საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი შვილის მეგობარია, ვის გამოც ინციდენტი დაიწყო" - რას ამბობს ზაზა სარალიძე არასრულწლოვანზე, რომელიც შსს-მ დააკავა
"ჩემი შვილის მეგობარია, ვის გამოც ინციდენტი დაიწყო" - რას ამბობს ზაზა სარალიძე არასრულწლოვანზე, რომელიც შსს-მ დააკავა

მი­ვე­სალ­მე­ბი შს სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯებს, ვი­ნა­ი­დან თავ­და­პირ­ვე­ლად შს სა­მი­ნის­ტროს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყოფ­მა პი­რებ­მა და­ი­წყეს ამ საქ­მის გა­ფუ­ჭე­ბა და დღეს უკვე რე­ა­ლურ ნა­ბი­ჯებს დგა­მენ, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი და­ვით სა­რა­ლი­ძის მა­მამ, ზაზა სა­რა­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, დღეს და­კა­ვე­ბუ­ლი მოწ­მე დ.ღ. იყო მისი შვი­ლის მე­გო­ბა­რი და პირი, რომ­ლის გა­მოც ინ­ცი­დენ­ტი და­ი­წყო. ზაზა სა­რა­ლი­ძე დ.ღ.-ის საქ­ცი­ელს სამი სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზით ხსნის. გარ­დაც­ვლი­ლის მამა ეჭ­ვობს, რომ ის ან და­ა­ში­ნეს, ან მო­ის­ყი­დეს ან არას­წო­რი ჩვე­ნე­ბე­ბი სა­კუ­თა­რი მენ­ტა­ლუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მის­ცა.

ზაზა სა­რა­ლი­ძე „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას აქ­ცენტს მე­სა­მე პი­რის ან პი­რე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბა­ზე აკე­თებს და იმე­დოვ­ნებს, რომ ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა პირი და ის პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც საქ­მის ობი­ექ­ტურ გა­მო­ძი­ე­ბას უშ­ლიდ­ნენ ხელს, და­ის­ჯე­ბი­ან. სა­რა­ლი­ძე აღ­ნიშ­ნულ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას საქ­მე­ზე მო­მუ­შა­ვე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­საც აკის­რებს.

„დღეს და­კა­ვე­ბულ­მა პირ­მა, რო­მე­ლიც ჩემი შვი­ლის ძმა­კა­ცია, ცრუ ჩვე­ნე­ბე­ბი მის­ცა არა გა­მო­ძი­ე­ბას, არა­მედ სა­სა­მარ­თლოს. მხო­ლოდ და მხო­ლოდ ეს პი­როვ­ნე­ბა არ არის და­სას­ჯე­ლი. იმე­დია ეს პრო­ცე­სე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა და ნე­ბის­მი­ე­რი პირი, ვინც ცრუ ჩვე­ნე­ბა მის­ცა, გა­მოვ­ლინ­დე­ბა. არა მხო­ლოდ არას­რულ­წლო­ვა­ნი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, არა­მედ ის პი­რე­ბი, ვინც ყვე­ლა­ფე­რი და­ი­ნა­ხა და არა­ფე­რი თქვა, ასე­ვე ის პი­რე­ბი, ვინც შე­ე­ცა­და ამ საქ­მის გა­ყალ­ბე­ბას და ამ საქ­მის თეთ­რი ძა­ფე­ბით შე­კერ­ვას. არა­ფერს გა­მოვ­რი­ცხავ, ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია ყო­ფი­ლი­ყო და­ში­ნე­ბა, მოს­ყიდ­ვა ან თა­ვი­სი მენ­ტა­ლო­ბა, მაგ­რამ ფაქ­ტია, ამ პირ­თან და­კავ­ში­რე­ბით შს სა­მი­ნის­ტროს ჩხრე­კის ორ­დე­რი რომ ჰქონ­და გა­ცე­მუ­ლი, მი­ვიდ­ნენ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და მხო­ლოდ მისი მშობ­ლე­ბის მიერ მო­წო­დე­ბულ ტან­საც­მელს დას­ჯერ­დნენ. არ შე­ვიდ­ნენ ობი­ექ­ტზე და არ გა­მო­იკ­ვლი­ეს თა­ვი­დან ბო­ლომ­დე. ეს მი­უ­თი­თებს, რომ საქ­მე ვი­ღა­ცის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე აუ­რი­ეს“, - გა­ნა­ცხა­და ზაზა სა­რა­ლი­ძემ.

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ძი­რი­თა­დი საქ­მი­დან გა­მო­ყო­ფი­ლი საქ­მის ფარ­გლებ­ში, ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის ბრალ­დე­ბით, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, არას­რულ­წლო­ვა­ნი დ.ღ. და­ა­კა­ვეს, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ დ.ღ.-მ, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ შე­ეს­წრო გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ფაქტს, გან­ზრახ არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და სა­სა­მარ­თლოს და მის­ცა ცრუ ჩვე­ნე­ბა.

„კერ­ძოდ, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა­ში მოწ­მის სა­ხით გა­მო­კი­თხვი­სას დ.ღ -მ გა­ნა­ცხა­და, რომ გარ­დაც­ვლილ და­ვით სა­რა­ლი­ძეს ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ კონ­ფლიქ­ტში მო­ნა­წი­ლე გ.ჯ და მ.კ, რა დრო­საც მ.კ. ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­და და­ვით სა­რა­ლი­ძეს, თუმ­ცა, სა­სა­მარ­თლო­ში ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მი­სას მ.კ-ს ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უარ­ყო.

გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე, დად­გინ­და, რომ სა­სა­მარ­თლო სხდო­მამ­დე დ.ღ. შეხ­ვდა გარ­დაც­ვლი­ლი და­ვით სა­რა­ლი­ძის მშო­ბელს და ესა­უბ­რა ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა, სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვის სტა­დი­ა­ზე მსგავ­სი შეხ­ვედ­რა და საქ­მის ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე სა­უ­ბა­რი უარ­ყო.

შე­სა­ბა­მი­სად, მოწ­მე დ.ღ.-მ არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია არა­ერ­თხელ მი­ა­წო­და სა­სა­მარ­თლოს რო­გორც და­ნა­შა­უ­ლის, ისე შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ გა­მო­ყო­ფი­ლი საქ­მის ფარ­გლებ­ში, მოწ­მე­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი და მე­რაბ მორ­ჩა­ძე.

მკვლე­ლო­ბის ძი­რი­თა­დი საქ­მი­დან გა­მო­ყო­ფილ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აგ­რძე­ლებს გა­მო­ძი­ე­ბას“, - ნათ­ქვა­მია სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

"ჩემი შვილის მეგობარია, ვის გამოც ინციდენტი დაიწყო" - რას ამბობს ზაზა სარალიძე არასრულწლოვანზე, რომელიც შსს-მ დააკავა

"ჩემი შვილის მეგობარია, ვის გამოც ინციდენტი დაიწყო" - რას ამბობს ზაზა სარალიძე არასრულწლოვანზე, რომელიც შსს-მ დააკავა

მივესალმები შს სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ვინაიდან თავდაპირველად შს სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა პირებმა დაიწყეს ამ საქმის გაფუჭება და დღეს უკვე რეალურ ნაბიჯებს დგამენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს დაკავებული მოწმე დ.ღ. იყო მისი შვილის მეგობარი და პირი, რომლის გამოც ინციდენტი დაიწყო. ზაზა სარალიძე დ.ღ.-ის საქციელს სამი სავარაუდო მიზეზით ხსნის. გარდაცვლილის მამა ეჭვობს, რომ ის ან დააშინეს, ან მოისყიდეს ან არასწორი ჩვენებები საკუთარი მენტალური შეხედულებიდან გამომდინარე მისცა.

ზაზა სარალიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აქცენტს მესამე პირის ან პირების დაინტერესებაზე აკეთებს და იმედოვნებს, რომ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი და ის პირები, რომლებიც საქმის ობიექტურ გამოძიებას უშლიდნენ ხელს, დაისჯებიან. სარალიძე აღნიშნულზე პასუხისმგებლობას საქმეზე მომუშავე სამართალდამცველებსაც აკისრებს.

„დღეს დაკავებულმა პირმა, რომელიც ჩემი შვილის ძმაკაცია, ცრუ ჩვენებები მისცა არა გამოძიებას, არამედ სასამართლოს. მხოლოდ და მხოლოდ ეს პიროვნება არ არის დასასჯელი. იმედია ეს პროცესები გაგრძელდება და ნებისმიერი პირი, ვინც ცრუ ჩვენება მისცა, გამოვლინდება. არა მხოლოდ არასრულწლოვანი მონაწილეები, არამედ ის პირები, ვინც ყველაფერი დაინახა და არაფერი თქვა, ასევე ის პირები, ვინც შეეცადა ამ საქმის გაყალბებას და ამ საქმის თეთრი ძაფებით შეკერვას. არაფერს გამოვრიცხავ, ეს შესაძლებელია ყოფილიყო დაშინება, მოსყიდვა ან თავისი მენტალობა, მაგრამ ფაქტია, ამ პირთან დაკავშირებით შს სამინისტროს ჩხრეკის ორდერი რომ ჰქონდა გაცემული, მივიდნენ წარმომადგენლები და მხოლოდ მისი მშობლების მიერ მოწოდებულ ტანსაცმელს დასჯერდნენ. არ შევიდნენ ობიექტზე და არ გამოიკვლიეს თავიდან ბოლომდე. ეს მიუთითებს, რომ საქმე ვიღაცის ინტერესებიდან გამომდინარე აურიეს“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება.

„კერძოდ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიებაში მოწმის სახით გამოკითხვისას დ.ღ -მ განაცხადა, რომ გარდაცვლილ დავით სარალიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კონფლიქტში მონაწილე გ.ჯ და მ.კ, რა დროსაც მ.კ. ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა დავით სარალიძეს, თუმცა, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მ.კ-ს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა უარყო.

გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ სასამართლო სხდომამდე დ.ღ. შეხვდა გარდაცვლილი დავით სარალიძის მშობელს და ესაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლო განხილვის სტადიაზე მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.

შესაბამისად, მოწმე დ.ღ.-მ არასწორი ინფორმაცია არაერთხელ მიაწოდა სასამართლოს როგორც დანაშაულის, ისე შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გამოყოფილი საქმის ფარგლებში, მოწმეზე ზემოქმედებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულები არიან მირზა სუბელიანი და მერაბ მორჩაძე.

მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს