საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა. ამის შე­სა­ხებ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ა­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"ჩემ­თვის ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა ყო­ველ­თვის იყო მხო­ლოდ და მხო­ლოდ ყვე­ლა­ზე დიდი პა­სუ­ხის­მგბე­ლო­ბა, რაც კი შე­იძ­ლე­ბა მო­ქა­ლა­ქეს და­ე­კის­როს. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი უდი­დე­სი პა­ტი­ვის გრძნო­ბით მე­ტა­რე­ბი­ნა ეს უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მე ვე­ცა­დე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი. დიახ, მი­მი­ღია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი სა­კუ­თა­რი თა­ვის სა­ზი­ა­ნოდ, მაგ­რამ ყო­ველ­თვის, მთე­ლი გუ­ლით მჯე­რო­და და მჯე­რა, რომ ყვე­ლა ნა­ბი­ჯი და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო ჩემი სამ­შობ­ლოს სა­სი­კე­თოდ ნა­კარ­ნა­ხე­ვი და იმის­თვის, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სი­ტუ­ა­ცია უკე­თე­სო­ბის­კენ შეგ­ვეც­ვა­ლა. რა თქმა უნდა, ყო­ველ­თვის ვი­ყა­ვი და ვარ გუნ­დუ­რი მო­თა­მა­შე. ვხე­დავ, გუნდში გან­წყო­ბებს და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­ვი­ღე ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ჩემს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში უნდა მი­ე­ღო ნე­ბის­მი­ე­რი გუნ­დის ხელ­მძღვა­ნელს", - აღ­ნიშ­ნა კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

პრე­მი­ერ­მა გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და და მი­ნის­ტრებს, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბას, პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეს და მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს გა­წე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მის შე­დე­გად, მთავ­რო­ბა სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით გა­დამ­დგა­რია. სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­დად­გო­მა ან მისი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის სხვაგ­ვა­რად შე­წყვე­ტა მთავ­რო­ბის სხვა წევრთა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტას იწ­ვევს.

იხი­ლეთ ვი­დეო: გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოს­ტი­დან გა­დად­გა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩემთვის ეს თანამდებობა ყოველთვის იყო მხოლოდ და მხოლოდ ყველაზე დიდი პასუხისმგბელობა, რაც კი შეიძლება მოქალაქეს დაეკისროს. ყოველთვის ვცდილობდი უდიდესი პატივის გრძნობით მეტარებინა ეს უდიდესი პასუხისმგებლობა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მე ვეცადე ვყოფილიყავი თითოეული მოქალაქის პრემიერ-მინისტრი. დიახ, მიმიღია გადაწყვეტილებები საკუთარი თავის საზიანოდ, მაგრამ ყოველთვის, მთელი გულით მჯეროდა და მჯერა, რომ ყველა ნაბიჯი და გადაწყვეტილება იყო ჩემი სამშობლოს სასიკეთოდ ნაკარნახევი და იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია უკეთესობისკენ შეგვეცვალა. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიყავი და ვარ გუნდური მოთამაშე. ვხედავ, გუნდში განწყობებს და აქედან გამომდინარე მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემს სიტუაციაში უნდა მიეღო ნებისმიერი გუნდის ხელმძღვანელს", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა გადადგომის შესახებ განაცხადა და მინისტრებს, საპარლამენტო უმრავლესობას, პარტიის თავმჯდომარეს და მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შედეგად, მთავრობა სრული შემადგენლობით გადამდგარია. საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას იწვევს.

იხილეთ ვიდეო: გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები