მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა არ გაძვირდება"
"საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა არ გაძვირდება"

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით მგზავ­რო­ბა არ გაძ­ვირ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია თბი­ლი­სის მე­რი­ის ტრან­სპორ­ტის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში. რო­გორც კომ­პა­ნი­ა­ში აცხა­დე­ბენ, თბი­ლი­სის მე­რია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გაძ­ვი­რე­ბის სა­კითხს არ გა­ნი­ხი­ლავს და არც გეგ­მავს.

„ზო­გი­ერ­თი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს­და, მო­სა­ლოდ­ნე­ლია ავ­ტო­ბუ­სე­ბი­თა და მეტ­რო­თი მგზავ­რო­ბის სა­ფა­სუ­რის მა­ტე­ბა, სრუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­აა და სი­მარ­თლეს­თან არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო. ასე­ვე, გა­უ­გე­ბა­რია ამ მცდა­რი ვა­რა­უ­დის და­კავ­ში­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მარ­შრუ­ტე­ბის რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბას­თან.

თბი­ლი­სის მე­რია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში სო­ცი­ა­ლურ ფაქ­ტორს ერთ-ერთ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს კომ­პო­ნენ­ტად გა­ნი­ხი­ლავს. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი ყო­ველ­წლი­უ­რად 60 მი­ლი­ონ ლარს ხარ­ჯავს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში მო­ქა­ლა­ქე­თა შე­ღა­ვა­თი­ა­ნი და უფა­სო მგზავ­რო­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად.

თბი­ლი­სის მე­რი­ის­თვის სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კის წარ­მარ­თვი­სას პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის და­ბალ­ტა­რი­ფი­ა­ნი და შე­ღა­ვა­თი­ა­ნი მგზავ­რო­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა. გარ­და ამი­სა, ჩვე­ნი პრი­ო­რი­ტე­ტია, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი გახ­დეს მე­ტად სწრა­ფი და კომ­ფორ­ტუ­ლი, ამ მიზ­ნით იგეგ­მე­ბა არ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­პარ­კის სრუ­ლი გა­ნახ­ლე­ბა და მეტ­როს შე­მად­გენ­ლო­ბე­ბის და­მა­ტე­ბა. მთლი­ა­ნო­ბა­ში, ეს ყო­ვე­ლი­ვე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის ზრდას და მის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას გა­ნა­პი­რო­ბებს“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

"საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა არ გაძვირდება"

"საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა არ გაძვირდება"

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა არ გაძვირდება. ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. როგორც კომპანიაში აცხადებენ, თბილისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირების საკითხს არ განიხილავს და არც გეგმავს.

„ზოგიერთი მედიასაშუალებისა და პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა, მოსალოდნელია ავტობუსებითა და მეტროთი მგზავრობის საფასურის მატება, სრული დეზინფორმაციაა და სიმართლესთან არაფერი აქვს საერთო. ასევე, გაუგებარია ამ მცდარი ვარაუდის დაკავშირება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების რეორგანიზაციის გეგმის შემუშავებასთან.

თბილისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურებაში სოციალურ ფაქტორს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტად განიხილავს. მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად 60 მილიონ ლარს ხარჯავს საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქალაქეთა შეღავათიანი და უფასო მგზავრობის დასაფინანსებლად.

თბილისის მერიისთვის სატრანსპორტო პოლიტიკის წარმართვისას პრინციპულად მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის დაბალტარიფიანი და შეღავათიანი მგზავრობის შეთავაზება. გარდა ამისა, ჩვენი პრიორიტეტია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს მეტად სწრაფი და კომფორტული, ამ მიზნით იგეგმება არსებული ავტოპარკის სრული განახლება და მეტროს შემადგენლობების დამატება. მთლიანობაში, ეს ყოველივე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის ზრდას და მის პოპულარიზაციას განაპირობებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო