი სი­ტყვით, სტუმ­რის სი­ცო­ცხლის დაც­ვა და მაქ­სი­მა­ლუ­რი კა­ი­ფი ევა­ლე­ბა, ტუ­რის­ტიც მშვი­და­დაა და ენ­დო­ბა გამ­ცი­ლე­ბელს, ვი­ნა­ი­დან დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მის ხელ­ში არა­ფე­რი ემუქ­რე­ბა.



- დამ­კვე­თე­ბი, ძი­რი­თა­დად, რო­მე­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან არი­ან?


- ჩა­მო­დი­ან ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, მთე­ლი წელი გა­დაღ­ლი­ლე­ბი რომ არი­ან, გან­ტვირ­თვა უნ­დათ. მათ სა­ქარ­თვე­ლო­ში წი­ნას­წარ აქვთ შეკ­ვე­თი­ლი ნარ­კო­ტი­კი. ტუ­რის­ტებს მოს­წონთ სა­ქარ­თვე­ლო, ამას­თან, კა­ნო­ნი ლი­ბე­რა­ლუ­რია და მათ წამ­ლის მოხ­მა­რე­ბა­ზე აქ არა­ვინ და­ი­ჭერს, გამ­სა­ღებ­ლე­ბიც დიდ ფულს შო­უ­ლო­ბენ... დამ­კვე­თე­ბი, ძი­რი­თა­დად, რუ­სე­ბი და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი არი­ან წა­ი­კი­თხეთ მეტი



დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"ჩამოდიან ბიზნესმენები... მათ წინასწარ აქვთ შეკვეთილი ნარკოტიკი" - საქართველოში ნარკოტურიზმი იკიდებს ფეხს?

"ჩამოდიან ბიზნესმენები... მათ წინასწარ აქვთ შეკვეთილი ნარკოტიკი" - საქართველოში ნარკოტურიზმი იკიდებს ფეხს?

"ცოტა ხნის წინ ძველმა ნაცნობმა მიამბო, რომ თბილისში ერთი რუსი გოგონა გაიცნო და ძალიან დამეგობრდნენ. მითხრა, თანდათან ნდობაში შემოვიდა, მოგვიანებით კი გამომიცხადა, რომ "პრავადნიცააო". როცა ჩემი ნაცნობი მისი საქმიანობით დაინტერესდა, უთქვამს, რომ ნარკოტურიზმში იყო ჩართული და თბილისის ელიტაში გარევა უნდოდა", - განაცხადა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ბლოგერმა მანჩო გიორგობიანმა. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:


ვინ არიან "პრავადნიცები" და როგორ იკიდებს ფეხს ნარკოტურიზმი საქართველოში?

- ნარკოტურის მესვეურები წინასწარ სწავლობენ სტუმრის ფსიქოლოგიას (ინტერნეტით ეკონტაქტებიან). ნარკოტურის ორგანიზატორები საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს გიდს ახვედრებენ. ჩამოსულები წინასწარ უკვეთენ ნარკოტიკს და გიდმა იცის, რითაც უნდა "გაუმასპინძლდეს". ხვდება აეროპორტში, მიჰყავს, აბინავებს. გიდს წინასწარ აქვს დაგეგმილი სად წავლენ, კლუბურ მუსიკას მოუსმენენ თუ ოპერას...


"პრავადნიცამ" დამკვეთის ფსიქოლოგია იმიტომ უნდა იცოდეს, რომ მაქსიმალური სიამოვნება მიაღებინოს და ბევრიც დაახარჯვინოს. მასაც სტუმარი იმ კლუბში მიჰყავს, სადაც კლუბური ნარკოტიკია. თუ ვინიცობაა ცუდად გახდა, გიდმა იცის, როგორ გამოიყვანოს მდგომარეობიდან. ერთი სიტყვით, სტუმრის სიცოცხლის დაცვა და მაქსიმალური კაიფი ევალება, ტურისტიც მშვიდადაა და ენდობა გამცილებელს, ვინაიდან დარწმუნებულია, რომ მის ხელში არაფერი ემუქრება.



- დამკვეთები, ძირითადად, რომელი ქვეყნებიდან არიან?


- ჩამოდიან ბიზნესმენები, მთელი წელი გადაღლილები რომ არიან, განტვირთვა უნდათ. მათ საქართველოში წინასწარ აქვთ შეკვეთილი ნარკოტიკი. ტურისტებს მოსწონთ საქართველო, ამასთან, კანონი ლიბერალურია და მათ წამლის მოხმარებაზე აქ არავინ დაიჭერს, გამსაღებლებიც დიდ ფულს შოულობენ... დამკვეთები, ძირითადად, რუსები და უკრაინელები არიან წაიკითხეთ მეტი



თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს