პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოზარდების მკვლელობის საქმე - ზაზა სარალიძე პროკურატურისგან მირზა სუბელიანის დაკავებას ითხოვს
მოზარდების მკვლელობის საქმე - ზაზა სარალიძე პროკურატურისგან მირზა სუბელიანის დაკავებას ითხოვს

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი მო­ზარ­დის და­ვით სა­რა­ლი­ძის მამა ზაზა სა­რა­ლი­ძე პრო­კუ­რა­ტუ­რას მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის მო­თხოვ­ნით მი­მარ­თავს. სა­რა­ლი­ძემ გან­ცხა­დე­ბა თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შე­ი­ტა­ნა. ის სუ­ბე­ლი­ა­ნის გარ­და იმ პი­რე­ბის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მას ითხოვს, ვინც ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­ნა­შა­უ­ლი და­ფა­რა. სა­რა­ლი­ძე ყვე­ლა ამ პი­რის დას­ჯას იმ ვი­დე­ო­კად­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ითხოვს, რო­მე­ლიც მე­დი­ა­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ გავ­რცელ­და და რო­მელ­ზეც კა­ლან­დი­ე­ბის სახ­ლთან, 2017 წლის 1-ელ დე­კემ­ბერს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბია ასა­ხუ­ლი.

"შე­მაქვს გა­ნა­ცხა­დი, რომ და­ი­წყოს სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის და სხვა პი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ვინც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვა­ში. ვი­დე­ო­მა­სა­ლა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­სა­მარ­თლო­ზე გაჟ­ღე­რე­ბულ ჩვე­ნე­ბებს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი ესა­უბ­რა ამ ბავ­შვებს, რო­მელ­თა­გან ერთი და­კა­ვე­ბუ­ლია, ხოლო მე­ო­რე მისი ნა­თე­სა­ვია და ამ სა­უბ­რის შემ­დეგ არ შე­ა­ტყო­ბი­ნა ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებს მათი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი, რი­თაც ხელი და­ა­ფა­რა და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ პი­რებს. წე­სით უკვე და­წყე­ბუ­ლი უნდა ჰქო­ნო­დათ მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ არა­ნა­ი­რი ქმე­დე­ბა გა­ტა­რე­ბუ­ლი არაა. ჩემი გა­ნა­ცხა­დის სა­ფუძ­ველ­ზე იმე­დია პრო­კუ­რა­ტუ­რა გონს მო­ე­გე­ბა და ამ საქ­მეს მი­ხე­დავს ისე, რო­გორც სა­ჭი­როა", - გა­ნა­ცხა­და ზაზა სა­რა­ლი­ძემ.

ცნო­ბის­თვის , „რუს­თა­ვი 2“-მა გა­ავ­რცე­ლა ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც კა­ლან­დი­ე­ბის სახ­ლთან და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ერთ-ერთი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რი­თაა გა­და­ღე­ბუ­ლი და რო­მე­ლიც 2017 წლის 1-ელ დე­კემ­ბერს, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ასა­ხავს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე ორი მო­ზარ­დი 2017 წლის 1-ელ დე­კემ­ბერს დაჭ­რეს. ერთი მო­ზარ­დი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა, მე­ო­რე მო­ზარ­დი კი, ექი­მე­ბის მცდე­ლო­ბი­სა და რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, 2 დე­კემ­ბერს, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ი­ღუ­პა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

მოზარდების მკვლელობის საქმე - ზაზა სარალიძე პროკურატურისგან მირზა სუბელიანის დაკავებას ითხოვს

მოზარდების მკვლელობის საქმე - ზაზა სარალიძე პროკურატურისგან მირზა სუბელიანის დაკავებას ითხოვს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე პროკურატურას მირზა სუბელიანის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნით მიმართავს. სარალიძემ განცხადება თბილისის პროკურატურაში შეიტანა. ის სუბელიანის გარდა იმ პირების პასუხისგებაში მიცემას ითხოვს, ვინც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაული დაფარა. სარალიძე ყველა ამ პირის დასჯას იმ ვიდეოკადრების საფუძველზე ითხოვს, რომელიც მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა და რომელზეც კალანდიების სახლთან, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს განვითარებული მოვლენებია ასახული.

"შემაქვს განაცხადი, რომ დაიწყოს სამართლებრივი დევნა მირზა სუბელიანის და სხვა პირების წინააღმდეგ, ვინც მონაწილეობა მიიღო დანაშაულის დაფარვაში. ვიდეომასალა აბსოლუტურად ეწინააღმდეგება სასამართლოზე გაჟღერებულ ჩვენებებს. დარწმუნებული ვარ, მირზა სუბელიანი ესაუბრა ამ ბავშვებს, რომელთაგან ერთი დაკავებულია, ხოლო მეორე მისი ნათესავია და ამ საუბრის შემდეგ არ შეატყობინა ძალოვან სტრუქტურებს მათი ადგილსამყოფელი, რითაც ხელი დააფარა დანაშაულის ჩამდენ პირებს. წესით უკვე დაწყებული უნდა ჰქონოდათ მირზა სუბელიანის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა, თუმცა სამწუხაროდ არანაირი ქმედება გატარებული არაა. ჩემი განაცხადის საფუძველზე იმედია პროკურატურა გონს მოეგება და ამ საქმეს მიხედავს ისე, როგორც საჭიროა", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ცნობისთვის , „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელიც კალანდიების სახლთან დამონტაჟებული ერთ-ერთი სათვალთვალო კამერითაა გადაღებული და რომელიც 2017 წლის 1-ელ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ასახავს. შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს