საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰალსტუხით რომ ვზივარ, ესეც დისკომფორტს მიქმნის, არც ვიცოდი, როგორ მომეგნო ამ ოთახისთვის - ივანე მაჭავარიანი
ჰალსტუხით რომ ვზივარ, ესეც დისკომფორტს მიქმნის, არც ვიცოდი, როგორ მომეგნო ამ ოთახისთვის - ივანე მაჭავარიანი

მე ახლა აქ რომ ვზი­ვარ ჰალ­სტუ­ხით, ესეც საკ­მა­ოდ დის­კომ­ფორ­ტს მიქ­მნის, - ამის შე­სა­ხებ ფი­ნანსთა მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­მა ივა­ნე მა­ჭა­ვა­რი­ან­მა ფრაქ­ცია „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც მთავ­რო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბის­თვის ნდო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის სა­კითხს გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

„ის, რომ მე ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა არ გა­მაჩ­ნია და არც პო­ლი­ტი­კო­სის, ეს შე­იძ­ლე­ბა სი­სუს­ტე იყოს, გე­თან­ხმე­ბით, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად ეს შე­იძ­ლე­ბა ძლი­ერ მოვ­ლე­ნა­ში გა­და­ი­ზარ­დოს, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რა­ში, იქ­ნე­ბა ეს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო თუ ზო­გა­დად სამ­თავ­რო­ბო სტრუქ­ტუ­რა, და­ი­ნა­ხო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გამ­ჯდა­რი ისე­თი არა­ე­ფექ­ტუ­რო­ბა, პრო­ცე­სებ­ში შე­ნე­ლე­ბა, რა­ზეც ჩვე­უ­ლებ­რი­ვად რე­აქ­ცია და მი­უ­ღებ­ლო­ბა გექ­ნე­ბა. მე ახლა აქ რომ ვზი­ვარ ჰალ­სტუ­ხით, ესეც საკ­მა­ოდ დის­კომ­ფორ­ტს მიქ­მნის. წე­სი­ე­რად არც ვი­ცო­დი, რო­გორ მო­მეგ­ნო ამ ოთა­ხის­თვის, მაგ­რამ ეს აკ­რე­ფა­დია. იმ უნარ­ში, რომ არ ავ­ყვე პო­პუ­ლიზმს და სო­ცი­ა­ლუ­რი წნე­ხის ქვეშ არ დავ­გეგ­მო და მერე არ დავ­ხარ­ჯო ბი­უ­ჯე­ტი და მე­ო­რე მხრივ, გა­ვა­ტა­რო რე­ფორ­მე­ბი, რაც მცი­რე მთავ­რო­ბის კონ­ცეფ­ცი­ა­შია, მე მგო­ნი უფრო და­მეხ­მა­რე­ბა ის, რომ არ მაქვს გა­მოც­დი­ლე­ბა ამ სფე­რო­ში“, - გა­ნა­ცხა­და მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

მან ასე­ვე უპა­სუ­ხა რო­მან გო­ცი­რი­ძეს, რომ დიპ­ლო­მებ­ზე და ხა­რის­ხებ­ზე დევ­ნა გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 60-იანი წლე­ბის­თვის არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. „დღეს ბა­ტო­ნი გი­ორ­გის [ქო­ბუ­ლია] გა­მოს­ვლის დროს ახ­სე­ნეთ, 60-იანი წლე­ბის ეკო­ნო­მი­კურ მო­დელს ჰგავ­სო... დიპ­ლო­მებ­ზე და ხა­რის­ხებ­ზე დევ­ნა ასე­ვე მე-20 სა­უ­კუ­ნის 60-იანი წლე­ბია. გა­ი­ხე­დეთ გა­რეთ, რა ხდე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში და გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში. დღეს მიხ­სე­ნეთ თქვენ, რომ ხა­დუ­რი იყო დოქ­ტო­რი და თქვენ ბა­კა­ლავ­რი ხართ და იმან ვერ ქნა და რო­გორ იზამ­თო... მა­შინ თქვენ გე­ნე­რა­ლი­სი­მუ­სი უნდა იყოთ“, - მი­მარ­თა მა­ჭა­ვა­რი­ან­მა რო­მან გო­ცი­რი­ძეს.

ჰალსტუხით რომ ვზივარ, ესეც დისკომფორტს მიქმნის, არც ვიცოდი, როგორ მომეგნო ამ ოთახისთვის - ივანე მაჭავარიანი

ჰალსტუხით რომ ვზივარ, ესეც დისკომფორტს მიქმნის, არც ვიცოდი, როგორ მომეგნო ამ ოთახისთვის - ივანე მაჭავარიანი

მე ახლა აქ რომ ვზივარ ჰალსტუხით, ესეც საკმაოდ დისკომფორტს მიქმნის, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

„ის, რომ მე ბიუროკრატიული გამოცდილება არ გამაჩნია და არც პოლიტიკოსის, ეს შეიძლება სისუსტე იყოს, გეთანხმებით, მაგრამ ამავდროულად ეს შეიძლება ძლიერ მოვლენაში გადაიზარდოს, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო სტრუქტურაში, იქნება ეს ფინანსთა სამინისტრო თუ ზოგადად სამთავრობო სტრუქტურა, დაინახო წლების განმავლობაში გამჯდარი ისეთი არაეფექტურობა, პროცესებში შენელება, რაზეც ჩვეულებრივად რეაქცია და მიუღებლობა გექნება. მე ახლა აქ რომ ვზივარ ჰალსტუხით, ესეც საკმაოდ დისკომფორტს მიქმნის. წესიერად არც ვიცოდი, როგორ მომეგნო ამ ოთახისთვის, მაგრამ ეს აკრეფადია. იმ უნარში, რომ არ ავყვე პოპულიზმს და სოციალური წნეხის ქვეშ არ დავგეგმო და მერე არ დავხარჯო ბიუჯეტი და მეორე მხრივ, გავატარო რეფორმები, რაც მცირე მთავრობის კონცეფციაშია, მე მგონი უფრო დამეხმარება ის, რომ არ მაქვს გამოცდილება ამ სფეროში“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მან ასევე უპასუხა რომან გოცირიძეს, რომ დიპლომებზე და ხარისხებზე დევნა გასული საუკუნის 60-იანი წლებისთვის არის დამახასიათებელი. „დღეს ბატონი გიორგის [ქობულია] გამოსვლის დროს ახსენეთ, 60-იანი წლების ეკონომიკურ მოდელს ჰგავსო... დიპლომებზე და ხარისხებზე დევნა ასევე მე-20 საუკუნის 60-იანი წლებია. გაიხედეთ გარეთ, რა ხდება ტექნოლოგიებში და განვითარებულ ქვეყნებში. დღეს მიხსენეთ თქვენ, რომ ხადური იყო დოქტორი და თქვენ ბაკალავრი ხართ და იმან ვერ ქნა და როგორ იზამთო... მაშინ თქვენ გენერალისიმუსი უნდა იყოთ“, - მიმართა მაჭავარიანმა რომან გოცირიძეს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები