საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამაზ საყვარელიძე - გრიგოლ ვაშაძის უკან დგას "ნაციონალური მოძრაობა" და ამ ფონზე ნაკლები შანსი აქვს
რამაზ საყვარელიძე - გრიგოლ ვაშაძის უკან დგას "ნაციონალური მოძრაობა" და ამ ფონზე ნაკლები შანსი აქვს

გრი­გოლ ვა­შა­ძე ბევრ პო­ზი­ტი­ურ შე­ფა­სე­ბას იმ­სა­ხუ­რებს თა­ვი­სი მოღ­ვა­წე­ო­ბით, თუმ­ცა მის უკან დგას „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მი­მართ ამომ­რჩევ­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ფონ­ზე ნაკ­ლე­ბი შან­სი აქვს, - ასე აფა­სებს ექ­სპერ­ტი რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძე 10 ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის მიერ წარ­დგე­ნილ კან­დი­დატს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში.

„კან­დი­და­ტი ბევრ პო­ზი­ტი­ურ შე­ფა­სე­ბას იმ­სა­ხუ­რებს თა­ვი­სი მოღ­ვა­წე­ო­ბი­თაც, რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სი ზო­მი­ე­რი იყო ყო­ველ­თვის, მაგ­რამ ვნა­ხეთ, რომ იმე­რეთ­ში ჩა­ტა­რე­ბულ არ­ჩევ­ნებ­ში, სა­დაც წარ­დგე­ნი­ლი იყო კან­დი­და­ტად, მან ვერ გა­ი­მარ­ჯვა. ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ამ მარ­ცხის არის ის, რომ მის უკან დგას „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, რომ­ლის შე­მოშ­ვე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ უნდა. ამ­დე­ნად, კან­დი­და­ტებს ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ფონ­ზე შან­სი ნაკ­ლე­ბი აქვთ“, - გა­ნა­ცხა­და საყ­ვა­რე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, იბ­რძო­ლებს თუ არა აღ­ნიშ­ნუ­ლი კან­დი­და­ტი მე­ო­რე ტუ­რის­თვის, ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ ვის და­ა­ყე­ნებს კან­დი­და­ტად მმარ­თვე­ლი გუნ­დი.

„თუ აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ მმარ­თვე­ლი გუნ­დის მიერ წა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი კან­დი­და­ტი ვერ იმარ­ჯვებს პირ­ველ ტურ­ში და ეს კან­დი­და­ტის პერ­სო­ნა­ლურ წო­ნა­ზეც არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ამ შემ­თხვე­ვა­ში მე­ო­რე ტუ­რის შან­სი იქ­ნე­ბა. თუმ­ცა, რო­გორც არა­ერ­თხელ ვნა­ხეთ, ძა­ლი­ან ძნე­ლია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიყ­ვა­ნა მე­ო­რე ტუ­რამ­დე, რად­გან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პირ­ველ ტურ­ში გა­სა­მარ­ჯვებ­ლად მაქ­სი­მა­ლურ მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას აკე­თებს“, - აღ­ნიშ­ნა საყ­ვა­რე­ლი­ძემ.

ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ერ­თო­ბამ - "სა­მო­ქა­ლა­ქო მოძ­რა­ო­ბა - ძალა ერ­თო­ბა­შია" პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი ქუ­თა­ის­ში, "ბაგ­რა­ტის ტა­ძარ­თან" წა­რად­გი­ნა. სა­მო­ქა­ლა­ქო მოძ­რა­ო­ბის კან­დი­და­ტი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს წევ­რი გრი­გოლ ვა­შა­ძეა.

რამაზ საყვარელიძე - გრიგოლ ვაშაძის უკან დგას "ნაციონალური მოძრაობა" და ამ ფონზე ნაკლები შანსი აქვს

რამაზ საყვარელიძე - გრიგოლ ვაშაძის უკან დგას "ნაციონალური მოძრაობა" და ამ ფონზე ნაკლები შანსი აქვს

გრიგოლ ვაშაძე ბევრ პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს თავისი მოღვაწეობით, თუმცა მის უკან დგას „ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ამომრჩევლის დამოკიდებულების ფონზე ნაკლები შანსი აქვს, - ასე აფასებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე 10 ოპოზიციური პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში.

„კანდიდატი ბევრ პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს თავისი მოღვაწეობითაც, როგორც პოლიტიკოსი ზომიერი იყო ყოველთვის, მაგრამ ვნახეთ, რომ იმერეთში ჩატარებულ არჩევნებში, სადაც წარდგენილი იყო კანდიდატად, მან ვერ გაიმარჯვა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამ მარცხის არის ის, რომ მის უკან დგას „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის შემოშვება ხელისუფლებაში საზოგადოებას არ უნდა. ამდენად, კანდიდატებს ამ დამოკიდებულების ფონზე შანსი ნაკლები აქვთ“, - განაცხადა საყვარელიძემ.

მისივე თქმით, იბრძოლებს თუ არა აღნიშნული კანდიდატი მეორე ტურისთვის, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის დააყენებს კანდიდატად მმართველი გუნდი.

„თუ აღმოჩნდება, რომ მმართველი გუნდის მიერ წამოყენებული კანდიდატი ვერ იმარჯვებს პირველ ტურში და ეს კანდიდატის პერსონალურ წონაზეც არის დამოკიდებული, ამ შემთხვევაში მეორე ტურის შანსი იქნება. თუმცა, როგორც არაერთხელ ვნახეთ, ძალიან ძნელია ხელისუფლების მიყვანა მეორე ტურამდე, რადგან ხელისუფლება პირველ ტურში გასამარჯვებლად მაქსიმალურ მობილიზაციას აკეთებს“, - აღნიშნა საყვარელიძემ.

ოპოზიციური პარტიების ერთობამ - "სამოქალაქო მოძრაობა - ძალა ერთობაშია" პრეზიდენტობის კანდიდატი ქუთაისში, "ბაგრატის ტაძართან" წარადგინა. სამოქალაქო მოძრაობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძეა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები