პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აზარტული თამაშებისთვის თანხებს სწრაფი გადახდის აპარატებიდან ვეღარ ჩარიცხავენ - რას გულისხმობს ახალი რეგულაციები
აზარტული თამაშებისთვის თანხებს სწრაფი გადახდის აპარატებიდან ვეღარ ჩარიცხავენ - რას გულისხმობს ახალი რეგულაციები

სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის რე­გუ­ლი­რე­ბის­თვის კა­ნონპ­რო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა გრძელ­დე­ბა. სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის, ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, მას შემ­დეგ, რაც მოხ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბის ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს­თან შე­ჯე­რე­ბა, პარ­ლა­მენ­ტი კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვას და­ი­წყებს.

გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის თქმით, კა­ნონპ­რო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს ასა­კობ­რი­ვი ცენ­ზის გან­სა­ზღვრას, რო­მელ­ზე მუ­შა­ო­ბა­შიც სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოც ჩარ­თუ­ლია.

„სა­პარ­ტრი­არ­ქო ითხოვს ასა­კობ­რი­ვი ცენ­ზი გა­ნი­სა­ზღვროს 23-24 წლით. ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ 22 წელი ოპ­ტი­მა­ლუ­რია. სა­ქარ­თვე­ლო­ში თი­თო­ე­ულ თეთ­რს მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბით გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი არ არი­ან და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ეს აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი ოჯა­ხე­ბის­თვის პრობ­ლე­მაა“ - გან­მარ­ტავს გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი.

დე­პუ­ტა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით, აზარ­ტულ თა­მა­შებ­ში ჩარ­თვის მსურ­ვე­ლი ონ­ლა­ინ-კა­ზი­ნო­ებ­ში თან­ხებს სა­კუ­თა­რი სა­ბან­კო ან­გა­რი­ში­დან გა­და­რი­ცხავს. გარ­და ამი­სა, აიკ­რძა­ლე­ბა თან­ხე­ბის სწრა­ფი გა­დახ­დის აპა­რა­ტე­ბი­დან გა­და­რი­ცხვა. თა­მა­შის მსურ­ველ­მა ონ­ლა­ინ-კა­ზი­ნოს სა­კუ­თა­რი ან­გა­რი­ში უნდა შექ­მნას, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა სხვას არ ექ­ნე­ბა.

„ჩვენ ასე­ვე ვი­თხოვთ მო­თა­მა­შე­ე­ბის ერ­თი­ა­ნი რე­ესტრის შექ­ნას, რათა რე­გის­ტრა­ცია ყვე­ლა­ზე გავ­რცელ­დეს. სა­უ­ბა­რია ერ­თი­ან ბა­ზა­ზე, რო­მელ­ზეც წვდო­მა ექ­ნე­ბა ყვე­ლას, ვინც ამ სფე­რო­ში იქ­ნე­ბა, რად­გან, მა­გა­ლი­თად, თუ მო­თა­მა­შეს სა­სა­მარ­თლომ კა­ზი­ნო­ში თა­მა­ში აუკ­რძა­ლა, ამის შე­სა­ხებ სა­დღაც ხომ უნდა გა­მოჩ­ნდეს, მა­გა­ლი­თად, რო­მე­ლი­მე ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რი ამის შე­სა­ხებ გა­და­ა­მოწ­მებს ინ­ფორ­მა­ცი­ას. და­ახ­ლო­ე­ბით, რო­გორც სა­ბან­კო სფე­რო­შია, ასე­თი ბაზა იქ­ნე­ბა. თუ რე­გის­ტრა­ცი­ას არ გა­ივ­ლი, მა­შინ უკვე ონ­ლა­ინ-კა­ზი­ნო­ში ლე­გა­ლუ­რად ვერ შეხ­ვალ, არა­ლე­გა­ლურ შეს­ვლას კი თა­ვი­სი სან­ქცი­ე­ბი ექ­ნე­ბა. ჩვენ არა­ვის არა­ფერს ვუკ­რძა­ლავთ, უბ­რა­ლოდ, რე­გის­ტრა­ცი­ას ვი­თხოვთ, იმი­ტომ რომ ჩვენ უნდა დავ­თვა­ლოთ, აზარ­ტულ თა­მა­შებ­ში რამ­დე­ნი მო­ქა­ლა­ქეა ჩარ­თუ­ლი,“ - აღ­ნიშ­ნა ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა.

დე­პუ­ტა­ტის თქმით, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი გავ­რცელ­დე­ბა სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებ­ზეც. კერ­ძოდ, სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბულ პირს აზარ­ტულ თა­მა­შებ­ში ჩარ­თვა აეკ­რძა­ლე­ბა, რის­თვი­საც მას შე­საძ­ლოა, შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­დგე­ნა და­ე­ვა­ლოს.

„როცა გვინ­და, რომ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის სის­ტე­მა­ში ეს პრინ­ცი­პი შე­მო­ვი­ტა­ნოთ, ეს ნიშ­ნავს, რომ ვერც ერთი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე, სა­ნამ სა­ჯა­რო სტრუქ­ტუ­რა­ში მუ­შა­ობს, სა­ქარ­თვე­ლოს ლე­გა­ლურ სივ­რცე­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად ვერ ითა­მა­შებს. ჩვენ დიდი იმე­დი გვაქვს, რომ კერ­ძო სექ­ტო­რიც თა­ვის რე­გუ­ლა­ცი­ებს გა­ავ­რცე­ლებს, ეს მათ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად, ბანკს, რო­მელ­მაც ადა­მი­ან­ზე კრე­დი­ტი უნდა გას­ცეს, მი­ვან­დობთ, ჩა­დოს თუ არა აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის სა­კი­თხი პი­რო­ბა­ში. ეს გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი საკ­ნონ­მდებ­ლო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის ქვეშ, პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ყვე­ლა­ფე­რი რა თქმა უნდა, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ჩარ­ჩო­ებ­ში იქ­ნე­ბა. კონ­კრე­ტულ ადა­მი­ან­ზე კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის სის­ტე­მა­საც ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო უზ­რუნ­ველ­ყოფს“ - გან­მარ­ტა ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა.

ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის თქმით, კი­თხვე­ბი არ­სე­ბობს სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის შე­მო­სავ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც. დე­პუ­ტა­ტის გან­მარ­ტე­ბით, ონ­ლა­ინ-კა­ზი­ნო­ე­ბის ბრუნ­ვის გა­და­სა­ხა­დი ამ ეტაპ­ზე 7%-ია, ხოლო ე.წ მი­წის კა­ზი­ნო­ე­ბი სა­ლი­ცენ­ზიო გა­და­სა­ხადსა და თვით­მმარ­თვე­ლო­ბის მო­საკ­რებ­ლებს იხ­დი­ან, რა პრინ­ცი­პიც შე­საძ­ლოა, გა­და­ი­ხე­დოს.

"მე და ფი­ნანსთა მი­ნისტრს ე.წ მი­წის კა­ზი­ნო­ებ­თან შეხ­ვედ­რა გვქონ­და. ჩვენ მათ ვუ­თხა­რით, რომ ახ­ლან­დე­ლი ბუ­ღალ­ტე­რია ვერ დარ­ჩე­ბა. ეჭვი მაქვს, რომ ჩვენ რა­ღა­ცებს ვერ ვთვლით. იმის­თვის რომ დავ­თვა­ლოთ, გვჭირ­დე­ბა რო­გორც ფუ­ლის შეს­ვლის, ისე გა­მოს­ვლის კონ­ტრო­ლი, ამი­ტომ ვფიქ­რობთ, რომ ერ­თი­ან სა­ბუ­ღალ­ტრო სის­ტე­მას შევ­ქმნით, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ერ­თნა­ი­რად გავ­რცელ­დე­ბა. ეს სის­ტე­მა აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლია ბევრ ქვე­ყა­ნა­ში და მისი გა­მო­ყე­ნე­ბით სა­შუ­ა­ლე­ბა გვექ­ნე­ბა, სა­თა­მა­შო ბიზ­ნეს­ში ფუ­ლის დი­ნე­ბის სა­კი­თხი ზუს­ტად გა­ვა­კონ­ტრო­ლოთ, რათა ბი­უ­ჯეტ­ში გა­და­სა­ხა­დე­ბი ადეკ­ვა­ტუ­რი იყოს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ, რათა გა­და­სა­ხა­დე­ბის ამო­ღე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად მომ­ხდა­რი­ყო, მა­ინც მგო­ნია, რომ რა­ღაც სე­რი­ო­ზუ­ლი თან­ხე­ბი ბი­უ­ჯეტ­ში გვაკ­ლდე­ბა. ჩვენ გვჭირ­დე­ბა ისე­თი სა­ბუ­ღალ­ტრო სის­ტე­მის შექ­მნა, რო­მე­ლიც ამ თან­ხის ბრუნ­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას 90%-დან 95%-მდე ზუს­ტად მოგ­ვცემს. ახლა მე მგო­ნია, რომ ბევ­რად ნაკ­ლე­ბი ბუ­ღალ­ტე­რი­აა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ვმუ­შა­ობთ,“ - გან­მარ­ტა უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტატ­მა.

გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ სა­თა­მა­შო ბიზ­ნეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კა არა ად­გი­ლობ­რივ, არა­მედ უცხო­ე­თი­დან ჩა­მო­სულ მომ­ხმა­რებ­ლებს ეხე­ბა. კერ­ძოდ, იმ კა­ზი­ნო­ებს, რო­მელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბაც ძი­რი­თა­დად, უცხო­ელ ვი­ზი­ტო­რებ­ზე იქ­ნე­ბა გათ­ვლი­ლი, შე­საძ­ლოა, მათ გარ­კვე­უ­ლი შე­ღა­ვა­თე­ბიც და­უ­წეს­დეთ.

„მთე­ლი სის­ტე­მა გა­და­ე­წყო­ბა, ისე რომ ამ სერ­ვის­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად მოხ­დეს ვი­ზი­ტო­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ნაკ­ლე­ბი იყოს. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ჩვენ გა­ვა­კე­თებთ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­სა და რე­გუ­ლა­ცი­ებს და ეს პო­ლი­ტი­კა იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი იმის­კენ, რომ მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტის გა­და­ტა­ნა უცხო­ელ ვი­ზი­ტორ­ზე მოხ­დეს. რა თქმა უნდა, ეს ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით იქ­ნე­ბა. კა­ზი­ნო­ე­ბი იმა­ზე უნდა იყ­ვნენ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რომ უცხო­ე­ლი ვი­ზი­ტო­რია მთა­ვა­რი. ჩვენ არ გა­მოვ­რი­ცხავთ, რომ იმ კა­ზი­ნო­ე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც მარ­ტო უცხო­ე­ლებ­ზე ორი­ენ­ტირ­დე­ბი­ან, ვი­ფიქ­როთ შე­ღა­ვა­თე­ბის და­წე­სე­ბა­ზეც,“ - აღ­ნიშ­ნა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა, ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ამ­ჟა­მად აზარ­ტულ თა­მა­შებ­ში ჩარ­თუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ზუს­ტი სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა სა­ვა­რა­უ­დოდ, 400 000-დან 600 000-მდე მო­ქა­ლა­ქეა და­კა­ვე­ბუ­ლი თა­მა­შე­ბით, რაც გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, უმ­ძი­მე­სი სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნია.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

აზარტული თამაშებისთვის თანხებს სწრაფი გადახდის აპარატებიდან ვეღარ ჩარიცხავენ - რას გულისხმობს ახალი რეგულაციები

აზარტული თამაშებისთვის თანხებს სწრაფი გადახდის აპარატებიდან ვეღარ ჩარიცხავენ - რას გულისხმობს ახალი რეგულაციები

სათამაშო ბიზნესის რეგულირებისთვის კანონპროექტზე მუშაობა გრძელდება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განმარტებით, მას შემდეგ, რაც მოხდება გარკვეული საკითხების ფინანსთა სამინისტროსთან შეჯერება, პარლამენტი კანონპროექტის განხილვას დაიწყებს.

გოგიჩაიშვილის თქმით, კანონპროექტი ითვალისწინებს ასაკობრივი ცენზის განსაზღვრას, რომელზე მუშაობაშიც საქართველოს საპატრიარქოც ჩართულია.

„საპარტრიარქო ითხოვს ასაკობრივი ცენზი განისაზღვროს 23-24 წლით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 22 წელი ოპტიმალურია. საქართველოში თითოეულ თეთრს მნიშვნელობა აქვს, მოქალაქეები სამუშაო ადგილებით განებივრებული არ არიან და ხშირ შემთხვევაში, ეს აზარტული თამაშები ოჯახებისთვის პრობლემაა“ - განმარტავს გოგიჩაიშვილი.

დეპუტატის ინფორმაციით, რეგულაციების მიხედვით, აზარტულ თამაშებში ჩართვის მსურველი ონლაინ-კაზინოებში თანხებს საკუთარი საბანკო ანგარიშიდან გადარიცხავს. გარდა ამისა, აიკრძალება თანხების სწრაფი გადახდის აპარატებიდან გადარიცხვა. თამაშის მსურველმა ონლაინ-კაზინოს საკუთარი ანგარიში უნდა შექმნას, რომლის გამოყენების უფლება სხვას არ ექნება.

„ჩვენ ასევე ვითხოვთ მოთამაშეების ერთიანი რეესტრის შექნას, რათა რეგისტრაცია ყველაზე გავრცელდეს. საუბარია ერთიან ბაზაზე, რომელზეც წვდომა ექნება ყველას, ვინც ამ სფეროში იქნება, რადგან, მაგალითად, თუ მოთამაშეს სასამართლომ კაზინოში თამაში აუკრძალა, ამის შესახებ სადღაც ხომ უნდა გამოჩნდეს, მაგალითად, რომელიმე ტოტალიზატორი ამის შესახებ გადაამოწმებს ინფორმაციას. დაახლოებით, როგორც საბანკო სფეროშია, ასეთი ბაზა იქნება. თუ რეგისტრაციას არ გაივლი, მაშინ უკვე ონლაინ-კაზინოში ლეგალურად ვერ შეხვალ, არალეგალურ შესვლას კი თავისი სანქციები ექნება. ჩვენ არავის არაფერს ვუკრძალავთ, უბრალოდ, რეგისტრაციას ვითხოვთ, იმიტომ რომ ჩვენ უნდა დავთვალოთ, აზარტულ თამაშებში რამდენი მოქალაქეა ჩართული,“ - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დეპუტატის თქმით, რეგულაციები გავრცელდება საჯარო მოხელეებზეც. კერძოდ, საჯარო სექტორში დასაქმებულ პირს აზარტულ თამაშებში ჩართვა აეკრძალება, რისთვისაც მას შესაძლოა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა დაევალოს.

„როცა გვინდა, რომ საჯარო მოხელეების სისტემაში ეს პრინციპი შემოვიტანოთ, ეს ნიშნავს, რომ ვერც ერთი საჯარო მოხელე, სანამ საჯარო სტრუქტურაში მუშაობს, საქართველოს ლეგალურ სივრცეში ოფიციალურად ვერ ითამაშებს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ კერძო სექტორიც თავის რეგულაციებს გაავრცელებს, ეს მათზე დამოკიდებული იქნება. მაგალითად, ბანკს, რომელმაც ადამიანზე კრედიტი უნდა გასცეს, მივანდობთ, ჩადოს თუ არა აზარტული თამაშების საკითხი პირობაში. ეს განხორციელდება შესაბამისი საკნონმდებლო რეგულაციების ქვეშ, პირადი მონაცემების დაცვის კანონმდებლობით, ყველაფერი რა თქმა უნდა, კანონმდებლობის ჩარჩოებში იქნება. კონკრეტულ ადამიანზე კონკრეტული ინფორმაციის მიღების სისტემასაც ფინანსთა სამინისტრო უზრუნველყოფს“ - განმარტა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, კითხვები არსებობს სათამაშო ბიზნესის შემოსავლებთან დაკავშირებითაც. დეპუტატის განმარტებით, ონლაინ-კაზინოების ბრუნვის გადასახადი ამ ეტაპზე 7%-ია, ხოლო ე.წ მიწის კაზინოები სალიცენზიო გადასახადსა და თვითმმართველობის მოსაკრებლებს იხდიან, რა პრინციპიც შესაძლოა, გადაიხედოს.

"მე და ფინანსთა მინისტრს ე.წ მიწის კაზინოებთან შეხვედრა გვქონდა. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ახლანდელი ბუღალტერია ვერ დარჩება. ეჭვი მაქვს, რომ ჩვენ რაღაცებს ვერ ვთვლით. იმისთვის რომ დავთვალოთ, გვჭირდება როგორც ფულის შესვლის, ისე გამოსვლის კონტროლი, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ერთიან საბუღალტრო სისტემას შევქმნით, რომელიც ყველაზე ერთნაირად გავრცელდება. ეს სისტემა აპრობირებულია ბევრ ქვეყანაში და მისი გამოყენებით საშუალება გვექნება, სათამაშო ბიზნესში ფულის დინების საკითხი ზუსტად გავაკონტროლოთ, რათა ბიუჯეტში გადასახადები ადეკვატური იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა გადასახადების ამოღება მაქსიმალურად მომხდარიყო, მაინც მგონია, რომ რაღაც სერიოზული თანხები ბიუჯეტში გვაკლდება. ჩვენ გვჭირდება ისეთი საბუღალტრო სისტემის შექმნა, რომელიც ამ თანხის ბრუნვის შესახებ ინფორმაციას 90%-დან 95%-მდე ზუსტად მოგვცემს. ახლა მე მგონია, რომ ბევრად ნაკლები ბუღალტერიაა და ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ,“ - განმარტა უმრავლესობის დეპუტატმა.

გოგიჩაიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკა არა ადგილობრივ, არამედ უცხოეთიდან ჩამოსულ მომხმარებლებს ეხება. კერძოდ, იმ კაზინოებს, რომელთა საქმიანობაც ძირითადად, უცხოელ ვიზიტორებზე იქნება გათვლილი, შესაძლოა, მათ გარკვეული შეღავათებიც დაუწესდეთ.

„მთელი სისტემა გადაეწყობა, ისე რომ ამ სერვისში მაქსიმალურად მოხდეს ვიზიტორების ჩართულობა და საქართველოს მოქალაქე ნაკლები იყოს. საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩვენ გავაკეთებთ საგანმანათლებლო პროგრამებსა და რეგულაციებს და ეს პოლიტიკა იქნება მიმართული იმისკენ, რომ მთავარი აქცენტის გადატანა უცხოელ ვიზიტორზე მოხდეს. რა თქმა უნდა, ეს ნებაყოფლობით იქნება. კაზინოები იმაზე უნდა იყვნენ ორიენტირებული, რომ უცხოელი ვიზიტორია მთავარი. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ იმ კაზინოებისთვის, რომლებიც მარტო უცხოელებზე ორიენტირდებიან, ვიფიქროთ შეღავათების დაწესებაზეც,“ - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა.

მისივე თქმით, ამჟამად აზარტულ თამაშებში ჩართული მოქალაქეების ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, თუმცა სავარაუდოდ, 400 000-დან 600 000-მდე მოქალაქეა დაკავებული თამაშებით, რაც გოგიჩაიშვილის შეფასებით, უმძიმესი სოციალური ფონია.

სოფო კილაძეზე ქმარი ფსიქოლოგიურად ძალადობდა -  დეპუტატის მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერი გასცეს

რა სიმპტომები ახასიათებს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს და როგორია მისი მკურნალობის ტაქტიკა?

"ფეხმძიმობისას ქმარმა ისე მცემა, ბავშვი პრობლემებით დაიბადა..." - როგორ შეიცვალა დევნილი ქალის მძიმე ცხოვრება