პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰოლი სმეილის საქართველოში ვიზიტი დასრულდა - რა ურჩია მწერალმა ქართველ თინეიჯერებს?
ჰოლი სმეილის საქართველოში ვიზიტი დასრულდა - რა ურჩია მწერალმა ქართველ თინეიჯერებს?

წიგ­ნე­ბის ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში, "პა­ლიტ­რა L-ის" ორ­გა­ნი­ზე­ბით ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი ჰოლი სმე­ი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს 6 დღი­ა­ნი ვი­ზი­ტით სა­ქარ­თვე­ლოს ეწ­ვია. მწე­რა­ლი ქარ­თველ თი­ნე­ი­ჯე­რებს რამ­დენ­ჯერ­მე შეხ­ვდა, წა­რად­გი­ნა სა­კუ­თა­რი 6 ტო­მე­უ­ლის მე-5 ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლად სპე­ცი­ა­ლუ­რად სმე­ი­ლის ვი­ზი­ტის­თვის ითარ­გმნა, და­ათ­ვა­ლი­ე­რა თბი­ლი­სის და ეს­ტუმ­რა კა­ხეთს, "ლი­ბერ­თნი­სის" და­ბა­დე­ბის დღის წვე­უ­ლე­ბა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

ქარ­თველ თი­ნე­ი­ჯე­რებ­თან პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა წიგ­ნის ფე­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში ექ­სპო ჯორ­ჯი­ას სივ­რცე­ში გა­ი­მარ­თა. შეხ­ვედ­რა საკ­მა­ოდ ემო­ცი­უ­რი იყო. ქარ­თველ­მა ახალ­გაზ­რდებ­მა დიდი სიყ­ვა­რუ­ლი გა­მო­ხა­ტეს ავ­ტო­რის მი­მართ. თა­ვად ჰოლი სმე­ილ­მა კი აღ­ნიშ­ნა, რომ მა­საც გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარს ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლი, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად ეხ­მი­ა­ნე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით.

შეხ­ვედ­რა კი­თხვა-პა­სუ­ხის რე­ჟიმ­ში წა­რი­მარ­თა. მი­სულ სტუმ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ, საყ­ვა­რე­ლი მწერ­ლის­თვის კი­თხვე­ბი და­ეს­ვათ, რჩე­ვაც ჰკი­თხეს, თუ რო­გორ უნდა და­ი­წყონ სამ­წერ­ლო­ბო კა­რი­ე­რა. საკ­მა­ოდ ემო­ცი­უ­რი იყო ჰოლი სმე­ი­ლის პა­სუ­ხე­ბიც.

"წიგ­ნე­ბი ჩვენ გვაძ­ლევს ძა­ლას, გა­მოც­დი­ლე­ბას, მო­წყე­ნი­ლო­ბი­დან თა­ვის დახ­სნის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. მე პი­რა­დად 4 წლის ასა­კი­დან მწერ­ლო­ბა მინ­დო­და. პირ­ვე­ლი წიგ­ნი კი 5 წლის ასაკ­ში დავ­წე­რე. 23 წლის ასაკ­ში კი დავ­წე­რე საკ­მა­ოდ მძი­მე ნა­წარ­მო­ე­ბი, რომ­ლის გა­მო­ცე­მა­საც ვცდი­ლობ­დი. თუმ­ცა ამა­ოდ, გა­მომ­ცემ­ლე­ბი უარს მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ. შემ­დეგ მე­გო­ბარ­მა მირ­ჩია, დამ­წე­რა წიგ­ნი თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის ასა­კის გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე. თა­ვი­დან ვი­ფიქ­რე, რომ ეს მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და. თუმ­ცა მა­ინც დავ­წე­რე. ასე და­ი­ბა­და გიკი გოგო, რო­მელ­მაც მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლა. თა­ვი­დან მე­გო­ნა, რმ წიგნს მხო­ლოდ ჩემი ბე­ბია და ბა­ბუა იყი­დიდ­ნენ. მაგ­რამ ასე არ მოხ­და. 32 ენა­ზეა თარ­გმნი­ლი და 1,1 მი­ლი­ო­ნი ეგ­ზემპლი­ა­რია გა­ყი­დუ­ლი. მეც უამ­რავ ქვე­ყა­ნა­ში ვარ ნამ­ყო­ფი მკი­თხველ­თან შე­სახ­ვედ­რად. ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლე­ბი კი ნამ­დვი­ლად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. დიდ სიყ­ვა­რულს ვგრძნობ მათ­გან და მეც გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს. ხში­რად მწე­რენ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით. ასე­ვე, ძა­ლი­ან მიყ­ვარს "ლი­ბერ­თინ­სი", რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ”გიკი გოგო” გა­მო­ი­ცა. ამ სე­რი­ამ შე­მოგ­თა­ვა­ზათ წიგ­ნე­ბი, რო­მე­ლიც შთა­გა­გო­ნებთ, სხვა სამ­ყა­რო­ში გა­მოგ­ზა­უ­რებთ. არ შე­ი­კა­ვოთ თავი, თუ თქვენც გინ­დათ მწერ­ლო­ბა. საყ­ვა­რე­ლი ავ­ტო­რე­ბი იკი­თხეთ და გა­მო­ი­ყე­ნეთ ისი­ნი თქვენს ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში. ალ­ბათ შე­ამ­ჩნევ­დით, რომ ჩემს რო­მა­ნებ­ში ბევ­რს ვხუმ­რობ შექ­სპირ­ზე. ის ჩემი საყ­ვა­რე­ლი მწე­რა­ლია. წიგ­ნის და­წე­რა არას­დროს არის ადრე და სცა­დეთ თქვენც" - ამ სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა ჰოლი სმე­ილ­მა შეკ­რე­ბილს სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

ახალ­გაზ­რდე­ბის მხრი­დან კი არ წყდე­ბო­და შე­ძა­ხი­ლე­ბი, თუ რო­გორ უყ­ვართ ჰოლი სმე­ი­ლი. "შენ ჩემი ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლე", "შენ ჩემი შთა­გო­ნე­ბა ხარ", "მად­ლო­ბა, რომ სამ­ყა­რო სხვა თვა­ლით და­მა­ნა­ხე" - ამ და მსგავ­სი ტექ­სტე­ბით იწყებ­დნენ თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი შე­კი­თხვის დას­მას.

1-ელ ივ­ნისს 19:00 სა­ათ­ზე ”ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში”, ასე­ვე, სა­კუ­თარ მკი­თხველს შეხ­ვდა. დათო ტუ­რაშ­ვილ­თან ერ­თად სა­ზო­გა­დო­ე­ბას "გიკი გო­გოს" მე-5 წიგ­ნი ”თავ­და­ყი­რა” წა­რუდ­გი­ნა. შეხ­ვედ­რა ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი იყო. აქ­ტი­უ­რი დი­ა­ლო­გი შედ­გა მკი­თხველ­სა და ჰოლი სმე­ილს შო­რის.

ჰოლი სმე­ილ­მა ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში და­ათ­ვა­ლი­ე­რა თბი­ლი­სი და ეს­ტუმ­რა კა­ხეთ­საც, სა­დაც ად­გი­ლობ­რივ ტრა­დი­ცი­ებს გა­ეც­ნო და სამ­ზა­რე­უ­ლოც და­ა­გე­მოვ­ნა.

”ქარ­თვე­ლებ­მა შექ­მნეს ღვი­ნო 8 000 წლის წინ, რის­თვი­საც მთე­ლი მსოფ­ლიო დღემ­დე უსა­ზღვროდ მად­ლი­ე­რია. მე მხო­ლოდ 24 სა­ა­თი გა­ვა­ტა­რე სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ რე­გი­ონ­ში, კა­ხეთ­ში და და­ვა­გე­მოვ­ნე ღვი­ნო, რო­მელ­საც მი­წის­ქვეშ თი­ხის ქვევ­რებ­ში ამ­ზა­დე­ბენ. მინ­და გი­თხრათ, რომ ეს არის სა­უ­კე­თე­სო ღვი­ნო, რაც კი ოდეს­მე გა­მისნ­ჯავს. გარ­და ამი­სა, აქ ამ­ზა­დე­ბენ ჭა­ჭას, რო­მელ­შიც ალ­კოჰო­ლის შემ­ცვე­ლო­ბა 60 პრო­ცენ­ტია და მისი და­ლე­ვა ცე­ცხლო­ვა­ნი დრა­კო­ნის გა­დაყ­ლაპ­ვას ჰგავს. ვნა­ხე მწერ­ლე­ბის სახლ-მუ­ზე­უ­მე­ბი და დი­დე­ბუ­ლი ეკ­ლე­სია. ყვე­ლას მო­გი­წო­დებთ, ჩა­მოხ­ვი­დეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში და ად­გი­ლობ­რი­ვი ღვი­ნო და­ა­გე­მოვ­ნოთ. ესაა სა­უ­კე­თე­სო ღვი­ნო, რაც კი ცხოვ­რე­ბა­ში გა­მი­სინ­ჯავს“ - ასე­თი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა ჰოლი სმე­ილ­მა კა­ხეთ­ში ვი­ზი­ტის შემ­დეგ სა­კუ­თარ ”ინ­სტაგ­რამ” გვერ­დზე.

ჰო­ლის სმე­ი­ლი ”ლი­ბერ­თინ­სის” და­ბა­დე­ბის დღის წვე­უ­ლე­ბა­საც და­ეს­წრო. 3 ივ­ნისს გრან­დი­ო­ზუ­ლი წვე­უ­ლე­ბა და კარ­ნა­ვა­ლი ექ­სპო ჯორ­ჯი­ას ეზო­ში მო­ე­წყო. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე და­უკ­რა ჯგუფ­მა ”არა”, რო­მელ­მაც ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რელ სიმ­ღე­რებ­თან ერ­თად ”ლი­ბერ­თინ­სის” ჰიმ­ნიც შე­ას­რუ­ლა. ჰოლი სმე­ილ­მა გა­მო­ავ­ლი­ნა ”ლი­ბერ­თინ­სის” გრან­დი­ო­ზუ­ლი გა­თა­მა­შე­ბის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი, მათ შო­რის, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრი­ზის მფლო­ბე­ლე­ბი, რო­მელ­თაც გა­და­ე­ცათ 2 კა­ცი­ა­ნი საგ­ზუ­რი ბარ­სე­ლო­ნა­ში Beyonce & Jay Z -ს კონ­ცერ­ტზე.

სა­ერ­თო ჯამ­ში ჰოლი სმე­ილ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში 6 დღე გა­ა­ტა­რა. მიწ­ვე­უ­ლი იყო რამ­დე­ნი­მე სა­ტე­ლე­ვი­ზიო და რა­დი­ო­გა­და­ცე­მა­ში. ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში ის სას­ტუმ­რო Moxy-ში ცხოვ­რობ­და.

ჰოლი სმეილის საქართველოში ვიზიტი დასრულდა - რა ურჩია მწერალმა ქართველ თინეიჯერებს?

ჰოლი სმეილის საქართველოში ვიზიტი დასრულდა - რა ურჩია მწერალმა ქართველ თინეიჯერებს?

წიგნების ფესტივალის ფარგლებში, "პალიტრა L-ის" ორგანიზებით ბესტსელერის ავტორი ჰოლი სმეილი საქართველოს 6 დღიანი ვიზიტით საქართველოს ეწვია. მწერალი ქართველ თინეიჯერებს რამდენჯერმე შეხვდა, წარადგინა საკუთარი 6 ტომეულის მე-5 ნაწილი, რომელიც ქართულად სპეციალურად სმეილის ვიზიტისთვის ითარგმნა, დაათვალიერა თბილისის და ესტუმრა კახეთს, "ლიბერთნისის" დაბადების დღის წვეულებაში მიიღო მონაწილეობა.

ქართველ თინეიჯერებთან პირველი შეხვედრა წიგნის ფეტივალის ფარგლებში ექსპო ჯორჯიას სივრცეში გაიმართა. შეხვედრა საკმაოდ ემოციური იყო. ქართველმა ახალგაზრდებმა დიდი სიყვარული გამოხატეს ავტორის მიმართ. თავად ჰოლი სმეილმა კი აღნიშნა, რომ მასაც განსაკუთრებით უყვარს ქართველი მკითხველი, რომელიც მუდმივად ეხმიანება სოციალური ქსელის საშუალებით.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, საყვარელი მწერლისთვის კითხვები დაესვათ, რჩევაც ჰკითხეს, თუ როგორ უნდა დაიწყონ სამწერლობო კარიერა. საკმაოდ ემოციური იყო ჰოლი სმეილის პასუხებიც.

"წიგნები ჩვენ გვაძლევს ძალას, გამოცდილებას, მოწყენილობიდან თავის დახსნის საუკეთესო საშუალებაა. მე პირადად 4 წლის ასაკიდან მწერლობა მინდოდა. პირველი წიგნი კი 5 წლის ასაკში დავწერე. 23 წლის ასაკში კი დავწერე საკმაოდ მძიმე ნაწარმოები, რომლის გამოცემასაც ვცდილობდი. თუმცა ამაოდ, გამომცემლები უარს მეუბნებოდნენ. შემდეგ მეგობარმა მირჩია, დამწერა წიგნი თინეიჯერობის ასაკის გამოცდილებაზე. თავიდან ვიფიქრე, რომ ეს მოსაბეზრებელი იქნებოდა. თუმცა მაინც დავწერე. ასე დაიბადა გიკი გოგო, რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. თავიდან მეგონა, რმ წიგნს მხოლოდ ჩემი ბებია და ბაბუა იყიდიდნენ. მაგრამ ასე არ მოხდა. 32 ენაზეა თარგმნილი და 1,1 მილიონი ეგზემპლიარია გაყიდული. მეც უამრავ ქვეყანაში ვარ ნამყოფი მკითხველთან შესახვედრად. ქართველი მკითხველები კი ნამდვილად განსაკუთრებულები არიან. დიდ სიყვარულს ვგრძნობ მათგან და მეც გამორჩეულად მიყვარს. ხშირად მწერენ სოციალური ქსელის საშუალებით. ასევე, ძალიან მიყვარს "ლიბერთინსი", რომლის ფარგლებშიც ”გიკი გოგო” გამოიცა. ამ სერიამ შემოგთავაზათ წიგნები, რომელიც შთაგაგონებთ, სხვა სამყაროში გამოგზაურებთ. არ შეიკავოთ თავი, თუ თქვენც გინდათ მწერლობა. საყვარელი ავტორები იკითხეთ და გამოიყენეთ ისინი თქვენს ნაწარმოებებში. ალბათ შეამჩნევდით, რომ ჩემს რომანებში ბევრს ვხუმრობ შექსპირზე. ის ჩემი საყვარელი მწერალია. წიგნის დაწერა არასდროს არის ადრე და სცადეთ თქვენც" - ამ სიტყვებით მიმართა ჰოლი სმეილმა შეკრებილს საზოგადოებას.

ახალგაზრდების მხრიდან კი არ წყდებოდა შეძახილები, თუ როგორ უყვართ ჰოლი სმეილი. "შენ ჩემი ცხოვრება შეცვალე", "შენ ჩემი შთაგონება ხარ", "მადლობა, რომ სამყარო სხვა თვალით დამანახე" - ამ და მსგავსი ტექსტებით იწყებდნენ თინეიჯერები შეკითხვის დასმას.

1-ელ ივნისს 19:00 საათზე ”ბიბლუსი გალერეაში”, ასევე, საკუთარ მკითხველს შეხვდა. დათო ტურაშვილთან ერთად საზოგადოებას "გიკი გოგოს" მე-5 წიგნი ”თავდაყირა” წარუდგინა. შეხვედრა ინტერაქციული იყო. აქტიური დიალოგი შედგა მკითხველსა და ჰოლი სმეილს შორის.

ჰოლი სმეილმა ვიზიტის ფარგლებში დაათვალიერა თბილისი და ესტუმრა კახეთსაც, სადაც ადგილობრივ ტრადიციებს გაეცნო და სამზარეულოც დააგემოვნა.

”ქართველებმა შექმნეს ღვინო 8 000 წლის წინ, რისთვისაც მთელი მსოფლიო დღემდე უსაზღვროდ მადლიერია. მე მხოლოდ 24 საათი გავატარე საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რეგიონში, კახეთში და დავაგემოვნე ღვინო, რომელსაც მიწისქვეშ თიხის ქვევრებში ამზადებენ. მინდა გითხრათ, რომ ეს არის საუკეთესო ღვინო, რაც კი ოდესმე გამისნჯავს. გარდა ამისა, აქ ამზადებენ ჭაჭას, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა 60 პროცენტია და მისი დალევა ცეცხლოვანი დრაკონის გადაყლაპვას ჰგავს. ვნახე მწერლების სახლ-მუზეუმები და დიდებული ეკლესია. ყველას მოგიწოდებთ, ჩამოხვიდეთ საქართველოში და ადგილობრივი ღვინო დააგემოვნოთ. ესაა საუკეთესო ღვინო, რაც კი ცხოვრებაში გამისინჯავს“ - ასეთი პოსტი გამოაქვეყნა ჰოლი სმეილმა კახეთში ვიზიტის შემდეგ საკუთარ ”ინსტაგრამ” გვერდზე.

ჰოლის სმეილი ”ლიბერთინსის” დაბადების დღის წვეულებასაც დაესწრო. 3 ივნისს გრანდიოზული წვეულება და კარნავალი ექსპო ჯორჯიას ეზოში მოეწყო. ღონისძიებაზე დაუკრა ჯგუფმა ”არა”, რომელმაც ყველასთვის საყვარელ სიმღერებთან ერთად ”ლიბერთინსის” ჰიმნიც შეასრულა. ჰოლი სმეილმა გამოავლინა ”ლიბერთინსის” გრანდიოზული გათამაშების გამარჯვებულები, მათ შორის, განსაკუთრებული პრიზის მფლობელები, რომელთაც გადაეცათ 2 კაციანი საგზური ბარსელონაში Beyonce & Jay Z -ს კონცერტზე.

საერთო ჯამში ჰოლი სმეილმა საქართველოში 6 დღე გაატარა. მიწვეული იყო რამდენიმე სატელევიზიო და რადიოგადაცემაში. ვიზიტის ფარგლებში ის სასტუმრო Moxy-ში ცხოვრობდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი