პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამრიკო ჭოხონელიძე: "ზოგჯერ  სიმღერის ისეთ ინტერპრეტაციას ვისმენ, ამოცნობა მიჭირს, მე კი არა შეიძლება კომპოზიტორმაც ვერ იცნოს თავისი სიმღერა"
თამრიკო ჭოხონელიძე: "ზოგჯერ  სიმღერის ისეთ ინტერპრეტაციას ვისმენ, ამოცნობა მიჭირს, მე კი არა შეიძლება კომპოზიტორმაც ვერ იცნოს თავისი სიმღერა"

გუ­შინ „იქს ფაქ­ტორ­ში “ ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლი იყო და შე­დე­გებ­მა ყო­ველ­გვარ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა - კონ­კურ­სი და­ტო­ვა ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძის გუნ­დის ორი­ვე წევ­რმა, თამ­თა ხუ­ხუ­ნა­იშ­ვი­ლი კი სტე­ფა­ნეს გა­დამ­წყვეტ­მა ხმამ „გა­და­იყ­ვა­ნა“ ფი­ნალ­ში.

კონ­კურ­სის მე­ხუ­თე ლაივ კონ­ცერ­ტზე მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ქარ­თუ­ლი და უცხო­უ­რი ჰი­ტე­ბი შე­ას­რუ­ლეს. ქარ­თულ­მა ტურ­მა იმ­დე­ნად ემო­ცი­უ­რად ჩა­ი­ა­რა, რომ სახ­ლში, ტე­ლე­ვი­ზორ­თან მყო­ფი თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე სა­კუ­თა­რი აზ­რი­სა და პა­ტი­ვის­ცე­მის გა­მო­სა­ხა­ტად, შვი­ლიშ­ვილ­თან ერ­თად ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში მი­ვი­და. AMBEBI.GE ქალ­ბა­ტონ თამ­რი­კოს ესა­უბ­რა.

- „იქს ფაქ­ტო­რის“ დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვარ, ალ­ბათ მა­ყუ­რე­ბელ­მა იცის, რომ თით­ქმის ყვე­ლა ლა­ივს ვეს­წრე­ბი. რო­გორც გია ჯა­ჯა­ნი­ძემ პირ­და­პირ ეთერ­ში აღ­ნიშ­ნა, გუ­შინ­დელ კონ­ცერ­ტზეც მიწ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მის გამო ვერ მო­ვა­ხერ­ხე მის­ვლა, თუმ­ცა ტე­ლე­ვი­ზი­ით ვა­დევ­ნებ­დი თვალ­ყურს კონ­კურსს და როცა მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი ასე კარ­გად შე­ას­რუ­ლეს, ვე­ღარ გავ­ჩერ­დი სახ­ლში, ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში მი­ვე­დი, მინ­დო­და ჩემი პა­ტი­ვის­ცე­მა გა­მო­მე­ხა­ტა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფის მი­მართ, ვინც იმუ­შა­ვა ამ ბავ­შვებ­თან და შე­მე­ქო თა­ვად კონ­კურ­სან­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც მარ­თლაც რომ შე­უ­და­რებ­ლად შე­ას­რუ­ლეს ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი.

დიახ, მათ შე­უძ­ლი­ათ იმ­ღე­რონ ქარ­თუ­ლი ისე, რომ ჩან­დეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად ახ­ლოს იყოს დე­დან­თან. მათ შეძ­ლეს და სწო­რად მი­ი­ტა­ნეს ის სიმ­ღე­რე­ბი მა­ყუ­რე­ბელ­თან, რო­მე­ლიც ასე კარ­გად ნაც­ნო­ბია ჩვენ­თვის, თუმ­ცა ვე­რა­ვინ იტყვის, რომ ეს იყო რო­მე­ლი­მე უკვე ნამ­ღე­რი ვერ­სი­ის გან­მე­ო­რე­ბა. გუ­შინ ქარ­თუ­ლი ტუ­რით და­ამ­ტკი­ცეს, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია ახალ­მა თა­ო­ბამ კარ­გად შე­ას­რუ­ლოს ქარ­თუ­ლი. არ შე­მიძ­ლია, არ გა­მოვ­ყო და ჩემი პა­ტი­ვის­ცე­მა არ და­ვა­ფიქ­სი­რო ბენ­დის მი­მართ, რო­მელ­მაც სე­რი­ო­ზუ­ლი გა­ნა­ცხა­დი გა­ა­კე­თა, პა­პუ­ნა შა­რი­ქა­ძეს აქვს კარ­გი მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა და ეს აი­სა­ხე­ბა მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მზე, გუ­შინ სცე­ნა­ზე ვნა­ხეთ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ნა­მუ­შე­ვა­რი, კარ­გად ნაც­ნო­ბი სიმ­ღე­რე­ბის ახ­ლე­ბუ­რი ვერ­სი­ე­ბი, სა­დაც ჩან­და, რომ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გუნ­დი პა­ტივს სცემ­და დე­დანს.

ზოგ­ჯერ სიმ­ღე­რე­ბის ისეთ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას ვის­მენ, ამოც­ნო­ბა მი­ჭირს, მე კი არა, შე­იძ­ლე­ბა კომ­პო­ზი­ტორ­მაც კი ვერ იც­ნოს თა­ვი­სი სიმ­ღე­რა.. გარ­და ამი­სა, ზო­გი­ერ­თი კომ­პო­ზი­ტო­რი დღეს ცო­ცხა­ლი არაა, მათი შე­მოქ­მე­დე­ბის, შე­დევ­რე­ბის დამ­ცვე­ლე­ბი ჩვენ ვართ თი­თო­ე­უ­ლი, ჩვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა ეს შე­მო­ვუ­ნა­ხოთ მო­მა­ვალ თა­ო­ბებს და თუ და­ი­კარ­გე­ბა ის სი­დი­ა­დე, რა­საც ავ­ტო­რი დებს ნა­წარ­მო­ებ­ში, მა­შინ რა გა­მო­ვა?! ვინ ვიქ­ნე­ბით ჩვენ?! სწო­რედ ამი­ტომ ვარ დე­და­ნის თავ­გა­დაკ­ლუ­ლი დამ­ცვე­ლი. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, კონ­კურ­სან­ტმა იმ­ღე­როს „მრუ­დე თუ გაქვს ხელი“, სიმ­ღე­რა რო­მე­ლიც ტრა­გიზ­მი­თაა სავ­სე, „ბედი გა­გექ­ცე­ვა, თავ­ზე და­გექ­ცე­ვა“ ნათ­ქვა­მია ტექ­სტში და ამ დროს ეს მა­ყუ­რებ­ლამ­დე მი­ტა­ნი­ლი იყოს რო­გორ ბედ­ნი­ე­რე­ბის ზე­ი­მი და ჟი­უ­რი­მაც ამ გან­წყო­ბით შე­ა­ფა­სოს, არაა ეს სწო­რი მოდ­გო­მა და ხალ­ხი არ ტყუვ­დე­ბა ამით..

- ამ შემ­თხვე­ვა­ში „მხო­ლოდ ქარ­თულს “ გუ­ლის­ხმობთ?

- არა მხო­ლოდ ამ კონ­კურსს, ზო­გა­დად ვამ­ბობ. თუმ­ცა, პირ­და­პირ გე­ტყვით, რომ „მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის“ პირ­ვე­ლი ტუ­რის შემ­დეგ, როცა გა­მი­ჭირ­და შე­მეც­ნო რამ­დე­ნი­მე სიმ­ღე­რა ახა­ლი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის გამო, გა­მოვ­თქვი ჩემი მო­საზ­რე­ბა, რომ კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ესა თუ ის სიმ­ღე­რა ახ­ლოს ყო­ფი­ლი­ყო დე­დან­თან, კი­დევ ვი­მე­ო­რებ ზუსტ ასლს არ ვგუ­ლის­ხმობ და ეს არ­ცაა სწო­რი, მაგ­რამ უკვე არ­სე­ბუ­ლი ნი­მუ­შის პა­ტივ­სა­ცე­მად, ისე­თი ვერ­სი­ის შე­მუ­შა­ვე­ბას, რო­მე­ლიც არ და­კარ­გავ­და თა­ვის ხიბლს. გი­ორ­გი გას­ვი­ა­ნის „ფაბ­რი­კა­ში“ ვი­ყა­ვი მიწ­ვე­უ­ლი და იქ და­ვა­ფიქ­სი­რე ჩემი კო­ლე­გი­ა­ლუ­რი თხოვ­ნა ზვი­ად ბოლ­ქვა­ძის მი­მართ, რო­მე­ლიც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მუ­სი­კო­სია და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მის­ნა­ი­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი რთუ­ლად მო­ი­ძებ­ნე­ბა.

ჩემი ეს თხოვ­ნა მი­ი­ღეს კრი­ტი­კად და შე­ე­ცად­ნენ გა­ვე­თე­ლე. რა­ტომ­ღაც მგო­ნია, რომ გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას და ნიკა გვა­რა­მი­ას არას­წო­რად მი­ა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია და არ აქვთ სრუ­ლად ნა­ნა­ხი ის ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც „მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის“ ძა­ლი­ან ბევრ, კარგ ას­პექტს ვუს­ვამ ხაზს და აჩ­ვე­ნეს მხო­ლოდ ის მო­ნაკ­ვე­თი, სა­დაც მოკ­რძა­ლე­ბულ კრი­ტი­კას გა­მოვ­თქვამ, რის გა­მოც იე­რიშ­ზე გად­მო­ვიდ­ნენ. ამით და­ამ­ტკი­ცეს, რომ მზად არ არი­ან ჯან­სა­ღი კრი­ტი­კის­თვის, არა­და კრი­ტი­კა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. მე მუ­სი­კათმცოდ­ნე ვარ და ჩვენ ცალ­კე საგ­ნად გვას­წავ­ლიდ­ნენ კრი­ტი­კას, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პრო­ფე­სო­რი გვი­კი­თხავ­და ამ სა­განს. ჩვენ ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი ვალ­დე­ბუ­ლე­ბი ვართ, მო­ვის­მი­ნოთ ერ­თმა­ნე­თის მო­საზ­რე­ბა უკე­თე­სი შე­დე­გი­სა და წინსვლის­თვის.

აღ­ვნიშ­ნე ის, რა­ზეც გული დამ­წყდა, თო­რემ ამით მთლი­ა­ნად ხაზი კი არ გა­და­ვუს­ვი მათ ნა­მუ­შე­ვარს, მა­გა­ლი­თად „რა კარ­გი ხარ, რა კარ­გი“, იყო არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი და ბრა­ვო მინ­და ვუ­თხრა ზვი­ად ბოლ­ქვა­ძეს. კარ­გსაც ვხე­დავ და ხარ­ვეზ­საც, პა­ტა­რა კრი­ტი­კა ვერ აი­ტა­ნეს, ეცად­ნენ ჩემს გა­თელ­ვას, მაგ­რამ არ ავ­ყვე­ბი პრო­ვო­კა­ცი­ას, თუ გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის აზრს, ხომ კარ­გი, თუ არა­და რას ვი­ზამთ..

- მა­ინ­ტე­რესბს, თა­ვად ზვი­ად ბოლ­ქვა­ძე თუ გა­მო­გეხ­მა­უ­რათ თქვე­ნი მი­მარ­თვის შემ­დეგ?

- სხვა­თა შო­რის არა, რა­ზეც გული დამ­წყდა. ზვი­ა­დი მუ­სი­კო­სია და მას ამ თე­მა­ზე დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, რად­გან ის გა­ი­გებს, რა­საც ვამ­ბობ გან­სხვა­ვე­ბით სხვა თვით­მარ­ქვია მუ­სი­კო­სე­ბის­გან.

- თვით­მარ­ქვია მუ­სი­კო­სებ­ში ვის გუ­ლის­ხმობთ?

- არ მინ­და და­კონ­კრე­ტე­ბა, ხალ­ხი მიხ­ვდე­ბა და ხვდე­ბა ყვე­ლა­ფერს, ხალ­ხი არ ტყუვ­დე­ბა. რად­გან „იქს ფაქ­ტო­რით “ და­ვი­წყეთ სა­უ­ბა­რი, ბო­ლო­საც აუ­ცი­ლებ­ლად ვი­ტყვი, მა­სი­ა­მოვ­ნა იმ ფაქ­ტმა, რომ თი­თო­ე­უ­ლი მო­ნა­წი­ლე ერთი მე­ო­რე­ზე უკე­თე­სი იყო , აქ არ იყო ის შემ­თხვე­ვა, რომ ერთი რო­მე­ლი­მე ლი­დე­რი ყო­ფი­ლი­ყო და და­ნარ­ჩე­ნებს სა­შუ­ა­ლო დო­ნე­ზე ემ­ღე­რათ. კარ­გად ჩან­და პე­და­გო­გე­ბის შრო­მა და კონ­კურ­სან­ტე­ბის ნიჭი. ამ­დენ ნი­ჭი­ერ მო­ნა­წი­ლე­ში ძა­ლი­ან რთუ­ლია არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა, არ ვი­სურ­ვებ­დი ჩემი მე­გო­ბა­რი ჟი­უ­რის წევ­რე­ბის ად­გი­ლას ყოფ­ნას, რად­გან ახლა უკვე ძა­ლი­ან რთუ­ლი ხდე­ბა არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა.

ავ­ტო­რი: ციცი ომა­ნი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

თამრიკო ჭოხონელიძე: "ზოგჯერ  სიმღერის ისეთ ინტერპრეტაციას ვისმენ, ამოცნობა მიჭირს, მე კი არა შეიძლება კომპოზიტორმაც ვერ იცნოს თავისი სიმღერა"

თამრიკო ჭოხონელიძე: "ზოგჯერ  სიმღერის ისეთ ინტერპრეტაციას ვისმენ, ამოცნობა მიჭირს, მე კი არა შეიძლება კომპოზიტორმაც ვერ იცნოს თავისი სიმღერა"

გუშინ „იქს ფაქტორში “ ნახევარფინალი იყო და შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა - კონკურსი დატოვა ნანიკო ხაზარაძის გუნდის ორივე წევრმა, თამთა ხუხუნაიშვილი კი სტეფანეს გადამწყვეტმა ხმამ „გადაიყვანა“ ფინალში.

კონკურსის მეხუთე ლაივ კონცერტზე მონაწილეებმა ქართული და უცხოური ჰიტები შეასრულეს. ქართულმა ტურმა იმდენად ემოციურად ჩაიარა, რომ სახლში, ტელევიზორთან მყოფი თამრიკო ჭოხონელიძე საკუთარი აზრისა და პატივისცემის გამოსახატად, შვილიშვილთან ერთად ფილარმონიაში მივიდა. AMBEBI.GE ქალბატონ თამრიკოს ესაუბრა.

- „იქს ფაქტორის“ დიდი გულშემატკივარი ვარ, ალბათ მაყურებელმა იცის, რომ თითქმის ყველა ლაივს ვესწრები. როგორც გია ჯაჯანიძემ პირდაპირ ეთერში აღნიშნა, გუშინდელ კონცერტზეც მიწვეული ვიყავი, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემის გამო ვერ მოვახერხე მისვლა, თუმცა ტელევიზიით ვადევნებდი თვალყურს კონკურსს და როცა მონაწილეებმა ქართული სიმღერები ასე კარგად შეასრულეს, ვეღარ გავჩერდი სახლში, ფილარმონიაში მივედი, მინდოდა ჩემი პატივისცემა გამომეხატა შემოქმედებითი ჯგუფის მიმართ, ვინც იმუშავა ამ ბავშვებთან და შემექო თავად კონკურსანტები, რომლებმაც მართლაც რომ შეუდარებლად შეასრულეს ქართული სიმღერები.

დიახ, მათ შეუძლიათ იმღერონ ქართული ისე, რომ ჩანდეს ინდივიდუალიზმი, მაგრამ ამავდროულად ახლოს იყოს დედანთან. მათ შეძლეს და სწორად მიიტანეს ის სიმღერები მაყურებელთან, რომელიც ასე კარგად ნაცნობია ჩვენთვის, თუმცა ვერავინ იტყვის, რომ ეს იყო რომელიმე უკვე ნამღერი ვერსიის განმეორება. გუშინ ქართული ტურით დაამტკიცეს, რომ შესაძლებელია ახალმა თაობამ კარგად შეასრულოს ქართული. არ შემიძლია, არ გამოვყო და ჩემი პატივისცემა არ დავაფიქსირო ბენდის მიმართ, რომელმაც სერიოზული განაცხადი გააკეთა, პაპუნა შარიქაძეს აქვს კარგი მუსიკალური განათლება და ეს აისახება მის პროფესიონალიზმზე, გუშინ სცენაზე ვნახეთ არაჩვეულებრივი ნამუშევარი, კარგად ნაცნობი სიმღერების ახლებური ვერსიები, სადაც ჩანდა, რომ შემოქმედებითი გუნდი პატივს სცემდა დედანს.

ზოგჯერ სიმღერების ისეთ ინტერპრეტაციას ვისმენ, ამოცნობა მიჭირს, მე კი არა, შეიძლება კომპოზიტორმაც კი ვერ იცნოს თავისი სიმღერა.. გარდა ამისა, ზოგიერთი კომპოზიტორი დღეს ცოცხალი არაა, მათი შემოქმედების, შედევრების დამცველები ჩვენ ვართ თითოეული, ჩვენი ვალდებულებაა ეს შემოვუნახოთ მომავალ თაობებს და თუ დაიკარგება ის სიდიადე, რასაც ავტორი დებს ნაწარმოებში, მაშინ რა გამოვა?! ვინ ვიქნებით ჩვენ?! სწორედ ამიტომ ვარ დედანის თავგადაკლული დამცველი. როგორ შეიძლება, კონკურსანტმა იმღეროს „მრუდე თუ გაქვს ხელი“, სიმღერა რომელიც ტრაგიზმითაა სავსე, „ბედი გაგექცევა, თავზე დაგექცევა“ ნათქვამია ტექსტში და ამ დროს ეს მაყურებლამდე მიტანილი იყოს როგორ ბედნიერების ზეიმი და ჟიურიმაც ამ განწყობით შეაფასოს, არაა ეს სწორი მოდგომა და ხალხი არ ტყუვდება ამით..

- ამ შემთხვევაში „მხოლოდ ქართულს “ გულისხმობთ?

- არა მხოლოდ ამ კონკურსს, ზოგადად ვამბობ. თუმცა, პირდაპირ გეტყვით, რომ „მხოლოდ ქართულის“ პირველი ტურის შემდეგ, როცა გამიჭირდა შემეცნო რამდენიმე სიმღერა ახალი ინტერპრეტაციის გამო, გამოვთქვი ჩემი მოსაზრება, რომ კარგი იქნებოდა, ესა თუ ის სიმღერა ახლოს ყოფილიყო დედანთან, კიდევ ვიმეორებ ზუსტ ასლს არ ვგულისხმობ და ეს არცაა სწორი, მაგრამ უკვე არსებული ნიმუშის პატივსაცემად, ისეთი ვერსიის შემუშავებას, რომელიც არ დაკარგავდა თავის ხიბლს. გიორგი გასვიანის „ფაბრიკაში“ ვიყავი მიწვეული და იქ დავაფიქსირე ჩემი კოლეგიალური თხოვნა ზვიად ბოლქვაძის მიმართ, რომელიც არაჩვეულებრივი მუსიკოსია და შეიძლება ითქვას, რომ მისნაირი პროფესიონალი რთულად მოიძებნება.

ჩემი ეს თხოვნა მიიღეს კრიტიკად და შეეცადნენ გავეთელე. რატომღაც მგონია, რომ გიორგი გაბუნიას და ნიკა გვარამიას არასწორად მიაწოდეს ინფორმაცია და არ აქვთ სრულად ნანახი ის ჩანაწერი, სადაც „მხოლოდ ქართულის“ ძალიან ბევრ, კარგ ასპექტს ვუსვამ ხაზს და აჩვენეს მხოლოდ ის მონაკვეთი, სადაც მოკრძალებულ კრიტიკას გამოვთქვამ, რის გამოც იერიშზე გადმოვიდნენ. ამით დაამტკიცეს, რომ მზად არ არიან ჯანსაღი კრიტიკისთვის, არადა კრიტიკა აუცილებელია. მე მუსიკათმცოდნე ვარ და ჩვენ ცალკე საგნად გვასწავლიდნენ კრიტიკას, არაჩვეულებრივი პროფესორი გვიკითხავდა ამ საგანს. ჩვენ ხელოვანი ადამიანები ვალდებულები ვართ, მოვისმინოთ ერთმანეთის მოსაზრება უკეთესი შედეგისა და წინსვლისთვის.

აღვნიშნე ის, რაზეც გული დამწყდა, თორემ ამით მთლიანად ხაზი კი არ გადავუსვი მათ ნამუშევარს, მაგალითად „რა კარგი ხარ, რა კარგი“, იყო არაჩვეულებრივი და ბრავო მინდა ვუთხრა ზვიად ბოლქვაძეს. კარგსაც ვხედავ და ხარვეზსაც, პატარა კრიტიკა ვერ აიტანეს, ეცადნენ ჩემს გათელვას, მაგრამ არ ავყვები პროვოკაციას, თუ გაითვალისწინებენ პროფესიონალის აზრს, ხომ კარგი, თუ არადა რას ვიზამთ..

- მაინტერესბს, თავად ზვიად ბოლქვაძე თუ გამოგეხმაურათ თქვენი მიმართვის შემდეგ?

- სხვათა შორის არა, რაზეც გული დამწყდა. ზვიადი მუსიკოსია და მას ამ თემაზე დიდი სიამოვნებით დაველაპარაკებოდი, რადგან ის გაიგებს, რასაც ვამბობ განსხვავებით სხვა თვითმარქვია მუსიკოსებისგან.

- თვითმარქვია მუსიკოსებში ვის გულისხმობთ?

- არ მინდა დაკონკრეტება, ხალხი მიხვდება და ხვდება ყველაფერს, ხალხი არ ტყუვდება. რადგან „იქს ფაქტორით “ დავიწყეთ საუბარი, ბოლოსაც აუცილებლად ვიტყვი, მასიამოვნა იმ ფაქტმა, რომ თითოეული მონაწილე ერთი მეორეზე უკეთესი იყო , აქ არ იყო ის შემთხვევა, რომ ერთი რომელიმე ლიდერი ყოფილიყო და დანარჩენებს საშუალო დონეზე ემღერათ. კარგად ჩანდა პედაგოგების შრომა და კონკურსანტების ნიჭი. ამდენ ნიჭიერ მონაწილეში ძალიან რთულია არჩევანის გაკეთება, არ ვისურვებდი ჩემი მეგობარი ჟიურის წევრების ადგილას ყოფნას, რადგან ახლა უკვე ძალიან რთული ხდება არჩევანის გაკეთება.

ავტორი: ციცი ომანიძე

"ჯონის მოხუცი დედა დარჩა დაობლებული ბავშვების იმედად, ყველაზე პატარას შიშები დასჩემდა" - ენგურზე გარდაცვლილები საკუთარ სახლებში გადაასვენეს

"ბერას არ ჰქონია მინიჭებული არც ტურისტული და არც ვაქცინაციის დასრულების საფუძველზე გაცემული ვიზა" - "იმედი" კორეის საელჩოს ნოტას ავრცელებს

"ივანიშვილები აბასთუმანში არიან, ისვენებენ... ბერა ხან ამერიკაშია, ხან - სხვაგან, შეეშვან რა!" - რას ამბობს ეკა ჭიჭინაძე ექსპრემიერის ვაჟის კორეაში წასვლაზე?