საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლიანა ისაკაძის X საიუბილეო საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი - „ღამის სერენადები“
ლიანა ისაკაძის X საიუბილეო საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი -  „ღამის სერენადები“

სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი „ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბი“ 1982 წელს, ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მე­ვი­ო­ლი­ნე­სა და დი­რი­ჟო­რის, ლი­ა­ნა ისა­კა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს უმ­შვე­ნი­ე­რეს მხა­რე­ში, აფხა­ზეთ­ში და­არ­სდა. სამ­წუ­ხა­როდ, 1991 წელს ფეს­ტი­ვალ­მა თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბა შე­წყვი­ტა და მხო­ლოდ 18 წლის შემ­დეგ, 2009 წელს, შა­ვი­ზღვის­პი­რე­თის ულა­მა­ზეს ქა­ლაქ ბა­თუმ­ში გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი ამ ფეს­ტი­ვა­ლის აღ­დგე­ნა, რომ­ლის და­მა­არ­სე­ბე­ლი და უც­ვლე­ლი სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი ლი­ა­ნა ისა­კა­ძეა.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ფეს­ტი­ვა­ლი­სად­მი დიდ­მა ინ­ტე­რეს­მა გა­ნა­პი­რო­ბა მისი გე­ოგ­რა­ფი­ის გა­ფარ­თო­ვე­ბა, რიც გა­მოც, 2015 წლი­დან თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მას უკვე „ბა­თუ­მი-თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი“ ეწო­და.

2018 წელს, სა­ი­უ­ბი­ლეო ფეს­ტი­ვა­ლი, 26, 28 და 29 აგ­ვის­ტოს ქ. ბა­თუმ­ში სას­ტუმ­რო “შე­რა­ტონ ბა­თუ­მის” 500 მა­ყუ­რე­ბელ­ზე გათ­ვლილ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში უკვე მე­ა­თედ გა­ი­მარ­თე­ბა, ხოლო 2 და 4 სექ­ტემ­ბერს - კი სა­ფეს­ტი­ვა­ლო სა­ღა­მო­ე­ბი თბი­ლის­ში გად­მო­ი­ნაც­ვლებს და თბი­ლი­სის ვ.სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის დიდ დარ­ბაზ­ში ჩა­ტარ­დე­ბა.

2011 წლი­დან ფეს­ტი­ვა­ლის სა­ბა­ზო ორ­კესტრია, ლი­ა­ნა ისა­კა­ძის მიერ შექ­მნი­ლი მსოფ­ლიო კა­მე­რუ­ლი ან­სამ­ბლ-ორ­კესტრი „ვირ­ტუ­ო­ზე­ბი“. ამ ორ­კესტრმა უკვე მო­ი­პო­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია 2014 წელს მათი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კონ­ცერ­ტი ლონ­დონ­ში, ხოლო 2015 წლის ივ­ნის­ში „ვირ­ტუ­ო­ზებ­მა“ საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტი ნიუ იორკში გა­მარ­თეს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2018 წელს ორ­კესტრის და­კომ­პლექ­ტე­ბა მოხ­და უცხო­ეთ­ში და სა­ქარ­თვე­ლო­ში მოღ­ვა­წე ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდა მუ­სი­კო­სე­ბით და ეწო­და „სა­ქარ­თვე­ლოს ვირ­ტუ­ო­ზე­ბი“.

წლე­ვან­დე­ლი სა­ი­უ­ბი­ლეო ფეს­ტი­ვა­ლის სა­კონ­ცერ­ტო სა­ღა­მო­ებ­ზე მსოფ­ლიო კლა­სი­კის შე­დევ­რებს შე­ას­რუ­ლე­ბენ ისე­თი ცნო­ბი­ლი მუ­სი­კო­სე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან – პი­ა­ნის­ტი ალექ­სან­დრე კორ­სან­ტია (აშშ), დი­რი­ჟო­რი ვახ­ტანგ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი (სა­ქარ­თვე­ლო/ბელ­გია), მე­ვი­ო­ლი­ნე გია იაშ­ვი­ლი (სა­ქარ­თვე­ლო/ავ­სტრია), მე­ვი­ო­ლი­ნე გეზა ჰოს­ზუ ლე­გოც­კი (უნ­გრე­თი/აშშ), გი­ტა­რის­ტი სო­ფია ბა­როს (იტა­ლია), ბან­დო­ნე­ო­ნის­ტი მა­რიო სტე­ფა­ნო პი­ეტ­რო­დარ­ჩი (იტა­ლია), კომპზი­ტო­რი იო­სებ ბარ­და­ნაშ­ვი­ლი (ის­რა­ე­ლი/სა­ქარ­თვე­ლო) და სხვ.

ფეს­ტი­ვა­ლის მთა­ვა­რი პარტნი­ო­რე­ბი არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, ქ. ბა­თუ­მის მე­რია და ქ. თბი­ლი­სის მე­რია.

ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია კომ­პა­ნია „არტ ალი­ან­სი“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ლიანა ისაკაძის X საიუბილეო საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი - „ღამის სერენადები“

ლიანა ისაკაძის X საიუბილეო საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი -  „ღამის სერენადები“

საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს, ცნობილი ქართველი მევიოლინესა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის ინიციატივით, საქართველოს უმშვენიერეს მხარეში, აფხაზეთში დაარსდა. სამწუხაროდ, 1991 წელს ფესტივალმა თავისი არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, შავიზღვისპირეთის ულამაზეს ქალაქ ბათუმში გახდა შესაძლებელი ამ ფესტივალის აღდგენა, რომლის დამაარსებელი და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი ლიანა ისაკაძეა.

წლების განმავლობაში ფესტივალისადმი დიდმა ინტერესმა განაპირობა მისი გეოგრაფიის გაფართოვება, რიც გამოც, 2015 წლიდან თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მას უკვე „ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი“ ეწოდა.

2018 წელს, საიუბილეო ფესტივალი, 26, 28 და 29 აგვისტოს ქ. ბათუმში სასტუმრო “შერატონ ბათუმის” 500 მაყურებელზე გათვლილ საკონცერტო დარბაზში უკვე მეათედ გაიმართება, ხოლო 2 და 4 სექტემბერს - კი საფესტივალო საღამოები თბილისში გადმოინაცვლებს და თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩატარდება.

2011 წლიდან ფესტივალის საბაზო ორკესტრია, ლიანა ისაკაძის მიერ შექმნილი მსოფლიო კამერული ანსამბლ-ორკესტრი „ვირტუოზები“. ამ ორკესტრმა უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. აღსანიშნავია 2014 წელს მათი წარმატებული კონცერტი ლონდონში, ხოლო 2015 წლის ივნისში „ვირტუოზებმა“ საქველმოქმედო კონცერტი ნიუ იორკში გამართეს.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ორკესტრის დაკომპლექტება მოხდა უცხოეთში და საქართველოში მოღვაწე ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსებით და ეწოდა „საქართველოს ვირტუოზები“.

წლევანდელი საიუბილეო ფესტივალის საკონცერტო საღამოებზე მსოფლიო კლასიკის შედევრებს შეასრულებენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან – პიანისტი ალექსანდრე კორსანტია (აშშ), დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი (საქართველო/ბელგია), მევიოლინე გია იაშვილი (საქართველო/ავსტრია), მევიოლინე გეზა ჰოსზუ ლეგოცკი (უნგრეთი/აშშ), გიტარისტი სოფია ბაროს (იტალია), ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარჩი (იტალია), კომპზიტორი იოსებ ბარდანაშვილი (ისრაელი/საქართველო) და სხვ.

ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქ. ბათუმის მერია და ქ. თბილისის მერია.

ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია „არტ ალიანსი“.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება