მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული ვაზი შესაძლოა მარსზე გაშენდეს
ქართული ვაზი შესაძლოა მარსზე გაშენდეს

ქარ­თუ­ლი ვაზი შე­საძ­ლოა მარსზე გა­შენ­დეს. სა­ქარ­თვე­ლოს კოს­მო­სურ პროგ­რა­მა­ში ჩარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა ჯა­ნა­ში­ას სა­ხე­ლო­ბის მუ­ზე­უ­მის ეზო­ში, სა­დაც პროგ­რა­მა­ში ჩარ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­ნი­ხი­ლეს. მარსზე ვა­ზის კულ­ტუ­რის გე­ნე­რი­რე­ბის პრო­ექ­ტის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად შექ­მნი­ლია სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც შემ­დე­გი შე­მად­გენ­ლო­ბი­საა: სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო, ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი, კომ­პა­ნია Microsoft და კომ­პა­ნია SpaceFarms-ის მო­მავ­ლის სათ­ბუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

პრო­ექ­ტის IX მი­ნე­ლი­უ­მის სა­ხელ­წო­დე­ბის შექ­მნა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო, ქარ­თულ ბა­ზარ­ზე წამ­ყვან­მა კრე­ა­ტი­ულ­მა სა­ა­გენ­ტომ, Windfor 's-მა. სას­ტუმ­რო „სტამ­ბა­ში“ მიმ­დი­ნა­რე­ობს რე­გი­ონ­ში პირ­ვე­ლი ურ­ბა­ნუ­ლი ვერ­ტი­კა­ლუ­რი სათ­ბუ­რი-ლა­ბო­რა­ტო­რი­ის შექ­მნა, რომ­ლის ოპე­რი­რე­ბა­საც Spacefarms გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

ლა­ბო­რა­ტო­რია სექ­ტემ­ბრი­დან და­ი­წყებს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას, სა­დაც ვა­ზის სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯი­შე­ბის გა­მოყ­ვა­ნა, კვლე­ვა და გან­ვი­თა­რე­ბა მოხ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სი BTU-ს ჩარ­თუ­ლო­ბით, HP-ის ტექ­ნი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რი­თა და ევ­რო­პის კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტოს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით წა­რი­მარ­თე­ბა.

მარ­სის კო­ლო­ნი­ზა­ცი­ის ფარ­გლებ­ში NASA-ს მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად BTU-ს ბა­ზა­ზე კომ­პა­ნია HP Inc-მა შექ­მნა კვლე­ვი­თი ლა­ბო­რა­ტო­რია, რო­მე­ლიც ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა აღ­ნიშ­ნულ პრო­ექ­ტზე მო­მუ­შა­ვე ექ­სპერ­ტე­ბის­თვის.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა, მიშა ბა­ტი­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ეს არის უნი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბი­სათ­ვის. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტით შე­საძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა ვა­ზის, რო­გორც ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რი­სა და ის­ტო­რი­ის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლის, თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბა.

"ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში თით­ქმის ერთი წე­ლია ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს HP-ის ლა­ბო­რა­ტო­რია, რო­მე­ლიც მარ­სის ათ­ვი­სე­ბის პრო­ექტს გუ­ლის­ხმობს. ჩვე­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წე­ლია, კოს­მო­სის ათ­ვი­სე­ბის კუ­თხით სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. ამის შემ­დეგ გაჩ­ნდა ამ­ბი­ცია, თუ რა­ტომ არ უნდა იყოს სა­ქარ­თვე­ლო ჩარ­თუ­ლი ამ პრო­ექ­ტში. რო­დე­საც და­ვი­წყეთ ამა­ზე ფიქ­რი, მა­შინ­ვე გაჩ­ნდა მო­საზ­რე­ბა, რომ ეს უნდა ყო­ფი­ლი­ყო ვაზი.

ვაზი ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა და სი­ა­მა­ყეა, ხვა­ლინ­დე­ლი დღეც და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ჩვე­ნი ის­ტო­რია დაგ­ვე­კავ­ში­რე­ბი­ნა მო­მა­ვალ­თან, ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან და სწო­რედ ეს პრო­ექ­ტი აღ­მოჩ­ნდა ის, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს ვა­ზის გან­ვი­თა­რე­ბას, კოს­მო­სის ათ­ვი­სე­ბის პრო­ექ­ტში. სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს გა­იხ­სნე­ბა ორი ლა­ბო­რა­ტო­რია, რო­მე­ლიც მოგ­ვცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ქარ­თუ­ლი ვა­ზის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ი­წყოს კვლე­ვე­ბი და მალე და­იმ­კვიდ­როს სა­ქარ­თვე­ლომ ასეთ პრო­ექ­ტებ­ში ად­გი­ლი", - გა­ნა­ცხა­და მიშა ბა­ტი­აშ­ვილ­მა.

ქართული ვაზი შესაძლოა მარსზე გაშენდეს

ქართული ვაზი შესაძლოა მარსზე გაშენდეს

ქართული ვაზი შესაძლოა მარსზე გაშენდეს. საქართველოს კოსმოსურ პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა ჯანაშიას სახელობის მუზეუმის ეზოში, სადაც პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობები განიხილეს. მარსზე ვაზის კულტურის გენერირების პროექტის განსახორციელებლად შექმნილია საინიციატივო ჯგუფი, რომელიც შემდეგი შემადგენლობისაა: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, კომპანია Microsoft და კომპანია SpaceFarms-ის მომავლის სათბურის წარმომადგენლები.

პროექტის IX მინელიუმის სახელწოდების შექმნაში მონაწილეობა მიიღო, ქართულ ბაზარზე წამყვანმა კრეატიულმა სააგენტომ, Windfor 's-მა. სასტუმრო „სტამბაში“ მიმდინარეობს რეგიონში პირველი ურბანული ვერტიკალური სათბური-ლაბორატორიის შექმნა, რომლის ოპერირებასაც Spacefarms განახორციელებს.

ლაბორატორია სექტემბრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას, სადაც ვაზის სპეციალური ჯიშების გამოყვანა, კვლევა და განვითარება მოხდება. აღნიშნული პროცესი BTU-ს ჩართულობით, HP-ის ტექნიკური მხარდაჭერითა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს სპეციალისტების მონაწილეობით წარიმართება.

მარსის კოლონიზაციის ფარგლებში NASA-ს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად BTU-ს ბაზაზე კომპანია HP Inc-მა შექმნა კვლევითი ლაბორატორია, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება აღნიშნულ პროექტზე მომუშავე ექსპერტებისთვის.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა, მიშა ბატიაშვილმა განუცხადა, ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს პოზიციონირებისათვის. მისივე განცხადებით, აღნიშნული პროექტით შესაძლებელი ხდება ვაზის, როგორც ქართული კულტურისა და ისტორიის განუყოფელი ნაწილის, თანამედროვეობასთან დაკავშირება.

"ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში თითქმის ერთი წელია ფუნქციონირებს HP-ის ლაბორატორია, რომელიც მარსის ათვისების პროექტს გულისხმობს. ჩვენი სპეციალისტები დაახლოებით ერთი წელია, კოსმოსის ათვისების კუთხით სხვადასხვა პროექტში მონაწილეობენ. ამის შემდეგ გაჩნდა ამბიცია, თუ რატომ არ უნდა იყოს საქართველო ჩართული ამ პროექტში. როდესაც დავიწყეთ ამაზე ფიქრი, მაშინვე გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს უნდა ყოფილიყო ვაზი.

ვაზი ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობა და სიამაყეა, ხვალინდელი დღეც და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ისტორია დაგვეკავშირებინა მომავალთან, ტექნოლოგიებთან და სწორედ ეს პროექტი აღმოჩნდა ის, რომელიც გულისხმობს ვაზის განვითარებას, კოსმოსის ათვისების პროექტში. სექტემბრის ბოლოს გაიხსნება ორი ლაბორატორია, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ქართული ვაზის მიმართულებით დაიწყოს კვლევები და მალე დაიმკვიდროს საქართველომ ასეთ პროექტებში ადგილი", - განაცხადა მიშა ბატიაშვილმა.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ