მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წვეულებები, რომლებზე მოხვედრა ყველას ოცნებაა
წვეულებები, რომლებზე მოხვედრა ყველას ოცნებაა

და­მე­თან­ხმე­ბით, თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში, ადა­მი­ა­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს და ფან­ტა­ზი­ას სა­ზღვა­რი აღარ აქვს. თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი ნა­ნა­ხი თუ არა, გა­გო­ნი­ლი მა­ინც უნდა გვქონ­დეს, მაგ­რამ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი და მათი ფან­ტა­ზია ყო­ველ ჯერ­ზე მა­ინც ახალ ახალ სი­ურპრი­ზებს გვთა­ვა­ზობს.

გთა­ვა­ზობთ მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი წვე­უ­ლე­ბებს:

ჯიმი ჩუს 2017 წლის შოუ პა­რიზ­ში

ჯიმი ჩუს შე­მოქ­მე­დე­ბით­მა დი­რექ­ტორ­მა სან­დრა ჩოიმ სა­დღე­სას­წა­უ­ლო კო­ლექ­ცია პა­რიზ­ში სა­ზე­ი­მოდ გახ­სნა. მდიდ­რუ­ლი ფეხ­საც­მლის ბრენდმა 2017 წლის სა­დღე­სას­წა­უ­ლო კო­ლექ­ცია, Swarovski-სთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით შექ­მნა.

გა­მო­ფე­ნილ ნი­მუ­შებს გვერდს უმ­შვე­ნებ­და ხე­ლოვ­ნუ­რი საკ­ვე­ბი, რო­მე­ლიც დე­კო­რა­ტი­ულ ხა­სი­ათს ატა­რებ­და და ძვირ­ფა­სი ქვე­ბით იყო მო­პირ­კე­თე­ბუ­ლი, სუფ­რა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ძვირ­ფა­სი ქვე­ბით სავ­სე შუ­შის ჭი­ქე­ბი და ვერ­ცხლის სა­სან­თლე­ე­ბი.

“სას­ტუმ­რო ატ­ლან­ტი­სის” გახ­სნა დუ­ბა­ი­ში

“სას­ტუმ­რო ატ­ლან­ტი­სი” დუ­ბა­ი­ში, ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნილ კუნ­ძულ „პალმ აი­ლენ­დზე“ მდე­ბა­რე­ობს. სას­ტუმ­როს გრან­დი­ო­ზუ­ლი გახ­სნის ღო­ნის­ძი­ე­ბა კა­ი­ლი მი­ნო­უ­გის ცო­ცხლად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ჰი­ტე­ბით და­ი­წყო. მას­თან ერ­თად ცე­რე­მო­ნი­ას ჰო­ლი­ვუ­დის სხვა სე­ლებ­რი­თე­ბიც ეს­წრე­ბოდ­ნენ, მათ შო­რის რო­ბერტ დე ნირო, შერ­ლიზ ტე­რო­ნი, ლინდსი ლო­ჰა­ნი და სხვე­ბი.

სა­ზე­ი­მო ფე­ი­ერ­ვერ­კი, მას­შტა­ბით შვიდ­ჯერ აღე­მა­ტე­ბო­და 2000 წლის ჩი­ნე­თის ზა­ფხუ­ლის ოლიმ­პი­ა­დის გახ­სნის ფე­ი­ერ­ვერკს.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ბი­უ­ჯე­ტი 31 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი იყო.

პრინ­ცი ჰა­რი­სა და მსა­ხი­ობ მე­გან მარ­კლის ქორ­წი­ლი

არ გა­და­ვა­ჭარ­ბებთ თუ ვი­ტყვით, რომ ამ სა­ნა­ხა­ო­ბამ ყვე­ლა მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. ქორ­წი­ლი რო­მელ­მაც მსოფ­ლიო აა­ლა­პა­რა­კა, და­ახ­ლო­ე­ბით 500 მი­ლი­ო­ნი დაჯ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია მე­გა­ნის ფატა, რო­მელ­ზეც თა­ნა­მე­გობ­რო­ბის წევ­რი 53 ქვეყ­ნის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ყვა­ვი­ლე­ბი იყო ამო­ქარ­გუ­ლი.

კუნ­ძულ იბი­ცას და­უ­ვი­წყა­რი წვე­უ­ლე­ბე­ბი

იბი­ცა­ზე მდე­ბა­რე ღია კლუ­ბე­ბი, და მათ­ზე გა­მარ­თუ­ლი წვე­უ­ლე­ბე­ბი ყო­ველ­თვის ხალ­ხმრა­ვა­ლი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლია იქ მოხ­ვედ­რი­ლი სტუმ­რე­ბის­თვის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი დი­ჯე­ის დე­ვიდ გე­ტას შოუ, რო­მე­ლიც იბი­ცა­ზე მდე­ბა­რე კლუბ­ში „pacha” გა­ი­მარ­თა და ასე­ვე და­უ­ვი­წყა­რი სა­ნა­ხა­ო­ბა იყო დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­თვის.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ მსგავ­სი წვე­უ­ლე­ბე­ბის გა­მარ­თვა ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­შიც აქ­ტუ­ა­ლუ­რი თემა გახ­და, ჩვენც ვცდი­ლობთ ამ კუ­თხით არ ჩა­მოვ­რჩეთ გან­ვი­თა­რე­ბულ მსოფ­ლი­ოს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ასე­თი მას­შტა­ბე­ბის წვე­უ­ლე­ბე­ბით ქარ­თვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა ნამ­დვი­ლად არ ვართ გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლე­ბი, ვერც იმას ვი­ტყვით, რომ ჩვენ­თან მსგავ­სი არა­ფე­რი ხდე­ბა.

„ბილტმორ თბი­ლი­სის“ სა­ზე­ი­მო გახ­სნა

თბი­ლის­ში 6 ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო The Biltmore Hotel Tbilisi გრან­დი­ო­ზუ­ლი ფე­ირ­ვერ­კის და ლა­ზე­რუ­ლი შოუს თან­ხლე­ბით გა­იხ­სნა. არა­ბულ­მა სა­ინ­ვეს­ტი­ციო კომ­პა­ნი­ამ Dhabi Group შე­ნო­ბა­ში 140 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ექ­ვი­ვა­ლენ­ტი ინ­ვეს­ტი­ცია ჩადო.

სა­გან­ზო­მი­ლე­ბი­ან შოუს, რო­მე­ლიც უკვე აღი­ა­რეს კავ­კა­სი­ა­ში ყვე­ლა­ზე გრან­დი­ო­ზუ­ლად, ხუ­თი­ა­თა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი ადევ­ნებ­და თვალს. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, გახ­სნის ცე­რე­მო­ნია ორ მი­ლი­ო­ნამ­დე დო­ლა­რი დაჯ­და.

H&M -ის მა­ღა­ზი­ის გახ­სნა თბი­ლის­ში

გა­სულ წელს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე „გა­ლე­რია თბი­ლის­ში“, შვე­დუ­რი ბრენ­დის H&M - ის მა­ღა­ზია, რო­მე­ლიც 3 სარ­თულ­სა და 3000 კვად­რა­ტულ მეტრზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი, გრან­დი­ო­ზუ­ლად გა­იხ­სნა.

H&M-ის მა­ღა­ზი­ის გახ­სნას ხალ­ხი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ელო­დე­ბო­და. ბრენ­დუ­ლი მა­ღა­ზი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჯერ კი­დევ გახ­სნამ­დე აა­ნონ­სებ­დნენ სი­ურპრი­ზებს იმ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, ვინც რი­გით პირ­ველ სა­მე­ულ­ში მოხ­ვდე­ბოდ­ნენ.

თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი არაა, 23 ივ­ნისს პა­ლიტ­რა მე­დია, აჭა­რა­ში რა­დიო პა­ლიტ­რას შეს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით გრან­დი­ო­ზულ ივენთს აა­ნონ­სებს. ღო­ნის­ძი­ე­ბის დე­ტა­ლე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით არაა გა­სა­ჯა­რო­ვე­ბუ­ლი, თუმ­ცა მო­ლო­დი­ნი იმ­დე­ნად დი­დია, რომ კი­თხვამ - რა მოხ­დე­ბა 23 ივ­ნისს, თით­ქმის მთე­ლი ქვე­ყა­ნა მო­იც­ვა. რო­გორც კუ­ლუ­ა­რე­ბი­დან გა­ვარ­კვი­ეთ, რა­დიო პა­ლიტ­რა ღო­ნის­ძი­ე­ბას გემ­ზე ატა­რებს, მიწ­ვე­ულ სტუმ­რებს კი ცნო­ბი­ლი შეფ-მზა­რე­უ­ლი ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი გა­უ­მას­პინ­ძლდე­ბა, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ ივენ­თვის­თვის ჩა­მო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში და სწო­რედ გემ­ზე მო­ა­წყობს ვახ­შამს აჭა­რუ­ლი აქ­ცენ­ტით. შოუს მუ­სი­კა­ლუ­რად კა­ხა­ბე­რი გა­ა­ფორ­მებს და სტუმ­რე­ბის გან­წყო­ბა­ზეც იზ­რუ­ნებს. სა­ნამ უფრო მეტი გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი ამ ივენ­თის შე­სა­ხებ, ჩვენ ისღა დაგ­ვრჩე­ნია მო­უთ­მენ­ლად და­ვე­ლო­დოთ 23 ივ­ნისს.

წვეულებები, რომლებზე მოხვედრა ყველას ოცნებაა

წვეულებები, რომლებზე მოხვედრა ყველას ოცნებაა

დამეთანხმებით, თანამედროვე სამყაროში, ადამიანების შესაძლებლობებს და ფანტაზიას საზღვარი აღარ აქვს. თითქოს ყველაფერი ნანახი თუ არა, გაგონილი მაინც უნდა გვქონდეს, მაგრამ წარმატებული ადამიანები, ცნობილი დიზაინერები და მათი ფანტაზია ყოველ ჯერზე მაინც ახალ ახალ სიურპრიზებს გვთავაზობს.

გთავაზობთ მსოფლიოს ყველაზე გამორჩეული წვეულებებს:

ჯიმი ჩუს 2017 წლის შოუ პარიზში

ჯიმი ჩუს შემოქმედებითმა დირექტორმა სანდრა ჩოიმ სადღესასწაულო კოლექცია პარიზში საზეიმოდ გახსნა. მდიდრული ფეხსაცმლის ბრენდმა 2017 წლის სადღესასწაულო კოლექცია, Swarovski-სთან თანამშრომლობით შექმნა.

გამოფენილ ნიმუშებს გვერდს უმშვენებდა ხელოვნური საკვები, რომელიც დეკორატიულ ხასიათს ატარებდა და ძვირფასი ქვებით იყო მოპირკეთებული, სუფრაზე წარმოდგენილი იყო ძვირფასი ქვებით სავსე შუშის ჭიქები და ვერცხლის სასანთლეები.

“სასტუმრო ატლანტისის” გახსნა დუბაიში

“სასტუმრო ატლანტისი” დუბაიში, ხელოვნურად შექმნილ კუნძულ „პალმ აილენდზე“ მდებარეობს. სასტუმროს გრანდიოზული გახსნის ღონისძიება კაილი მინოუგის ცოცხლად შესრულებული ჰიტებით დაიწყო. მასთან ერთად ცერემონიას ჰოლივუდის სხვა სელებრითებიც ესწრებოდნენ, მათ შორის რობერტ დე ნირო, შერლიზ ტერონი, ლინდსი ლოჰანი და სხვები.

საზეიმო ფეიერვერკი, მასშტაბით შვიდჯერ აღემატებოდა 2000 წლის ჩინეთის ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის ფეიერვერკს.

ღონისძიების ბიუჯეტი 31 მილიონი დოლარი იყო.

პრინცი ჰარისა და მსახიობ მეგან მარკლის ქორწილი

არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ ამ სანახაობამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ქორწილი რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა, დაახლოებით 500 მილიონი დაჯდა. აღსანიშნავია მეგანის ფატა, რომელზეც თანამეგობრობის წევრი 53 ქვეყნის დამახასიათებელი ყვავილები იყო ამოქარგული.

კუნძულ იბიცას დაუვიწყარი წვეულებები

იბიცაზე მდებარე ღია კლუბები, და მათზე გამართული წვეულებები ყოველთვის ხალხმრავალი და დასამახსოვრებელია იქ მოხვედრილი სტუმრებისთვის. აღსანიშნავია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიჯეის დევიდ გეტას შოუ, რომელიც იბიცაზე მდებარე კლუბში „pacha” გაიმართა და ასევე დაუვიწყარი სანახაობა იყო დამსვენებლებისთვის.

აღსანიშნავია რომ მსგავსი წვეულებების გამართვა ბოლო წლებში საქართველოშიც აქტუალური თემა გახდა, ჩვენც ვცდილობთ ამ კუთხით არ ჩამოვრჩეთ განვითარებულ მსოფლიოს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მასშტაბების წვეულებებით ქართველი მოსახლეობა ნამდვილად არ ვართ განებივრებულები, ვერც იმას ვიტყვით, რომ ჩვენთან მსგავსი არაფერი ხდება.

„ბილტმორ თბილისის“ საზეიმო გახსნა

თბილისში 6 ვარსკვლავიანი სასტუმრო The Biltmore Hotel Tbilisi გრანდიოზული ფეირვერკის და ლაზერული შოუს თანხლებით გაიხსნა. არაბულმა საინვესტიციო კომპანიამ Dhabi Group შენობაში 140 მილიონი დოლარის ექვივალენტი ინვესტიცია ჩადო.

საგანზომილებიან შოუს, რომელიც უკვე აღიარეს კავკასიაში ყველაზე გრანდიოზულად, ხუთიათასამდე ადამიანი ადევნებდა თვალს. არაოფიციალური მონაცემებით, გახსნის ცერემონია ორ მილიონამდე დოლარი დაჯდა.

H&M -ის მაღაზიის გახსნა თბილისში

გასულ წელს რუსთაველის გამზირზე მდებარე „გალერია თბილისში“, შვედური ბრენდის H&M - ის მაღაზია, რომელიც 3 სართულსა და 3000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, გრანდიოზულად გაიხსნა.

H&M-ის მაღაზიის გახსნას ხალხი რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდებოდა. ბრენდული მაღაზიის წარმომადგენლები ჯერ კიდევ გახსნამდე აანონსებდნენ სიურპრიზებს იმ მოქალაქეებისთვის, ვინც რიგით პირველ სამეულში მოხვდებოდნენ.

თუმცა ეს ყველაფერი არაა, 23 ივნისს პალიტრა მედია, აჭარაში რადიო პალიტრას შესვლასთან დაკავშირებით გრანდიოზულ ივენთს აანონსებს. ღონისძიების დეტალები ჯერჯერობით არაა გასაჯაროვებული, თუმცა მოლოდინი იმდენად დიდია, რომ კითხვამ - რა მოხდება 23 ივნისს, თითქმის მთელი ქვეყანა მოიცვა. როგორც კულუარებიდან გავარკვიეთ, რადიო პალიტრა ღონისძიებას გემზე ატარებს, მიწვეულ სტუმრებს კი ცნობილი შეფ-მზარეული ლევან კობიაშვილი გაუმასპინძლდება, რომელიც სპეციალურად ამ ივენთვისთვის ჩამოდის საქართველოში და სწორედ გემზე მოაწყობს ვახშამს აჭარული აქცენტით. შოუს მუსიკალურად კახაბერი გააფორმებს და სტუმრების განწყობაზეც იზრუნებს. სანამ უფრო მეტი გახდება ცნობილი ამ ივენთის შესახებ, ჩვენ ისღა დაგვრჩენია მოუთმენლად დაველოდოთ 23 ივნისს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი