პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რეზონანსი" - ბინები გაიაფდება, რეალიზაცია თვალში საცემად შემცირდება
"რეზონანსი" - ბინები გაიაფდება, რეალიზაცია თვალში საცემად შემცირდება

სეს­ხებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა უკვე 2 კვი­რაა, ძა­ლი­ან გარ­თულ­და, ეს კი სხვა­დას­ხვა სფე­როს გა­ყიდ­ვის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა. ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი­სა და ტექ­ნი­კის მა­ღა­ზი­ე­ბის შემ­დეგ ჯერი უძ­რავ ქო­ნე­ბა­ზე მიდ­გა. რო­გორც გა­ზე­თი „რე­ზო­ნან­სი" წერს, და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე კრე­დი­ტის გა­უ­ცემ­ლო­ბა ბი­ნებ­ზე მო­თხოვ­ნას შე­ამ­ცი­რებს, შემ­დეგ კი ფა­სე­ბის კლე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს.

მე­ნა­შე­ნე­თა ასო­ცი­ა­ცი­ა­სა და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბა­ზარ­ზე ფიქ­რო­ბენ, რომ ბან­კებ­მა სეს­ხის გა­ცე­მის­გან ისეთ პი­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც გა­დახ­დი­სუ­ნა­რი­ა­ნე­ბი არ არი­ან, ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში თავი უნდა შე­ი­კა­ვონ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სამ­შე­ნებ­ლო ბა­ზა­რი ამის შე­დე­გად შე­იძ­ლე­ბა, და­ზა­რალ­დეს.

მე­ნა­შე­ნე­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი როს­ტო­მაშ­ვი­ლი "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნავს, რომ ბან­კე­ბის ახა­ლი რე­გუ­ლა­ცია, რაც და­უ­დას­ტუ­რე­ბელ შე­მო­სა­ვალ­სა და სეს­ხის გა­ცე­მას უკავ­შირ­დე­ბა, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბა­ზარ­ზე უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა. შემ­ცირ­დე­ბა ბი­ნე­ბის ფასი და მისი რე­ა­ლი­ზა­ცი­აც. როს­ტო­მაშ­ვი­ლის თქმით, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ დღეს გა­დად­გმულ ნა­ბიჯ­ზე მე­ნა­შე­ნე­თა ასო­ცი­ა­ცია რამ­დე­ნი­მე წლის წინ სა­უბ­რობ­და, თუმ­ცა მათი გან­ცხა­დე­ბე­ბი უპა­სუ­ხოდ დარ­ჩა.

"და­უ­ფიქ­რებ­ლად აღე­ბუ­ლი სეს­ხის შე­დეგს დღეს ყვე­ლა ვხე­დავთ. ის ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­აც, რომ­ლის გა­ტა­რე­ბაც ეროვ­ნულ ბანკს დას­ჭირ­და, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უკონ­ტრო­ლო­ბის შე­დე­გია. იმა­ზე, ახლა რომ დიდ მიგ­ნე­ბად მი­აჩ­ნია ეროვ­ნულ ბანკს, ჩვენ, მე­ნა­შე­ნე­თა ასო­ცი­ა­ცია, და­ახ­ლო­ე­ბით 10 წლის წინ ვსა­უბ­რობ­დით. ამ სა­კითხს დრო­დად­რო ვი­ყე­ნებ­დით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვი­ცო­დით, გა­ყიდ­ვის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე ცუ­დად იმოქ­მე­დებ­და.

მარ­ტო რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ზე ხომ არ უნდა ვი­ფიქ­როთ, ქვყნის ეკო­ნო­მი­კის გა­ჯან­სა­ღე­ბა უპირ­ვე­ლე­სია. ამ სა­კითხს სწო­რად გა­აზ­რე­ბა სჭირ­დე­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბი და­უ­ფიქ­რებ­ლად იღებ­დნენ სესხს, ბანკსაც მათი ეს ნა­ბი­ჯი უხა­რო­და, ხოლო წლე­ვან­დელ და შარ­შან­დელ სტა­ტის­ტი­კას თუ გა­დავ­ხე­დავთ, ბან­კე­ბის ძი­რი­თა­დი შე­მო­სა­ვა­ლი არის გი­რა­ო­ში ჩა­დე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის წარ­თმე­ვა. ცოტა ხან­ში წა­სარ­თმე­ვიც არა­ფე­რი იქ­ნე­ბა და მერე რას იზა­მენ? ეს არის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა?

ბან­კებ­მა ამით იხე­ი­რეს და ჩვენ არა­ვინ დაგ­ვი­ჯე­რა. ბან­კი თუ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ არის, რომ მსეს­ხე­ბე­ლი კრე­დიტს და­ფა­რავს თა­ვი­სი შე­მო­სავ­ლით და არა ქო­ნე­ბის წარ­თმე­ვით ან ოჯა­ხის წევ­რე­ბის და­ყა­ჩა­ღე­ბით, ფული არ უნდა გას­ცეს", - გა­უ­ცხა­და "რე­ზო­ნანსს" როს­ტო­მაშ­ვილ­მა. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

"რეზონანსი" - ბინები გაიაფდება, რეალიზაცია თვალში საცემად შემცირდება

"რეზონანსი" - ბინები გაიაფდება, რეალიზაცია თვალში საცემად შემცირდება

სესხებზე ხელმისაწვდომობა უკვე 2 კვირაა, ძალიან გართულდა, ეს კი სხვადასხვა სფეროს გაყიდვის მაჩვენებელზე უარყოფითად აისახება. ავტომობილებისა და ტექნიკის მაღაზიების შემდეგ ჯერი უძრავ ქონებაზე მიდგა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, დაუდასტურებელი შემოსავლის გარეშე კრედიტის გაუცემლობა ბინებზე მოთხოვნას შეამცირებს, შემდეგ კი ფასების კლებას განაპირობებს.

მენაშენეთა ასოციაციასა და უძრავი ქონების ბაზარზე ფიქრობენ, რომ ბანკებმა სესხის გაცემისგან ისეთ პირებზე, რომლებიც გადახდისუნარიანები არ არიან, ყველა შემთხვევაში თავი უნდა შეიკავონ, მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო ბაზარი ამის შედეგად შეიძლება, დაზარალდეს.

მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ბანკების ახალი რეგულაცია, რაც დაუდასტურებელ შემოსავალსა და სესხის გაცემას უკავშირდება, უძრავი ქონების ბაზარზე უარყოფითად აისახება. შემცირდება ბინების ფასი და მისი რეალიზაციაც. როსტომაშვილის თქმით, ეროვნული ბანკის მიერ დღეს გადადგმულ ნაბიჯზე მენაშენეთა ასოციაცია რამდენიმე წლის წინ საუბრობდა, თუმცა მათი განცხადებები უპასუხოდ დარჩა.

"დაუფიქრებლად აღებული სესხის შედეგს დღეს ყველა ვხედავთ. ის ახალი რეგულაციაც, რომლის გატარებაც ეროვნულ ბანკს დასჭირდა, წლების განმავლობაში უკონტროლობის შედეგია. იმაზე, ახლა რომ დიდ მიგნებად მიაჩნია ეროვნულ ბანკს, ჩვენ, მენაშენეთა ასოციაცია, დაახლოებით 10 წლის წინ ვსაუბრობდით. ამ საკითხს დროდადრო ვიყენებდით, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით, გაყიდვის მაჩვენებელზე ცუდად იმოქმედებდა.

მარტო რეალიზაციაზე ხომ არ უნდა ვიფიქროთ, ქვყნის ეკონომიკის გაჯანსაღება უპირველესია. ამ საკითხს სწორად გააზრება სჭირდება. ადამიანები დაუფიქრებლად იღებდნენ სესხს, ბანკსაც მათი ეს ნაბიჯი უხაროდა, ხოლო წლევანდელ და შარშანდელ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ბანკების ძირითადი შემოსავალი არის გირაოში ჩადებული ქონების წართმევა. ცოტა ხანში წასართმევიც არაფერი იქნება და მერე რას იზამენ? ეს არის ეკონომიკის განვითარება?

ბანკებმა ამით იხეირეს და ჩვენ არავინ დაგვიჯერა. ბანკი თუ დარწმუნებული არ არის, რომ მსესხებელი კრედიტს დაფარავს თავისი შემოსავლით და არა ქონების წართმევით ან ოჯახის წევრების დაყაჩაღებით, ფული არ უნდა გასცეს", - გაუცხადა "რეზონანსს" როსტომაშვილმა. განაგრძეთ კითხვა

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო