საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი აღმოჩენა მარნეულში, რომელიც უძველეს მეღვინეობასა და მევენახეობაზე დამატებით ინფორმაციას გვაწვდის
ახალი აღმოჩენა მარნეულში, რომელიც უძველეს მეღვინეობასა და მევენახეობაზე დამატებით ინფორმაციას გვაწვდის

ქვე­მო ქარ­თლის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა გრი­გოლ ნემ­სა­ძემ, მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­თან თე­მურ აბა­ზოვ­თან ერ­თად, იმი­რის არ­ქე­ო­ლო­გი­ურ ძეგლ­ზე გას­ვლი­თი შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა, სა­დაც პი­რა­დად გა­ეც­ნენ მიმ­დი­ნა­რე არ­ქე­ო­ლო­გი­ურ სა­მუ­შა­ო­ებს.

არ­ქე­ო­ლო­გი­ურ ძეგლ­ზე ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ქვე­მო ქარ­თლის გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ად­გი­ლე­ე­ბი, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი, არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი და თე­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი.

მარ­ნე­უ­ლის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, ტო­რონ­ტოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რებ­მა და სტუ­დენ­ტებ­მა კვლე­ვის შე­დე­გად ღვი­ნის კი­დევ ერთი ჭურ­ჭე­ლი და სხვა ნივ­თე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

რო­გორც მე­რი­ა­ში აცხა­დე­ბენ, ამ ეტაპ­ზე ძეგლ­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან იგი და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას მოგ­ვაწ­ვდის უძ­ვე­ლე­სი მეღ­ვი­ნე­ო­ბის და მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ. ამ­ჟა­მად სა­მუ­შა­ო­ე­ბი დას­კვნით ეტაპ­ზეა, 12 ივ­ნი­სი­დან კი და­ი­წყე­ბა მარ­ტი­ვი კონ­სერ­ვა­ცია.

„შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2014 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მხარ­და­ჭე­რით მიმ­დი­ნა­რე­ობს ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი­სა და ასო­ცი­ა­ცია „ქარ­თუ­ლი ღვი­ნო“-ს ერ­თობ­ლი­ვი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტი „ქარ­თუ­ლი ვა­ზი­სა და ღვი­ნის კულ­ტუ­რის კვლე­ვა’’, რო­მე­ლიც ხელს შე­უ­წყობს მსოფ­ლი­ო­ში ქარ­თუ­ლი ვა­ზი­სა და ღვი­ნის კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში სა­ვე­ლე-არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს სო­ფელ იმი­რის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე უძ­ვე­ლეს ( ძვ.წ VI ათას­წლე­უ­ლი) ნე­ო­ლი­თის ხა­ნის ნა­სოფ­ლარ­ზე - გა­დაჭ­რილ გო­რა­ზე და შუ­ლა­ვე­რის გო­რა­ზე და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი სხვა­დას­ხვა ის­ტო­რი­უ­ლი ეპო­ქე­ბის ვა­ზის ნაშ­თე­ბის ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი კვლე­ვა.

არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის შე­დე­გად აღ­მო­ჩე­ნი­ლია ძვ.წ. VI ათას­წლე­უ­ლით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი, უძ­ვე­ლე­სი ყუ­რძნის წიპ­წე­ბი. მორ­ფო­ლო­გი­უ­რი და ამ­პე­ლოგ­რა­ფი­უ­ლი ნიშ­ნე­ბის მი­ხედ­ვით იგი ვა­ზის კულ­ტუ­რულ სა­ხე­ო­ბას, "vitis vinisfera sativa-ს" მი­ა­კუთ­ვნეს. კომ­პლექ­სუ­რი კვლე­ვის შე­დე­გად დგინ­დე­ბა, რომ ვე­ლუ­რი ვაზი ადა­მი­ან­მა პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ი­ში­ნა­უ­რა და კულ­ტუ­რუ­ლი ვა­ზის­გან ღვი­ნო და­წუ­რა. კე­რა­მი­კუ­ლი ჭურ­ჭლის ანა­ფხე­კებ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლია კულ­ტუ­რუ­ლი ვა­ზის მტვრის მარ­ცვლე­ბი, რაც ამ ჭურ­ჭელ­ში ღვი­ნის არ­სე­ბო­ბას ადას­ტუ­რებს“, - აცხა­დე­ბენ მარ­ნე­უ­ლის მე­რი­ა­ში.

ახალი აღმოჩენა მარნეულში, რომელიც უძველეს მეღვინეობასა და მევენახეობაზე დამატებით ინფორმაციას გვაწვდის

ახალი აღმოჩენა მარნეულში, რომელიც უძველეს მეღვინეობასა და მევენახეობაზე დამატებით ინფორმაციას გვაწვდის

ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერთან თემურ აბაზოვთან ერთად, იმირის არქეოლოგიურ ძეგლზე გასვლითი შეხვედრა გამართა, სადაც პირადად გაეცნენ მიმდინარე არქეოლოგიურ სამუშაოებს.

არქეოლოგიურ ძეგლზე ასევე იმყოფებოდნენ ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილეები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, არქეოლოგიური ჯგუფის წევრები და თემით დაინტერესებული პირები.

მარნეულის მერიის ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ ტერიტორიაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლებმა, ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორებმა და სტუდენტებმა კვლევის შედეგად ღვინის კიდევ ერთი ჭურჭელი და სხვა ნივთები აღმოაჩინეს.

როგორც მერიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე ძეგლზე შესრულებული სამუშაოები მეტად მნიშვნელოვანია, რადგან იგი დამატებით ინფორმაციას მოგვაწვდის უძველესი მეღვინეობის და მევენახეობის ისტორიის შესახებ. ამჟამად სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა, 12 ივნისიდან კი დაიწყება მარტივი კონსერვაცია.

„შეგახსენებთ, რომ 2014 წლიდან საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს ღვინის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ერთობლივი საერთაშორისო პროექტი „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა’’, რომელიც ხელს შეუწყობს მსოფლიოში ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის განვითარებას და პოპულარიზაციას. პროექტის ფარგლებში საველე-არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს სოფელ იმირის მახლობლად მდებარე უძველეს ( ძვ.წ VI ათასწლეული) ნეოლითის ხანის ნასოფლარზე - გადაჭრილ გორაზე და შულავერის გორაზე და საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი სხვადასხვა ისტორიული ეპოქების ვაზის ნაშთების ინტერდისციპლინარული კვლევა.

არქეოლოგიური კვლევის შედეგად აღმოჩენილია ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებული, უძველესი ყურძნის წიპწები. მორფოლოგიური და ამპელოგრაფიული ნიშნების მიხედვით იგი ვაზის კულტურულ სახეობას, "vitis vinisfera sativa-ს" მიაკუთვნეს. კომპლექსური კვლევის შედეგად დგინდება, რომ ველური ვაზი ადამიანმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მოიშინაურა და კულტურული ვაზისგან ღვინო დაწურა. კერამიკული ჭურჭლის ანაფხეკებში აღმოჩენილია კულტურული ვაზის მტვრის მარცვლები, რაც ამ ჭურჭელში ღვინის არსებობას ადასტურებს“, - აცხადებენ მარნეულის მერიაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი