სამხედრო
მსოფლიო
საზოგადოება

3

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:04-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 14:39-ზე მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ. ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მცირე ალკოჰოლი არ გაწყენთ. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
კონფლიქტები
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი ქართული გვარ-სახელები ნაცისტური ბანაკებიდან
ახალი ქართული გვარ-სახელები ნაცისტური ბანაკებიდან

"და­ი­კარ­გა უგზო-უკვლოდ!" - ეს იყო სტან­დარ­ტუ­ლი ფრა­ზა, რო­მელ­საც შე­სა­ბა­მი­სი საბ­ჭო­თა უწყე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში (და არა მხო­ლოდ) ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის ოჯახს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ ან წე­რი­ლო­ბით აც­ნობ­დნენ და და­მა­ტე­ბი­თი კი­თხვის დას­მის უფ­ლე­ბა არა­ვის ჰქონ­და... მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბამ შვილ­ზე, ძმა­ზე, ოჯა­ხის წევ­რზე დარ­დი საფ­ლავ­ში წა­ი­ღო... ინა­ხავ­დნენ და უფრთხილ­დე­ბოდ­ნენ მათ ნა­ქონ ნივ­თებს, ომი­დან მო­სულ ბა­რა­თებს...

თით­ქმის სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ, უამ­რავ­მა ქარ­თველ­მა, ან უბ­რა­ლოდ, პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან შექ­მნილ­მა მო­ხა­ლი­სე­თა ჯგუფ­მა, ძა­ლი­ან ბევ­რი აქამ­დე უც­ნო­ბი, უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად მიჩ­ნე­უ­ლი ქარ­თვე­ლი მე­ომ­რის მო­ნა­ცე­მე­ბი, საფ­ლა­ვი და დო­კუ­მენ­ტე­ბი იპო­ვა... მათი ნა­წი­ლი კო­მი­უ­ტე­რულ მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში იყო შეყ­ვა­ნი­ლი, ზოგ­მა კი, დღის სი­ნათ­ლე სა­ი­დუმ­ლო არ­ქი­ვე­ბის გახ­სნის შემ­დეგ იხი­ლა.

ამ მხრივ ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რია ჩვე­ნი არა­ერ­თგზის რეს­პო­დენ­ტი, გერ­მა­ნი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა, მეგი სტემ­პე­ნი, რო­მელ­მაც ეს საქ­მე სა­კუ­თა­რი ბა­ბუ­ის ძებ­ნით და­ი­წყო... წი­ნა­პა­რი ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ იპოვ­ნა, მაგ­რამ რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, სხვა ბა­ბუ­ე­ბის და მი­სი­ვე თქმით, “მზის ბი­ჭე­ბის” კვალს მი­აგ­ნო, რო­მელ­თაც არას­დროს ჰყო­ლი­ათ ოჯა­ხი და ყო­ველ­თვის პა­ტა­რა ბი­ჭე­ბად დარ­ჩე­ბი­ან...”

მეგი სტემ­პე­ნი 10 წე­ლია გერ­მა­ნი­ა­ში, ქა­ლაქ ქემ­ნიც­ში ცხოვ­რობს. დიდი ძა­ლის­ხმე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, ბა­ბუ­ის, ჭოლა თე­დო­რა­ძის საფ­ლავს კი არა, მის შე­სა­ხებ ვე­რა­ნა­ირ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვერ მი­აგ­ნო... გერ­მა­ნულ ფონ­დებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­დეგ გა­მო­იკ­ვლია, რომ არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია მის შე­სა­ხებ არაა და­ცუ­ლი და სა­ვა­რა­უ­დოდ, გერ­მა­ნი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არც ყო­ფი­ლა.

ახლა ბა­ბუ­ის მო­ნა­ცე­მე­ბი ერთ-ერთ რუ­სულ სა­იტს გა­უგ­ზავ­ნა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან დიდი მო­ცუ­ლო­ბის მა­სა­ლას ფლობს... თუმ­ცა, დრო ტყუ­ი­ლად არ და­უ­კარ­გავს, - გერ­მა­ნუ­ლი სა­არ­ქი­ვო მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, აღ­მო­სავ­ლეთ გერ­მა­ნი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე საფ­ლავს მი­აკ­ვლია და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ და­სავ­ლეთ გერ­მა­ნი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უფრო მეტი იქ­ნე­ბა.

გერ­მა­ნი­ა­სა და პო­ლო­ნეთ­ში მიკ­ვლე­უ­ლი საფ­ლა­ვე­ბი, სწო­რედ ნა­ცის­ტურ სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კებ­ში ტყვედ ჩა­ვარ­დნი­ლი ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბი­საა, რო­მელ­თა ნა­თე­სა­ვებს საბ­ჭო­თა კავ­ში­რი ეუბ­ნე­ბო­და, რომ “ისი­ნი უგზო-უკვლოდ და­ი­კარ­გნენ”.

მეგი სტემ­პე­ნის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბი ჩვე­ნი მკი­თხვე­ლის­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა:

აზა­ბაშ­ვი­ლი სოლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1904 წელს, ყვარ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ შილ­და­ში. 1943 წლის 4 აპ­რილს ტყვედ ჩა­ვარ­და და რამ­დე­ნი­მე ხან­ში, მი­უ­ბერ­გში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც სა­ვა­რა­უ­დოდ, მძი­მე ფი­ზი­კუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას და­ა­ვად­და და ხან­გრძლი­ვი ავად­მყო­ფო­ბის შე­დე­გად, რომ­ლის მი­უ­ხე­და­ვა­დაც, იძუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბას გა­ნაგ­რძობ­და, მი­ულ­ბერ­გში, დი­ლის 04:00 სა­ათ­ზე ნაწ­ლა­ვუ­რი სის­ხლდე­ნით გარ­და­იც­ვა­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მისი საფ­ლა­ვი აღ­მო­ა­ჩი­ნეს ნო­ი­ბუკს­დორფში...

არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ეს დი­აგ­ნო­ზი, ნაწ­ლა­ვუ­რი მწვა­ვე სის­ხლდე­ნა მა­შინ ათა­სო­ბით ადა­მი­ანს აქვს დას­მუ­ლი, რაც ტყვე­თა ბა­ნაკ­ში არ­სე­ბუ­ლი არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი კვე­ბი­თა და უმ­ძი­მე­სი ფი­ზი­კუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი.

შალ­ვა ცხოვ­რე­ბა­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1903 წელს სა­ქარ­თვე­ლო, ჭი­ა­თუ­რის რა­ი­ო­ნი, კვარ­ცი­ხე, 1942 წლის 6 ივ­ლისს, ტყვედ ჩა­ვარ­და ვო­რო­ნეჟ­ში, იმ­ყო­ფე­ბო­და VIII, შტა­ლაგ­ში, ტყვე­თა ბა­ნაკ­ში.

1944 წლის 5 მა­ისს და­ი­ღუ­პა ტყვე­ო­ბა­ში, და­საფ­ლა­ვე­ბის პირ­ვე­ლი ად­გი­ლი, - ცა­ი­თხა­ნი, მე­სა­მე სა­საფ­ლაო, 1-ლი ბლო­კი, 16 რიგი. დე­დის გვა­რია შე­ყი­ლა­ძე. მე­უღ­ლე - თამ­რი­კო ჭორ­ვე­ლა­ძე.

გი­ორ­გი პლა­ტო­ნის ძე არო­ბე­ლი­ძე (არ­ვე­ლა­ძე, ან ორ­ბე­ლი­ძე) - და­ბა­დე­ბუ­ლი 1918 წლის ივ­ლის­ში, ქა­ლაქ თბი­ლის­ში, დი­დუ­ბის რა­ი­ონ­ში. ტყვედ ჩა­ვარ­და 1941 წლის 28 ივ­ნისს, ნეს­ვიჟ­ში. და­ღუ­პუ­ლია ტყვე­ო­ბა­ში.

დი­მიტ­რი მა­კა­რის ძე ფო­ცხვე­რაშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი, 1919 წლის 15 სექ­ტემ­ბერს, ზეს­ტა­ფონ­ში. ტყვედ ჩა­ვარ­დნის თა­რი­ღი: 1941 წლის წლის 22 ივ­ლი­სი, ლოკ­ნი. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი 4 H (304) გარ­და­იც­ვა­ლა, 1943 წლის 28 ივ­ლისს. დაკ­რძა­ლუ­ლია გერ­მა­ნი­ა­ში, ქა­ლაქ ქემ­ნიც­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შვილის თანდასწრებით მოკლული ცოლი და სიდედრი - უვადო პატიმრობამისჯილის ოჯახი ბავშვზე მეურვეობას ითხოვს
ავტორი:

ახალი ქართული გვარ-სახელები ნაცისტური ბანაკებიდან

ახალი ქართული გვარ-სახელები ნაცისტური ბანაკებიდან

"დაიკარგა უგზო-უკვლოდ!" - ეს იყო სტანდარტული ფრაზა, რომელსაც შესაბამისი საბჭოთა უწყებები საქართველოში (და არა მხოლოდ) ათასობით ადამიანის ოჯახს ეუბნებოდნენ ან წერილობით აცნობდნენ და დამატებითი კითხვის დასმის უფლება არავის ჰქონდა... მათი ოჯახის წევრების უმეტესობამ შვილზე, ძმაზე, ოჯახის წევრზე დარდი საფლავში წაიღო... ინახავდნენ და უფრთხილდებოდნენ მათ ნაქონ ნივთებს, ომიდან მოსულ ბარათებს...

თითქმის საუკუნის შემდეგ, უამრავმა ქართველმა, ან უბრალოდ, პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლებისგან შექმნილმა მოხალისეთა ჯგუფმა, ძალიან ბევრი აქამდე უცნობი, უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული ქართველი მეომრის მონაცემები, საფლავი და დოკუმენტები იპოვა... მათი ნაწილი კომიუტერულ მონაცემთა ბაზაში იყო შეყვანილი, ზოგმა კი, დღის სინათლე საიდუმლო არქივების გახსნის შემდეგ იხილა.

ამ მხრივ ძალიან აქტიურია ჩვენი არაერთგზის რესპოდენტი, გერმანიაში მცხოვრები ქართველი გოგონა, მეგი სტემპენი, რომელმაც ეს საქმე საკუთარი ბაბუის ძებნით დაიწყო... წინაპარი ჯერჯერობით ვერ იპოვნა, მაგრამ როგორც თავად ამბობს, სხვა ბაბუების და მისივე თქმით, “მზის ბიჭების” კვალს მიაგნო, რომელთაც არასდროს ჰყოლიათ ოჯახი და ყოველთვის პატარა ბიჭებად დარჩებიან...”

მეგი სტემპენი 10 წელია გერმანიაში, ქალაქ ქემნიცში ცხოვრობს. დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ბაბუის, ჭოლა თედორაძის საფლავს კი არა, მის შესახებ ვერანაირ ინფორმაციას ვერ მიაგნო... გერმანულ ფონდებთან თანამშრომლობის შემდეგ გამოიკვლია, რომ არანაირი ინფორმაცია მის შესახებ არაა დაცული და სავარაუდოდ, გერმანიის ტერიტორიაზე არც ყოფილა.

ახლა ბაბუის მონაცემები ერთ-ერთ რუსულ საიტს გაუგზავნა, რომელიც ძალიან დიდი მოცულობის მასალას ფლობს... თუმცა, დრო ტყუილად არ დაუკარგავს, - გერმანული საარქივო მონაცემების მიხედვით, აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე საფლავს მიაკვლია და დარწმუნებულია, რომ დასავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე უფრო მეტი იქნება.

გერმანიასა და პოლონეთში მიკვლეული საფლავები, სწორედ ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მეომრებისაა, რომელთა ნათესავებს საბჭოთა კავშირი ეუბნებოდა, რომ “ისინი უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ”.

მეგი სტემპენის მიერ მოწოდებული ცნობები ჩვენი მკითხველისთვის ძალიან საინტერესო იქნება:

აზაბაშვილი სოლი - დაბადებული 1904 წელს, ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში. 1943 წლის 4 აპრილს ტყვედ ჩავარდა და რამდენიმე ხანში, მიუბერგში გადაიყვანეს, სადაც სავარაუდოდ, მძიმე ფიზიკური სამუშაოების შესრულებისას დაავადდა და ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, რომლის მიუხედავადაც, იძულებით მუშაობას განაგრძობდა, მიულბერგში, დილის 04:00 საათზე ნაწლავური სისხლდენით გარდაიცვალა. მოგვიანებით, მისი საფლავი აღმოაჩინეს ნოიბუკსდორფში...

არსებული მონაცემებით, ეს დიაგნოზი, ნაწლავური მწვავე სისხლდენა მაშინ ათასობით ადამიანს აქვს დასმული, რაც ტყვეთა ბანაკში არსებული არაადამიანური კვებითა და უმძიმესი ფიზიკური სამუშაოებით იყო გამოწვეული.

შალვა ცხოვრებაძე - დაბადებული 1903 წელს საქართველო, ჭიათურის რაიონი, კვარციხე, 1942 წლის 6 ივლისს, ტყვედ ჩავარდა ვორონეჟში, იმყოფებოდა VIII, შტალაგში, ტყვეთა ბანაკში.

1944 წლის 5 მაისს დაიღუპა ტყვეობაში, დასაფლავების პირველი ადგილი, - ცაითხანი, მესამე სასაფლაო, 1-ლი ბლოკი, 16 რიგი. დედის გვარია შეყილაძე. მეუღლე - თამრიკო ჭორველაძე.

გიორგი პლატონის ძე არობელიძე (არველაძე, ან ორბელიძე) - დაბადებული 1918 წლის ივლისში, ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონში. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 28 ივნისს, ნესვიჟში. დაღუპულია ტყვეობაში.

დიმიტრი მაკარის ძე ფოცხვერაშვილი - დაბადებული, 1919 წლის 15 სექტემბერს, ზესტაფონში. ტყვედ ჩავარდნის თარიღი: 1941 წლის წლის 22 ივლისი, ლოკნი. ბანაკი: შტალაგი 4 H (304) გარდაიცვალა, 1943 წლის 28 ივლისს. დაკრძალულია გერმანიაში, ქალაქ ქემნიცში.

გურიაში კორონავირუსი 5 პირს დაუდასტურდა - მათ შორის 2 თვის ბავშვი და 13 წლის მოზარდი არიან

"...და მაინც, "წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო" - თენგიზ ცერცვაძე ექიმ გიორგი კანდელაკს "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ ტელედაბატებში იწვევს

"ეს არ არის ერთი კაცის დანაშაული, ეს არის "კლანის" დანაშაული" - უკავშირდება თუ არა რაგბის კავშირში მომხდარი დაპირისპირება ფინანსებს?