პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს "ხაჭაპურის რევოლუცია" ელის - ბევრისთვის საყვარელი კერძის სახეობები, რომლებზეც ჯერ არ გსმენიათ
საქართველოს "ხაჭაპურის რევოლუცია" ელის - ბევრისთვის საყვარელი კერძის სახეობები, რომლებზეც ჯერ არ გსმენიათ

რას უპა­სუ­ხებ­დით შე­კი­თხვა­ზე - რო­მე­ლია ნო­მერ პირ­ვე­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კერ­ძი სა­ქარ­თვე­ლო­ში?! - ბევ­რი თქვენ­გა­ნი ალ­ბათ ხა­ჭა­პურს და­ა­სა­ხე­ლებს, მისი მომ­ზა­დე­ბის სა­კუ­თა­რი მე­თო­დიც გექ­ნე­ბათ და სა­ვა­რა­უ­დოდ, არ­ცერ­თი სუფ­რა, რო­მელ­საც რა­ი­მეს აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ამ­ზა­დებთ, მის გა­რე­შე არ ჩა­ივ­ლის.

ეს კი იმი­ტომ ხდე­ბა, რომ სა­უ­კუ­ნე­ე­ბია, ეროვ­ნუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს ერ­თგუ­ლე­ბი ვართ და სა­დაც არ უნდა ვი­ყოთ, ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლოს არა­ფე­რი გვირ­ჩევ­ნია. ალ­ბათ ასეთ ერ­თგუ­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა ის ფაქ­ტი, რომ ქარ­თველ­მა მკვლე­ვა­რებ­მა 83 სა­ხე­ო­ბის გულ­სარ­თი­ა­ნი კერ­ძი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, სა­ი­და­ნაც 53 ხა­ჭა­პუ­რის სა­ხე­ო­ბე­ბია, მათ შო­რის ბევ­რი ჩვენ­გა­ნის­თვის უც­ნო­ბი - „ბა­ჭუ­ლა,“ „კო­ტო­რი,“ „ღო­მუშ,“ „აჩაშ“, „ფეტდ­ვი­არ" და სხვა...

ხა­ჭა­პუ­რის წარ­მო­მავ­ლო­ბი­სა და მისი ნა­ირ­სა­ხე­ო­ბე­ბის კვლე­ვის იდეა ორი წლის წინ სა­ზღვარ­გა­რეთ, ერთ-ერთ კა­ფე­ში გაჩ­ნდა, რო­დე­საც პრო­ფე­სი­ით რეს­ტო­რა­ტორ ლე­ვან ქო­ქი­აშ­ვილს მიმ­ტან­მა ეროვ­ნუ­ლი კერ­ძი მი­უ­ტა­ნა და სა­უ­კე­თე­სო, უგემ­რი­ე­ლეს, ნო­მერ პირ­ველ ნა­ცი­ო­ნა­ლურ კერ­ძად და­უ­ხა­სი­ა­თა.

"თავ­ში ხში­რად მიტ­რი­ა­ლებ­და კი­თხვა, რო­მე­ლი ქარ­თუ­ლი კერ­ძია ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი?! მე­გობ­რებ­თან, სხვა­დას­ხვა წრე­ებ­ში, ქუ­ჩა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 300-დან 500-მდე ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვი­კი­თხეთ და თით­ქმის ყვე­ლამ ხა­ჭა­პუ­რი დაგ­ვი­სა­ხე­ლა. ამის შემ­დეგ ჩემს მე­გო­ბარ მწე­რალ დი­ა­ნა ან­ფი­მი­ადს გა­ვუ­ზი­ა­რე ჩემი მო­საზ­რე­ბა, რომ ამ კერ­ძის სა­მოყ­ვა­რუ­ლო დო­ნე­ზე კვლე­ვა და­მე­წყო.

პირ­ვე­ლი კი­თხვა რაც გაგ­ვიჩ­ნდა, იყო ის, თუ რო­დის შე­იძ­ლე­ბო­და ქარ­თველ ადა­მი­ანს ხა­ჭა­პუ­რი პირ­ვე­ლად გა­ე­კე­თე­ბი­ნა და რო­დე­საც გა­ა­კე­თა, რა ჭურ­ჭე­ლი გა­მო­ი­ყე­ნა ამის­თვის?! ამის გა­სარ­კვე­ვად ის­ტო­რი­კო­სი და არ­ქე­ო­ლო­გი შე­მოგ­ვი­ერ­თდნენ. გზა­დაგ­ზა სხვა შე­კი­თხვე­ბიც გვიჩ­ნდე­ბო­და, მა­გა­ლი­თად, რო­დის შე­იძ­ლე­ბო­და, ქარ­თველს ხორ­ბა­ლი პირ­ვე­ლად ეწარ­მო­ე­ბი­ნა, რო­მე­ლია ქარ­თუ­ლი ჯი­შე­ბი და და­მა­ტე­ბით სა­კი­თხებ­თან ერ­თად სხვა­დას­ხვა სპე­ცი­ა­ლო­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და­ვი­მა­ტეთ. ამ­ჟა­მად კვლე­ვა­ში 14 ადა­მი­ა­ნი ვართ ჩარ­თუ­ლი,“ - გან­მარ­ტავს ლე­ვა­ნი.

რო­დის და სად გა­კეთ­და პირ­ვე­ლი ხა­ჭა­პუ­რი, მკვლე­ვა­რებს ამა­ზე ზუს­ტი პა­სუ­ხი ჯერ არ აქვთ, თუმ­ცა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ ყვე­ლი­სა და ცო­მის ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი ვა­რი­ა­ცია, უძ­ვე­ლე­სი და ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი წარ­მო­შო­ბი­საა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში ხა­ჭა­პუ­რის მსგავ­სი კერ­ძე­ბი მზად­დე­ბა.

„კი­დევ ერთი, რაც ხა­ჭა­პუ­რის ქარ­თულ წარ­მო­მავ­ლო­ბას ადას­ტუ­რებს, არის მისი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა. ეს კერ­ძი იმ­დე­ნად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, რომ კვლე­ვი­სას 53 სა­ხე­ო­ბა ხა­ჭა­პუ­რი­დან 83 გულ­სარ­თი­ა­ნამ­დე ავე­დით. მა­გა­ლი­თად, სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ანს ხა­ჭა­პურ­ზე გან­მარ­ტე­ბა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი აქვს "გუ­ლი­ა­ნი პური". თუ რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში შე­იძ­ლე­ბა ხა­ჭა­პუ­რის დო­მი­ნან­ტი კერ­ძი არ­სე­ბობ­დეს, ის ჩვენ­გან ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, რად­გან ყველ­გან აქ­ცენტს აკე­თე­ბენ ცომ­ზე, ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში კი, რაც გა­ნას­ხვა­ვებს, არის გულ­სარ­თი.

მა­გა­ლი­თად, სხვა­დას­ხვა­ნა­ირ­გუ­ლი­ან ხა­ჭა­პურს ამ­ზა­დე­ბენ მეს­ხეთ­ში, ხევ­სუ­რეთ­ში, ფშავ­სა და ყვე­ლა სხვა კუ­თხე­ში. ქარ­თვე­ლის­თვის ხა­ჭა­პუ­რი სუფ­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია, რო­დე­საც და­ი­ბა­და ქარ­თვე­ლი, ძა­ლი­ან მა­ლე­ვე ხა­ჭა­პუ­რი გაჩ­ნდა. ჩემი აზ­რით, გულ­სარ­თი­ა­ნე­ბის 70% ხა­ჭა­პურს უჭი­რავს, მაგ­რამ არის კი­დევ სხვა სა­ხე­ო­ბე­ბი, მაგ­ლი­თად, გულ­სარ­თი­ა­ნია გუ­რუ­ლი ღვე­ზე­ლი, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად ხა­ჭა­პუ­რია, გულ­სარ­თი­ა­ნია სვა­ნუ­რი ხა­ჭა­პუ­რი, რო­მელ­შიც ოთხი სა­ხე­ო­ბის ყვე­ლია, არის კი­დევ ერთი, რო­მე­ლიც ცივი ღო­მის­გან კეთ­დე­ბა და შიგ­ნით ყვე­ლია.

ხა­ჭა­პურ­თან და­კავ­ში­რე­ბით უამ­რა­ვი ლე­გენ­და და ზღა­პა­რი არ­სე­ბობს. მა­გა­ლი­თად, კვლე­ვი­სას წა­ვი­კი­თხეთ, რომ ერთ-ერთ რა­ჭულ ზღა­პარ­ში, რო­დე­საც ნა­ცარ­ქე­ქია გა­რეთ ვერ გა­მო­ყავ­დათ, მო­ა­ტყუ­ეს, გა­მო­დი, გა­რეთ ხა­ჭა­პუ­რის წვი­მა მო­დი­სო. ხა­ჭა­პუ­რის შე­სა­ხებ იტა­ლი­ე­ლი მი­სი­ო­ნე­რე­ბიც წერ­დნენ, რომ­ლე­ბიც კერ­ძის გე­მო­სა და ხა­სი­ათს აღ­წერ­დნენ. უფრო ად­რე­ულ პე­რი­ოდ­ში კი სა­უ­ბა­რია ხა­ჭა­პუ­რის ჭურ­ჭელ­ზეც“ - აღ­ნიშ­ნა ლე­ვან ქო­ქი­აშ­ვილ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

14 ადა­მი­ა­ნის­გან შემ­დგა­რი ჯგუ­ფი ხა­ჭა­პურ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი მა­სა­ლე­ბის შეს­წავ­ლის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუ­თხეს შე­მო­ივ­ლის, ყვე­ლა რე­გი­ო­ნის სამ­ზა­რე­უ­ლოს გა­ეც­ნო­ბა და ტრა­დი­ცი­ულ კერძს სხვა­დას­ხვა მე­თო­დით გა­მო­ა­ცხობს, ვინ იცის, იქ­ნებ გულ­სარ­თი­ან­თა რა­ო­დე­ნო­ბამ 83-საც გა­და­ა­ჭარ­ბოს.

მკვლე­ვა­რე­ბის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო ღვი­ნოს­თან ერ­თად, ხა­ჭა­პუ­რის ქვე­ყა­ნა­ცაა. ლე­ვან ქო­ქი­აშ­ვილს მი­აჩ­ნია, რომ ეს ნიშა ქვე­ყა­ნამ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ი­კა­ვოს.

„ასე­თი კვლე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად ტარ­დე­ბა, რად­გან წარ­სულ­ში ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო, გას­ტრო­ნო­მი­ის კვლე­ვის­თვის არა­ვის ეცა­ლა, თუმ­ცა ახლა დად­გა ასე­თი მო­მენ­ტი. ამ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა თა­ვის რე­ვო­ლუ­ცი­ას აწყობს, ჩვენ გვინ­და, რომ ამ ყვე­ლა­ფერს ხა­ჭა­პუ­რის რე­ვო­ლუ­ცია და­ვარ­ქვათ“ - აღ­ნიშ­ნავს პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რი ლე­ვან ქო­ქი­აშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ტუ­რიზ­მი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი პრო­დუქ­ტე­ბი ტუ­რიზ­მის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია, შე­სა­ბა­მი­სად, გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი კულ­ტუ­რა სა­ქარ­თვე­ლოს­თვი­საც პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი უნდა გახ­დეს.

ხა­ჭა­პუ­რის სა­ხე­ო­ბე­ბის მკვლე­ვა­რე­ბი შე­დე­გე­ბის შე­ჯა­მე­ბას რე­გი­ო­ნე­ბის შეს­წავ­ლის შემ­დეგ და­ი­წყე­ბენ. ხა­ჭა­პუ­რის ის­ტო­რი­ას, მის სა­ხე­ო­ბებ­სა და რე­ცეპ­ტებს კი სა­ვა­რა­უ­დოდ, მკი­თხვე­ლი წიგ­ნის სა­ხით იხი­ლავს, სა­მო­მავ­ლოდ კი შე­საძ­ლოა, ლე­ვან ქო­ქი­აშ­ვილ­მა ყვე­ლა სა­ხე­ო­ბის ხა­ჭა­პურს ერთ ობი­ექ­ტში მო­უ­ყა­როს თავი და ამ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კერ­ძის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის რა­ცი­ონ­ში კო­ტო­რი, დუ­შუ­რი და ვინ იცის, კი­დევ რა გე­მო­სა და და­სა­ხე­ლე­ბის ხა­ჭა­პუ­რი გაჩ­ნდეს...

ფო­ტო­ე­ბი: კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ექ­სპე­დი­ცია, BBC Travel, hacha.ru

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

საქართველოს "ხაჭაპურის რევოლუცია" ელის - ბევრისთვის საყვარელი კერძის სახეობები, რომლებზეც ჯერ არ გსმენიათ

საქართველოს "ხაჭაპურის რევოლუცია" ელის - ბევრისთვის საყვარელი კერძის სახეობები, რომლებზეც ჯერ არ გსმენიათ

რას უპასუხებდით შეკითხვაზე - რომელია ნომერ პირველი ნაციონალური კერძი საქართველოში?! - ბევრი თქვენგანი ალბათ ხაჭაპურს დაასახელებს, მისი მომზადების საკუთარი მეთოდიც გექნებათ და სავარაუდოდ, არცერთი სუფრა, რომელსაც რაიმეს აღსანიშნავად ამზადებთ, მის გარეშე არ ჩაივლის.

ეს კი იმიტომ ხდება, რომ საუკუნეებია, ეროვნული სამზარეულოს ერთგულები ვართ და სადაც არ უნდა ვიყოთ, ქართულ სამზარეულოს არაფერი გვირჩევნია. ალბათ ასეთ ერთგულებას უკავშირდება ის ფაქტი, რომ ქართველმა მკვლევარებმა 83 სახეობის გულსართიანი კერძი აღმოაჩინეს, საიდანაც 53 ხაჭაპურის სახეობებია, მათ შორის ბევრი ჩვენგანისთვის უცნობი - „ბაჭულა,“ „კოტორი,“ „ღომუშ,“ „აჩაშ“, „ფეტდვიარ" და სხვა...

ხაჭაპურის წარმომავლობისა და მისი ნაირსახეობების კვლევის იდეა ორი წლის წინ საზღვარგარეთ, ერთ-ერთ კაფეში გაჩნდა, როდესაც პროფესიით რესტორატორ ლევან ქოქიაშვილს მიმტანმა ეროვნული კერძი მიუტანა და საუკეთესო, უგემრიელეს, ნომერ პირველ ნაციონალურ კერძად დაუხასიათა.

"თავში ხშირად მიტრიალებდა კითხვა, რომელი ქართული კერძია ნაციონალური?! მეგობრებთან, სხვადასხვა წრეებში, ქუჩაში დაახლოებით 300-დან 500-მდე ადამიანი გამოვიკითხეთ და თითქმის ყველამ ხაჭაპური დაგვისახელა. ამის შემდეგ ჩემს მეგობარ მწერალ დიანა ანფიმიადს გავუზიარე ჩემი მოსაზრება, რომ ამ კერძის სამოყვარულო დონეზე კვლევა დამეწყო.

პირველი კითხვა რაც გაგვიჩნდა, იყო ის, თუ როდის შეიძლებოდა ქართველ ადამიანს ხაჭაპური პირველად გაეკეთებინა და როდესაც გააკეთა, რა ჭურჭელი გამოიყენა ამისთვის?! ამის გასარკვევად ისტორიკოსი და არქეოლოგი შემოგვიერთდნენ. გზადაგზა სხვა შეკითხვებიც გვიჩნდებოდა, მაგალითად, როდის შეიძლებოდა, ქართველს ხორბალი პირველად ეწარმოებინა, რომელია ქართული ჯიშები და დამატებით საკითხებთან ერთად სხვადასხვა სპეციალობის პროფესიონალი დავიმატეთ. ამჟამად კვლევაში 14 ადამიანი ვართ ჩართული,“ - განმარტავს ლევანი.

როდის და სად გაკეთდა პირველი ხაჭაპური, მკვლევარებს ამაზე ზუსტი პასუხი ჯერ არ აქვთ, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ ყველისა და ცომის ეს შესანიშნავი ვარიაცია, უძველესი და ნაციონალური წარმოშობისაა, მიუხედავად იმისა, რომ მეზობელ ქვეყნებში ხაჭაპურის მსგავსი კერძები მზადდება.

„კიდევ ერთი, რაც ხაჭაპურის ქართულ წარმომავლობას ადასტურებს, არის მისი მრავალფეროვნება. ეს კერძი იმდენად მრავალფეროვანია, რომ კვლევისას 53 სახეობა ხაჭაპურიდან 83 გულსართიანამდე ავედით. მაგალითად, სულხან-საბა ორბელიანს ხაჭაპურზე განმარტებაში მითითებული აქვს "გულიანი პური". თუ რომელიმე ქვეყანაში შეიძლება ხაჭაპურის დომინანტი კერძი არსებობდეს, ის ჩვენგან ძალიან განსხვავებულია, რადგან ყველგან აქცენტს აკეთებენ ცომზე, ჩვენს შემთხვევაში კი, რაც განასხვავებს, არის გულსართი.

მაგალითად, სხვადასხვანაირგულიან ხაჭაპურს ამზადებენ მესხეთში, ხევსურეთში, ფშავსა და ყველა სხვა კუთხეში. ქართველისთვის ხაჭაპური სუფრის მნიშვნელოვანი ნაწილია, როდესაც დაიბადა ქართველი, ძალიან მალევე ხაჭაპური გაჩნდა. ჩემი აზრით, გულსართიანების 70% ხაჭაპურს უჭირავს, მაგრამ არის კიდევ სხვა სახეობები, მაგლითად, გულსართიანია გურული ღვეზელი, რომელიც რეალურად ხაჭაპურია, გულსართიანია სვანური ხაჭაპური, რომელშიც ოთხი სახეობის ყველია, არის კიდევ ერთი, რომელიც ცივი ღომისგან კეთდება და შიგნით ყველია.

ხაჭაპურთან დაკავშირებით უამრავი ლეგენდა და ზღაპარი არსებობს. მაგალითად, კვლევისას წავიკითხეთ, რომ ერთ-ერთ რაჭულ ზღაპარში, როდესაც ნაცარქექია გარეთ ვერ გამოყავდათ, მოატყუეს, გამოდი, გარეთ ხაჭაპურის წვიმა მოდისო. ხაჭაპურის შესახებ იტალიელი მისიონერებიც წერდნენ, რომლებიც კერძის გემოსა და ხასიათს აღწერდნენ. უფრო ადრეულ პერიოდში კი საუბარია ხაჭაპურის ჭურჭელზეც“ - აღნიშნა ლევან ქოქიაშვილმა AMBEBI.GE-სთან საუბარში.

14 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი ხაჭაპურთან დაკავშირებული ისტორიული მასალების შესწავლის შემდეგ, საქართველოს ყველა კუთხეს შემოივლის, ყველა რეგიონის სამზარეულოს გაეცნობა და ტრადიციულ კერძს სხვადასხვა მეთოდით გამოაცხობს, ვინ იცის, იქნებ გულსართიანთა რაოდენობამ 83-საც გადააჭარბოს.

მკვლევარების თქმით, საქართველო ღვინოსთან ერთად, ხაჭაპურის ქვეყანაცაა. ლევან ქოქიაშვილს მიაჩნია, რომ ეს ნიშა ქვეყანამ აუცილებლად უნდა დაიკავოს.

„ასეთი კვლევა საქართველოში პირველად ტარდება, რადგან წარსულში ჩვენს ქვეყანაში ისეთი მდგომარეობა იყო, გასტრონომიის კვლევისთვის არავის ეცალა, თუმცა ახლა დადგა ასეთი მომენტი. ამ ქვეყანაში ყველა თავის რევოლუციას აწყობს, ჩვენ გვინდა, რომ ამ ყველაფერს ხაჭაპურის რევოლუცია დავარქვათ“ - აღნიშნავს პროექტის მენეჯერი ლევან ქოქიაშვილი.

მისივე თქმით, ყველა ქვეყანაში, სადაც ტურიზმი განვითარებულია, ნაციონალური პროდუქტები ტურიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, შესაბამისად, გასტრონომიული კულტურა საქართველოსთვისაც პრიორიტეტული უნდა გახდეს.

ხაჭაპურის სახეობების მკვლევარები შედეგების შეჯამებას რეგიონების შესწავლის შემდეგ დაიწყებენ. ხაჭაპურის ისტორიას, მის სახეობებსა და რეცეპტებს კი სავარაუდოდ, მკითხველი წიგნის სახით იხილავს, სამომავლოდ კი შესაძლოა, ლევან ქოქიაშვილმა ყველა სახეობის ხაჭაპურს ერთ ობიექტში მოუყაროს თავი და ამ ნაციონალური კერძის მოყვარულების რაციონში კოტორი, დუშური და ვინ იცის, კიდევ რა გემოსა და დასახელების ხაჭაპური გაჩნდეს...

ფოტოები: კულინარიული ექსპედიცია, BBC Travel, hacha.ru

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ