საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრინცი ლუი მოინათლა, ყურადღების ცენრტში კი კვლავ ქეითის და მეგანის კაბები მოექცა
პრინცი ლუი მოინათლა, ყურადღების ცენრტში კი კვლავ ქეითის და მეგანის კაბები მოექცა

კემ­ბრი­ჯის ჰერ­ცოგ­მა და გერ­ცო­გი­ნი­ამ მე­სა­მე შვი­ლი მო­ნათ­ლეს. Hello წერს, რომ სა­მე­ფო ოჯა­ხის ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი წევ­რის, ლუის ნათ­ლო­ბა წმინ­და ჯე­იმ­სის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში შედ­გა. ცე­რე­მო­ნი­ალს, სხვა სტუმ­რებ­თან ერ­თად,რა თქმა უნდა, ეს­წრე­ბოდ­ნენ პრინ­ცი ჩარლ­ზი, კა­მი­ლა პარ­კე­რი, ჰარი, მე­გა­ნი...

ლუის 6 ნათ­ლია ჰყავს, ისი­ნი ქე­ი­თის და უი­ლი­ა­მის მე­გობ­რე­ბი არი­ან.

თუმ­ცა, ნათ­ლო­ბა­ზე არ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ დე­დო­ფა­ლი და პრინ­ცი ფი­ლი­პი, ისი­ნი ნორ­ფოლ­კი­დან ლონ­დონ­ში დაბ­რუნ­დნენ და დატ­ვირ­თუ­ლი კვი­რის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან.

წმინ­და ჯე­იმ­სის ეკ­ლე­სი­ა­ში ქეით მიდლტო­ნის ოჯა­ხის წევ­რე­ბი მი­ვიდ­ნენ, მათ შო­რის - ქე­ი­თის და, პიპა მიდლტო­ნი, რო­მე­ლიც ორ­სუ­ლად არის.

შვი­ლის ნათ­ლო­ბის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და ქეით მიდლტო­ნი, რო­მელ­საც, ჯორ­ჯი­სა და შარ­ლო­ტას ნათ­ლო­ბე­ბის მსგავ­სად, ღია ფე­რის კაბა ეცვა, რო­მე­ლიც მის­მა საყ­ვა­რელ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა, ალექ­სან­დრ მაკ­ქუ­ინ­მა შექ­მნა.

ასე­ვე, არა­ნაკ­ლებ მომ­ხიბ­ვლე­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და მე­გან მარ­კლი. ის წმინ­და ჯე­იმ­სის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში, სა­დაც მარ­ტში თა­ვა­დაც მო­ი­ნათ­ლა, პრინც ჰა­რის­თან ერ­თად შე­ვი­და. მე­განს რალფ ლო­რე­ნის კაბა ეცვა.

ნა­ხეთ ვი­დეო: პრინც ლუის ნათ­ლო­ბა მე­გა­ნი­სა და ქე­ი­თის კა­ბებ­მა დაჩ­რდი­ლა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

პრინცი ლუი მოინათლა, ყურადღების ცენრტში კი კვლავ ქეითის და მეგანის კაბები მოექცა

პრინცი ლუი მოინათლა, ყურადღების ცენრტში კი კვლავ ქეითის და მეგანის კაბები მოექცა

კემბრიჯის ჰერცოგმა და გერცოგინიამ მესამე შვილი მონათლეს. Hello წერს, რომ სამეფო ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრის, ლუის ნათლობა წმინდა ჯეიმსის სახელობის ეკლესიაში შედგა. ცერემონიალს, სხვა სტუმრებთან ერთად,რა თქმა უნდა, ესწრებოდნენ პრინცი ჩარლზი, კამილა პარკერი, ჰარი, მეგანი...

ლუის 6 ნათლია ჰყავს, ისინი ქეითის და უილიამის მეგობრები არიან.

თუმცა, ნათლობაზე არ იმყოფებოდნენ დედოფალი და პრინცი ფილიპი, ისინი ნორფოლკიდან ლონდონში დაბრუნდნენ და დატვირთული კვირისთვის ემზადებიან.

წმინდა ჯეიმსის ეკლესიაში ქეით მიდლტონის ოჯახის წევრები მივიდნენ, მათ შორის - ქეითის და, პიპა მიდლტონი, რომელიც ორსულად არის.

შვილის ნათლობის ცერემონიალზე არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა ქეით მიდლტონი, რომელსაც, ჯორჯისა და შარლოტას ნათლობების მსგავსად, ღია ფერის კაბა ეცვა, რომელიც მისმა საყვარელმა დიზაინერმა, ალექსანდრ მაკქუინმა შექმნა.

ასევე, არანაკლებ მომხიბვლელად გამოიყურებოდა მეგან მარკლი. ის წმინდა ჯეიმსის სახელობის ეკლესიაში, სადაც მარტში თავადაც მოინათლა, პრინც ჰარისთან ერთად შევიდა. მეგანს რალფ ლორენის კაბა ეცვა.

ნახეთ ვიდეო: პრინც ლუის ნათლობა მეგანისა და ქეითის კაბებმა დაჩრდილა

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე