საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირმა ნადირაშვილი თეა წულუკიანს - კითხვებზე უნდა გაგვცეთ პასუხები და ბოღმა არ უნდა ანთხიოთ, ნუ ხართ ჩარჩენილი წარსულში
ირმა ნადირაშვილი თეა წულუკიანს - კითხვებზე უნდა გაგვცეთ პასუხები და ბოღმა არ უნდა ანთხიოთ, ნუ ხართ ჩარჩენილი წარსულში

თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი გა­მოს­ვლა ჰქონ­და - კი­თხვებ­ზე უნდა გაგ­ვცეთ პა­სუ­ხე­ბი ქალ­ბა­ტო­ნო თეა და ბოღ­მა არ უნდა ან­თხი­ოთ, - ამ სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ წევ­რმა, ირმა ნა­დი­რაშ­ვილ­მა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატს თეა წუ­ლუ­კი­ანს.

პარ­ლა­მენ­ტის რამ­დე­ნი­მე კო­მი­ტე­ტის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სხდო­მა­ზე ირმა ნა­დი­რაშ­ვილ­მა სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტი გა­აკ­რი­ტი­კა და გა­ნა­ცხა­და, რომ მისი ყოფ­ნა პარ­ლა­მენ­ტში, რო­გორც კან­დი­და­ტის, სულ მცი­რე უხერ­ხუ­ლია.

“რო­გო­რი არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რიც არის ის, რომ ჩვენ დღეს აქ ვხე­დავთ თეა წუ­ლუ­კი­ანს, წარ­მოდ­გე­ნილს, რო­გორც იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრო­ბი­სას, ასე­თი­ვე არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი გა­მოს­ვლა ჰქონ­და ქალ­ბა­ტონ თეას. ჩვენ არ ვე­ლო­დე­ბო­დით იმა­ზე სა­უ­ბარს, რა­ზეც ისა­უბ­რეთ. პი­რა­დად მე თქვენ­გან ვე­ლო­დე­ბი პა­სუ­ხებს, თუ რო­გორ მოხ­და, რომ თქვენ ხელი ვერ შე­უ­შა­ლეთ მა­გა­ლი­თად ჩა­ტა­ე­ვის ცი­ხი­დან გა­მოს­ვლას და თქვენს გამო შუა ქა­ლაქ­ში მი­ვი­ღეთ კრი­ზი­სი. თქვენ ჩა­აფ­ლა­ვეთ მთლი­ა­ნად სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მა. რო­გორ მოხ­და, რომ თქვე­ნი მად­ლო­ბე­ბი მო­ვის­მი­ნეთ შო­თა­ძის მი­სა­მარ­თით, როცა ქა­ლა­ქის ცენ­ტრში კრი­ზი­სი გქონ­დათ შექ­მნი­ლი და ადა­მი­ა­ნე­ბი ითხოვ­დნენ, რომ სა­მარ­თლი­ა­ნად იყოს გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი?! ამ კი­თხვებ­ზე უნდა გვე­სა­უბ­როთ ჩემი აზ­რით და არა ისევ ბოღ­მა ან­თხი­ოთ რო­გორც ამას აკე­თებთ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. გა­მო­დით, ნუ ხართ ჩარ­ჩე­ნი­ლი წარ­სულ­ში და ნუ ცდი­ლობთ ახლა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის თა­ვის მო­წო­ნე­ბას ამ ტრი­ბუ­ნი­დან, რომ რა­მე­ნა­ი­რად თა­ნამ­დე­ბო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ. უხერ­ხუ­ლია აქ რომ ზი­ხართ, როცა მთე­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი აცხა­დებს, რომ თქვენ­თან სა­უ­ბა­რი არ უნდა“, - მი­მარ­თა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატს ირმა ნა­დი­რაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­მა, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა ყო­ფილ მთა­ვარ პრო­კუ­რორს, ირაკ­ლი შო­თა­ძეს პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­დან დღეს მად­ლო­ბა კი­დევ ერთხელ გა­და­უ­ხა­და.

ირმა ნადირაშვილი თეა წულუკიანს - კითხვებზე უნდა გაგვცეთ პასუხები და ბოღმა არ უნდა ანთხიოთ, ნუ ხართ ჩარჩენილი წარსულში

ირმა ნადირაშვილი თეა წულუკიანს - კითხვებზე უნდა გაგვცეთ პასუხები და ბოღმა არ უნდა ანთხიოთ, ნუ ხართ ჩარჩენილი წარსულში

თეა წულუკიანის არაადეკვატური გამოსვლა ჰქონდა - კითხვებზე უნდა გაგვცეთ პასუხები ქალბატონო თეა და ბოღმა არ უნდა ანთხიოთ, - ამ სიტყვებით მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს თეა წულუკიანს.

პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ირმა ნადირაშვილმა სიტყვით გამოსვლისას იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მისი ყოფნა პარლამენტში, როგორც კანდიდატის, სულ მცირე უხერხულია.

“როგორი არაადეკვატურიც არის ის, რომ ჩვენ დღეს აქ ვხედავთ თეა წულუკიანს, წარმოდგენილს, როგორც იუსტიციის მინისტრობისას, ასეთივე არაადეკვატური გამოსვლა ჰქონდა ქალბატონ თეას. ჩვენ არ ველოდებოდით იმაზე საუბარს, რაზეც ისაუბრეთ. პირადად მე თქვენგან ველოდები პასუხებს, თუ როგორ მოხდა, რომ თქვენ ხელი ვერ შეუშალეთ მაგალითად ჩატაევის ციხიდან გამოსვლას და თქვენს გამო შუა ქალაქში მივიღეთ კრიზისი. თქვენ ჩააფლავეთ მთლიანად სასამართლო რეფორმა. როგორ მოხდა, რომ თქვენი მადლობები მოვისმინეთ შოთაძის მისამართით, როცა ქალაქის ცენტრში კრიზისი გქონდათ შექმნილი და ადამიანები ითხოვდნენ, რომ სამართლიანად იყოს გამოძიებული საქმეები?! ამ კითხვებზე უნდა გვესაუბროთ ჩემი აზრით და არა ისევ ბოღმა ანთხიოთ როგორც ამას აკეთებთ წლების განმავლობაში. გამოდით, ნუ ხართ ჩარჩენილი წარსულში და ნუ ცდილობთ ახლა ბიძინა ივანიშვილისთვის თავის მოწონებას ამ ტრიბუნიდან, რომ რამენაირად თანამდებობა შეინარჩუნოთ. უხერხულია აქ რომ ზიხართ, როცა მთელი არასამთავრობო სექტორი აცხადებს, რომ თქვენთან საუბარი არ უნდა“, - მიმართა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს ირმა ნადირაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა ყოფილ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს პარლამენტის ტრიბუნიდან დღეს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები