პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შოუ უნდოდა ხალხს და ხალხი მიიღებს შოუს!" - "იქს ფაქტორის" ყველაზე დრამატული ტურის მიმოხილვა
"შოუ უნდოდა ხალხს და ხალხი მიიღებს შოუს!" - "იქს ფაქტორის" ყველაზე დრამატული ტურის მიმოხილვა

„იქს ფაქ­ტო­რის“ ყვე­ლა­ზე დრა­მა­ტუ­ლი და ემო­ცი­უ­რი მო­მენ­ტი ორი სკა­მის კონ­კურ­სია, სა­დაც მენ­ტო­რებ­მა თა­ვი­ან­თი კა­ტე­გო­რი­ის­თვის მხო­ლოდ ორი სა­უ­კე­თე­სო კონ­კურ­სან­ტი შე­არ­ჩი­ეს. მენ­ტო­რე­ბი შო­უ­ში ძა­ლი­ან რთუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დად­გნენ, რად­გან პრო­ექ­ტში უამ­რა­ვი ნი­ჭი­ე­რი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. 16 მო­ნა­წი­ლი­დან მათ 8 სა­უ­კე­თე­სო უნდა შე­ერ­ჩი­ათ, მაგ­რამ ამ­ჯე­რად წე­სე­ბი და­ირ­ღვა და პრო­ექ­ტში 8 კონ­კურ­სან­ტის ნაც­ვლად 10 მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

შოუს ოთხ მენ­ტორს ცოტა ხნის წინ მე­ხუ­თე წევ­რი - ანრი ჯო­ხა­ძე და­ე­მა­ტა. თამ­თა გო­დუ­ა­ძეს­თან, სტე­ფა­ნეს­თან, ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძე­სა და დათო ევ­გე­ნი­ძეს­თან ერ­თად, ეპა­ტა­ჟუ­რი და ნი­ჭი­ე­რი მუ­სი­კო­სიც შე­ა­ფა­სებს კონ­კურ­სან­ტებს. ან­რის სურს რომ, პრო­ექ­ტში მისი დაბ­რუ­ნე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოს და შოუ სწო­რედ მან მო­ი­გოს.

ანრი ჯო­ხა­ძის გუნდში ანრი გუჩ­მა­ნი­ძე და თა­მუ­ნა გი­ორ­გა­ძე მოხ­ვდნენ. ახალ­მა მენ­ტორ­მა სწო­რედ მათ მის­ცა პრო­ექ­ტში დარ­ჩე­ნის შან­სი და სა­კუ­თარ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იწო­ნებს.

„დარ­ბაზ­ში სხვა­ნა­ი­რად ის­მის სიმ­ღე­რა ვიდ­რე ტე­ლე­ვი­ზორ­ში. ვუ­ყუ­რე გა­და­ცე­მას და ახლა უფრო ამა­ყი ვარ ჩემი გუნ­დის წევ­რე­ბით, აზრი არ შემ­ცვლია. კმა­ყო­ფი­ლი ვარ ჩემი კონ­კურ­სან­ტე­ბით. ძა­ლი­ან ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი მო­ვი­და წელს „იქს ფაქ­ტორ­ში“, სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი მათ­გა­ნი გა­მო­ე­თი­შა კონ­კურსს და ბევ­რმა ისეთ­მა და­ტო­ვა, ვინც „იქს ფაქ­ტო­რის“ ღირ­სია.

მინ­და ჩემი „ქამ ბექი“ პრო­ექ­ტში წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოს, ჩემი მო­ტი­ვა­ცია არის მო­გე­ბა. მა­ყუ­რე­ბელს შევ­თა­ვა­ზებ მუ­სი­კა­ლუ­რად და­ინ­ტე­რე­სო და სწორ ნა­ბი­ჯებს და არა გზა­საც­დე­ნილ დი­ა­ცებს. შოუს რაც შე­ე­ხე­ბა, შოუ უნ­დო­და ხალ­ხს და ხალ­ხი მი­ი­ღებს შოუს!" - ამ­ბობს ანრი.

ქუ­თა­ი­სე­ლი გო­გო­ნა თა­მუ­ნა გი­ორ­გა­ძე ანრი ჯო­ხა­ძის გუნ­დის წევ­რი გახ­და. ან­რის გა­რე­შე ის პრო­ექ­ტში ვერ დარ­ჩე­ბო­და.

"კონ­კურ­სში ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა და ვე­ლო­დე­ბო­დი რო­გორც გაშ­ვე­ბას, ისე დარ­ჩე­ნას. სა­ბედ­ნი­ე­როდ გა­მი­მარ­თლა, ანრი ჯო­ხა­ძე შე­მო­ვი­და დარ­ბაზ­ში და მის გუნდში ამირ­ჩია, მომ­ცა შან­სი ხალ­ხს და­ვუმ­ტკი­ცო რა შე­მიძ­ლია. ვი­ნატ­რე კარ­გი მენ­ტო­რი და ღმერ­თმა ამის­რუ­ლა ეს ნატ­ვრა, ანრი ჯო­ხა­ძე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია და მა­გა­ზე მა­გა­რი მენ­ტო­რი მგო­ნი არც არ­სე­ბობს" - გვი­თხრა თა­მუ­ნამ.

„იქს ფაქ­ტო­რის“ კი­დევ ერ­თმა მენ­ტორ­მა ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძემ, თა­ვი­სი გუნ­დი ლი­კუ­ნა თუ­თი­სა­ნით და მა­რი­ამ შენ­გე­ლი­ა­თი და­ა­კომ­პლექ­ტა. ნა­ნი­კოს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ პრო­ექტს მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი რამ­დე­ნი­მე ბავ­შვის მშო­ბე­ლიც გა­ა­ღი­ზი­ა­ნა, თუმ­ცა მენ­ტო­რი სა­კუ­თარ არ­ჩე­ვანს არ ნა­ნობს.

"არც პირ­ვე­ლი ვარ და არც უკა­ნას­კნე­ლი ჟი­უ­რის წევ­რი, რო­მელ­საც მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა არ აქვს და ასე­თი პრო­ექ­ტის ჟი­უ­რის წევ­რია. ძა­ლი­ან რთუ­ლად ვრე­ა­გი­რებ კონ­კურ­სან­ტე­ბის მი­მართ გა­მოთ­ქმულ კრი­ტი­კა­ზე. ძა­ლი­ან მძი­მეა ოთხი სკა­მის და ორი სკა­მის დღე, და­ძა­ბუ­ლე­ბი ვართ, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ უნდა მი­ვი­ღოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და მე ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე" - ამ­ბობს ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძე.

„იქს ფაქ­ტო­რის“ ტი­ტუ­ლის­თვის იბ­რძო­ლებს მა­ყუ­რებ­ლის ერთ-ერთი ფა­ვო­რი­ტი ალექს კიკ­ვი­ძე, რო­მელ­მაც ხალ­ხის ყუ­რა­დღე­ბა სიმ­ღე­რით და სევ­დი­ა­ნი პი­რა­დი ის­ტო­რი­ით მი­იქ­ცია. "ვერ გად­მოვ­ცემ ჩემს სი­ხა­რულს, როცა სიმ­ღე­რას მოვ­რჩი, სტე­ფა­ნემ ისე შე­მა­ფა­სა მე­გო­ნა, ორი სკა­მი­დან ვერც ერ­თზე ვერ მოვ­ხვდი და ამის გამო ძა­ლი­ან ვი­ნევ­რი­უ­ლე, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც დამ­ტო­ვა „იქს ფაქ­ტორ­ში“. უკვე ღრმად შევ­ტო­პე და უკან და­ხე­ვას აღარ ვა­პი­რებ. უნდა მო­ვი­გო პრო­ექ­ტი".

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"შოუ უნდოდა ხალხს და ხალხი მიიღებს შოუს!" - "იქს ფაქტორის" ყველაზე დრამატული ტურის მიმოხილვა

"შოუ უნდოდა ხალხს და ხალხი მიიღებს შოუს!" - "იქს ფაქტორის" ყველაზე დრამატული ტურის მიმოხილვა

„იქს ფაქტორის“ ყველაზე დრამატული და ემოციური მომენტი ორი სკამის კონკურსია, სადაც მენტორებმა თავიანთი კატეგორიისთვის მხოლოდ ორი საუკეთესო კონკურსანტი შეარჩიეს. მენტორები შოუში ძალიან რთული არჩევანის წინაშე დადგნენ, რადგან პროექტში უამრავი ნიჭიერი შემსრულებელი მონაწილეობდა. 16 მონაწილიდან მათ 8 საუკეთესო უნდა შეერჩიათ, მაგრამ ამჯერად წესები დაირღვა და პროექტში 8 კონკურსანტის ნაცვლად 10 მიიღებს მონაწილეობას.

შოუს ოთხ მენტორს ცოტა ხნის წინ მეხუთე წევრი - ანრი ჯოხაძე დაემატა. თამთა გოდუაძესთან, სტეფანესთან, ნანიკო ხაზარაძესა და დათო ევგენიძესთან ერთად, ეპატაჟური და ნიჭიერი მუსიკოსიც შეაფასებს კონკურსანტებს. ანრის სურს რომ, პროექტში მისი დაბრუნება წარმატებული იყოს და შოუ სწორედ მან მოიგოს.

ანრი ჯოხაძის გუნდში ანრი გუჩმანიძე და თამუნა გიორგაძე მოხვდნენ. ახალმა მენტორმა სწორედ მათ მისცა პროექტში დარჩენის შანსი და საკუთარ გადაწყვეტილებას იწონებს.

„დარბაზში სხვანაირად ისმის სიმღერა ვიდრე ტელევიზორში. ვუყურე გადაცემას და ახლა უფრო ამაყი ვარ ჩემი გუნდის წევრებით, აზრი არ შემცვლია. კმაყოფილი ვარ ჩემი კონკურსანტებით. ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი მოვიდა წელს „იქს ფაქტორში“, სამწუხაროდ, ბევრი მათგანი გამოეთიშა კონკურსს და ბევრმა ისეთმა დატოვა, ვინც „იქს ფაქტორის“ ღირსია.

მინდა ჩემი „ქამ ბექი“ პროექტში წარმატებული იყოს, ჩემი მოტივაცია არის მოგება. მაყურებელს შევთავაზებ მუსიკალურად დაინტერესო და სწორ ნაბიჯებს და არა გზასაცდენილ დიაცებს. შოუს რაც შეეხება, შოუ უნდოდა ხალხს და ხალხი მიიღებს შოუს!" - ამბობს ანრი.

ქუთაისელი გოგონა თამუნა გიორგაძე ანრი ჯოხაძის გუნდის წევრი გახდა. ანრის გარეშე ის პროექტში ვერ დარჩებოდა.

"კონკურსში ყველაფერი ხდება და ველოდებოდი როგორც გაშვებას, ისე დარჩენას. საბედნიეროდ გამიმართლა, ანრი ჯოხაძე შემოვიდა დარბაზში და მის გუნდში ამირჩია, მომცა შანსი ხალხს დავუმტკიცო რა შემიძლია. ვინატრე კარგი მენტორი და ღმერთმა ამისრულა ეს ნატვრა, ანრი ჯოხაძე პროფესიონალია და მაგაზე მაგარი მენტორი მგონი არც არსებობს" - გვითხრა თამუნამ.

„იქს ფაქტორის“ კიდევ ერთმა მენტორმა ნანიკო ხაზარაძემ, თავისი გუნდი ლიკუნა თუთისანით და მარიამ შენგელიათი დააკომპლექტა. ნანიკოს ამ გადაწყვეტილებამ პროექტს მიღმა დარჩენილი რამდენიმე ბავშვის მშობელიც გააღიზიანა, თუმცა მენტორი საკუთარ არჩევანს არ ნანობს.

"არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი ჟიურის წევრი, რომელსაც მუსიკალური განათლება არ აქვს და ასეთი პროექტის ჟიურის წევრია. ძალიან რთულად ვრეაგირებ კონკურსანტების მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე. ძალიან მძიმეა ოთხი სკამის და ორი სკამის დღე, დაძაბულები ვართ, მაგრამ საბოლოოდ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და მე ეს გადაწყვეტილება მივიღე" - ამბობს ნანიკო ხაზარაძე.

„იქს ფაქტორის“ ტიტულისთვის იბრძოლებს მაყურებლის ერთ-ერთი ფავორიტი ალექს კიკვიძე, რომელმაც ხალხის ყურადღება სიმღერით და სევდიანი პირადი ისტორიით მიიქცია. "ვერ გადმოვცემ ჩემს სიხარულს, როცა სიმღერას მოვრჩი, სტეფანემ ისე შემაფასა მეგონა, ორი სკამიდან ვერც ერთზე ვერ მოვხვდი და ამის გამო ძალიან ვინევრიულე, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამტოვა „იქს ფაქტორში“. უკვე ღრმად შევტოპე და უკან დახევას აღარ ვაპირებ. უნდა მოვიგო პროექტი".

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"