საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დალია გრიბაუსკაიტე პრეზიდენტის სასახლეში - საქართველოს ლიეტუვის სახელმწიფო დელეგაცია ეწვია
დალია გრიბაუსკაიტე პრეზიდენტის სასახლეში - საქართველოს ლიეტუვის სახელმწიფო დელეგაცია ეწვია

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­ში და­ლია გრი­ბა­უს­კა­ი­ტეს და ლი­ე­ტუ­ვის სა­ხელ­მწი­ფო დე­ლე­გა­ცი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი დახ­ვედ­რის ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა.

სა­ქარ­თვე­ლოს და ლი­ე­ტუ­ვის პრე­ზი­დენ­ტებ­მა სა­სახ­ლე­ში დახ­ვედ­რის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე პა­ტი­ვი მი­ა­გეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო დრო­შას და სამ­თავ­რო­ბო დე­ლე­გა­ცი­ე­ბი წა­რუდ­გი­ნეს ერ­თმა­ნეთს.

პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ლია გრი­ბა­უს­კა­ი­ტეს ვი­ზი­ტის მი­ზა­ნი ქვეყ­ნებს შო­რის ორ­მხრი­ვი დი­ა­ლო­გის გაღ­რმა­ვე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის 100 წლის სა­ი­უ­ბი­ლეო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სა და ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რა და ნატო-ს მო­ახ­ლო­ე­ბულ სა­მი­ტი­სათ­ვის მზა­დე­ბის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის გან­ხილ­ვაა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო მდივ­ნის თენ­გიზ ფხა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, 26 მა­ი­სის სამ­ზა­დის­მა პიკს მი­აღ­წია და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­დი­ან მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნე­ბის დე­ლე­გა­ცი­ე­ბი.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მოწ­ვე­ვით გვეწ­ვე­ვა 6 ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი და ასე­ვე ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტი ჟან კლოდ იუნ­კე­რი. პირ­ვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი და­ლია გრი­ბა­უს­კა­ი­ტეა, ლი­ე­ტუ­ვის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტი, რომ­ლის ორ­მ­ხი­რი­ვი ვი­ზი­ტიც სპე­ცი­ა­ლუ­რად ეძღვნე­ბა ჩვენ­თვის ამ უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვან თა­რიღს. ჩვენს ქვეყ­ნებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აკავ­ში­რებთ და ბუ­ნებ­რი­ვია, რომ სწო­რედ ამ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შემ­დგომ პერ­სპექ­ტი­ვებ­ზე გა­მახ­ვილ­დე­ბა ყუ­რა­დღე­ბა პრე­ზი­დენ­ტე­ბის შეხ­ვედ­რის დროს.

ვი­სა­უბ­რებთ ორ­მხრივ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, იმ პერ­სპექ­ტი­ვებ­ზე, რომ­ლე­ბიც არ­სე­ბობს. თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, რომ ეს იქ­ნე­ბა ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბა იმი­სათ­ვის, რომ ჩვე­ნი პო­ზი­ცი­ე­ბი კი­დევ ერთხელ შე­ვა­ჯე­როთ მო­მა­ვა­ლი ნატო-ს სა­მი­ტის კონ­ტექ­სტში და გან­ვი­ხი­ლოთ უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხე­ბი, ასე­ვე ის ნა­ბი­ჯე­ბი, რაც სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე სა­ქარ­თვე­ლომ და ლი­ე­ტუ­ვამ ერ­თად, კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად უნდა გა­დავ­დგათ იმი­სათ­ვის, რომ კი­დევ უფრო გა­ვაძ­ლი­ე­როთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცია", - აღ­ნიშ­ნა თენ­გიზ ფხა­ლა­ძემ.

დალია გრიბაუსკაიტე პრეზიდენტის სასახლეში - საქართველოს ლიეტუვის სახელმწიფო დელეგაცია ეწვია

დალია გრიბაუსკაიტე პრეზიდენტის სასახლეში - საქართველოს ლიეტუვის სახელმწიფო დელეგაცია ეწვია

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დალია გრიბაუსკაიტეს და ლიეტუვის სახელმწიფო დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.

საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტებმა სასახლეში დახვედრის ცერემონიაზე პატივი მიაგეს საქართველოს სახელმწიფო დროშას და სამთავრობო დელეგაციები წარუდგინეს ერთმანეთს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დალია გრიბაუსკაიტეს ვიზიტის მიზანი ქვეყნებს შორის ორმხრივი დიალოგის გაღრმავება, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა და ნატო-ს მოახლოებულ სამიტისათვის მზადების კოორდინირებული ქმედებების განხილვაა.

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, 26 მაისის სამზადისმა პიკს მიაღწია და საქართველოში ჩამოდიან მეგობარი ქვეყნების დელეგაციები.

"საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით გვეწვევა 6 ქვეყნის პრეზიდენტი და ასევე ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი. პირველი ქალბატონი დალია გრიბაუსკაიტეა, ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტი, რომლის ორმხირივი ვიზიტიც სპეციალურად ეძღვნება ჩვენთვის ამ უაღრესად მნიშვნელოვან თარიღს. ჩვენს ქვეყნებს განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებთ და ბუნებრივია, რომ სწორედ ამ ურთიერთობების შემდგომ პერსპექტივებზე გამახვილდება ყურადღება პრეზიდენტების შეხვედრის დროს.

ვისაუბრებთ ორმხრივ ურთიერთობებზე, იმ პერსპექტივებზე, რომლებიც არსებობს. თავისთავად ცხადია, რომ ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ჩვენი პოზიციები კიდევ ერთხელ შევაჯეროთ მომავალი ნატო-ს სამიტის კონტექსტში და განვიხილოთ უსაფრთხოების საკითხები, ასევე ის ნაბიჯები, რაც საერთაშორისო არენაზე საქართველომ და ლიეტუვამ ერთად, კოორდინირებულად უნდა გადავდგათ იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია", - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები