მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შუა ქალაქში" 11 წლის შემდეგ - როგორ ცხოვრობენ პოპულარული სერიალის გმირები დღეს
"შუა ქალაქში" 11 წლის შემდეგ - როგორ ცხოვრობენ პოპულარული სერიალის გმირები დღეს

ტე­ლე­სე­რი­ალს "შუა ქა­ლაქ­ში" მა­ყუ­რე­ბე­ლი ტე­ლე­ეკ­რან­ზე 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უყუ­რებ­და და უყ­ვარ­და მისი პერ­სო­ნა­ჟე­ბი. სე­რი­ალს სიტ­კო­მის (სი­ტუ­ა­ცი­უ­რი კო­მე­დია) ფორ­მატ­ში იღებ­დნენ.

მის და­წყე­ბას ასე­თი ამ­ბა­ვი უძღო­და - 2007 წელს "ღა­მის შოუს სტუ­დი­ის" წევ­რე­ბი ამე­რი­კა­ში გა­ემ­გზავრნენ, სა­დაც პო­პუ­ლა­რუ­ლი სიტ­კო­მე­ბის პრო­დი­უ­სე­რებს, სცე­ნა­რის­ტებს შეხ­ვდნენ. და­ეს­წრნენ სე­რი­ა­ლის ჩა­წე­რის პრო­ცესს. გა­ი­ა­რეს ტრე­ნინ­გი და ამ ფორ­მა­ტის კე­თე­ბის უფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვეს. სე­რი­ა­ლის სტი­ლი და იუ­მო­რი კი ამ პრო­ექ­ტის პო­პუ­ლა­რო­ბის მი­ზე­ზი გახ­და.

"შუა ქა­ლაქ­ში" პირ­ვე­ლად 2007 წლის 23 სექ­ტემ­ბერს გა­ვი­და ეთერ­ში. სი­ტუ­ა­ცია მე­გობ­რე­ბის ჯგუფ­ზე აგე­ბუ­ლი ამ­ბა­ვი იყო, რომ­ლე­ბიც თბი­ლი­სის ერთ-ერთ უბან­ში ცხოვ­რობ­და, რო­მელ­თა შო­რი­საც ესა თუ ის ამ­ბა­ვი ვი­თარ­დე­ბო­და.

რო­გორ ცხოვ­რო­ბენ და რას საქ­მი­ა­ნო­ბენ დღეს მსა­ხი­ო­ბე­ბი, რომ­ლებ­საც "შუა ქა­ლაქ­მა" არ­ნა­ხუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა - ამა­ზე საყ­ვა­რე­ლი ტე­ლე­სე­რი­ა­ლის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი უყ­ვე­ბი­ან AMBEBI.GE-ს მკი­თხველს:

თა­მუ­ნა ნი­კო­ლა­ძე, სე­რი­ალ­ში ქე­თე­ვა­ნი:

"ეს სე­რი­ა­ლი იმ დრო­ის­თვის "ღა­მის შოუს სტუ­დი­ის­გან" ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, სა­ინ­ტე­რე­სო და სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ნი­ჯი იყო. პრო­ექ­ტი წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, მაგ­რამ ეს არ იყო 2-3 ადა­მი­ა­ნის წარ­მა­ტე­ბა. მას 60-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფის 24-სა­ა­თი­ა­ნი შრო­მა უძღვო­და. შე­დე­გად კი ტე­ლე­ეკ­რან­ზე ჩან­და სა­ხა­ლი­სო, საყ­ვა­რე­ლი, ერ­თსა­ა­თი­ა­ნი სე­რი­ა­ლი, რო­მელ­მაც ადა­მი­ა­ნე­ბი ტე­ლე­ეკ­რა­ნებს მი­ა­ჯაჭ­ვა. თა­ვი­დან 5 გოგო და სამი ბიჭი ვი­ყა­ვით... პი­რა­დად ჩემ­თვის სა­ა­მა­ყო ის არის, რომ სე­რი­ა­ლის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პერ­სო­ნა­ჟი გახ­ლდით.

ალ­ბათ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვი­ა­მა­ყებ, რომ 2007 წლი­დან 2017 წლამ­დე ერთ-ერთი სა­ფუძ­ვე­ლი და ფუ­ძემ­დე­ბე­ლი ვი­ყა­ვი სე­რი­ა­ლის და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ეგ პე­რი­ო­დი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ოქ­როს ხანა არ იყოს?! ხში­რად მახ­სენ­დე­ბა თუ არა ჩემი პერ­სო­ნა­ჟი? გე­ტყვით, რომ ესა თუ ის როლი ოდეს­ღაც სა­დღაც სრულ­დე­ბა. ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რომ გვაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, ბევ­რი როლი შევ­ქმნათ. ასე რომ, ქე­თე­ვა­ნი ჩემი ძა­ლი­ან ტკბი­ლი მო­გო­ნე­ბაა, მისი სა­შუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლომ გა­მიც­ნო და შე­მიყ­ვა­რა. მარ­თლა ჯა­დოს­ნუ­რი ყუ­თია ტე­ლე­ვი­ზო­რი - და­წყე­ბუ­ლი სამი წლის ბავ­შვი­დან, მო­ხუ­ცი ადა­მი­ა­ნით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ქუ­ჩა­ში ყვე­ლა მე­ფე­რე­ბო­და და დღემ­დე მე­ფე­რე­ბა. ეს არის სას­წა­უ­ლი!

ჩემ­მა ეკ­რა­ნულ­მა დამ, თა­მარ ღლონტმა ანუ თა­თუ­ლი ედი­შე­რაშ­ვილ­მა, სე­რი­ო­ზუ­ლი პარტნი­ო­რო­ბა შევ­ძე­ლით. ხში­რად გვით­ქვამს, ალ­ბათ სხვა გოგო რომ ყო­ფი­ლი­ყო, თი­თო­ე­უ­ლის ნაც­ვლად, ასე­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ტან­დე­მი არ იქ­ნე­ბო­და, ორი­ვემ ერ­თმა­ნეთს კარ­გად გა­ვუ­გეთ, დიდი ჭკუა ვიხ­მა­რეთ და გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვი­თა­მა­შეთ დე­ბის რო­ლე­ბი - ერ­თმა­ნეთს და­ვემ­სგავ­სეთ, ერ­თმა­ნე­თი გავ­ზა­დეთ. პარტნი­ორს სცე­ნა­სა თუ ეკ­რან­ზე დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ეს წარ­მა­ტე­ბის 70%-ია. ამი­ტომ, თა­მარ და ქე­თე­ვან ღლონ­ტე­ბი ჩემი და თა­თუ­ლის დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რა თქმა უნდა, სცე­ნა­რის­ტე­ბი­საც. რომ იცო­დეთ, რე­პე­ტი­ცი­ა­ზე რამ­დენ რა­მეს ვა­მა­ტებ­დით, თუმ­ცა გა­და­ღე­ბა­ზე უკვე ამის უფ­ლე­ბა აღარ გვქონ­და. ბევ­რს ვფიქ­რობ­დით კოს­ტი­უ­მებ­ზე, მა­ნე­რებ­ზე, ლა­პა­რაკ­ზე, ხმა­ზე და ასე­თი სა­ხე­ე­ბი გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ. სა­ქარ­თვე­ლო­ში მათ ბევ­რმა თა­ვი­სი თავი მი­ამ­სგავ­სა. იმ პე­რი­ოდ­ში რამ­დე­ნი­მე ტყუ­პი და­ი­ბა­და და თა­მა­რი და ქე­თე­ვა­ნი და­არ­ქვეს" გვიყ­ვე­ბა თა­მუ­ნა ნი­კო­ლა­ძე, რო­მე­ლიც უკვე ბევ­რი წე­ლია "თა­სუ­ფა­ლი თე­ატ­რის" მსა­ხი­ო­ბია, თა­მა­შობს სპექ­ტაკ­ლებ­ში, აქვს რე­პე­ტი­ცი­ე­ბი. ძა­ლი­ან უყ­ვარს თე­ატ­რი, რო­მელ­შიც მუ­შა­ობს:

"მი­ხა­რია, რომ აქ მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა მო­მე­ცა. რა­ღაც სხვა პა­ლიტ­რა გა­და­შა­ლა. თე­ატ­რში უფრო დრა­მა­ტუ­ლი ჟან­რის და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დრა­მის მსა­ხი­ო­ბი ვარ. მად­ლო­ბა უფალს, რომ სამ­სა­ხი­ო­ბო ოს­ტა­ტო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა და ჩემი თავი გა­მო­მავ­ლე­ნი­ნა. მად­ლი­ე­რი მსა­ხი­ო­ბი ვარ. დღეს თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს პირ­ველ­კურ­სე­ლებ­თან. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მო­ჩე­ნებ­ში ვარ. რო­გორც მსა­ხი­ო­ბი, უკამ­ყო­ფი­ლო არ ვარ, რაც თე­ატ­რა­ლუ­რი და­ვამ­თავ­რე, სულ ვმუ­შა­ობ. ბევრ რე­ჟი­სორ­თან მო­მი­წა თა­ნამ­შრომ­ლო­ბამ, რა­მაც ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბით ზრდას ხელი შე­უ­წყო. "შუა ქა­ლაქ­ში~ გა­ტა­რე­ბუ­ლი 10 წელი კი ჩემ­თვის მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა, რომ­ლის მად­ლი­ე­რი ვიქ­ნე­ბი სულ, რად­გა­ნაც ამის გამო ვუყ­ვარ­ვარ სა­ქარ­თვე­ლოს" - გვე­უბ­ნე­ბა "ქე­თე­ვან ღლონ­ტი".

თა­თუ­ლი ედი­შე­რაშ­ვი­ლი, სე­რი­ალ­ში თა­მარ ღლონ­ტი:

"თა­ვი­დან ამ სე­რი­ალ­ში გა­უ­აზ­რებ­ლად აღ­მოვ­ჩნდი, რე­ა­ლუ­რად არ ვი­ცო­დი, სად მივ­დი­ო­დი, რად­გა­ნაც მა­შინ არ იყო ასე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ში­ში­თაც კი ვი­ყა­ვი გან­წყო­ბი­ლი, რა იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ, ხომ ვამ­ბობ, სა­ტე­ლე­ვი­ზიო კუ­თხით იმ­დე­ნად არა­ფე­რი ხდე­ბო­და, გა­რის­კვად ღირ­და. შე­მოქ­მე­დე­ბით­მა ჯგუფ­მა გა­ა­მარ­თლა. მე­ო­რე წე­ლია, სე­რი­ა­ლი და­ი­ხუ­რა და ადა­მი­ა­ნე­ბი ქუ­ჩა­ში რომ მხვდე­ბი­ან, მე­უბ­ნე­ბი­ან: აგ­რძე­ლებთ ხომ სე­რი­ალს? ამას სრუ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით მე­უბ­ნე­ბი­ან. თა­ვი­დან იყო სირ­თუ­ლე­ე­ბი - თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი მიჩ­ვე­უ­ლე­ბი არ ვართ, ტექ­სტი წა­ი­კი­თხო, რე­პე­ტი­ცია გა­ი­ა­რო და მა­შინ­ვე, დუბ­ლის გა­რე­შე ჩა­წე­რო. ამი­ტომ საკ­მა­ოდ რთუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი იყო და ვფიქ­რობ­დი, უარი ხომ არ ვთქვა-მეთ­ქი, რად­გა­ნაც ბევ­რი რამ იყო გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი, მაგ­რამ მერე აზარტსა და ეშხში შე­ვე­დით, რად­გა­ნაც ვხე­დავ­დით, რომ შრო­მა ფას­დე­ბო­და, რო­გორც მა­ყუ­რებ­ლის­გან ისე შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფის­გან.

მერე კი ეს როლი ჩემი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლი აღ­მოჩ­ნდა, 10 წელი ამ პერ­სო­ნაჟ­თან ერ­თად ვი­ცხოვ­რე. ახ­ლაც არ არ­სე­ბობს დღე, რა­მემ ან ვინ­მემ თა­მარ ღლონ­ტი არ გა­მახ­სე­ნოს. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ასე მოხ­და, ტე­ლეპ­რო­დუქ­ტი და­ფას­და და უკონ­კუ­რენ­ტო აღ­მოჩ­ნდა, შე­უძ­ლე­ბე­ლია, ეს არ ვა­ღი­ა­რო. გარ­და ამი­სა, მა­ყუ­რებ­ლის­გან დიდი პო­ზი­ტი­ვი მო­მი­ტა­ნა. შე­იძ­ლე­ბა ამ­ბი­ცი­უ­რად ჩა­მით­ვა­ლოთ, მაგ­რამ ჩემ­ზე არა­ფე­რი კრი­ტი­კუ­ლი არ გა­მი­გია. ეს კი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, ვის­თან ერ­თა­დაც ვმუ­შა­ობ­დი. მოკ­ლედ, დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა და­ვაგ­რო­ვე. ეს იყო სა­ნატ­რე­ლი 10 წელი!

- თქვენს იმპრო­ვი­ზა­ცი­ა­ზე რას იტყვი?

- ბო­ლოს ჩვე­ნამ­დე მშრა­ლი ტექ­სტე­ბი მო­დი­ო­და, სა­დაც ეწე­რა - და­ნარ­ჩე­ნი ისე, რო­გორც თა­მუ­ნა და თა­თუ­ლი გა­ა­კე­თე­ბენ. სრუ­ლი იმ­პო­რო­ვი­ზა­ცი­ის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უფ­ლე­ბა გვქონ­და. ამას ვა­კე­თებ­დით და ბევ­რი რამ, ჩვე­ნი მა­ნე­რე­ბი, თუ ფრა­ზე­ბი ხალ­ხს ატა­ცე­ბუ­ლი ჰქონ­და და ისი­ნი გა­და­ღე­ბა­ზე გაგ­ვი­კე­თე­ბია. რე­ჟი­სო­რის გოჩა კორ­ხე­ლა­უ­რის გვე­ში­ნო­და ხოლ­მე, მაგ­რამ ვბე­დავ­დით და მა­საც მოს­წონ­და. მე და თა­მუ­ნას ერ­თმა­ნე­თის პარტნი­ო­რო­ბა­ში ლო­მის წილი მიგ­ვი­ძღვის. თუ გვერ­დით პარტნი­ორს არ გრძნობ, რთუ­ლია. მე­ო­რეა, მუ­შა­ო­ბა­ში ხელი არ უნდა შე­უ­შა­ლო. ჩვენ ერ­თმა­ნე­თის გულ­შე­ნატ­კივ­რე­ბი ვართ. ერ­თმა­ნე­თის მი­მართ სამ­სა­ხი­ო­ბო ტრი­უ­კე­ბი არ გვქო­ნია - ვინ უფრო მა­გა­რი იყო. ორი­ვეს გაგ­ვი­მარ­თლა და ერ­თმა­ნეთს ხელს ვუ­წყობ­დით. სხვა­ნა­ი­რად ის ყვე­ლა­ფე­რი დროს ვერ გა­უძ­ლებ­და.

დღეს რა ხდე­ბა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში? ნო­მერ პირ­ვე­ლი საქ­მე ჩემი შვი­ლე­ბი და ჩემი ოჯა­ხია, შემ­დეგ - თე­ატ­რი. ვსაქ­მი­ა­ნობ სიმ­ღე­რის სტუ­დი­ა­სა და მუ­სი­კის აკა­დე­მი­ა­ში, სა­დაც პე­და­გო­გის სტა­ტუ­სი მაქვს, ვარ რა­დი­ოს პრო­ექ­ტში და რა­ღაც-რა­ღაც ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბიც მიმ­ყავს. რაც შე­ე­ხე­ბა "შუა ქა­ლაქ­შის" გა­ნახ­ლე­ბას, შე­საძ­ლოა ზღაპ­რის თემა იყო, მაგ­რამ ის ერთხელ 2-წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ იმა­ვე შე­მად­გენ­ლო­ბით გა­ნახ­ლდა, ამი­ტომ არა­ფერს გა­მოვ­რი­ცხავ. ინ­ტერ­ნეტ­ში რა­ღაც ჯგუ­ფი ყო­ფი­ლა, სა­დაც ხელ­მო­წე­რებს აგ­რო­ვე­ბენ, სწო­რედ მისი გა­ნახ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით. რაკი ასეა, მა­ყუ­რე­ბე­ლი მას სი­ხა­რუ­ლით შეხ­ვდე­ბა".

მაია დო­ბორჯგი­ნი­ძე, სე­რი­ალ­ში მა­რი­კა:

"ამ როლ­მა ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი მო­მი­ტა­ნა და და­მი­ტო­ვა, რაც ყვე­ლა ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე დღემ­დე იგ­რძნო­ბა. სე­რი­ა­ლი ჩემ­თვის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო და ის წლე­ბი ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია. იმ ყვე­ლა­ფერს ახლა ჩემს სტუ­დენ­ტებს ვუ­ზი­ა­რებ, რჩე­ვებს ვაძ­ლევ, რო­გორ ჯო­ბია მა­შინ, როცა უკვე ჩვენს სი­ნამ­დვი­ლე­ში სხვა­დას­ხვა სე­რი­ა­ლი არ­სე­ბობს. ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხე­ზე ყო­ველ­თვის თბილ ღი­მილს ვა­ტყობ და ვიცი, რომ ეს სით­ბო მა­რი­კას ეკუთ­ვნის და ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ჩე­ნი­ლი სიმ­პა­თი­ის შე­დე­გია, ამ პრო­ექ­ტის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. სე­რი­ა­ლის მსა­ხი­ო­ბე­ბი ვმე­გობ­რობთ, სა­მე­გობ­რო წრე ერთი გვაქვს. აქ არ შე­იძ­ლე­ბა არ გა­ვიხ­სე­ნოთ რე­ჟი­სო­რი, სცე­ნა­რის­ტე­ბი, მთე­ლი გუნ­დი, ხში­რად ვიკ­რი­ბე­ბით, ვსა­უბ­რობთ, მერე სე­რი­ა­ლის ერთ-ერთი პერ­სო­ნა­ჟიც, დათო (მსა­ხი­ო­ბი გოგა ბარ­ბა­ქა­ძე და მაია დო­ბორჯგი­ნი­ძე ცოლ-ქმა­რი არი­ან, ავტ.) სახ­ლში მყავს და რომ არ მახ­სენ­დე­ბო­დეს არა­ფე­რი, გო­გას შემ­ხედ­ვა­რეს, ის ყვე­ლა­ფე­რი მახ­სენ­დე­ბა.

- დათო ამ სე­რი­ა­ლი­დან გა­მორ­ჩე­უ­ლი პერ­სო­ნა­ჟი აღ­მოჩ­ნდა. რო­გო­რი იყო მე­უღ­ლეს­თან პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ­ში პარტნი­ო­რო­ბა?

- ძა­ლი­ან იოლი. გო­გას პარტნი­ო­რო­ბა სცე­ნა­ზე უფრო რთუ­ლია, ბევ­რად სხვა ძა­ლის­ხმე­ვას მო­ი­თხოვს... იმ მო­მენ­ტში იმას არ ფიქ­რობ, რომ მე­უღ­ლეა, მსა­ხი­ო­ბე­ბი ვართ და რო­ლე­ბი უნდა ვი­თა­მა­შოთ.

- ირაკ­ლი ჩხე­ი­ძე, ანუ ექი­მი ოთარ ტა­ტიშ­ვი­ლი შენი უშუ­ა­ლო პარტნი­ო­რი იყო. სა­ო­ცა­რი პერ­სო­ნა­ჟი, ყვე­ლას და ყვე­ლაფ­რის შემ­კვრე­ლი, ჭკუ­ას ყვე­ლა მას ეკი­თხე­ბო­და, მის ოჯახ­ში იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ. რო­გო­რი პარტნი­ო­რია არამ­სა­ხი­ო­ბი ოთარ ტა­ტიშ­ვი­ლი?

- ოთარს არ გას­ჭირ­ვე­ბია თა­მა­ში, თუმ­ცა თვი­თო­ნაც ამ­ბობს, რომ ჩვენ­გან ბევ­რი ის­წავ­ლა, მარ­თლაც ასეა, მაგ­რამ ამ პრო­ექ­ტით ჩვენც ბევ­რი რამ ვის­წავ­ლეთ, რად­გა­ნაც თე­ატ­რი­დან ვი­ყა­ვით მი­სუ­ლე­ბი და ტე­ლე­სე­რი­ა­ლის სპე­ცი­ფი­კის პი­რის­პირ აღ­მოვ­ჩნდით.

- თქვენ - თე­ატ­რი­დან, ოთა­რი - კლი­ნი­კი­დან მო­ვი­და....

- კი, ნი­ჭი­ე­რი კა­ცია, მაგ­რამ არ მე­რი­დე­ბა ვთქვა და თვი­თო­ნაც არ ეწყი­ნე­ბა, ზუს­ტად ვიცი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მში გან­სხვა­ვე­ბა ალ­ბათ იყო, რა­საც ფარ­თო მა­ყუ­რე­ბე­ლი ვერ ამ­ჩნევ­და, მაგ­რამ ირაკ­ლი ჩხე­ი­ძე - ეს პერ­სო­ნა­ჟი ყვე­ლას­თვის მი­სა­ღე­ბი აღ­მოჩ­ნდა. ოთარ­მა მის გან­სა­ხი­ე­რე­ბას ნი­ჭი­ე­რად გა­არ­თვა თავი. სა­ბო­ლო­ოდ ხომ და­ოს­ტატ­და კი­დეც - მან ჩვენ­თან ერ­თად, სე­რი­ალს 10 წელი მი­უ­ძღვნაა" - ამ­ბობს მაია დო­ბორჯგი­ნი­ძე. მისი თქმით, ამ­ჟა­მად არის თე­ატ­რში, ოღონდ, უფრო რე­ჟი­სო­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით. თე­ატ­რში სა­კუ­თა­რი რო­ლე­ბი სხვებს ჩა­ა­ბა­რა. სწავ­ლობს დოქ­ტუ­რან­ტუ­რა­ში, ზრდის შვი­ლებს, უვ­ლის ოჯახს...

გოგა ბარ­ბა­ქა­ძე, სე­რი­ალ­ში დათო:

"მა­შინ, გავ­რის­კეთ და თით­ქმის პირ­ვე­ლე­ბი ვი­ყა­ვით, ვინც ასე­თი მას­შტა­ბუ­რი სე­რი­ა­ლი გა­და­ი­ღო, რო­მე­ლიც ასე ხან­გრძლი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და იყო პო­პუ­ლა­რუ­ლი. იმ რო­ლის და­ვი­წყე­ბა რთუ­ლია, რად­გა­ნაც ხალ­ხი თუნ­დაც ქუ­ჩა­ში ამის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მაძ­ლევს. მაგ­რამ უც­ნა­უ­რი ის არის, რომ ყვე­ლას ისე­თი­ვე ჰგო­ნი­ხარ რა­ტომ­ღაც, ხში­რად ასეც ხდე­ბა ხოლ­მე.

- და­თოს და ირაკ­ლი ჩხე­ი­ძის კვი­მა­ტი დი­ა­ლო­გე­ბი მა­ყუ­რე­ბელს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და...

- ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნია, ჩაჯ­და ჩვენ­თან და ყვე­ლა­ფერ­ში მოგ­ვყვე­ბო­და. რაც არ იცო­და, სწავ­ლობ­და.

- სე­რი­ალ­ში მე­უღ­ლის პარტნი­ო­რო­ბა არ არის რთუ­ლი?

- მსა­ხი­ო­ბე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი დიდი ხანი ვიც­ნობ­დით ერ­თმა­ნეთს. მა­ი­კო, თა­მუ­ნა ნი­კო­ლა­ძე, ჯაბა კი­ლა­ძე ჯგუ­ფე­ლე­ბი ვი­ყა­ვით, ერთი პე­და­გო­გი გვყავ­და. ამი­ტომ თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი ვენ­დო­ბო­დით ერ­თმა­ნეთს. ზოგ­ჯერ თქმაც არ გვჭირ­დე­ბო­და, ისე ვხვდე­ბო­დით, რისი თქმა უნ­დო­და რო­მე­ლი­მეს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ამ ჯგუ­ფის ასე­თი ერ­თი­ა­ნო­ბა რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, ასე­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი "შუა ქა­ლაქ­ში~ არ იქ­ნე­ბო­და.

რაც შე­ე­ხე­ბა მა­ი­კოს, ერთი, რომ გა­და­სა­რე­ვად ვიც­ნობ და მე­ო­რე - მსა­ხი­ო­ბი იმის მსა­ხი­ო­ბია, თუ ვერ და­ი­ვი­წყა, რომ სცე­ნა­ზე პარტნი­ო­რო­ბა ცოლ­თან კი არა, მსა­ხი­ობ­თან უწევს, მა­შინ ამ პრო­ფე­სი­ას თავი უნდა და­ა­ნე­ბოს და სხვა საქ­მე გა­ა­კე­თოს. მსა­ხი­ო­ბო­ბა კი ჩვე­ნი საქ­მეა".

ამ­ჟა­მად გოგა ბარ­ბა­ქა­ძის ცხოვ­რე­ბა­ში სა­ტე­ლე­ვი­ზიო მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­გორც ამ­ბობს, არა­ფე­რი ხდე­ბა, მოღ­ვა­წე­ობს თა­ვი­სუ­ფალ თე­ატრსა და რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში, სა­დაც ამ­ჟა­მად რო­ბერტ სტუ­რუ­ას რე­ჟი­სო­რო­ბით დად­გმულ "საბ­რალ­დე­ბო დას­კვნა­ზე" მუ­შა­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები სტიქიის ზონიდან, სადაც ჩანს თუ როგორ ხდება მიუდგომელ ტერიტორიაზე, საკვებისა და სხვა საჭირო ნივთების გადაცემა
ავტორი:

"შუა ქალაქში" 11 წლის შემდეგ - როგორ ცხოვრობენ პოპულარული სერიალის გმირები დღეს

"შუა ქალაქში" 11 წლის შემდეგ - როგორ ცხოვრობენ პოპულარული სერიალის გმირები დღეს

ტელესერიალს "შუა ქალაქში" მაყურებელი ტელეეკრანზე 10 წლის განმავლობაში უყურებდა და უყვარდა მისი პერსონაჟები. სერიალს სიტკომის (სიტუაციური კომედია) ფორმატში იღებდნენ.

მის დაწყებას ასეთი ამბავი უძღოდა - 2007 წელს "ღამის შოუს სტუდიის" წევრები ამერიკაში გაემგზავრნენ, სადაც პოპულარული სიტკომების პროდიუსერებს, სცენარისტებს შეხვდნენ. დაესწრნენ სერიალის ჩაწერის პროცესს. გაიარეს ტრენინგი და ამ ფორმატის კეთების უფლება მოიპოვეს. სერიალის სტილი და იუმორი კი ამ პროექტის პოპულარობის მიზეზი გახდა.

"შუა ქალაქში" პირველად 2007 წლის 23 სექტემბერს გავიდა ეთერში. სიტუაცია მეგობრების ჯგუფზე აგებული ამბავი იყო, რომლებიც თბილისის ერთ-ერთ უბანში ცხოვრობდა, რომელთა შორისაც ესა თუ ის ამბავი ვითარდებოდა.

როგორ ცხოვრობენ და რას საქმიანობენ დღეს მსახიობები, რომლებსაც "შუა ქალაქმა" არნახული პოპულარობა მოუტანა - ამაზე საყვარელი ტელესერიალის მონაწილეები უყვებიან AMBEBI.GE-ს მკითხველს:

თამუნა ნიკოლაძე, სერიალში ქეთევანი:

"ეს სერიალი იმ დროისთვის "ღამის შოუს სტუდიისგან" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, საინტერესო და სერიოზული ნანიჯი იყო. პროექტი წარმატებული აღმოჩნდა, მაგრამ ეს არ იყო 2-3 ადამიანის წარმატება. მას 60-კაციანი ჯგუფის 24-საათიანი შრომა უძღვოდა. შედეგად კი ტელეეკრანზე ჩანდა სახალისო, საყვარელი, ერთსაათიანი სერიალი, რომელმაც ადამიანები ტელეეკრანებს მიაჯაჭვა. თავიდან 5 გოგო და სამი ბიჭი ვიყავით... პირადად ჩემთვის საამაყო ის არის, რომ სერიალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერსონაჟი გახლდით.

ალბათ მთელი ცხოვრება ვიამაყებ, რომ 2007 წლიდან 2017 წლამდე ერთ-ერთი საფუძველი და ფუძემდებელი ვიყავი სერიალის და როგორ შეიძლება, ეგ პერიოდი ჩემს ცხოვრებაში ოქროს ხანა არ იყოს?! ხშირად მახსენდება თუ არა ჩემი პერსონაჟი? გეტყვით, რომ ესა თუ ის როლი ოდესღაც სადღაც სრულდება. ბედნიერებაა, რომ გვაქვს საშუალება, ბევრი როლი შევქმნათ. ასე რომ, ქეთევანი ჩემი ძალიან ტკბილი მოგონებაა, მისი საშულებით საქართველომ გამიცნო და შემიყვარა. მართლა ჯადოსნური ყუთია ტელევიზორი - დაწყებული სამი წლის ბავშვიდან, მოხუცი ადამიანით დამთავრებული, ქუჩაში ყველა მეფერებოდა და დღემდე მეფერება. ეს არის სასწაული!

ჩემმა ეკრანულმა დამ, თამარ ღლონტმა ანუ თათული ედიშერაშვილმა, სერიოზული პარტნიორობა შევძელით. ხშირად გვითქვამს, ალბათ სხვა გოგო რომ ყოფილიყო, თითოეულის ნაცვლად, ასეთი წარმატებული ტანდემი არ იქნებოდა, ორივემ ერთმანეთს კარგად გავუგეთ, დიდი ჭკუა ვიხმარეთ და გამოცდილებიდან გამომდინარე, ვითამაშეთ დების როლები - ერთმანეთს დავემსგავსეთ, ერთმანეთი გავზადეთ. პარტნიორს სცენასა თუ ეკრანზე დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს წარმატების 70%-ია. ამიტომ, თამარ და ქეთევან ღლონტები ჩემი და თათულის დიდი დამსახურებაა, რა თქმა უნდა, სცენარისტებისაც. რომ იცოდეთ, რეპეტიციაზე რამდენ რამეს ვამატებდით, თუმცა გადაღებაზე უკვე ამის უფლება აღარ გვქონდა. ბევრს ვფიქრობდით კოსტიუმებზე, მანერებზე, ლაპარაკზე, ხმაზე და ასეთი სახეები გამოვიყვანეთ. საქართველოში მათ ბევრმა თავისი თავი მიამსგავსა. იმ პერიოდში რამდენიმე ტყუპი დაიბადა და თამარი და ქეთევანი დაარქვეს" გვიყვება თამუნა ნიკოლაძე, რომელიც უკვე ბევრი წელია "თასუფალი თეატრის" მსახიობია, თამაშობს სპექტაკლებში, აქვს რეპეტიციები. ძალიან უყვარს თეატრი, რომელშიც მუშაობს:

"მიხარია, რომ აქ მუშაობის უფლება მომეცა. რაღაც სხვა პალიტრა გადაშალა. თეატრში უფრო დრამატული ჟანრის და ფსიქოლოგიური დრამის მსახიობი ვარ. მადლობა უფალს, რომ სამსახიობო ოსტატობის განვითარების საშუალება მომეცა და ჩემი თავი გამომავლენინა. მადლიერი მსახიობი ვარ. დღეს თეატრალურ უნივერსიტეტში ურთიერთობა მაქვს პირველკურსელებთან. ძალიან საინტერესო აღმოჩენებში ვარ. როგორც მსახიობი, უკამყოფილო არ ვარ, რაც თეატრალური დავამთავრე, სულ ვმუშაობ. ბევრ რეჟისორთან მომიწა თანამშრომლობამ, რამაც ჩემს შემოქმედებით ზრდას ხელი შეუწყო. `შუა ქალაქში~ გატარებული 10 წელი კი ჩემთვის მთელი ცხოვრებაა, რომლის მადლიერი ვიქნები სულ, რადგანაც ამის გამო ვუყვარვარ საქართველოს" - გვეუბნება "ქეთევან ღლონტი".

თათული ედიშერაშვილი, სერიალში თამარ ღლონტი:

"თავიდან ამ სერიალში გაუაზრებლად აღმოვჩნდი, რეალურად არ ვიცოდი, სად მივდიოდი, რადგანაც მაშინ არ იყო ასეთი პოპულარული მსგავსი პროექტები. წარმოიდგინეთ, რომ შიშითაც კი ვიყავი განწყობილი, რა იქნებოდა, მაგრამ, ხომ ვამბობ, სატელევიზიო კუთხით იმდენად არაფერი ხდებოდა, გარისკვად ღირდა. შემოქმედებითმა ჯგუფმა გაამართლა. მეორე წელია, სერიალი დაიხურა და ადამიანები ქუჩაში რომ მხვდებიან, მეუბნებიან: აგრძელებთ ხომ სერიალს? ამას სრული სერიოზულობით მეუბნებიან. თავიდან იყო სირთულეები - თეატრის მსახიობები მიჩვეულები არ ვართ, ტექსტი წაიკითხო, რეპეტიცია გაიარო და მაშინვე, დუბლის გარეშე ჩაწერო. ამიტომ საკმაოდ რთული სამუშაოები იყო და ვფიქრობდი, უარი ხომ არ ვთქვა-მეთქი, რადგანაც ბევრი რამ იყო გასათვალისწინებელი, მაგრამ მერე აზარტსა და ეშხში შევედით, რადგანაც ვხედავდით, რომ შრომა ფასდებოდა, როგორც მაყურებლისგან ისე შემოქმედებითი ჯგუფისგან.

მერე კი ეს როლი ჩემი ცხოვრების ნაწილი აღმოჩნდა, 10 წელი ამ პერსონაჟთან ერთად ვიცხოვრე. ახლაც არ არსებობს დღე, რამემ ან ვინმემ თამარ ღლონტი არ გამახსენოს. ბედნიერი ვარ, რომ ასე მოხდა, ტელეპროდუქტი დაფასდა და უკონკურენტო აღმოჩნდა, შეუძლებელია, ეს არ ვაღიარო. გარდა ამისა, მაყურებლისგან დიდი პოზიტივი მომიტანა. შეიძლება ამბიციურად ჩამითვალოთ, მაგრამ ჩემზე არაფერი კრიტიკული არ გამიგია. ეს კი იმ ადამიანების დამსახურებაა, ვისთან ერთადაც ვმუშაობდი. მოკლედ, დიდი გამოცდილება დავაგროვე. ეს იყო სანატრელი 10 წელი!

- თქვენს იმპროვიზაციაზე რას იტყვი?

- ბოლოს ჩვენამდე მშრალი ტექსტები მოდიოდა, სადაც ეწერა - დანარჩენი ისე, როგორც თამუნა და თათული გააკეთებენ. სრული იმპოროვიზაციის აბსოლუტური უფლება გვქონდა. ამას ვაკეთებდით და ბევრი რამ, ჩვენი მანერები, თუ ფრაზები ხალხს ატაცებული ჰქონდა და ისინი გადაღებაზე გაგვიკეთებია. რეჟისორის გოჩა კორხელაურის გვეშინოდა ხოლმე, მაგრამ ვბედავდით და მასაც მოსწონდა. მე და თამუნას ერთმანეთის პარტნიორობაში ლომის წილი მიგვიძღვის. თუ გვერდით პარტნიორს არ გრძნობ, რთულია. მეორეა, მუშაობაში ხელი არ უნდა შეუშალო. ჩვენ ერთმანეთის გულშენატკივრები ვართ. ერთმანეთის მიმართ სამსახიობო ტრიუკები არ გვქონია - ვინ უფრო მაგარი იყო. ორივეს გაგვიმართლა და ერთმანეთს ხელს ვუწყობდით. სხვანაირად ის ყველაფერი დროს ვერ გაუძლებდა.

დღეს რა ხდება ჩემს ცხოვრებაში? ნომერ პირველი საქმე ჩემი შვილები და ჩემი ოჯახია, შემდეგ - თეატრი. ვსაქმიანობ სიმღერის სტუდიასა და მუსიკის აკადემიაში, სადაც პედაგოგის სტატუსი მაქვს, ვარ რადიოს პროექტში და რაღაც-რაღაც ღონისძიებებიც მიმყავს. რაც შეეხება "შუა ქალაქშის" განახლებას, შესაძლოა ზღაპრის თემა იყო, მაგრამ ის ერთხელ 2-წლიანი პაუზის შემდეგ იმავე შემადგენლობით განახლდა, ამიტომ არაფერს გამოვრიცხავ. ინტერნეტში რაღაც ჯგუფი ყოფილა, სადაც ხელმოწერებს აგროვებენ, სწორედ მისი განახლების მოთხოვნით. რაკი ასეა, მაყურებელი მას სიხარულით შეხვდება".

მაია დობორჯგინიძე, სერიალში მარიკა:

"ამ როლმა ხალხის სიყვარული მომიტანა და დამიტოვა, რაც ყველა ფეხის ნაბიჯზე დღემდე იგრძნობა. სერიალი ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო და ის წლები ძალიან ძვირფასია. იმ ყველაფერს ახლა ჩემს სტუდენტებს ვუზიარებ, რჩევებს ვაძლევ, როგორ ჯობია მაშინ, როცა უკვე ჩვენს სინამდვილეში სხვადასხვა სერიალი არსებობს. ადამიანების სახეზე ყოველთვის თბილ ღიმილს ვატყობ და ვიცი, რომ ეს სითბო მარიკას ეკუთვნის და ამდენი წლის განმავლობაში გაჩენილი სიმპათიის შედეგია, ამ პროექტის დამსახურებაა. სერიალის მსახიობები ვმეგობრობთ, სამეგობრო წრე ერთი გვაქვს. აქ არ შეიძლება არ გავიხსენოთ რეჟისორი, სცენარისტები, მთელი გუნდი, ხშირად ვიკრიბებით, ვსაუბრობთ, მერე სერიალის ერთ-ერთი პერსონაჟიც, დათო (მსახიობი გოგა ბარბაქაძე და მაია დობორჯგინიძე ცოლ-ქმარი არიან, ავტ.) სახლში მყავს და რომ არ მახსენდებოდეს არაფერი, გოგას შემხედვარეს, ის ყველაფერი მახსენდება.

- დათო ამ სერიალიდან გამორჩეული პერსონაჟი აღმოჩნდა. როგორი იყო მეუღლესთან პოპულარულ სერიალში პარტნიორობა?

- ძალიან იოლი. გოგას პარტნიორობა სცენაზე უფრო რთულია, ბევრად სხვა ძალისხმევას მოითხოვს... იმ მომენტში იმას არ ფიქრობ, რომ მეუღლეა, მსახიობები ვართ და როლები უნდა ვითამაშოთ.

- ირაკლი ჩხეიძე, ანუ ექიმი ოთარ ტატიშვილი შენი უშუალო პარტნიორი იყო. საოცარი პერსონაჟი, ყველას და ყველაფრის შემკვრელი, ჭკუას ყველა მას ეკითხებოდა, მის ოჯახში იკრიბებოდნენ. როგორი პარტნიორია არამსახიობი ოთარ ტატიშვილი?

- ოთარს არ გასჭირვებია თამაში, თუმცა თვითონაც ამბობს, რომ ჩვენგან ბევრი ისწავლა, მართლაც ასეა, მაგრამ ამ პროექტით ჩვენც ბევრი რამ ვისწავლეთ, რადგანაც თეატრიდან ვიყავით მისულები და ტელესერიალის სპეციფიკის პირისპირ აღმოვჩნდით.

- თქვენ - თეატრიდან, ოთარი - კლინიკიდან მოვიდა....

- კი, ნიჭიერი კაცია, მაგრამ არ მერიდება ვთქვა და თვითონაც არ ეწყინება, ზუსტად ვიცი, პროფესიონალიზმში განსხვავება ალბათ იყო, რასაც ფართო მაყურებელი ვერ ამჩნევდა, მაგრამ ირაკლი ჩხეიძე - ეს პერსონაჟი ყველასთვის მისაღები აღმოჩნდა. ოთარმა მის განსახიერებას ნიჭიერად გაართვა თავი. საბოლოოდ ხომ დაოსტატდა კიდეც - მან ჩვენთან ერთად, სერიალს 10 წელი მიუძღვნაა" - ამბობს მაია დობორჯგინიძე. მისი თქმით, ამჟამად არის თეატრში, ოღონდ, უფრო რეჟისორული მიმართულებით. თეატრში საკუთარი როლები სხვებს ჩააბარა. სწავლობს დოქტურანტურაში, ზრდის შვილებს, უვლის ოჯახს...

გოგა ბარბაქაძე, სერიალში დათო:

"მაშინ, გავრისკეთ და თითქმის პირველები ვიყავით, ვინც ასეთი მასშტაბური სერიალი გადაიღო, რომელიც ასე ხანგრძლივად მიმდინარეობდა და იყო პოპულარული. იმ როლის დავიწყება რთულია, რადგანაც ხალხი თუნდაც ქუჩაში ამის საშუალებას არ მაძლევს. მაგრამ უცნაური ის არის, რომ ყველას ისეთივე ჰგონიხარ რატომღაც, ხშირად ასეც ხდება ხოლმე.

- დათოს და ირაკლი ჩხეიძის კვიმატი დიალოგები მაყურებელს ძალიან უყვარდა...

- ნიჭიერი ადამიანია, ჩაჯდა ჩვენთან და ყველაფერში მოგვყვებოდა. რაც არ იცოდა, სწავლობდა.

- სერიალში მეუღლის პარტნიორობა არ არის რთული?

- მსახიობების უმეტესი ნაწილი დიდი ხანი ვიცნობდით ერთმანეთს. მაიკო, თამუნა ნიკოლაძე, ჯაბა კილაძე ჯგუფელები ვიყავით, ერთი პედაგოგი გვყავდა. ამიტომ თვალდახუჭული ვენდობოდით ერთმანეთს. ზოგჯერ თქმაც არ გვჭირდებოდა, ისე ვხვდებოდით, რისი თქმა უნდოდა რომელიმეს. დარწმუნებული ვარ ამ ჯგუფის ასეთი ერთიანობა რომ არ ყოფილიყო, ასეთი წარმატებული `შუა ქალაქში~ არ იქნებოდა.

რაც შეეხება მაიკოს, ერთი, რომ გადასარევად ვიცნობ და მეორე - მსახიობი იმის მსახიობია, თუ ვერ დაივიწყა, რომ სცენაზე პარტნიორობა ცოლთან კი არა, მსახიობთან უწევს, მაშინ ამ პროფესიას თავი უნდა დაანებოს და სხვა საქმე გააკეთოს. მსახიობობა კი ჩვენი საქმეა".

ამჟამად გოგა ბარბაქაძის ცხოვრებაში სატელევიზიო მიმართულებით, როგორც ამბობს, არაფერი ხდება, მოღვაწეობს თავისუფალ თეატრსა და რუსთაველის თეატრში, სადაც ამჟამად რობერტ სტურუას რეჟისორობით დადგმულ "საბრალდებო დასკვნაზე" მუშაობს.

"ვამაყობ ნინუცას გამბედაობით... დღევანდელი რუსთაველის თეატრი საპყრობილეა... აქ ხელს აფარებენ მოძალადეებს" - რას წერს რეჟისორი დათა თავაძე

"ვეჭვობ, ისტორია, რომელიც ნინუცა მაყაშვილმა საჯარო გახადა, არ იყო მოულოდნელი რუსთაველის თეატრის ადმინისტრაციისთვის" - რას ამბობენ კოლეგები მსახიობების ოჯახურ სკანდალზე

"ეს ისეთი ამაზრზენი ტყუილია, რომელსაც 5000 ლარზეც კი, ადამიანი არ უნდა ამბობდეს" - ბესო ზანგური ყოფილი ცოლის ბრალდებას პასუხობს