სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-მ 6 თვეში 72 ნარკორეალიზატორი დააკავა
შსს-მ 6 თვეში 72 ნარკორეალიზატორი დააკავა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ 2018 წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში 72 ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რი და­ა­კა­ვა. ამის შე­სა­ხებ უწყე­ბის ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა მა­მუ­კა ჭე­ლი­ძემ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

"ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლი­სა და ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრი­ო­რი­ტე­ტია. ჩვე­ნი მი­ზა­ნია მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვამ­ცი­როთ ნარ­კო­ტი­კის მოხ­მა­რე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ზი­ა­ნი. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, ბოლო პე­რი­ოდ­ში გახ­სნი­ლია ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის არა­ერ­თი ფაქ­ტი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის მა­ი­სის შუა რი­ცხვე­ბი­დან დღემ­დე 4 კი­ლოგ­რა­მი „ჰე­რო­ი­ნი“, 2000 აბი „სუ­ბუ­ტექ­სი“ და „სუ­ბოქ­სი­ნი“, 100 გრა­მი „კო­კა­ი­ნი“, 200 გრა­მი „მდმა“, 150 გრა­მი ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა და 150 გრა­მი ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი ამო­ი­ღეს.

ამა­ვე პე­რი­ოდ­ში, ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა (260-ე მუხ­ლის მე-4 ან მე-5 ნა­წი­ლით) - 8 პირს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნიტ­როს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მარ­ნე­უ­ლის რა­ი­ონ­ში და­ა­კა­ვეს ირა­ნის მო­ქა­ლა­ქე, რომ­ლის­გა­ნაც 282 შეკ­ვრად და­ფა­სო­ე­ბუ­ლი 800 გრა­მი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „ჰე­რო­ი­ნი“ ამო­ი­ღეს. გა­მო­ძი­ე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო ბრუნ­ვის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა თბი­ლის­ში ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის და­ა­კა­ვეს ირა­ნის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, სას­ტუმ­როს ნომ­რის ჩხრე­კი­სას, სა­დაც და­კა­ვე­ბუ­ლი ცხოვ­რობ­და, გან­სა­კუ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით - 1 კი­ლოგ­რა­მი „ოპი­უ­მი“ ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს. გა­მო­ძი­ე­ბა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. და­ნა­შა­უ­ლი 8-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო ბრუნ­ვის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის ირა­ნის კი­დევ ორი მო­ქა­ლა­ქეა და­კა­ვე­ბუ­ლი სა­სა­ზღვრო გამ­შვე­ბი პუნ­ქტი „წი­თე­ლი ხი­დის“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. მათ მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 8-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ე. ჩ.-სა და მ.ა.-სგან 193 შეკ­ვრად და­ფა­სო­ე­ბუ­ლი 900 გრა­მი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „ჰე­რო­ი­ნი“ ამო­ი­ღეს. გა­მო­ძი­ე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში უკა­ნო­ნოდ შე­მო­ტა­ნის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­სა­ღე­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ერთი მო­ქა­ლა­ქე. გუ­რი­ის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი პირი ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­სა­ღე­ბის ბრალ­დე­ბით, სა­ბა­ჟო გამ­შვე­ბი პუნ­ქტი „სარ­ფის“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ დროს და­ა­კა­ვეს, რო­დე­საც იგი სა­ბა­ჟო გამ­შვე­ბი პუნ­ქტის გავ­ლით, თურ­ქეთ­ში გა­დას­ვლას ცდი­ლობ­და. გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ლე­ბას სის­ტე­მა­ტუ­რად ყიდ­და. პო­ლი­ცი­ამ მის მიერ გა­ყი­დუ­ლი ნარ­კო­ტი­კე­ბი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო. ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 14 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვი­სა და გა­სა­ღე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ასე­ვე, აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ქალი სარფში და­ა­კა­ვეს, რო­მელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა­ში ედე­ბა ბრა­ლი. მის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 8-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, და­კა­ვე­ბუ­ლის პი­რა­დი ჩხრე­კი­სას, 339 აბი „სუ­ბოქ­სი­ნი და 20 აბი „მე­ტა­დო­ნი“ ამო­ი­ღეს.

გა­მო­ძი­ე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 260-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ბოლო 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ამო­ღე­ბუ­ლია: 13 კი­ლოგ­რა­მი „ჰე­რო­ი­ნი“, 7000 აბი „სუ­ბუ­ტექ­სი“ და „სუ­ბოქ­სი­ნი“, 1 კილო და 300 გრა­მი „კო­კა­ი­ნი“, 2 კი­ლოგ­რა­მამ­დე „მდმა“, 650 გრა­მი ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა და 1 კი­ლოგ­რა­მამ­დე ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი.

ამა­ვე პე­რი­ოდ­ში ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა (260-ე მუხ­ლის მე-4 ან მე-5 ნა­წი­ლით) - 72 პირს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

შსს-მ 6 თვეში 72 ნარკორეალიზატორი დააკავა

შსს-მ 6 თვეში 72 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლის პირველ ნახევარში 72 ნარკორეალიზატორი დააკავა. ამის შესახებ უწყების ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"ნარკოდანაშაულისა და ნარკოტიკების რეალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შევამციროთ ნარკოტიკის მოხმარებით გამოწვეული ზიანი. სამართალდამცველების ინტენსიური მუშაობის შედეგად, ბოლო პერიოდში გახსნილია ნარკოდანაშაულის არაერთი ფაქტი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის მაისის შუა რიცხვებიდან დღემდე 4 კილოგრამი „ჰეროინი“, 2000 აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 100 გრამი „კოკაინი“, 200 გრამი „მდმა“, 150 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 150 გრამი ფსიქოტროპული ნივთიერებები ამოიღეს.

ამავე პერიოდში, ნარკორეალიზაციისთვის ბრალი წარედგინა (260-ე მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით) - 8 პირს.

შინაგან საქმეთა სამინიტროს თანამშრომლებმა მარნეულის რაიონში დააკავეს ირანის მოქალაქე, რომლისგანაც 282 შეკვრად დაფასოებული 800 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს ირანის რესპუბლიკის მოქალაქე. სამართალდამცველებმა, სასტუმროს ნომრის ჩხრეკისას, სადაც დაკავებული ცხოვრობდა, განსაკურებით დიდი ოდენობით - 1 კილოგრამი „ოპიუმი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ნარკოდანაშაულისთვის ირანის კიდევ ორი მოქალაქეა დაკავებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ე. ჩ.-სა და მ.ა.-სგან 193 შეკვრად დაფასოებული 900 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.

ნარკოტიკების გასაღების ფაქტზე დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე. გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1991 წელს დაბადებული პირი ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, თურქეთში გადასვლას ცდილობდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშულებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ მის მიერ გაყიდული ნარკოტიკები ნივთმტკიცებად ამოიღო. ჩადენილი დანაშაული 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს.

ასევე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1997 წელს დაბადებული ქალი სარფში დააკავეს, რომელსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედება ბრალი. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 339 აბი „სუბოქსინი და 20 აბი „მეტადონი“ ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო 6 თვის განმავლობაში ამოღებულია: 13 კილოგრამი „ჰეროინი“, 7000 აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 1 კილო და 300 გრამი „კოკაინი“, 2 კილოგრამამდე „მდმა“, 650 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 1 კილოგრამამდე ფსიქოტროპული ნივთიერებები.

ამავე პერიოდში ნარკორეალიზაციისთვის ბრალი წარედგინა (260-ე მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით) - 72 პირს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს