პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვარკეთილში თავდაცვის მინისტრის მოადგილის სიმამრი მოკლეს
ვარკეთილში თავდაცვის მინისტრის მოადგილის სიმამრი მოკლეს

ვარ­კე­თილ­ში თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ერთ-ერთი მო­ად­გი­ლის, გი­ორ­გი ბუ­თხუ­ზის სი­მამ­რი მოკ­ლეს. "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" წერს რომ, ფაქ­ტის თვითმხილ­ვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი ბრმა ტყვი­ას ემსხვერ­პლა.

მე­ზობ­ლე­ბი ყვე­ბი­ან, რომ შუ­ახ­ნის მა­მა­კაცს გვერ­დით მდე­ბა­რე კორ­პუ­სი­დან ნას­რო­ლი ტყვია მოხ­ვდა და ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ვარ­კე­თილ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ფაქტს ადას­ტუ­რე­ბენ, თუმ­ცა გარ­დაც­ვლი­ლის ვი­ნა­ო­ბა­ზე არ სა­უბ­რო­ბენ.

რო­გორც სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ, პო­ლი­ცი­ამ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პირი უკვე და­ა­კა­ვა.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დე­ტექ­ტი­ვე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს და ისა­ნი-სამ­გო­რის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, 1956 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.გ. თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს. მის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 2 ივ­ლისს ვარ­კე­თილ­ში, სა­კუ­თა­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ფან­ჯრი­დან, თა­ვის სა­ხელ­ზე გა­ფორ­მე­ბუ­ლი, ნა­გა­ნის სის­ტე­მის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ქუ­ჩის მხა­რეს უმი­სა­მარ­თოდ გა­ის­რო­ლა.

გას­რო­ლის შე­დე­გად, მო­პირ­და­პი­რე კორ­პუს­ში, გულ­მკერ­დის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო 1953 წელს და­ბა­დე­ბულ­მა შ.მ.-მ, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, და­კა­ვე­ბუ­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კი­სას, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - ნა­გა­ნის სის­ტე­მის რე­ვოლ­ვე­რი, 14 ვაზ­ნა და ამა­ვე ია­რა­ღი­დან გას­რო­ლი­ლი ტყვი­ის მას­რა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს.

გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - აცხა­დე­ბენ შსს-ში.

იხი­ლეთ ვი­დეო: ვარ­კე­თილ­ში თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის სი­მამ­რი მოკ­ლეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

ვარკეთილში თავდაცვის მინისტრის მოადგილის სიმამრი მოკლეს

ვარკეთილში თავდაცვის მინისტრის მოადგილის სიმამრი მოკლეს

ვარკეთილში თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილის, გიორგი ბუთხუზის სიმამრი მოკლეს. "ინტერპრესნიუსი" წერს რომ, ფაქტის თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი ბრმა ტყვიას ემსხვერპლა.

მეზობლები ყვებიან, რომ შუახნის მამაკაცს გვერდით მდებარე კორპუსიდან ნასროლი ტყვია მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა გარდაცვლილის ვინაობაზე არ საუბრობენ.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული პირი უკვე დააკავა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1956 წელს დაბადებული რ.გ. თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 ივლისს ვარკეთილში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან, თავის სახელზე გაფორმებული, ნაგანის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან ქუჩის მხარეს უმისამართოდ გაისროლა.

გასროლის შედეგად, მოპირდაპირე კორპუსში, გულმკერდის არეში დაზიანება მიიღო 1953 წელს დაბადებულმა შ.მ.-მ, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - ნაგანის სისტემის რევოლვერი, 14 ვაზნა და ამავე იარაღიდან გასროლილი ტყვიის მასრა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აცხადებენ შსს-ში.

იხილეთ ვიდეო: ვარკეთილში თავდაცვის მინისტრის მოადგილის სიმამრი მოკლეს

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"