საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გლდანში 32 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავეს
გლდანში 32 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავეს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დე­ტექ­ტი­ვე­ბი­სა და გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის სამ­მარ­თვე­ლო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, ორი პირი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს, - ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 15 ივ­ნისს, გლ­და­ნის და­სახ­ლე­ბა­ში, 1983 წელს და­ბა­დე­ბულ­მა, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლევ­მა ვ.ზ.-მ, შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით, ცივი ია­რა­ღით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა 1986 წელს და­ბა­დე­ბულ ს.მ.-ს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბის შე­დე­გად, ს.მ. სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფის მის­ვლამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. მის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

„აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი გახ­და 1982 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.შ.-სთვის, რო­მელ­მაც გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს არ შე­ა­ტყო­ბი­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­უ­ყოვ­ნებ­ლივ იქნა და­კა­ვე­ბუ­ლი. მის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 2-დან 4 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 108-ე და 376-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს,” - ნათ­ქვა­მია სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გლდანში 32 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავეს

გლდანში 32 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ორი პირი ცხელ კვალზე დააკავეს, - ამის შესახებ AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 15 ივნისს, გლდანის დასახლებაში, 1983 წელს დაბადებულმა, წარსულში ნასამართლევმა ვ.ზ.-მ, შურისძიების მიზნით, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1986 წელს დაბადებულ ს.მ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობის შედეგად, ს.მ. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის მისვლამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული რამდენიმე საათში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„აღნიშნული დანაშაულის შესახებ ცნობილი გახდა 1982 წელს დაბადებული ლ.შ.-სთვის, რომელმაც გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია სამართალდამცავებს არ შეატყობინა. აღნიშნული პირი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაუყოვნებლივ იქნა დაკავებული. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს,” - ნათქვამია საგამოძიებო უწყების ინფორმაციაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს