საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თოვლის გუნდას განახლებული მულტფილმი ბავშვების გულის დასაპყრობად ემზადება
თოვლის გუნდას განახლებული მულტფილმი ბავშვების გულის დასაპყრობად ემზადება

გუნ­და, გუნ­და, თოვ­ლის გუნ­და, მე­თა­მა­შოს, ვი­საც უნდა... სა­ინ­ტე­რე­სოა, ვინ და­უ­მე­გობ­რდე­ბა და ვინ ეთა­მა­შე­ბა ახალ, გა­თა­ნა­მედ­რო­ვე­ბულ გუნ­დას, რო­მე­ლიც ეკ­რა­ნებ­ზე სულ მალე გა­მოჩ­ნდე­ბა.

”პა­ლიტ­რა ლ“ -ის დაკ­ვე­თით ანი­მა­ცი­უ­რი სტუ­დია „Snow Label“ ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი გმი­რის და მულ­ტფილ­მის გა­ნახ­ლე­ბა­ზე მუ­შა­ობს. ანი­მა­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა თით­ქმის დას­რუ­ლე­ბუ­ლია, ამ­ჟა­მად მისი არან­ჟი­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას და სულ მალე შე­ეძ­ლე­ბა მა­ყუ­რე­ბელს მისი ეკ­რა­ნებ­ზე ხილ­ვა.

სა­მუ­შაო ჯგუ­ფის წევ­რე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით არ ახ­მა­უ­რე­ბენ, თუ რო­გო­რი იქ­ნე­ბა ანი­მა­ცი­ის სცე­ნა­რი და გან­სა­კუთ­რე­ბით, ფი­ნა­ლი, იქ­ნე­ბა ის ისე­თი­ვე სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი, რო­გორც ძვე­ლი გუნ­და თუ გა­ნახ­ლე­ბულ პერ­სო­ნაჟს უფრო ხა­ლი­სი­ა­ნი როლი ექ­ნე­ბა.

თით­ქმის 35 წელი გა­ვი­და გუნ­დას პირ­ვე­ლი მულ­ტფილ­მის შექ­მნი­დან და ის დღემ­დე დი­დე­ბი­სა თუ პა­ტა­რე­ბის საყ­ვა­რელ გმი­რად რჩე­ბა. ფუმ­ფუ­ლა და საყ­ვა­რე­ლი გუნ­და ერ­თნა­ი­რად უყ­ვარს რო­გორც უფ­როს თა­ო­ბას, რო­მე­ლიც ამ მულ­ტფილმთან ერ­თად გა­ი­ზარ­და, ისე ბავ­შვებს. თუმ­ცა ანი­მა­ცია წლე­ბის წინ არის შექ­მნი­ლი და მისი ხა­რის­ხი თა­ნა­მედ­რო­ვე მულ­ტფილ­მე­ბის ხა­რისხს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ჩა­მორ­ჩე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ გა­და­წყვი­ტა „პა­ლიტ­რა ლ“ - მა ანი­მა­ცი­ის გა­თა­ნა­მედ­რო­ვე­ბა. ეს გუნ­დას გა­ცო­ცხლე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არაა. 3 წლის წინ მა­ღა­ზი­ის დახ­ლებ­ზე პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა გუნ­დას ფუმ­ფუ­ლა მუ­სი­კა­ლუ­რი სა­თა­მა­შო. რა­საც გუნ­დას თე­მა­ზე შექ­მნი­ლი წიგ­ნე­ბი­სა და სხვა სა­ბავ­შვო ატ­რი­ბუ­ტი­კის შექ­მნა მოჰ­ყვა. "პა­ლიტ­რა ლ"-ის მი­ზა­ნი ქარ­თუ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­აა.

ანი­მა­ცია ახლო მო­მა­ვალ­ში გა­მოჩ­ნდე­ბა ეკ­რა­ნებ­ზე და მალე გა­ი­გებთ, რო­გო­რია ახა­ლი, ფუმ­ფუ­ლა და თა­ნა­მედ­რო­ვე თოვ­ლის გუნ­და.

00:00 / 00:00

თოვლის გუნდას განახლებული მულტფილმი ბავშვების გულის დასაპყრობად ემზადება

თოვლის გუნდას განახლებული მულტფილმი ბავშვების გულის დასაპყრობად ემზადება

გუნდა, გუნდა, თოვლის გუნდა, მეთამაშოს, ვისაც უნდა... საინტერესოა, ვინ დაუმეგობრდება და ვინ ეთამაშება ახალ, გათანამედროვებულ გუნდას, რომელიც ეკრანებზე სულ მალე გამოჩნდება.

”პალიტრა ლ“ -ის დაკვეთით ანიმაციური სტუდია „Snow Label“ ყველასთვის საყვარელი გმირის და მულტფილმის განახლებაზე მუშაობს. ანიმაციაზე მუშაობა თითქმის დასრულებულია, ამჟამად მისი არანჟირება მიმდინარეობას და სულ მალე შეეძლება მაყურებელს მისი ეკრანებზე ხილვა.

სამუშაო ჯგუფის წევრები ჯერჯერობით არ ახმაურებენ, თუ როგორი იქნება ანიმაციის სცენარი და განსაკუთრებით, ფინალი, იქნება ის ისეთივე სენტიმენტალური, როგორც ძველი გუნდა თუ განახლებულ პერსონაჟს უფრო ხალისიანი როლი ექნება.

თითქმის 35 წელი გავიდა გუნდას პირველი მულტფილმის შექმნიდან და ის დღემდე დიდებისა თუ პატარების საყვარელ გმირად რჩება. ფუმფულა და საყვარელი გუნდა ერთნაირად უყვარს როგორც უფროს თაობას, რომელიც ამ მულტფილმთან ერთად გაიზარდა, ისე ბავშვებს. თუმცა ანიმაცია წლების წინ არის შექმნილი და მისი ხარისხი თანამედროვე მულტფილმების ხარისხს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა „პალიტრა ლ“ - მა ანიმაციის გათანამედროვება. ეს გუნდას გაცოცხლების პირველი შემთხვევა არაა. 3 წლის წინ მაღაზიის დახლებზე პირველად გამოჩნდა გუნდას ფუმფულა მუსიკალური სათამაშო. რასაც გუნდას თემაზე შექმნილი წიგნებისა და სხვა საბავშვო ატრიბუტიკის შექმნა მოჰყვა. "პალიტრა ლ"-ის მიზანი ქართული პერსონაჟების მაქსიმალური პოპულარიზაციაა.

ანიმაცია ახლო მომავალში გამოჩნდება ეკრანებზე და მალე გაიგებთ, როგორია ახალი, ფუმფულა და თანამედროვე თოვლის გუნდა.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს