პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პაშა ბანკი ბიას მიერ ორგანიზებული მეორე საერთაშორისო საინვესტიციო ბიზნეს ფორუმის პარტნიორია
პაშა ბანკი ბიას მიერ ორგანიზებული მეორე საერთაშორისო საინვესტიციო ბიზნეს ფორუმის პარტნიორია

15-16 მა­ისს „ბია“–ს ორ­გა­ნი­ზე­ბით და პაშა ბან­კის პარტნი­ო­რო­ბით სას­ტუმ­რო რე­დი­სონ ბლუ ივე­რი­ა­ში რი­გით მე­ო­რე ყო­ველ­წლი­უ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბიზ­ნეს ფო­რუ­მი – „სა­ქარ­თვე­ლო - შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ქვე­ყა­ნა“ გა­ი­მარ­თა.

ფო­რუ­მი მიზ­ნად ისა­ხავ­და რე­გი­ონ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნან­სურ და ბიზ­ნეს ცენ­ტრად პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბას, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი და სა­ინ­ვეს­ტი­ციო პო­ტენ­ცი­ა­ლის მი­მო­ხილ­ვას და მე­წარ­მე­ე­ბის­თვის ფი­ნან­სი­რე­ბის იაფი წყა­რო­ე­ბის გაც­ნო­ბას.

„მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ პაშა ბან­კი სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბიზ­ნეს - ფო­რუმ­ზე წელ­საც პარტნი­ო­რის სა­ხით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი. შე­გახ­სე­ნებთ, რომ პაშა ბან­კი მსხვილ და სა­შუ­ა­ლო ზო­მის სა­წარ­მო­ებს კორ­პო­რა­ტი­ულ და სა­ინ­ვეს­ტი­ციო სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზობს აზერ­ბა­ი­ჯან­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში და თურ­ქეთ­ში. რო­გორც რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი, ჩვენ აქ ვართ, რათა გა­ვა­ზი­ა­როთ ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა და მო­ვი­ძი­ოთ ახა­ლი პარტნი­ო­რე­ბი.“ - აღ­ნიშ­ნა გოგა ჯა­ფა­რი­ძემ, პაშა ბან­კის კო­მერ­ცი­ულ­მა დი­რექ­ტორ­მა და დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რმა.

ფო­რუ­მის ფარ­გლებ­ში პო­ტენ­ცი­ურ ინ­ვეს­ტო­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ მთავ­რო­ბის და ბიზ­ნე­სის პირ­ვე­ლი პი­რე­ბის­გან გაც­ნო­ბოდ­ნენ მიმ­დი­ნა­რე და სა­მო­მავ­ლო პრო­ექ­ტებს ენერ­გე­ტი­კა­ში, ტუ­რიზ­მში, უძ­რავ ქო­ნე­ბა­ში და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში. ად­გი­ლობ­რივ ბიზ­ნე­სებს კი ჰქონ­დათ სა­შუ­ა­ლე­ბა მო­ეს­მი­ნათ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­რე­ი­ტინ­გო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, კა­პი­ტა­ლის ბაზ­რე­ბის, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის და სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კე­ბის, ვენ­ჩუ­რუ­ლი და კერ­ძო კა­პი­ტა­ლის ექ­სპერ­ტე­ბის­თვის.

ფო­რუ­მი სი­ტყვით გახ­სნეს EBRD-ის რე­გი­ო­ნა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ბრუ­ნო ბალ­ვა­ნე­რამ და ბიას გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა აიეტ კუ­კა­ვამ. გა­მომ­სვლე­ლებს შო­რის იყ­ვნენ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი­დან: ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძე - სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, რო­მეო მი­ქა­უ­ტა­ძე - ეკო­ნო­მი­კის და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, ნო­დარ კე­რე­სე­ლი­ძე - სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, ასე­ვე, სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ე­ბი­დან: S&P Global, Fitch Ratings, Google, Gryphon Emerging Markets, Omidyar Network, Finance-in-Motion, BlueOrchard Finance, ESPA და სხვა.

სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფო­რუმ­მა 500-მდე დე­ლე­გატს უმას­პინ­ძლა, მათ შო­რის ად­გი­ლობ­რივ და უცხო­ელ ინ­ვეს­ტო­რებს და ბიზ­ნეს­მე­ნებს, სამ­თავ­რო­ბო პი­რებს, სა­ელ­ჩო­ე­ბის, სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტე­ბის და ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­დან, ასე­ვე ევ­რო­პი­დან, ამე­რი­კი­დან და მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან.

2017 წლის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფო­რუ­მის მი­მო­ხილ­ვა შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ აქ: https://youtu.be/0sR7MBGRf0Y

პაშა ბანკი ბიას მიერ ორგანიზებული მეორე საერთაშორისო საინვესტიციო ბიზნეს ფორუმის პარტნიორია

პაშა ბანკი ბიას მიერ ორგანიზებული მეორე საერთაშორისო საინვესტიციო ბიზნეს ფორუმის პარტნიორია

15-16 მაისს „ბია“–ს ორგანიზებით და პაშა ბანკის პარტნიორობით სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში რიგით მეორე ყოველწლიური საერთაშორისო საინვესტიციო ბიზნეს ფორუმი – „საქართველო - შესაძლებლობების ქვეყანა“ გაიმართა.

ფორუმი მიზნად ისახავდა რეგიონში საქართველოს ფინანსურ და ბიზნეს ცენტრად პოზიციონირების ხელშეწყობას, ქვეყნის ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალის მიმოხილვას და მეწარმეებისთვის ფინანსირების იაფი წყაროების გაცნობას.

„მოხარული ვართ, რომ პაშა ბანკი საინვესტიციო ბიზნეს - ფორუმზე წელსაც პარტნიორის სახით არის წარმოდგენილი. შეგახსენებთ, რომ პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას სთავაზობს აზერბაიჯანში, საქართველოში და თურქეთში. როგორც რეგიონალური ფინანსური ინსტიტუტი, ჩვენ აქ ვართ, რათა გავაზიაროთ ჩვენი გამოცდილება და მოვიძიოთ ახალი პარტნიორები.“ - აღნიშნა გოგა ჯაფარიძემ, პაშა ბანკის კომერციულმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა.

ფორუმის ფარგლებში პოტენციურ ინვესტორებს საშუალება მიეცათ მთავრობის და ბიზნესის პირველი პირებისგან გაცნობოდნენ მიმდინარე და სამომავლო პროექტებს ენერგეტიკაში, ტურიზმში, უძრავ ქონებაში და სოფლის მეურნეობაში. ადგილობრივ ბიზნესებს კი ჰქონდათ საშუალება მოესმინათ საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციების, კაპიტალის ბაზრების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და საინვესტიციო ბანკების, ვენჩურული და კერძო კაპიტალის ექსპერტებისთვის.

ფორუმი სიტყვით გახსნეს EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ და ბიას გენერალურმა დირექტორმა აიეტ კუკავამ. გამომსვლელებს შორის იყვნენ წარმომადგენლები სამთავრობო სექტორიდან: ირაკლი ქარსელაძე - საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე - ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ნოდარ კერესელიძე - სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ასევე, საერთაშორისო კომპანიებიდან: S&P Global, Fitch Ratings, Google, Gryphon Emerging Markets, Omidyar Network, Finance-in-Motion, BlueOrchard Finance, ESPA და სხვა.

საინვესტიციო ფორუმმა 500-მდე დელეგატს უმასპინძლა, მათ შორის ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს და ბიზნესმენებს, სამთავრობო პირებს, საელჩოების, სავაჭრო პალატების და ასოციაციების წარმომადგენლებს, როგორც საქართველოდან, ასევე ევროპიდან, ამერიკიდან და მეზობელი ქვეყნებიდან.

2017 წლის საინვესტიციო ფორუმის მიმოხილვა შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://youtu.be/0sR7MBGRf0Y

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი