პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსამართლე თამთა ჯანჯღავასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას განმარტავს
მოსამართლე თამთა ჯანჯღავასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას განმარტავს

თამ­თა ჯან­ჯღა­ვას ქცე­ვა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნამ­დე, მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ის არა­კა­ნონ­მორ­ჩი­ლი პი­როვ­ნე­ბაა და შე­საძ­ლე­ბე­ლია მან გა­ნაგ­რძოს და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი კე­რა­ტიშ­ვილ­მა მომ­ღე­რალ ირაკ­ლი ნო­ზა­ძის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ თამ­თა ჯან­ჯღა­ვა­სა და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ნა­თია თო­ფუ­რი­ას­თა­ვის წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის თა­ო­ბა­ზე მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გან­მარ­ტე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მო­სა­მარ­თლემ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­სა­მარ­თლომ მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ი­ღო ის გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი იც­ნო­ბენ საქ­მე­ზე და­კი­თხულ მოწ­მე­ებს და მა­ღა­ლი რის­კი არ­სე­ბობ­და, რომ მათ­ზე რა­ი­მე სა­ხის ზე­მოქ­მე­დე­ბა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო. ამას­თან, მო­სა­მარ­თლემ მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ი­ღო ის გა­რე­მო­ე­ბაც, რომ ჯან­ჯღა­ვამ სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ საქ­მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბაც სცა­და.

"რო­გორც საქ­მის გა­რე­მო­ე­ბე­ბი­დან იკ­ვე­თე­ბა, ბრალ­დე­ბუ­ლი თამ­თა ჯან­ჯღა­ვა შე­ე­ცა­და და მო­ი­შო­რა კი­დეც საქ­მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი თა­ვი­დან, ვგუ­ლის­ხმობ, და­ნას. მან ასე­ვე გა­მო­იც­ვა­ლა ის მა­ი­სუ­რი, რო­მე­ლიც ეცვა სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის დროს. გარ­და ამი­სა, მოწ­მე­ებ­თან, ვინც არი­ან და­კი­თხუ­ლე­ბი და შემ­დეგ სა­სა­მარ­თლო­ზეც უნდა და­ი­კი­თხონ, აქვთ ახლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ორი­ვე ბრალ­დე­ბულ­თან და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ­სე­ბობს მათ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე­ე­ბი. სა­სა­მარ­თლო ყუ­რა­დღე­ბას გა­ა­მახ­ვი­ლებს ასე­ვე თამ­თა ჯან­ჯღა­ვას ქცე­ვა­ზე, სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნამ­დე. რო­გორც იკ­ვე­თე­ბა საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან, სა­ვა­რა­უ­დოდ, იგი უგუ­ლე­ბელ­ყოფ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დამ­კვიდ­რე­ბულ ნორ­მებს. ეს გა­რე­მო­ე­ბა, სხვა სეგ­მენ­ტებ­თან ერ­თობ­ლი­ო­ბა­ში, მი­ა­ნიშ­ნებს, რომ თამ­თა ჯან­ჯღა­ვა არა­კა­ნონ­მორ­ჩი­ლი პი­როვ­ნე­ბაა და შე­საძ­ლე­ბე­ლია, მან გა­ნაგ­რძოს და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა, მით უფრო, რო­გორც ამ ეტაპ­ზე დგინ­დე­ბა, კონ­ფლიქ­ტი ჯერ­ჯე­რო­ბით ამო­წუ­რუ­ლი არაა", - გა­ნა­ცხა­და მო­სა­მარ­თლემ.

ამას­თან, გი­ორ­გი კე­რა­ტიშ­ვილ­მა გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა თამ­თა ჯან­ჯღა­ვას მცი­რე­წლო­ვან შვი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც.

"რაც შე­ე­ხე­ბა თამ­თა ჯან­ჯღა­ვას შვი­ლებს, სა­სა­მარ­თლომ იმ­სჯე­ლა დაც­ვის მხა­რის არ­გუ­მენ­ტა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ახლა ისი­ნი იმ­ყო­ფე­ბი­ან ნა­თე­სა­ვებ­თან. ბრალ­დე­ბის მხა­რეს და­ე­ვა­ლა შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბის მოხ­დე­ნა. იგი შე­ად­გენს დო­კუ­მენ­ტა­ლუ­რად ოქ­მებს. თუ რო­მე­ლი­მე ნა­თე­სა­ვი აი­ღებს თა­ვის თავ­ზე მზრუნ­ვე­ლო­ბის გა­წე­ვას მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვებ­ზე, ბავ­შვე­ბი მას­თან დარ­ჩე­ბი­ან, თუ არა და სა­ხელ­მწი­ფო მო­ი­ძი­ებს შე­სა­ბა­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, სა­დაც უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა ამ მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბის ნორ­მა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა და აღ­ზრდა", - გან­მარ­ტა გი­ორ­გი კე­რა­ტიშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00

მოსამართლე თამთა ჯანჯღავასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას განმარტავს

მოსამართლე თამთა ჯანჯღავასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას განმარტავს

თამთა ჯანჯღავას ქცევა დანაშაულის ჩადენამდე, მიანიშნებს, რომ ის არაკანონმორჩილი პიროვნებაა და შესაძლებელია მან განაგრძოს დანაშაულებრივი საქმიანობა, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა მომღერალ ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ ნათია თოფურიასთავის წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების განმარტებისას განაცხადა.

მოსამართლემ განაცხადა, რომ სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ ბრალდებულები იცნობენ საქმეზე დაკითხულ მოწმეებს და მაღალი რისკი არსებობდა, რომ მათზე რაიმე სახის ზემოქმედება განხორციელებულიყო. ამასთან, მოსამართლემ მხედველობაში მიიღო ის გარემოებაც, რომ ჯანჯღავამ სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შემდეგ საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურებაც სცადა.

"როგორც საქმის გარემოებებიდან იკვეთება, ბრალდებული თამთა ჯანჯღავა შეეცადა და მოიშორა კიდეც საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები თავიდან, ვგულისხმობ, დანას. მან ასევე გამოიცვალა ის მაისური, რომელიც ეცვა სავარაუდო დანაშაულის ჩადენის დროს. გარდა ამისა, მოწმეებთან, ვინც არიან დაკითხულები და შემდეგ სასამართლოზეც უნდა დაიკითხონ, აქვთ ახლო ურთიერთობები ორივე ბრალდებულთან და აქედან გამომდინარე, არსებობს მათზე ზემოქმედების რეალური საფრთხეები. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ასევე თამთა ჯანჯღავას ქცევაზე, სავარაუდო დანაშაულის ჩადენამდე. როგორც იკვეთება საქმეში არსებული ინფორმაციიდან, სავარაუდოდ, იგი უგულებელყოფდა საზოგადოებაში დამკვიდრებულ ნორმებს. ეს გარემოება, სხვა სეგმენტებთან ერთობლიობაში, მიანიშნებს, რომ თამთა ჯანჯღავა არაკანონმორჩილი პიროვნებაა და შესაძლებელია, მან განაგრძოს დანაშაულებრივი საქმიანობა, მით უფრო, როგორც ამ ეტაპზე დგინდება, კონფლიქტი ჯერჯერობით ამოწურული არაა", - განაცხადა მოსამართლემ.

ამასთან, გიორგი კერატიშვილმა განმარტება გააკეთა თამთა ჯანჯღავას მცირეწლოვან შვილებთან დაკავშირებითაც.

"რაც შეეხება თამთა ჯანჯღავას შვილებს, სასამართლომ იმსჯელა დაცვის მხარის არგუმენტაციასთან დაკავშირებით. ახლა ისინი იმყოფებიან ნათესავებთან. ბრალდების მხარეს დაევალა შესაბამისი რეაგირების მოხდენა. იგი შეადგენს დოკუმენტალურად ოქმებს. თუ რომელიმე ნათესავი აიღებს თავის თავზე მზრუნველობის გაწევას მცირეწლოვან ბავშვებზე, ბავშვები მასთან დარჩებიან, თუ არა და სახელმწიფო მოიძიებს შესაბამის დაწესებულებას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ამ მცირეწლოვანი ბავშვების ნორმალური განვითარება და აღზრდა", - განმარტა გიორგი კერატიშვილმა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს