პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის გენგეგმის მიხედვით, დედაქალაქის ტერიტორიის 20%-ზე მშენებლობა დაუშვებელია
თბილისის გენგეგმის მიხედვით, დედაქალაქის ტერიტორიის 20%-ზე მშენებლობა დაუშვებელია

თბი­ლი­სის მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის გე­ნე­რა­ლურ გეგ­მა­ში, დე­და­ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ის 20% ბუ­ნებ­რი­ვი საფრ­თხის მა­ღა­ლი სა­შიშ­რო­ე­ბის კა­ტე­გო­რი­ა­ში მოხ­ვდა.

თბი­ლი­სის მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მის ფარ­გლებ­ში, გე­ო­სა­შიშ­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მოხ­და დე­და­ქა­ლა­ქის და­რა­ი­ო­ნე­ბა კა­ტე­გო­რი­ე­ბის მი­ხედ­ვით, კერ­ძოდ, გა­ნი­სა­ზღვრა და­ბა­ლი, სა­შუ­ა­ლო და მა­ღა­ლი კა­ტე­გო­რი­ე­ბი, სა­დაც, თა­ვის მხრივ, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ტე­რი­ტო­რი­ის მორ­ფო­ლო­გი­უ­რი (რე­ლი­ე­ფი), ჰიდ­რო­გე­ო­ლო­გი­უ­რი და ჰიდ­რო­ლო­გი­უ­რი (დატ­ბორ­ვა) პი­რო­ბე­ბი, გე­ო­ლო­გი­უ­რი აგე­ბუ­ლე­ბა, თა­ნა­მედ­რო­ვე სტი­ქი­უ­რი პრო­ცე­სე­ბი და ან­თრო­პო­გე­ნუ­რი ფაქ­ტო­რი.

მა­ღა­ლი გე­ო­სა­შიშ­რო­ე­ბის ტე­რი­ტო­რი­აა, სა­დაც რე­ლი­ე­ფი დახ­რი­ლია და ძლი­ერ და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი, ამ­გე­ბი გრუნ­ტე­ბი სხვა­დას­ხვა მზი­დი თვი­სე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან და ქა­ნე­ბის წო­ლის ელე­მენ­ტე­ბი ძი­რი­თა­დად თან­ხვედ­რი­ლია ფერ­დო­ბე­ბის დახ­რი­ლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბებ­თან, წყალ­სა­დი­ნა­რე­ბის ჭალა-კა­ლა­პო­ტის (მათ შო­რის დატ­ბორ­ვის) ზო­ნე­ბი და გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან სტი­ქი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის მას­შტა­ბუ­რი გან­ვი­თა­რე­ბით. ასე­თია დე­და­ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ის 20%.

ბუ­ნებ­რი­ვი საფრ­თხის სა­შუ­ა­ლო კა­ტე­გო­რი­ა­ში, სა­დაც რე­ლი­ე­ფი ნაკ­ლე­ბად დახ­რი­ლია და სუს­ტა­დაა და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი, ამ­გე­ბი გრუნ­ტე­ბი სხვა­დას­ხვა მზი­დი თვი­სე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან, მი­წის­ქვე­შა წყლე­ბი შე­და­რე­ბით ახ­ლო­საა ზე­და­პირ­თან, დატ­ბორ­ვებს იშ­ვი­ა­თად აქვს ად­გი­ლი და სტი­ქი­უ­რი პრო­ცე­სე­ბი მას­შტა­ბუ­რი ხა­სი­ათს არ ატა­რე­ბენ, თბი­ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ის 29% მოხ­ვდა.

დე­და­ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ის 51% ბუ­ნებ­რი­ვი საფრ­თხის და­ბა­ლი სა­შიშ­რო­ე­ბის კა­ტე­გო­რი­ა­შია, სა­დაც რე­ლი­ე­ფი ძი­რი­თა­დად სწო­რია, და­ნა­წევ­რე­ბის ხა­რის­ხი უმ­ნიშ­ვნე­ლო, ამ­გე­ბი გრუნ­ტე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან შე­და­რე­ბით მდგრა­დი მზი­დი თვი­სე­ბე­ბით, მი­წის­ქვე­შა წყლე­ბი ძი­რი­თა­დად ღრმა ცირ­კუ­ლა­ცი­ი­საა, დატ­ბორ­ვებს ად­გი­ლი არა აქვს და სტი­ქი­უ­რი პრო­ცე­სე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლად არ ფიქ­სირ­დე­ბი­ან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

თბილისის გენგეგმის მიხედვით, დედაქალაქის ტერიტორიის 20%-ზე მშენებლობა დაუშვებელია

თბილისის გენგეგმის მიხედვით, დედაქალაქის ტერიტორიის 20%-ზე მშენებლობა დაუშვებელია

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში, დედაქალაქის ტერიტორიის 20% ბუნებრივი საფრთხის მაღალი საშიშროების კატეგორიაში მოხვდა.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ფარგლებში, გეოსაშიშროებიდან გამომდინარე მოხდა დედაქალაქის დარაიონება კატეგორიების მიხედვით, კერძოდ, განისაზღვრა დაბალი, საშუალო და მაღალი კატეგორიები, სადაც, თავის მხრივ, გათვალისწინებულია ტერიტორიის მორფოლოგიური (რელიეფი), ჰიდროგეოლოგიური და ჰიდროლოგიური (დატბორვა) პირობები, გეოლოგიური აგებულება, თანამედროვე სტიქიური პროცესები და ანთროპოგენური ფაქტორი.

მაღალი გეოსაშიშროების ტერიტორიაა, სადაც რელიეფი დახრილია და ძლიერ დანაწევრებული, ამგები გრუნტები სხვადასხვა მზიდი თვისებებით გამოირჩევიან და ქანების წოლის ელემენტები ძირითადად თანხვედრილია ფერდობების დახრილობის მიმართულებებთან, წყალსადინარების ჭალა-კალაპოტის (მათ შორის დატბორვის) ზონები და გამოირჩევიან სტიქიური პროცესების მასშტაბური განვითარებით. ასეთია დედაქალაქის ტერიტორიის 20%.

ბუნებრივი საფრთხის საშუალო კატეგორიაში, სადაც რელიეფი ნაკლებად დახრილია და სუსტადაა დანაწევრებული, ამგები გრუნტები სხვადასხვა მზიდი თვისებებით გამოირჩევიან, მიწისქვეშა წყლები შედარებით ახლოსაა ზედაპირთან, დატბორვებს იშვიათად აქვს ადგილი და სტიქიური პროცესები მასშტაბური ხასიათს არ ატარებენ, თბილისის ტერიტორიის 29% მოხვდა.

დედაქალაქის ტერიტორიის 51% ბუნებრივი საფრთხის დაბალი საშიშროების კატეგორიაშია, სადაც რელიეფი ძირითადად სწორია, დანაწევრების ხარისხი უმნიშვნელო, ამგები გრუნტები გამოირჩევიან შედარებით მდგრადი მზიდი თვისებებით, მიწისქვეშა წყლები ძირითადად ღრმა ცირკულაციისაა, დატბორვებს ადგილი არა აქვს და სტიქიური პროცესები პრაქტიკულად არ ფიქსირდებიან.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო